განაჩენი

სისხლის სამართლის 07.01.2019
საქმის ნომერი
080100118002551520
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
07.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/649-18 (N041160618001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

20.09.2018 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ------- ვ------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული შ----- გ------–-–---–ი

მამის სახელი: რ------

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, გ--------ის ქ-----

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ლ----–--ის 1-ლ---------

 

ადვოკატი - გ------- დ---–-–---–ი

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

შ----- გ------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 16 ივნისს, ღამის საათებში, ქუთაისში ლ----–--ის ქ. 1-ლ----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში შ----- გ------–-–---–მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერი შელაპარაკებისას, მეუღლის დედას - ა----–--- გ--------ეს მოქაჩა თმებში და დააგდო იატაკზე, რის შემდეგაც შ----- გ------–-–---–მა მეუღლეს - ს--–---- გ--------ეს ხელი დაარტყა მკლავის არეში, მოქაჩა თმებში და დააგდო იატაკზე, ასევე ხელი ჩაარტყა მუცლისა და თავის არეში. აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქმის არსებითი განხილვის დროს, შ----- გ------–-–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და სადავოდ აღარ ხდის ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა უდავოდ ცნეს ყველა მტკიცებულება, შესაბამისად, შ----- გ------–-–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების ა----–--- გ--------ის და ს--–---- გ--------ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეთა რ------ ა---–- გ------–-–---–ის, მ---- ფ--–--ს, ლ---–- ფ--–--ს გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით; დაკავების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ფოტომასალის დათვალიერების ოქმით; სამედიცინო ექსპერტიზის N0----------------------- დასკვნებით; შეტყობინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა შ----- გ------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

შ----- გ------–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: შ----- გ------–-–---–მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, აგრეთვე საქმის არსებითი განხილვის დროს, უდავოდ გახადა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; ბრალდებულმა პატიება სთხოვა და შეურიგდა დაზარალებულებს, რომელთაც არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ შ----- გ------–-–---–თან და ითხოვენ მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას - ისეთი სასჯელის შეფარდებას, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პატიმრობასთან. ბრალდებულს კმაყოფაზე ჰყავს 2 მცირეწლოვანი შვილი და გულწრფელად ისწრაფვის აქტიური მონაწილეობა მიიღოს მათ აღზრდა-განვითარებაში, რასაც ეთანხმებიან დაზარალებულებიც. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ შ----- გ------–-–---–ს წარსულში არც ანალოგიური ფაქტი და არც სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სხვა ქმედება არასოდეს ჩაუდენია და ოჯახურ კონფლიქტს რაიმე სერიოზული წანამძღვარი არ გააჩნია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდებული 03 თვე და 5 დღე პატიმრობაში იმყოფებოდა, რაც უნდა გახდეს მისთვის დამაფიქრებელი და საკმარისი სათანადო დასკვნების გამოსატანად.

 

სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მისი საშიშროებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნები ვერ მიიღწევა არასაპატიმრო სასჯელის სახის დანიშვნით. შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში სამართლიანი ზომით.

ამასთან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ შ----- გ------–-–---–ის მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა ამ ეტაპზე მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნით, რომელიც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნება მოყვანილი სისრულეში შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ----- გ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში შ----- გ------–-–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 16 ივნისიდან 2018 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

4. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.

5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ შ----- გ------–-–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

6.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ფოტომასალის ამსახველი 01 ცალი დისკი, რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

6.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნატეხი; წითელი ფერის ლაქა საკონტროლო ნიმუშთან ერთად; თეთრი ფერის ნაჭრის ქამარი და ავტომანქანის გარე ზედაპირიდან ამოღებული წითელი ფერის ლაქები, საკონტროლო ნიმუშთან ერთად, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში - განადგურდეს.

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე