განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2018
საქმის ნომერი
020100118002495149
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002495149

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/318-18 27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორ: ლ--------–--

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული თ-------------------------–-----------------–-------–-–-------------------------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–--------------–-------------------–-----------------------------------------------------------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი

ქმედების შემადგენლობა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

2.2. ადვოკატი ი-----------–--

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

201--–-–------------–ს, დაახლოებთ 17 საათზე ქ. ზ--------–------------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თ-------------------------–--ამ მეუღლეს - ლ------------–--------------–-–-------ს, არასრულწლოვანი შვილების - თ-------------------------–----ის თანდასწრებით თმაზე მოქაჩა და სახის არეში გაარტყა მას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

დაზარალებულ ლ---------–------ას ჩვენებით ირკვევა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაშია ბრალდებულთან. ჰყავთ 3 შვილი. ბრალდებული მთვრალი იყო, დაიწყო ლანძღვა-გინება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ეს მოხდა ავტოფარეხში. დამშვიდებას თხოვდა ბრალდებულს, თუმცა მან გაშლილი ხელი ლოყაზე დაარტყა, რასაც ესწრებოდა თ------------------------ ტელეფონით დახმარება ითხოვა. ბრალდებული თმებში სწვდა, წაიქცა. ე-–---- გ--------ც ესწრებოდა აღნიშნულს, აშველებდა მათ. 18 წლის განმავლობაში ხშირად იქცეოდა ბრალდებული ასე. 3-4 ჯერ წავიდა ოჯახიდან ამის გამო, მაგრამ ბრალდებული და მისი დედა ეხვეწებოდნენ დაბრუნებას. თვითონაც და შვილებიც ბოლო დღეს ამშვიდებდნენ ბრალდებულს, რომელიც მას ძალიან ლანძღავდა. მანაც შეუბრუნა სიტყვა, უთხრა, შენი დები და დედა არისო ისეთი, რის შემდეგაც ბრალდებულმა დაარტყა, ვაი შენს კაცობასო,- უპასუხა. ამის გაგონებაზე ბრალდებულმა თმით ათრია. მიზეზი არ იცის. ბრალდებული ფხიზელი ბოლო თვეებში არ უნახავს. მისი მისამართით სისტემატური იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ აგრძელებდა ურთიერთობას. შეურაცხყოფების მიზეზი იყო ბრალდებული და სიმთვრალე. ყოველთვის უთმობდა ბრალდებულს, სთხოვდა, არ გაეცვალა სასმელში ოჯახი. საწამლავიც დალია ამ ვითარების გამო. ე-–---- გ-------- ხმაურზე მივიდა. თ-----– შიგნით იდგა. ე-–-----------ას ხედავდა. ბრალდებულს წინააღმდეგობას ვერ უწევდა. თავს იცავდა, ცდილობდა, თავი არ მიერტყა რამისთვის. მიიმწყვდია კარებთან და ახრჩობდა, თქვე ასეთებო, თქვე ისეთებოო,- იძახდა. ამ ფაქტამდე 1 კვირის წინათაც ილანძღებოდა ბრალდებული. ბოლო 3 წელი შეიცვალა საერთოდ ბრალდებული და ბოლო 3 თვე სულ სვამდა. სიფხიზლეშიც აგინებდა ბრალდებული, თუმცა ფიზიკურად სიფხიზლეში არ შეხებია. ბრალდებული კვირაში 5 დღე მთვრალია.

მოწმე თ---–------–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ სახლში რომ მივიდა, ბრალდებული დაკავებული ჰყავდათ. თ------ უთხრა, მამამ დედას ხელი გაარტყაო. მამა მთვრალი იყო, ნაბახუსევი იყო, მაგრამ მერე დაამატა სასმელი. დედამ სხვანაირად რომ უთხრა რაღაც, მამამ ხელი დაარტყა. ამას და და ძმა შეესწრნენ. სარდაფში მოხდა ეს. მაია გ-------- შეესწროო, უთხრეს. ხშირად კამათობდნენ მშობლები მისი თანდასწრებით, მაგრამ მანამდე მამას ხელი არ გაურტყამს დედისთვის. მამა ხშირად არ სვამს. ფხიზელი ბრალდებული მეგობრულია, ნასვამი ხან კარგ ხასიათზეა, ხან აგრესიულია. თუ აგრესიულია, ყვირის. პატარის მიმართ ბრალდებული კარგადა არის განწყობილი ყოველთვის. თ------ უთხრა, მამა დედას აგრესიულად ელაპარაკებოდა, დედამ რაღაც ჰკითხაო, რაც არ მოეწონა მამას და ხელი დაარტყაო სახეში. მთვრალი როცა იყო, მაშინ ჩხუბობდა ბრალდებული. თვითონ რომ ვერ მუშაობდა, ამაზე ბრაზობდა. რომ მივიდა სახლში, დედა ტიროდა, თმები აწეწილი ჰქონდა. ე-–---- გ-------- დედას აწყნარებდა, პოლიციელებიც იყვნენ. სულ 4-5 ჯერ იყო მსუბუქი კამათი მშობლებს შორის.

მოწმე ა---------ს ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებული აღელვებული იყო, თვალცრემლიანი. სიფხიზლეში კარგი ურთიერთობა აქვთ ბრალდებულს და დაზარალებულს. დაზარალებული წუწუნებდა, ბრალდებული ხშირად სვამს, ძალადობსო. როცა მივიდა დაზარალებულთან, ბრალდებული უკვე დაკავებული იყო. იქ იყვნენ დაზარალებული, თ------------------ ე-–---- გ--------. ისინი საუბრობდნენ, რომ ბრალდებულმა ხელი დაარტყა დაზარალებულს. დაზარალებულმა რამდენიმე ფაქტი მოუყვა სიტყვიერი შეურაცხყოფის და ხელის დარტყმის. დაზარალებულს სახეზე არაფერი ეტყობოდა, თმები აწეწილი არ ჰქონდა, ტიროდა. ბრალდებულს სიმთვრალეში ჰქონდა ცუდი ხასიათი.

მოწმე ე-–---- გ--------ს ჩვენების თანახმად, დაზარალებულისა და ბრალდებულის კამათს შეესწრო. ამშვიდებდა ორივეს. ბრალდებულმა სახეში სილა გააწნა დაზარალებულს. დაზარალებულის ხმაური გაიგო და იმიტომ მივიდა. ჩხუბი იყო ავტოფარეხში. თვითონ, ბრალდებული, დაზარალებული, თ-------------------- იყვნენ იქ. დაზარალებული მოუწოდებდა ბრალდებულს, შეეწყვიტა ჩხუბი, თორემ დარეკავდა პოლიციაში. დარეკა პოლიციაში თ------, რომელმაც უთხრა ბრალდებულს, რომ თუ არ დაწყნარდებოდა, დარეკავდა პოლიციაში. ბრალდებული გაღიზიანებული და ნასვამი იყო. ცოტა ადრეც იყო ჩხუბისმაგვარი. ბრალდებული როცა ნასვამია, მაშინ არის ჩხუბი. პოლიცია მივიდა. ბრალდებული იგინებოდა დაზარალებულის მისამართით. დაზარალებულიც შეურაცხყოფას აყენებდა ბრალდებულს და ამიტომ გაარტყა ბრალდებულმა დაზარალებულს. სილის გარტყმა ბავშვმა ნახა. თ----- მათ წინ იდგა. ნახა თუ არა, ზუსტად არ იცის. ჩხუბი და ცემა იგივეა. ერთხელ დაარტყა ბრალდებულმა დაზარალებულს. თ----- სილის გარტყმისას იყურებოდა მოჩხუბრებისკენ.

მოწმე ი-----------–--- ჩვენების მიხედვით, დაზარალებულისგან გაიგო, რომ ბრალდებული ნასვამი იყო, მოხდა ფიზიკური ძალადობა. ბრალდებულს სიმთვრალეში მეუღლესთან ცუდი ურთიერთობა აქვს. რამდენიმე შემთხვევა უთხრა დაზარალებულმა.

მოწმე ე---------–---ს ჩვენებით ირკვევა, რომ როცა მივიდა დაზარალებულთან, ბრალდებული დაკავებული იყო. დაზარალებული იყო შიგნით. ე-–---- გ--------ც იქ იყო. გაიგო, ცოლ-ქმარმა იჩხუბეს და ხელის დარტყმის გამო დააკავესო ბრალდებული. ბრალდებულს ცუდი ხასიათი ჰქონდა სიმთვრალეში - აგრესიული ხდებოდა.

მოწმე ო----------------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული მთვრალი იყო, ავტოფარეხში იგინებოდა. დაზარალებულმა თქვა, რომ მასზე მეუღლემ იძალადა არასრულწლოვნის თანდასწრებით. თ----- იყო იქ, რომელიც ტიროდა. მანაც დაადასტურა, რომ მამამ იძალადა დედაზე. დაზარალებულს სახეზე სიწითლეები ეტყობოდა. ბრალდებული დაზარალებულისკენ იწევდა, აგრესიულად იქცეოდა, რის გამოც დააკავეს. პატარა ბიჭიც ტიროდა. თ------ თქვა, დედაზე იძალადა მამამ და ამიტომ დავრეკეო. ბრალდებულს გაუკვირდა მათი დანახვა, ვინ გამოგიძახათო და იწევდა დაზარალებულისკენ.

მოწმე ი-----–---–------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ავტოფარეხში იყო აგრესიული ნასვამი კაცი, რომელიც იგინებოდა. დაზარალებულმა თქვა, რომ ამ კაცმა იძალადა მასზე - ხელი დაარტყა. იქ იყო 2 ბავშვიც. ბრალდებულს მოუწოდეს დამშვიდებისკენ. მათ დანახვაზე უფრო აგრესიული გახდა, ვინ დარეკაო პოლიციაში, რატომ დარეკეო, იძახდა. ბრალდებული დააკავეს. ბავშვმა დაადასტურა, რომ მამამ დედას დაარტყა და იმიტომ დარეკა. ტიროდა ორივე ბავშვი. დაზარალებულმა თქვა, რომ ბრალდებული აგდებდა სახლიდან შვილებთან ერთად. ოჯახის ახლობელი ქალიც ამბობდა, რომ ნახა ხელის დარტყმა. ბრალდებული დაზარალებულს ეუბნებოდა, მოგკლავო, რატომ გამოიძახეო პატრული. დაზარალებულს კისერზე და სახეზე ჰქონდა ექსკორაციები, დაჟეჟილობა. სიწითლე არ უნახავს, ნაკაწრივით ჰქონდა.

მოწმე დ----------ას ჩვენების თანახმად, თ------თან ესემესები მიდიოდა, მამა არ გაეწირა, რის გამოც სცადა ბავშვმა მეორე სართულიდან გადახტომა.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტ შ--------------ის და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ---------–------ას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ნაჭდევების სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, 28 აპრილს იყო სიძის სასაფლაოზე. ნასვამი მივიდა სახლში. სასაფლაოზე მეუღლე არ მივიდა, ჰკითხა, რატომ არ იყავიო. მეუღლემ თავი იმართლა, დაიწყო, შე აფერისტის შვილოო და ა.შ. ამის გამო მეუღლეს ხელი წამოკრა, მკლავზე მოუჭირა. ბავშვები იქ არ იყვნენ. ე-–---- გ--------ც არ იყო. სისტემატურად არ სვამს, მაგრამ 10 დღე მოუწია დალევა. ე-–---- გ--------მ გინება გაიგო და შევიდა მათთან. მანამდე მხოლოდ გინება და შეურაცხყოფა იყო მისი მხრიდან, თორემ ხელის დარტყმა მხოლოდ ბოლოს მოხდა. მის დასთან და მშობლებთან აქვს დაზარალებულს კონფლიქტი. დაზარალებული სისტემატიურად ულანძღავს მშობლებს. ნასვამობის დროს ნერვები ვერ მოთოკა და ამან გამოიწვია ყველაფერი. გინებაზე ჩამოვიდნენ ბავშვები. ე-–---- გ--------მ ნახა ხელის დარტყმა. ბავშვები მას აწყნარებდნენ, მერე დარეკეს საპატრულო პოლიციაში.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, დაზარალებული ლ---------–------ა და ბრალდებული თ--------------- ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. აღნიშნული ფაქტი მხარეთა შორის დავის საგანი არ ყოფილა და ბრალდებულმა დაადასტურა აღნიშნული გარემოება.

ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულ ლამზირა ცხადიას, მოწმეების: თ---–------–---ს, ა---------ს, ე-–---- გ--------ს, ე---------–---ს, ი-----–---–------ს, ო----------------–--ს ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა თ---------------მ ლ---------–------ას მიმართ განახორციელა ძალადობა (ხელის სახის არეში დარტყმა, თმის მოქაჩვა), რითაც ჩაიდინა ოჯახში ძალადობა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ფაქტი დაცვის მხარესაც არ გაუხდია სადავოდ.

 

2.2. რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას ან დამცირებას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას, მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

იმისათვის, რომ დადგინდეს, ადამიანმა კონკრეტული დარტყმისგან განიცადა თუ არა ტკივილი, აუცილებელია ამაზე მიმანიშნებელი მტკიცებულებების არსებობა. ძალადობამ შეიძლება დატოვოს კვალი ადამიანის სხეულზე, თუმცა შესაძლებელია, ასეთი კვალი არც დარჩეს.

დაზარალებულის ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებული მთვრალი იყო, ვერ აკონტროლებდა თავს. ასეთ მდგომარეობაში მყოფმა გაშლილი ხელი ლოყაზე დაარტყა, ბრალდებული თმებში სწვდა, ათრია, რის გამოც წაიქცა, ცდილობდა თავი არ მიერტყა რამისთვის, ყვიროდა.

მოწმე ე-–---- გ--------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სახეში სილა გააწნა დაზარალებულს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაზარალებული თავის დაცვის მიზნით მოუწოდებდა ბრალდებულს, შეეწყვიტა ჩხუბი, თორემ დარეკავდა პოლიციაში. თ------აც დედის დაცვის მიზნით, უთხრა ბრალდებულს, თუ არ დაწყნარდებოდა, დარეკავდა პოლიციაში და დედის დაცვის სხვა გზა რომ არ დარჩა, დარეკა კიდეც. ბრალდებული გაღიზიანებული და ნასვამი იყო, იგინებოდა დაზარალებულის მისამართით.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ექსპერტ შ--------------ის ჩვენებისა და სასმართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ---------–------ას სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

ბრალდებულს ბრალად წარდგენილი აქვს როგორც ფიზიკური, ასევე სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა. სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამოუკიდებლად აღებული კი არ წარმოადგენს დანაშაულს, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. სიტყვიერმა შეურაცხყოფამ ფიზიკური ტკივილი რომ გამოიწვია, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა ისევე, როგორც იმის დამადასტურებელი, რომ სისტემატურმა სიტყვიერმა შეურაცხყოფამ გამოიწვია ტანჯვა. ტანჯვის დასადასტურებლად უნდა არსებობდეს ფსიქიკური მდგომარეობაზე პირდაპირ მიმანიშნებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ წარმოდგენილა, რის გამოც სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება უნდა ამოერიცხოს ბრალდებულს ბრალიდან.

გამოკვლეული ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში განხილვის შედეგად სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება - ხელის დარტყმა სახის არეში და თმის მოქაჩვა მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - ლ---------–------ას ფიზიკურ ტკივილთან, ვინაიდან ხელის დარტყმა წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ლ---------–------ა ვერ განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. მან ტკივილი ნამდვილად რომ განიცადა, ამაზე მიუთითებს თავად მისი ჩვენება, ასევე ე-–---- გ--------ს ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ მთვრალმა ბრალდებულმა, რომელიც გაბრაზებული იყო დაზარალებულზე და თავს ვერ აკონტროლებდა, გაღიზიანებულმა სილა გააწნა სახეში დაზარალებულს, რაც შეუძლებელია მტკივნეული არ ყოფილიყო ისევე, როგორც თმის მოქაჩვა, რადგან ეს ჩვეულებრივი მოქაჩვა კი არ იყო, არამედ მას დაზარალებული აღწერს სიტყვებით „თმით მითრია“, რასაც მოჰყვა მისი წაქცევა. ამდენად, შეუძლებელია ამ ქმედებებს ტკივილი არ გამოეწვია.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ზემოთ მოყვანილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ თ---------------მ ლ---------–------ას მიმართ განახორციელა ხელის დარტყმა, თმის მოქაჩვა, რასაც მოჰყვა ფიზიკური ტკივილი.

სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.

საქმის მასალებით არ დასტურდება სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგის არსებობა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.

 

2.3. არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ძალადობის განხორციელება არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრი მიმართ.

დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ხელის გარტყმას ესწრებოდა თ----------–---.

მოწმე თ---–------–---ს ჩვენების თანახმად, თ------ უთხრა, მამამ დედას ხელი გაარტყაო. და და ძმა შეესწრნენ.

მოწმე ა---------ს ჩვენების თანახმად, როცა მივიდა ბრალდებული უკვე დაკავებული იყო. იქ იყო თ-----–.

მოწმე ე-–---- გ--------ს ჩვენების თანახმად, ჩხუბი იყო ავტოფარეხში. თვითონ, ბრალდებული, დაზარალებული, თ-------------------- იყვნენ იქ. თ------ დარეკა პოლიციაში. მანამდე უთხრა ბრალდებულს, რომ თუ არ დაწყნარდებოდა, დარეკავდა პოლიციაში. სილის გარტყმა ბავშვმა ნახა. თ----- მათ წინ იდგა. ნახა თუ არა, არ იცის. თ------ უთხრა, რომ თუ არ შეწყვეტდა ბრალდებული დაზარალებულთან ჩხუბს, დარეკავდა პოლიციაში. ჩხუბი და ცემა იგივეა. ერთხელ დაარტყა დაზარალებულს ბრალდებულმა. თ----- ხელის გარტყმისას იყურებოდა მოჩხუბრებისკენ.

მოწმე ო----------------–--ს ჩვენების თანახმად, დაზარალებულმა თქვა, რომ მასზე მეუღლემ იძალადა არასრულწლოვნის თანდასწრებით. თ----- იყო იქ, რომელიც ტიროდა. მანაც დაადასტურა, რომ მამამ იძალადა დედაზე. თ------ თქვა, დედაზე იძალადა მამამ და დავრეკეო.

მოწმე ი-----–---–------ს ჩვენების თანახმად, ბავშვმა დაადასტურა, რომ მამამ დედას დაარტყა და იმიტომ დარეკა, ტიროდა ორივე ბავშვი.

მოწმე დ----------ას ჩვენების თანახმად, თ------ ესემესს უგზავნიდნენ სხვები, მამა არ გაეწირა, რის გამოც სცადა მეორე სართულიდან გადახტომა.

ბრალდებულის ჩვენების თანახმად, გინების ხმაზე ჩამოვიდნენ ბავშვები, აწყნარებდნენ, მერე დარეკეს საპატრულოში.

გამოკვლეული ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში განხილვის შედეგად სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ----------–--- იყო მამის მხრიდან დედაზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემსწრე.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია. უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ თ----------–--- არის ბრალდებულისა და დაზარალებულის შვილი, რომელიც დაიბადა 2003-–-–--------------ს, ე.ი. არის 1- წლის. ამდენად, ვინაიდან მას არ მიუღწევია 18 წლისთვის, არის არასრულწლოვანი.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ თ----------–--- არ ესწრებოდა მის მიერ განხორციელებულ ძალადობას, ვინაიდან როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხული პირდაპირი მოწმეების: დაზარალებულის და მოწმე ე-–---- გ--------ს, ასევე ირიბი მოწმეების ჩვენებებით ირკვევა, თ----------–--- ხედავადა დაზარალებულზე განხორციელებულ ძალადობას, მოუწოდებდა ბრალდებულს დამშვიდებისკენ, ემუქრებოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახებდა პატრულს, ძალადობის მომენტში უყურებდა ბრალდებულსა და დაზარალებულს. მნიშვნელოვანია, რომ იგივეს ადასტურებენ ირიბი მოწმეებიც, რომლებიც თანმიმდევრულად განმარტავენ, რომ მათ თ----------–---მ უთხრა მათ ბრალდებულის ქმედების შესახებ.

ამდენად ის, რომ ბრალდებულმა დაზარალებულ ლ---------–------ას მიმართ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განახორციელა ძალადობა, დადასტურებულია.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს თ---------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც თ--------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

თ---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

თ---------------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (მეუღლეზე გაბრაზება), მიზანს (დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენება, დამცირება, დაშინება, დამორჩილება), ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მთვრალ მდგომარეობაში ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება იმ პირის მიმართ, ვისზე ზრუნვაც მას ევალება), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (სახის არეში ხელი დარტყმა, თმების მოქაჩვა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტკივილის განცდა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს მძიმე პირობები), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულების პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის ქმედების ხასიათის და წინაპირობების, ოჯახსა და სამეზობლოში არსებული ბრალდებულის ქმედებისადმი დამოკიდებულების, გამოწვეული შედეგის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბრალდებულს განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თ---------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 201--–-–------------–იდან.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია