გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5102-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - თ-----------–---ა
მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ე---------------–--–ი
მესამე პირი - შპს „მ----–---ი”
წარმომადგენელი - ნ-----------–---ი
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 25 ივლისის №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირმა - შპს „მ----–---ის” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. შპს „მ----–---მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა მოპასუხე - აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების გზით თ-----------–---ასათვის დავალიანების - 2564.50 ლარის, ასევე სააპლიკაციო საფასური - 100 ლარის დაკისრების მიზნით გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა, საიდანაც მოთხოვნის ძირითადი თანხაა - 250 ლარი, სარგებელი - 32 ლარი, პირგასამტეხლო - 2285.50 ლარი.
შპს „მ----–---მა“ განცხადებას დაურთო განაცხადი ონლაინ სესხზე, საგადახდო დავალება, სესხის ხელშეკრულება, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, მინდობილობა, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, შპს „მ----–---ის“ ლარის ანგარიშის რეკვიზიტები.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს „მ----–---ის“ განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი და თანდართული მასალები - ს/ფ 68-115.
4.1.2. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა თ-----------–---ას (მისამართზე - ქ. ზ-----------------–-------------), რომლითაც აცნობა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ და 10 კალენდარული დღე განუსაზღვრა სათანადო რეაგირებისათვის. აღნიშნული შეტყობინება 2018 წლის 07 აპრილს ჩაიბარა თ-----------–---ას დამ - თ-------–---ამ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- გზავნილი - ს/ფ 119.
- 2018 წლის 22 თებერვლის შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ - ს/ფ 116-117.
4.1.3. 2018 წლის 25 ივლისს მოპასუხე - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა ბრძანება №S----------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლითაც თ-----------–---ას დაეკისრა 2664.50 ლარის გადახდა შპს „მ----–---ის“ სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 ივლისის №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ - ს/ფ 120.
4.1.4. საქმეში წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებისა და მოსარჩელის ახსნა-განმარტების მიხედვით, მოსარჩელე თ-----------–---ა 2015 წლის პირველი იანვრიდან ცხოვრობს მისამართზე - ზ------------------–-----–---------------–-----------, ხოლო თ-------–---ა არ წარმოადგენს მასთან მუდმივად მცხოვრებ პირს. აღნიშნული დასტურდება ასევე თ-----------–---ას მეზობლების განმარტებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დასტური - ს/ფ 42.
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება - იხ. სხდომის ოქმი.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით ახორციელებს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მითითებული საკანონმდებლო აქტის 914 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს „მ----–---მა“ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა მოპასუხე - აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების გზით თ-----------–---ასათვის დავალიანების - 2564.50 ლარის, ასევე სააპლიკაციო საფასური - 100 ლარის დაკისრების მიზნით გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა, საიდანაც მოთხოვნის ძირითადი თანხაა - 250 ლარი, სარგებელი - 32 ლარი, პირგასამტეხლო - 2285.50 ლარი. შპს „მ----–---მა“ განცხადებას დაურთო განაცხადი ონლაინ სესხზე, საგადახდო დავალება, სესხის ხელშეკრულება, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, მინდობილობა, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, შპს „მ----–---ის“ ლარის ანგარიშის რეკვიზიტები.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტით განსაზღვრულია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტები, კერძოდ იგი უნდა უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.
სასამართლო ასევე მიუთითებს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ გამარტივებული წარმოებისას, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
საქმის მასალებით დგინდება, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა თ-----------–---ას (მისამართზე - ქ. ზ-----------------–-------------), რომლითაც აცნობა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ და 10 კალენდარული დღე განუსაზღვრა სათანადო რეაგირებისათვის. აღნიშნული შეტყობინება 2018 წლის 07 აპრილს ჩაიბარა თ-----------–---ას დამ - თ-------–---ამ.
სასამართლო მიუთითებს, რომ ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამარტივებული წარმოებისას, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თ-----------–---ას მისამართზე - ქ. ზ-----------------–------------- აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაეგზავნა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება, რომელიც 2018 წლის 07 აპრილს ჩაიბარა თ-----------–---ს დამ - თ-------–---ამ.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე თ-----------–---ა 2015 წლის პირველი იანვრიდან ცხოვრობს მისამართზე - ზ------------------–-----–---------------–-----------, ხოლო თ-------–---ა არ წარმოადგენს მასთან მუდმივად მცხოვრებ პირს. აღნიშნული დასტურდება ასევე თ-----------–---ას მეზობლების განმარტებით.
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც 2015 წლის 01 იანვრიდან თ-----------–---ა ფაქტობრივად ცხოვრობს მისამართზე - ზ------------------–-----–---------------–-----------, ხოლო თ-------–---ა არ წარმოადგენს მასთან მუდმივად მცხოვრებ პირს, გზავნილის თ-------–---ასათვის ჩაბარება არ შეიძლება მიჩნეული იქნას შეტყობინების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარებად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ რესპონდენტს შეტყობინება ვერ ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით.
7.2. სასამართლო მიუთითებს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 919 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაირღვა გამარტივებული წარმოების პროცედურა, ვინაიდან მოსარჩელე თ-----------–---ას არ ჩაბარებია შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 ივლისის №S----------------- ბრძანება.
7.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 ივლისის №S----------------- ბრძანება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ-----------–---ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 ივლისის №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
3. მოპასუხე - აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისროს თ-----------–---ას მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა, მოსარჩელე თ-----------–---ას სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი