განაჩენი

სისხლის სამართლის 08.01.2019
საქმის ნომერი
030100118002560981
თარიღი
08.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№030100118002560981

№1/178-20-8

განაჩენი

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი, 20-8 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე: შოთა სირაძე

სხდომის მდივნები: თამარ მგალობლიშვილი, ვიქტორ ბერუჩაშვილი, ლევან ქირია, მარიამ წულაძე

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი: ნ---- გ--------,დაცვის მხარე:

ადვოკატი: ზ---- კ--------–--,ბრალდებული: დ-------- კ-–--–---,მამის სახელი: გ---,დაბადებული: 0-.1-.1--- წელი,დაბადების ადგილი: ფოთი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგო----ეობა: დასაოჯახებელი,პირადი ნომერი: 4----------,ნასამართლობა: არ მქონე,მცხოვრები: საქართველო, ფოთი, ს-------- ქ. №18

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

დ-------- კ-–--–---მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

დ-------- კ-–--–---ს ფოთის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 17 აპრილის დადგენილებით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანას და ბუპრენორფინის მოხმარებისათვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებულ დ-------- კ-–--–---ს 20-8 წლის 20 მაისს ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი, რითაც დადასტურდა, რომ მან ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგ, კვლავ მოიხმარა უკანონოდ ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

2.1. მოწმის სახით დაკითხული ქ. ფ------ ს----–---- სამმართველოს უბნის-ინსპექტორ გამომძიებლის ლ---- ქ-------ს ჩვენებით დგინდება, რომ 20-8 წლის 20 მაისს ქ. ფ------ ს----–---- სამმართველოს მ--–-----ის პოლიციის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ჭ------ ლ----------ს მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დ-------- კ-–--–--- დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით, ვინაიდან მან უარი განაცხადა ნებაყოფლობით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და გადაყვანილ იქნა ნარკოლოგიურ კაბინეტში შესამოწმებლად, სადაც მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლისა და ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი.

შემდგომი გადამოწმებით დადგინდა, რომ დ-------- კ-–--–--- სახდელდადებული იყო ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის.

 

იხ. 13.09.20-8 წლის სხდომის ოქმი.

 

ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას მოწმის სახით გამოკითხულმა ქ. ფ------ ს----–---- სამმართველოს უბნის-ინსპექტორ გამომძიებელმა ჭ------ ლ----------მ, რომლის გამოკითხვის ოქმი მხარეთა მიერ პრეიუდიციად იქნა ცნობილი.

 

ქ. ფ------ ს----–---- სამმართველოს უბნის-ინსპექტორ გამომძიებელმა ო---- ს------მ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

იხ. 13.09.20-8 წლის სხდომის ოქმი.

 

ექსპერტ გ--------- ფ-----–---ს ჩვენებით დგინდება, რომ 20-8 წლის 20 მაისს დ-------- კ-–--–---ს ტესტირებით ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება, რა დროსაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლისა და ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი. შემოწმების შედეგებზე დ-------- კ-–--–---ს პროტესტი არ გამოუთქვამს.

ექსპერტის განმარტებით, ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი ორგანიზმში შესაძლებელია აღმოჩნდეს მისი მოხმარებიდან 40 დღის განმავლობაში, ხოლო რაც შეეხება ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, იგი ორგანიზმში მხოლოდ 7 დღის განმავლობაში რჩება და ეს დამოკიდებულია პირის ნივთიერებათა ცვლაზე და მოხმარების რეჟიმზე, თუმცა ამ სახეობის ნარკოტიკული საშუალების ორგანიზმში აღმოჩენის მაქსიმალური ვადაა მისი უკანასკნელი მოხმარებიდან 7 დღე. აღნიშნული პრაქტიკა მომდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ სხვადასხვა სახის მეცნიერულ ლიტერატურაზე დაყრდნობით.

 

იხ. 13.09.20-8 წლის სხდომის ოქმი.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 17 აპრილის დადგენილებით, დ-------- კ-–--–---ს, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანას და ბუპრენორფინის მოხმარებისათვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

იხ.ს.ფ.9-13.

 

საქმეში არსებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმით დგინდება, რომ 20-8 წლის 20 მაისს დ-------- კ-–--–--- დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით საქართველოს ასკ-ის 45-ე მუხლით.

 

იხ. ს.ფ. 4.

 

საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით №90500320 დადგენილია, რომ 20-8 წლის 20 მაისს დ-------- კ-–--–---ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლისა (მარიხუანა) და ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი.

 

იხ. ს.ფ. 7.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, პირი ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად ითვლება, თუ სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია სამართალდარღვევა.

მოცემულ შემთხვევაში დ-------- კ-–--–--- ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებულია.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20-8 წლის 20 ნოემბრის განაჩენით, დ-------- კ-–--–--- გათავისუფლდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დაკისრებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან.

მასვე აღუდგა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენებით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლოს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

დ-------- კ-–--–---ს მოეხსნა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 აგვისტოს, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 აგვისტოს განაჩენებით წარმოშობილი ნასამართლობა.

 

ბრალდებულმა დ-------- კ-–--–---მ თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 17 აპრილის დადგენილებით ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მარიხუანას და ბუპრენორფინის მოხმარებისათვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ამ პერიოდში, სავარაუდოდ 20-8 წლის 14 აპრილიდან სახდელის დადებამდე, რამდენიმე დღე ინტენსიურად მოიხმარდა ბუპრენორფინს, ხოლო სახდელის დადების შემდეგ, 20-8 წლის 17 აპრილიდან, არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ მოუხმარია. ამიტომ თვლის, რომ 20-8 წლის 20 მაისს შემოწმების დროს გამოვლინდა სახდელის დადებამდე მოხმარებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი და ექსპერტის ჩვენებას არ ეთანხმება, რის გამოც წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

 

იხ. 12.12.20-8 წლის სხდომის ოქმი.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

3.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.

3.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.

თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.

რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68).

ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. ბრალდებულის ჩვენებას სასამართლო არ იზიარებს და მიაჩნია, რომ დ-------- კ-–--–---ს განმარტებები მიზნად ისახავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, ისინი არადამაჯერებელია და ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომელთა უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, მათი თანმიმდევრულობისა და ურთიერთშეთანხმებულობის გამო, სასამართლოს არ გააჩნია, კერძოდ:

განხილული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ დ-------- კ-–--–---ს ფოთის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 17 აპრილის დადგენილებით ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანას და ბუპრენორფინის მოხმარებისათვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

სასამართლო სრულიად იზიარებს ექსპერტ გ--------- ფ-----–---ს ჩვენებას იმის თაობაზე, რომ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინი ორგანიზმში მხოლოდ 7 დღის განმავლობაში რჩება და ეს დამოკიდებულია პირის ნივთიერებათა ცვლაზე და მოხმარების რეჟიმზე, თუმცა ამ სახეობის ნარკოტიკული საშუალების ორგანიზმში აღმოჩენის მაქსიმალური ვადაა მისი უკანასკნელი მოხმარებიდან 7 დღე. აღნიშნული პრაქტიკა მომდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ სხვადასხვა სახის მეცნიერულ ლიტერატურაზე დაყრდნობით.

სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა და მტკიცების ტვირთი ბრალმდებელს ეკისრება, მაგრამ ბრალდებულის და დაცვის მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადამოწმების შესაძლებლობა უნდა იძლეოდეს.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი და ექსპერტის ჩვენება, რომელმაც ეჭვს გარეშე დაადასტურა, თუ დროის რა შუალედში შეიძლება ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის მოხმარება დადგინდეს, ამავე დროს მიუთითა ამ ინფორმაციის წყაროზე.

აქედან გამომდინარე სასამრთლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დ-------- კ-–--–---მ მიერ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების - 20-8 წლის 17 აპრილის შემდეგ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი.

 

5.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

5.3. ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ დ-------- კ-–--–---ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებაში, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1. დ-------- კ-–--–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოები საქმის განხილვის პროცესში არ გამოვლენილა.

 

7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ 273-ე მუხლი, რომლითაც დ-------- კ-–--–---ს მსჯავრი უნდა დაედოს, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

7.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება.

 

7.6. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული უარყოფს დანაშაულს, სასამართლო მის სასარგებლო მოცემულობად განიხილავს საკუთარ წარსულთან კრიტიკულ დამოკიდებულებას, მის სამომავლო პოზიციას, რომ მომავალში არ პირებს ნარკოტიკის მოხმარებას, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ჩადენილია არაძალადობრივი დანაშაული.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს აზრით სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ-------- კ-–--–---ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა.

 

7.7 საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

ამავე მუხლის საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

 

7.8. ამდენად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, დ-------- კ-–--–---ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შემცირდეს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

8. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს ნივთმტკიცებები არ ერთვის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ-------- კ-–--–--- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.

2. მსჯავრდებულ დ-------- კ-–--–---ს დანიშნული სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე დაკავების ვადა - 20-8 წლის 20 მაისის 14:20 საათიდან, ამავე დღის 18:01 საათამდე 1 (ერთი) დღე და საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 950 (ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით

3. მსჯავრდებულ დ-------- კ-–--–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმდეს.

ასევე გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 02 ივლისის განჩინებით საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის დაწესებული ყველა ვალდებულება და დ-------- კ-–--–---ს დაუბრუნდეს საკუთარი პასპორტი და პირადობის მოწმობა, რომელიც საქმის გამომძიებელს აქვს მიბარებული.

4. ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, დ-------- კ-–--–---ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის მომხმარებელს, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას:

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

საადვოკატო საქმიანობის უფლება;

პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

პასიური საარჩევნო უფლება;

იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

5. მსჯავრდებულ დ-------- კ-–--–---ს მიმართ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ზემოხსენებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დინება დაიწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

6. საქმეს ნივთმტკიცება არ ერთვის.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა სირაძე