გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/15430-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
5 სექტემბერი, 2--- წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი
მოსარჩელე: გი-----------------ე, პ/ნ 1----------
წარმომადგენელი: თა----------ა, გი--------------–----–---–ი
მოპასუხე: სსიპ სა------------------------------–----------ო
წარმომადგენელი: ლან-------–--ე
მოპასუხე: ამ-----------------–ი, პ/ნ 0----------
წარმომადგენელი: და---------------ე
დავის საგანი: ს-------------------------------–-----------ოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ცვლილების რეგისტრაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება N----------- რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება N6---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.3. განხორციელდეს შპს „---------–----ის სამეწარმეო ჩანაწერში ცვლილება და შპს „---------–---“-ის დირექტორად დარეგისტრირდეს გი-----------------ე.
მოსარჩელის განმარტებით, 2--- წლის 6 დეკემბერს, გი-----------------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა შპს „---------–----ის პარტნიორთა კრების ოქმი და შპს „---------–----ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ - საწარმოს დირექტორად გი-----------------ის დარეგისტრირება, მოითხოვა. აღნიშნული პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, შპს „---------–----ის პარტნიორმა, ბი-------------–----–---–მა, მიიღო გადაწყვეტილება საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან ამ-----------------–ის გათავისუფლებისა და საწარმოს დირექტორად გი-----------------ის დანიშვნის შესახებ.
სა------------------------------–----------ოს 2--- წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე, ხოლო 2--- წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელეს უარი უთხრა ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ბი-------------–----–---–ს აკრძალული აქვს შპს „---------–----ის რეგისტრირებულ მონაცემებში (საჯარო რეესტრში, ასევე სამეწარმეო რეესტრში და სახელმწიფოს სხვა ორგანოებში) რაიმე სახის ცვლილების ან/და დამატების წარდგენის ან/და რეგისტრაციის განხორციელება, ხოლო პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებას ითხოვს, მიღებულია სწორედ ბი-------------–----–---–ის მიერ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის უარი მოსარჩელის საწარმოს დირექტორად რეგისტრაციაზე არის უკანონო, რადგან ბი-------------–----–---–ს სასამართლოს გადაწყვეტილებით არა აქვს შეჩერებული საწარმოს პარტნიორის უფლებამოსილება, ე. ი. ის უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელთა შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციაზე უარის თქმის უფლება საჯარო რეესტრს არა აქვს.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. სსიპ ს-------------------------------–-----------ოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ბი-------------–----–---–ს აკრძალული აქვს შპს „---------–----ის რეგისტრირებულ მონაცემებში (საჯარო რეესტრში, ასევე სამეწარმეო რეესტრში და სახელმწიფოს სხვა ორგანოებში) რაიმე სახის ცვლილების ან/და დამატების წარდგენის ან/და რეგისტრაციის განხორციელება, ხოლო პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებას ითხოვს, მიღებულია სწორედ ბი-------------–----–---–ის მიერ.
2.2. მოპასუხე ამ-----------------–მა სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინების გათვალისწინებით, რომლითაც ბი-------------–----–---–ს აკრძალული აქვს შპს „---------–----ის რეგისტრირებულ მონაცემებში (საჯარო რეესტრში, ასევე სამეწარმეო რეესტრში და სახელმწიფოს სხვა ორგანოებში) რაიმე სახის ცვლილების ან/და დამატების წარდგენის ან/და რეგისტრაციის განხორციელება, საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ბი-------------–----–---–ის გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო ცვლილების განხორციელება დაუშვებელია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „---------–----ი რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში 2000 წლის 12 იანვრიდან, საიდენტიფიკაციო ნომრით 2--------. საწარმოს პარტნიორები არიან საწარმოს საწესდებო კაპიტალის 50%-იანი წილის მესაკუთრე ბი-------------–----–---–ი და საწარმოს საწესდებო კაპიტალის 50%-იანი წილის მესაკუთრე ამ-----------------–ი. საწარმოს დირექტორია ამ-----------------–ი (ტომი I, ს.ფ. 209-212).
3.1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ბი-------------–----–---–ს აეკრძალა შპს „---------–----ის რეგისტრირებულ მონაცემებში (საჯარო რეესტრში, ასევე სამეწარმეო რეესტრში და სახელმწიფოს სხვა ორგანოებში) რაიმე სახის ცვლილებების ან/და დამატებების წარდგენის ან/და რეგისტრაციის განხორციელება. ამავე განჩინებით, შპს „---------–---“-ის განცხადება ბი-------------–----–---–ისათვის საზოგადოების პარტნიორის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 29 დეკემბერს მიღებული განჩინების შესაბამისად, 2015 წლის 30 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებში რეგისტრირებულია შესაბამისი შეზღუდვა (ტომი I, ს.ფ. 160-166, 209-212).
3.1.3. 2--- წლის 4 დეკემბრის შპს „---------–----ის პარტნიორთა კრების ოქმით დადგენილია, რომ საზოგადოების პარტნიორმა, ბი-------------–----–---–მა, მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------–----ის დირექტორის თანამდებობიდან ამ-----------------–ის გათავისუფლებისა და საწარმოს დირექტორად გი-----------------ის დანიშვნის შესახებ (ტომი I, ს.ფ. 28-33).
3.1.4. სა------------------------------–----------ოს 2--- წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით გი-----------------ეს უარი ეთქვა შპს „---------–----ის რეგისტრირებულ მონაცემებში ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების განხორციელებაზე (გი-----------------ის საწარმოს დირექტორად რეგისტრაციაზე). საჯარო რეესტრის უარს საფუძვლად დაედო რეესტრში რეგისტრირებული აკრძალვა, რომლითაც შპს „---------–----ის პარტნიორს, ბი-------------–----–---–ს, აკრძალული ჰქონდა საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში რაიმე სახის ცვლილების ან/და დამატების წარდგენის ან/და რეგისტრაციის განხორციელება. სა------------------------------–----------ოს 2--- წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით, გი-----------------ეს იგივე საფუძვლით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზეც (ტომი I, ს.ფ. 157-158, 175-178).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანება
6. სამართლებრივი შეფასება
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5¹ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუქნტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, კრება იღებს გადაწყვეტილებას დირექტორების დანიშვნისა და გამოწვევის, მათთან ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტის, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცების შესახებ საკითხებზე.
შპს „---------–----ის წესდების მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 მუხლის 1.5. პუნქტის თანახმად, საზოგადოების უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება და პარტნიორთა კრების კომპეტენციას განეკუთვნება საზოგადოების დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა (ტომი I, ს.ფ. 142, 143).
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241 ბრძანების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო ვალდებულია რეგისტრაციის საკითხზე სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის, ხარვეზის დადგენის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება ან განუხილველი დატოვოს განცხადება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლა სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, თუ კერძო საწარმოსთვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ბი-------------–----–---–ს აკრძალული აქვს შპს „---------–----ის რეგისტრირებულ მონაცემებში (საჯარო რეესტრში, ასევე სამეწარმეო რეესტრში და სახელმწიფოს სხვა ორგანოებში) რაიმე სახის ცვლილების ან/და დამატების წარდგენის ან/და რეგისტრაციის განხორციელება. დადგენილია ასევე, რომ შპს „---------–----ის პარტნიორთა კრების ოქმით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში სადავო ცვლილების რეგისტრაციას ითხოვს, მიღებულია ბი-------------–----–---–ის მიერ, ხოლო საჯარო რეესტრის უარი სადავო ცვლილების რეგისტრაციაზე განპირობებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის ზემოაღნიშნული განჩინებით ბი-------------–----–---–ის მიმართ დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ბი-------------–----–---–ს შეზღუდული არა აქვს საწარმოს პარტნიორის უფლებამოსილება, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება. სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით გათვალისწინებული შეზღუდვა ვრცელდება ბი-------------–----–---–ის მიერ რეგისტრაციასავალდებულო გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილებაზე. საწარმოს ახალი დირექტორის დანიშვნა კი სწორედ რეგისტრაციასავალდებულო გადაწყვეტილებათა რიცხვს განეკუთვნება.
ყოველივე ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სა------------------------------–----------ოს სადავო გადაწყვეტილებები კანონიერია, ხოლო მოთხოვნა გი-----------------ის შპს „---------–----ის დირექტორად რეგისტრაციის თაობაზე უსაფუძვლო, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 120 ლარი (ტომი I, ს.ფ. 213-214). ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო 20 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან, როგორც ზედმეტად გადახდილი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გი-----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გი-----------------ეს დაუბრუნდეს 20 ლარი მის მიერ 2--- წლის 25 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 ლარიდან. გადახდის რეკვიზიტებია: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე