გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/10467-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 ივლისი, 2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი
მოსარჩელე: თე------------ე, პ/ნ 1----------
წარმომადგენელი: მი------–----------ი
მოპასუხე: სს-----------------------------------–----------ო
წარმომადგენელი: ცი-----------ე
მოპასუხე: აპ---–---------–---–ი, პ/ნ 1----------
წარმომადგენელი: შა--–-----–---------–---–ი
დავის საგანი: სა------------------------------–-------------ს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სამეწარმეო რე------ის ჩანაწერის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სა------------------------------–------------ს 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N1--------- საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ და სა------------------------------–------------ს 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება N----- ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სამეწარმეო რე------ში განხორციელებული ჩანაწერი შ----------–--- სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების განხორციელების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, შ----------–-- დარეგისტრირდა 1998 წელს და საწარმოს პარტნიორები არიან თე------------ე და აპ---–---------–---–ი, საწარმოს საწესდებო კაპიტალში 50-50%-იანი წილობრივი მონაწილეობით. 2017 წლის მიწურულს, გარდაიცვალა საწარმოს დ----------------------–--------------ე. დ------------- გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მოსარჩელეს მიმართა მოპასუხე აპ---–---------–---–მა და საწარმოს დ------------- შერჩევაზე დაუწყო საუბარი. 2017 წლის 8 დეკემბერს, მხარეებმა ხელი მოაწერეს გადაწყვეტილებას, რომლითაც საწარმოს დ------------დ მოპასუხე დაინიშნა. მოსარჩელე მოპასუხეს სა-----------------–იც გაჰყვა აღნიშნული გადაწყვეტილების დასარეგისტრირებლად, თუმცა, ზუსტად არ იცოდა, თუ რა შინაარსის დოკუმენტს აწერდა ხელს. მოგვიანებით, მოპასუხემ ისევ სთხოვა მოსარჩელეს, გაყოლოდა სა-----------------–ი, სადაც მოპასუხემ ისევ მოაწერა ხელი რაღაც ფურცელს, რომლის შინაარსიც არ წაუკითხია, რადგან ხელმოწერამდე დოკუმენტის წაკითხვის მოთხოვნა უნდობლობის გამოხატულებად აღიქმება საზოგადოების იმ სოციალურ ფენაში, რომელსაც პარტნიორები მიეკუთვნებიან. რამდენიმე დღეში, მოსარჩელემ შეიტყო, რომ აპ---–---------–---–ს ის შეცდომაში შეუყვანია, რადგან მოსარჩელეს სა-----------------–ი ხელი მოუწერია აპ---–---------–---–ის საწარმოს დ------------დ დანიშვნის გადაწყვეტილებაზე, რაც მოსარჩელეს არ სურდა. ამიტომ, მოსარჩელემ სა-----------------ს მიმართა განცხადებით და აცნობა, რომ მოსარჩელე შ----------–--- 2017 წლის 8 დეკემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ცვლილების რეგისტრაციის წინააღმდეგია, მაგრამ სა-----------------ს ნების გამოვლენის აღქმის პრობლემა აქვს და სწორად ვერ აფასებს რე------ში შესულ ინფორმაციას - რე------ისთვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელეს ნება შეცდომით ჰქონდა გამოვლენილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სადავო ცვლილება აპ---–---------–---–ის საწარმოს დ------------დ რეგისტრაციის შესახებ მაინც განხორციელდა. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2017 წლის 8 დეკემბრის პარტნიორთა კრების ოქმი გასაჩივრებულია და მისი ბათილობის საკითხი ს----------ის სასამართლოში განიხილება.
2. მოპასუხეთა პოზიციები
2.1. მოპასუხე სს-----------------------------------–----------ოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნებს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, რადგან მოსარჩელეს დავის მიმართ არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი. კერძოდ, სა-----------------ის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ძალაში რჩება საწარმოს პარტნიორთა კრების 2017 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელიც საჯარო რესტრის მხრიდან კვლავ სადავო რეგისტრაციის განხორციელების საფუძველია. სა-----------------ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ რეგისტრაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ძალადაკარგულად გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად, ან არარად იქნება ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, რე------ი არ არის უფლებამოსილი, გამოიკვლიოს პარტნიორთა გადაწყვეტილებაში გამოვლენილი ნების ნამდვილობა, აღნიშნული მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა; რე------ი ამოწმებს საწარმოში მიღებული გადაწყვეტილების კანონითა და საზოგადოების წესდებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას და მხოლოდ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ახორციელებს ცვლილებას საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში, ან უარს ეუბნება განმცხადებელს ცვლილების განხორციელებაზე. რე------ის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, საწარმოს პარტნიორთა 2017 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება იყო კანონიერი და არ არსებობდა საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
2.2. აპ---–---------–---–მა სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელემ სა-----------------–ი თავად მოაწერა ხელი პარტნიორთა გადაწყვეტილებას დ------------- დანიშვნის შესახებ და გამოხატა ნება, რომ საწარმოს დ-----------ი აპ---–---------–---–ი გამხდარიყო და არ არსებობს ამ გადაწყვეტილების შესაბამისი ცვლილების განხორციელებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხემ განმარტა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ შეიცვალა მოსარჩელემ პოზიცია და რატომ აღარ სურს, რომ საწარმოს დ-----------ი აპ---–---------–---–ი იყოს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შ----------–-- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რე------ში რეგისტრირებულია 1998 წლის 9 იანვრიდან, საიდენტიფიკაციო ნომრით 2--------. საზოგადოების პარტნიორები არიან თე------------ე და აპ---–---------–---–ი, რომლებიც საწარმოს საწესდებო კაპიტალის თანაბარი, 50%-იანი წილის მესაკუთრეები არიან. 2017 წლის 25 დეკემბრიდან, პარტნიორთა კრების 2017 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, საწარმოს დ------------დ რეგისტრირებულია მოპასუხე აპ---–---------–---–ი (ს.ფ. 26-27).
3.1.2. შ----------–--- წესდების 8.1. პუნქტის თანახმად, საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება. ამავე წესდების 8.5. პუნქტის თანახმად, კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრებიან 50%-ზე მეტი წილის მესაკუთრე პარტნიორი/პარტნიორები თვითონ ან სრულუფლებიანი წარმომადგენლის მეშვეობით. საწარმოს წესდების 8.14.3. და 8.17.1. პუნქტების თანახმად, პარტნიორთა საერთო კრების კომპეტენციაა ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა და გათავისუფლება. აღნიშნულ საკითხზე პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებებს იღებს ყველა პარტნიორის ან მათი წარმომადგენლის ერთსულოვანი თანხმობით (ს.ფ. 72-88, პპ. 8.17, 8.15).
3.1.3. 2017 წლის 12 დეკემბერს, სა-----------------ის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა შ----------–--- დამფუძნებელ პარტნიორთა მიერ 2017 წლის 8 დეკემბერს შედგენილი კრების ოქმი N--, რომლითაც საწარმოს პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება შ-----------–--’’ დ------------დ აპ---–---------–---–ის დანიშვნის თაობაზე, და მოთხოვნილ იქნა შ----------–--- ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების რეგისტრაცია. სა------------------------------–------------ს 2017 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან 2017 წლის 8 დეკემბერს შედგენილ პარტნიორთა კრების ოქმში, რომლითაც საწარმოს დ------------დ დაინიშნა აპ---–---------–---–ი, არ იყო მითითებული აპ---–---------–---–ის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ს.ფ. 120-128).
3.1.4. 2017 წლის 22 დეკემბერს, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, სა-----------------ის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა შ----------–--- დამფუძნებელ პარტნიორთა 2017 წლის 8 დეკემბრის კორექტირებული კრების ოქმი, რომელსაც მხარეებმა ხელი მარეგისტრირებელ ორგანოში მოაწერეს (ს.ფ. 129-132).
3.1.5. სა------------------------------–------------ს 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ----------–--- ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნა და საზოგადოების დ------------დ აპ---–---------–---–ი დარეგისტრირდა (ს.ფ. 138-141, 142-143).
3.1.6. 2017 წლის 25 დეკემბერს, სა-----------------ის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა თე------------ის განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ განმცხადებელი არ ეთანხმება შ-----------–--’’ 2017 წლის 8 დეკემბრის პარტნიორთა კრების ოქმის შინაარსს და რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა, რომ სა-----------------ს აღნიშნული ოქმის საფუძველზე ცვლილების რეგისტრაცია არ მოეხდინა (ს.ფ. 133-136).
3.1.7. 2018 წლის 22 იანვარს, სა-----------------ის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა თე------------ის განცხადება/საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა შ----------–--- დ------------დ აპ---–---------–---–ის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმება. სა------------------------------–------------ს 2018 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით თე------------ეს უარი ეთქვა 2018 წლის 22 იანვარს წარდგენილი საჩივრის განხილვაზე. ამავე გადაწყვეტილებით თე------------ეს განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა, გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში (ს.ფ. 150-153).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანება, „სა-----------------ის შესახებ“ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის პარტნიორთა შეთანხმების ნაწილი.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამეწარმეო სუბიექტი თავის საქმიანობას ახორციელებს სამოქალაქო კანონმდებლობისა და ორგანიზაციის წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) დადგენილი წესების შესაბამისად. პარტნიორთა წესდება თავისი არსით წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ გარიგებას და შესაბამისად, მხარეები (პარტნიორები) საწარმოს რეგისტრაციის დროს, საზოგადოების შეთანხმებით (წესდებით) განსაზღვრავენ თავიანთ უფლება-მოვალეობებს. მსგავსად წესდებისა, პარტნიორთა მიერ ამ წესდების შესაბამისად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება წარმოადგენს პარტნიორთა შორის მიღწეულ გარიგებას და მისთვის აუცილებელია გარიგებისათვის სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნების გამოვლენა. თავის მხრივ, ნების გამოვლენა გულისხმობს გამოხატული ნამდვილი ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულია მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის წესი, რომლის თანახმადაც, საზოგადოების უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან/და უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი შესაბამისი გარიგება. ამდენად, როდესაც ხდება საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებათა განხორციელება, სახეზე უნდა იყოს უფლებამოსილ პირთა მიერ გამოვლენილი ნება და ამ ნების შესაბამისად მიღწეული გადაწყვეტილება (გარიგება).
შ----------–--- წესდების 8.1. პუნქტის თანახმად, საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება. ამავე წესდების 8.5. პუნქტის თანახმად, კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრებიან 50%-ზე მეტი წილის მესაკუთრე პარტნიორი/პარტნიორები თვითონ ან სრულუფლებიანი წარმომადგენლის მეშვეობით. საწარმოს წესდების 8.14.3. და 8.17.1. პუნქტების თანახმად, პარტნიორთა საერთო კრების კომპეტენციაა ხლმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა და გათავისუფლება. აღნიშნულ საკითხზე პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებებს იღებს ყველა პარტნიორის ან მათი წარმომადგენლის ერთსულოვანი თანხმობით.
„სა-----------------ის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულობის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სამართლებრივი აქტის გაუქმება. ამ შემთხვევაში რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, უფლების რეგისტრაციისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდით.
„სა-----------------ის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 პრიმა მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რე------ში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებებისა და მათ შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რე------ში სუბიექტის რეგისტრაციის საფუძვლები და რე------ის წარმოების წესი განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო ვალდებულია რეგისტრაციის საკითხზე სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის, ხარვეზის დადგენის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება ან განუხილველი დატოვოს განცხადება.
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების“ თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანების მე-18 მუხლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს ხარვეზის დადგენის, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს სუბიექტის შესახებ მონაცემების აღრიცხვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რე------ში. მითითებული ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, იურიდიული პირის ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რე------ის, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რე------ების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სა-----------------ის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 12 დეკემბერს და 2017 წლის 22 დეკემბერს წარედგინა შ----------–--- პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის შესაბამისადაც მოთხოვნილ იქნა 2017 წლის 8 დეკემბრის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების - შ----------–--- დ------------დ აპ---–---------–---–ის დანიშვნის - შესაბამისი ცვლილების რეგისტრაცია. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს, სა-----------------ის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა შ----------–--- პარტნიორის, თე------------ის, განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ განმცხადებელი არ ეთანხმებოდა 2017 წლის 8 დეკემბრის პარტნიორთა კრების ოქმს, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღების დროს განმცხადებელი შეყვანილი იყო შეცდომაში და კრების ოქმს მან ხელი დოკუმენტის გაუცნობლად მოაწერა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვინაიდან მარეგისტრირებელი ორგანოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პარტნიორი სადავოდ ხდიდა მიღებულ გადაწყვეტილებას, სა-----------------ი აღარ იყო უფლებამოსილი, რეგისტრაციაში გაეტარებინა კრების ოქმით გათვალისწინებული ცვლილება.
უდავოა ასევე, რომ სა-----------------ის ეროვნულმა სააგენტომ შეასრულა მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება და შეამოწმა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რე------ის, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რე------ების ერთიანი მონაცემები და, დაადგინა რა, რომ შ----------–--- მიმართ არ არსებობდა რაიმე სახის შეზღუდვა ან აკრძალვა, რომელიც სარეგისტრაციო წარმოების შეფერხების კანონით დადგენილ საფუძველს წარმოადგენს, რეგისტრაციაში გაატარა შ----------–--- 2017 წლის 8 დეკემბრის პარტნიორთა კრების ოქმი N--, რომელიც ასახავდა საწარმოს პარტნიორების მიერ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონისა და საწარმოს წესდებით დადგენილი წესების შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას საწარმოს დ------------- დანიშვნის თაობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება თავისი შინაარსით არის საწარმოს სტაბილური ფუნქციონირებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს გარემოებას, რომ პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის როგორც მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით, ასევე პარტნიორთა სურვილის შემთხვევაში - საწარმოს წესდებით, დგინდება გადაწყვეტილების მიღებისას სავალდებულოდ დასაცავი წესები. სწორედ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების და საწარმოს ფუნქციონირებისა და განვითარების მნიშვნელობის გათვალისწინებით, კანონმდებლობა ითვალისწინებს კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობას, თუმცა, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც საწარმოს პარტნიორს პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ცალმხრივად გამოვლენილი ნების საფუძველზე გაუქმების შესაძლებლობას მისცემდა. პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი პარტნიორის განცხადების საფუძველზე შეცვლის შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა საწარმოს სტაბილური ფუნქციონირების მიღწევა-შენარჩუნება და საწარმოს შემდგომი განვითარება.
სასამართლო იზიარებს სა-----------------ის წარმომადგენლის პოზიციას სა-----------------ის სადავო გადაწყვეტილებების მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობის თაობაზე, ვინაიდან სა-----------------ის სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი, 2017 წლის 8 დეკემბრის კრების ოქმი აპ---–---------–---–ის საწარმოს დ------------დ კვლავ დანიშვნის საფუძველად რჩება. სასამართლო განმარტავს, რომ აპ---–---------–---–ის საწარმოს დ------------დ რეგისტრაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალას დაკარგავს მხოლოდ პარტნიორთა კრების აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სა------------------------------–------------ს სადავო გადაწყვეტილებები კანონშესაბამისია და არ არსებობს მათი და შ----------–--- სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, თე------------ის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ. 34-35). ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თე------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე