განაჩენი

სისხლის სამართლის 28.12.2018
საქმის ნომერი
240100118002751670
დავის ტიპი
151
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240100118002751670 №1/125

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28.12.2018 წელი ქ.სენაკი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ვ------------------

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: მ--–----------------ი

დაბადებული: 02.10.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 2----------

ნასამართლეობა: არ მქონე

საცხოვრებელი ადგილი: მარტვილის რაიონი, სოფელი ა-------ი

 

ადვოკატი - გ-------------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე -ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2018 წლის 02 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ--–----------------მა, მცხოვრებმა მარტვილის რაიონის სოფელ ა-------ში, რომელიც ოჯახური უკმაყოფილებიდან გამომდინარე დაშორებული იყო მეუღლე მ------------------ს, ტელეფონით დაურეკა მეუღლის მ------------------ს დედას, მარტვილის რაიონის სოფელ ნ----------ში მცხოვრებ ი-----–----------------ს და დაემუქრა, რომ თოფით შეიარაღებული მივიდოდა და მოკლავდა, თუ არ დაალაპარაკებდა მეუღლე მ------------------ს. აღნიშნულზე, როდესაც უარი მიიღო ის დაუყოვნებლივ მივიდა ი-----–----------------ს საცხოვრებელ სახლში, კვლავ გააგრძელა მის მიმართ მუქარა, რასაც შეეწინააღმდეგა ი-----–----------------ს მეუღლე რ-----------------, არ მისცა სახლში შესვლის საშუალება, რა დროსაც მ--–----------------ს ჯიბიდან ამოუვარდა ვაზნა. აღნიშნული ქმედებით ი-----–----------------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც მან დარეკა 112-ის საინფორმაციო სამსახურში და ითხოვა პოლიციის დახმარება, ხოლო მ--–----------------ი იძულებული გახდა დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი.

 

2. ბრალდებულმა მ--–----------------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4. არსებით სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სამართლებრივი შეფასება:

5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--–----------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მ--–----------------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მ--–----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

6. მ--–----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია: ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და არ არის ნასამართლევი.

 

7. მ--–----------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

8. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

9. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეზე დაზარალებულმა, ი-----–----------------მ განცხადებით მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ ბრალდებულთან შერიგებულია და ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას.

 

10. ბრალდებულ მ--–----------------ის მიერ სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

11. მ--–----------------ის მიმართ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.

 

12. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

13. სასჯელის დანიშვნისას მ--–----------------ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს კანონის აღნიშნული დანაწესი და სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე, მუხლით, სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ--–----------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. გაუქმდეს მსჯავრდებულ მ--–----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო.

 

3. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში მ--–----------------ის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს.

 

დაევალოს მსჯავრდებულ მ--–----------------ს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სენაკის რაიონული სასამართლოს (ქ.სენაკი, რუსთაველის ქუჩა №247) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე