განაჩენი

სისხლის სამართლის 08.01.2019
საქმის ნომერი
120100118002744840
დავის ტიპი
126 1
თარიღი
08.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/443-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

08 იანვარი 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გრ-----–-------ძე

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – ბა------–----ე, დაბადებული 0---------წ., პირადი #6----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ხუ-–--, სოფელი ჭა------ი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 26 ოქტომბერს დილის საათებში ად----ის რაიონის სოფელ ზე-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხენზე მჯდომმა ბა------–----ემ შურისძიების ნიადაგზე ხის ჯოხი დაარტყა ავ--------–------ძეს ტანისა და მარჯვენა ხელის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ბა------–----ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.წარდგენილი ბრალდება.

 

2018 წლის 31 ოქტომბერს ბა------–----ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4.გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ად----ის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინებით ბა------–----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო.

 

5. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

6.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

დაზარალებულ ავ--------–------ძის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 26 ოქტომბერს იგი წავიდა მეჩეთში სალოცავად. იქიდან დაბრუნების დროს თანასოფლელ ჯი-–----------ესთან ერთად წავიდა სახლისკენ სოფელ ღო--------ნის მიმართულებით. სწორედ იმ დროს დაინახეს სოფელ ღო--------ის მხრიდან მათი მიმართულებით ზე-------ს გზაზე ცხენზე მჯდომი მამაკაცი, რომელსაც სახე ჰქონდა დაფარული შავი ფერის კაშნით და ხელში ეკავა სქელი ჯოხი, როდესაც მიუახლოვდა ავ--------–------ძეს მთელი ძალით გადაარტყა კისრის და ხერხემლის მიდამოებში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი, ამასობაში ბა------–----ემ ცხენი ისევ შემოატრიალა რა დროსაც ჩამოძვრა კაშნი და იცნო ბა------–----ე. მან დაუწყო ავ--------–------ძეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ჯოხი, რომელიც ეჭირა ხელში მოარტყა მარჯვენა მკლავზე, რა დროსაც ასევე განიცადა ძლიერი ტკივილი.

იხ. ტომი 1 ს.ფ. 7-8;

 

ჯი-–-----------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 26 ოქტომბერს წავიდა სალოცავად სოფელ ზე-------ში, ლოცვის დამთავრების შემდეგ წამოვიდა სოფელ ღო--------ის მიმართულებით, გზაზე კი წამოეწია ავ--------–------ძეს, რომელიც ასევე სოფელ ღო--------ის მიმართულებით მიდიოდა. სწორედ ამ დროს დაინახეს სოფელ ღო--------ის მხრიდან ზე-------ს გზაზე მოდიოდა შავ ცხენზე მჯდომი მამაკაცი, რომელსაც სახე დაფარული ჰქონდა და ხელში ეკავა ხის სქელი ჯოხი. როდესაც აღნიშნული პიროვნება მათ მიუახლოვდა ჯოხი გადაარტყა ავ--------–------ძეს, ამასობაში ცხენი მოატრიალა და სახიდან ჩამოეწია ნიღაბი და ნათლად გამოჩნდა მისი სახე. გამოჩნდა, რომ იყო ბა------–----ე, რომელმაც კვლავ დაუწყო ავ--------–------ძეს ლანძღვა და გინება, სწორედ ამ დროს ბა------–----ემ კიდევ მოუქნია ჯოხი ავ--------–------ძეს და მოარტყა მარჯვენა მკლავზე.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 11-12;

 

2018 წლის 29 ოქტომბრის N84605/9-3 სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავ--------–------ძის მარჯვენა მხრის არეში არსებული სისხლნაჟღებნთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმუ-–--ბით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 32-33;

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გრ-----–-------ძის 2018 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებით ავ--------–------ძე ცნობილ იქნა დაზარალებულად სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლის სამართლის N0----------1 საქმეზე.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 46;

 

7.სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ბა------–----ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული

 

8.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბა------–----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

ბა------–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

9.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, პიროვნების (მისი წარსული ნასამართლობა), ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბა------–----ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც უნდა ჩაეთვალოს პირობით. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბა------–----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბა------–----ე (პ/N6----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი.

 

2. მსჯავრდებულის ბა------–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის გაუქმდეს.

 

3 პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ბა------–----ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე