გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.11.2018
საქმის ნომერი
330310018002268087
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე № 3/384-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ეკატერინე კალმახელიძე

მოსარჩელე - დ---------–--ე

წარმომადგენლები - ლ--–-----------------------------

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - თ----------–-------

მესამე პირები - თ--------–---–ი, რ----–-----------–--ლი, ზ-------------–-----ი, ქ-------------–---–ი, ა--------------–-----ი

თ--------–---–ის წარმომადგენელი - ჯ-------------–--ე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შესახებ;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ოქტომბრის N8-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ოქტომბრის N4----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

1.4. დაევალოს მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგეტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, 2017 წლის 6 სექტემბრის N8--------- განცხადების მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, კერძოდ დ---------–--ის საკუთრებად დაარეგისტრიროს ქ. თბილისში, ბ--------------ში (ს.კ. 0---------------) მდებარე ლიტერი „ა“-ს შენობა-ნაგებობა N1 და N3 (ლიტერი „ა1“, „კ“ და „დ“);

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირი - რ----–-----------–--ლი დაეთანხმა სარჩელს;

 

3.2. მესამე პირმა - ზ-------------–-----მა განმარტა, რომ მისი ოჯახი ბზიფის ქუჩაზე ცხოვრობდა წლების წინ. შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად სხვა მისამართზე და რაიმე პრეტენზია მას ბზიფის ქუჩაზე არსებულ ქონებასთან მიმართებით არ გააჩნია.

 

3.3. თ--------–---–ის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 აგვისტოს N88------------- გადაწყვეტილებით დ---------–--ეს ეცნობა, რომ საკუთრების უფლების მოთხოვნის უფლება გააჩნდა ცნობა-დახასიათებაში მითითებულ ლიტერ „ა“ ფართზე. მასვე ეცნობა, რომ წარდგენილი შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით რეგისტრაციისათვის საჭირო იქნებოდა 0--------------- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული ყველა მესაკუთრის სათანადოდ დამოწმებული თანხმობა.

 

1961 წლის 14 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, გ-------------ის ძე გ-----–------ს სამკვიდრო, მდებარე ბ--------------ში მიიღეს მემკვიდრეებმა შემდეგი მონაცემებით: ერთსართულიანი შენობის, ერთი ოთახისაგან შემდგარი, საერთო ფართობით 22 კვ.მ. შენობის ქვეშ 45 კვ.მ. და საერთო ეზოს ნახევარი ნაწილი საკუთრების უფლებით მიეკუთვნა შ---------------–----------–----------ნს, ხოლო მეორე ნახევრიდან 4/5 ნაწილზე მემკვიდრედ ცნობილი არიან როგორც შ---------------–----------–------------ი, ისევე გარდაცვლილის შვილები: მ----------–----------------------------–-------ი. ერთი 1/5-დი ნაწილი ხსენებულ ნახევარ ნაწილთან ერთად რჩება ღიად გარდაცვალებულის სახელზე.

 

1990 წლის 17 იანვარს გაფორმებული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, დ---------–--ე ცნობილ იქნა ვ---------------–-----ის მემკვიდრედ, სამკვიდრო ქონება შეადგენდა ქ. თბილისში, ბ--------------ში მდებარე ერთსართულიანი საცხოვრებელი ლიტერ „ა“ სახლი, საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა ერთი, საცხოვრებელი ფართი 20 კვ.მ. სასარგებლო ფართი 20,70 კვ.მ., მიწის ნაკვეთის საერთო ფართობია 441 კვ.მეტრი,ქ. თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 21 თებერვლის N0-------- გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა საუწყებათაშორისო ტექნიკური კომისიის წინადადება და დაკანონდა ბ-------------ში მდებარე სახლთმფლობელობის ლიტერ „ა“ ნაგებობის სარდაფის სართულის N4 სათავსო კიბით, ფართით 8.1 კვ.მ., I სართულის N5 სათავსი ფართით 12,69 კვ.მ. შემინვები ზომით 2,0X5,05 მ-ზე, ბაქანი ზომის 1,5X1,4 მ-ზე, ლიტ „ბ“ ნაგებობების N1 საცხოვრებელი ოთახი ფართით 12,7 კვ.მ., N2 საცხოვრებელი ოთახი ფართით 19,76 კვ.მ., N4 სათავსი ფართით 9,15 კვ.მ., შემინვები ზომით 1,9X3,35 მ-ზე, 1,9X4,1 მ-ზე, 1,9X1,0 მ-ზე, ლიტ „გ“ ნაგებობა ზომით 2,2X3,2 მ-ზე, ლიტ „დ“ ნაგებობა ზომით 1,8X3,8 მ-ზე, ლიტ „ვ“ ნაგებობა ზომით 1,5X1,85 მ-ზე, საქალაქო საბჭოს აღმასკომის 04.05.89 წლის N0-------- გადაწყვეტილებისა და 16.05.85 წ. N1-------- გადაწყვეტილების I პუნქტის შესაბამისად.

 

ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1990 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადებულად ჩაითვალა 1985 წ. შ--–-----------------------–-----სა და ა--------------ეს შორის დადებული შინაურული ხელშეკრულება, ქ. თბილისში, ბ--------------ში მდებარე ლიტ. „ბ“-ზე ცნობილ იქნა მესაკუთრედ ა---------------------------ე.

 

2017 წლის 12 სექტემბერს მომზადებული ცნობა-დახასიათების თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, ქ. თბილისში, ბ--------------ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია 441 კვ.მ. მიწის ნაკვეთითა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, მესაკუთრეებად ფიქსირდებიან: მ-------------–-----ი, ვ-–---------------–-----ი, გ-------------–-----ი, დ---------–--ე, ა--------------ე, შ-------------------ი და გ--------------–-----ი. მათგან ლიტერი „ა“-ს მესაკუთრედ/მოსარგებლედ დ---------–--ე, ხოლო ლიტერი „ვ“, „დ“, და „კ“ აღრიცხულია დამხმარე ნაგებობებად მესაკუთრეთა მითითების გარეშე.

 

2003 წლის 14 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, დ---------–--ემ გაყიდა, ხოლო გ--------------–-----მა იყიდა დ---------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისში, ბ--------------ში არსებული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების დ---------–--ის კუთვნილი წილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 აგვისტოს N88------------- გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 116);

- 14.06.1961 წ. სამკვიდრო მოწმობა (ტ. 1, ს.ფ. 142-143);

- 17.01.1990 წ. სამკვიდრო მოწმობა (ტ. 1, ს.ფ. 127-128);

- ქ. თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 21 თებერვლის N0-------- გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 127-129);

- ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1990 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 150-151);

- ცნობა-დახასიათება (ტ. 1, ს.ფ. 122-124);

- ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 62-64);

 

4.2. 29.09.2016 წ. მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, ბ--------------ში (ს.კ. 0---------------) შენობა-ნაგებობების საერრთო ფართია 97.30 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 75,46 კვ.მ., სხვა ფართი/სარდაფი 14,4 კვმ. უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე - N7,N8, მესაკუთრეები: თ--------–---–ი, შენობა N6, სახლთმფლობელობის მესაკუთრენი, რ----–-----------–--ლი, შენობა-ნაგებობები N2, N4, N5, საერთო სასარგებლო ფართი 20,70 კვ.მეტრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 154-155);

 

4.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით 21.02.90 წლის N0-------- ნამსჯელია ტექბიუროს მონაცემებში დაფიქსირებული უძრავი ნივთების კანონიერებაზე (ლიტერი ა, ლიტერი ბ, ლიტერი გ, ლიტერი ვ, ლიტერი დ და ლიტერი კ. გადაწყვეტილებით ფართები აღიარებულია კანონიერად, თუმცა აღმასრულებელ კომიტეტს არ აქვს ნამსჯელი მესაკუთრეებზე, კერძოდ არ არის დადგენილი თუ რომელი საკუთრება წარმოადგენს რომელი მესაკუთრის პირად საკუთრებას, ხოლო რომელი არის საერთო საკუთრებაში. შესაბამისად, განმცხადებლის მიერ წარდგენილი მოთხოვნით მითითებულ ქონებაზე ვერ დგინდებოდა მესაკუთრე, კერძოდ არის ის ვინმეს საკუთრებაში თუ არის საერთო საკუთრებაში. ამდენად, განმცხადებელს ეთხოვა სარეგისტრაციო ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობ(ებ)ის წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 34);

 

4.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ოქტომბრის N4----- გადაწყვეტილებით დ---------–--ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 ოქტომბრის N4----- გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 40-43);

 

4.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ოქტომბრის N8-------------- გადაწყვეტილებით დ---------–--ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ოქტომბრის N8-------------- გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 35).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ---------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი; სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონი; საჯარო რეეტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

7.2. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

 

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრში შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება ვრცელდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება რეგისტრირდება მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის დებულების მე-14 მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისთვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივსა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირები. სხვა მესაკუთრეთა/მართლზომიერ მოსარგებლეთა/მფლობელთა არსებობის შესახებ გარემოებათა გამოკვლევაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უძრავი ნივთის განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. აღნიშნული წესი ასევე ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების დაყოფასა და სანივთო უფლებებით დატვირთვაზე.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს მომზადებული ცნობა-დახასიათების თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, ქ. თბილისში, ბ--------------ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია 441 კვ.მ. მიწის ნაკვეთითა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, მესაკუთრეებად ფიქსირდებიან: მ-------------–-----ი, ვ-–---------------–-----ი, გ-------------–-----ი, დ---------–--ე, ა--------------ე, შ-------------------ი და გ--------------–-----ი. მათგან ლიტერი „ა“-ს მესაკუთრედ/მოსარგებლედ დ---------–--ე, ხოლო ლიტერი „ვ“, „დ“, და „კ“ აღრიცხულია დამხმარე ნაგებობებად მესაკუთრეთა მითითების გარეშე.

 

საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის 2017 წლის 5 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ შიდა აზომვითი ნახაზი შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას. ამასთან, საკადასტრო გეგმაზე N1 შენობა-ნაგებობა შეესაბამება საინვენტარიზაციო გეგმაზე ლიტერ „ა1“-ს, ხოლო N3 შენობა - ლიტერ „დ“-ს (ტ. 1, ს.ფ. 54-55).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 21 თებერვლის N0-------- გადაწყვეტილებით ბ-------------ში მდებარე სახლთმფლობელობის უკანონო შენობა-ნაგებობების დაკანონება არ ადასტურებს მათზე დ---------–--ის ინდივიდუალური საკუთრების უფლების წარმოშობისა და ტექნკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაციით ამავე მისამართზე რეგისტრირებული მესაკუთრეების საკუთრების უფლების გაუქმების ფაქტს. აღნიშნული გადაწყვეტილებით განხორციელდა უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების პროცედურა. აღნიშნული გარემოება, იმ პირობებში, როდესაც დ---------–--ეს არ გააჩნია მის მიერ მოთხოვილ ლიტერ „ა1“, „კ“ და „დ“-ს ფართებზე საკუთრების უფლების დამდგენი სხვა რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი, არ ადასტურებს მათზე დ---------–--ის საკუთრების უფლებას. უფრო მეტიც, ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული საკუთრების დამდგენი დოკუმენტაციით, დ---------–--ეს საკუთრების უფლება სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე წარმოეშვა ლიტერ „ა“-ზე, ხოლო ლიტერი „ა1“-ის მესაკუთრეებად ფიქსირდებიან - ვახტანგ გ-----–------, მ-------------–-----ი და გ-------------–-----ი. სწორედ ლიტერი „ა“-ს მონაცემები შეესაბამება 1990 წლის 17 იანვრის სამკვიდრო მოწმობაში აღწერილ სამკვიდრო ქონების მახასიათებლებს, რაც 2003 წლის 14 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, დ---------–--ემ გაასხვისა გ--------------–-----ზე. რაც შეეხება ლიტერ „კ“ და „დ“-ს, მათზე დ---------–--ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი არც ტექნიკური აღრიცხვის არქივში ინახება და არც საჯარო რეესტრისათვის წარუდგენია დაინტერესებულ პირს.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი;

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის N8-------------- გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით 21.02.90 წლის N0-------- ნამსჯელია ტექბიუროს მონაცემებში დაფიქსირებული უძრავი ნივთების კანონიერებაზე (ლიტერი ა, ლიტერი ბ, ლიტერი გ, ლიტერი ვ, ლიტერი დ და ლიტერი კ) გადაწყვეტილებით ფართები აღიარებულია კანონიერად, თუმცა აღმასრულებელ კომიტეტს არ აქვს ნამსჯელი მესაკუთრეებზე, კერძოდ არ არის დადგენილი თუ რომელი საკუთრება წარმოადგენს რომელი მესაკუთრის პირად საკუთრებას, ხოლო რომელი არის საერთო საკუთრებაში. შესაბამისად, განმცხადებლის მიერ წარდგენილი მოთხოვნით მითითებულ ქონებაზე ვერ დგინდებოდა მესაკუთრე, კერძოდ არის ის ვინმეს საკუთრებაში თუ არის საერთო საკუთრებაში. ამდენად, განმცხადებელს ეთხოვა სარეგისტრაციო ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობ(ებ)ის წარდგენა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ოქტომბრის N8-------------- გადაწყვეტილებით დ---------–--ის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად იქნა შესწავლილი და ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასების შედეგად მიიღო.

 

7.4. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

ამავე კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

აღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ დ---------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დამატებითი დოკუმენტის მოთხოვნის, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტისა და და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებები გამოსცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონისა და მის შესასრულებლად გამოცემული ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით. მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ასევე დადასტურებული არ არის რაიმე ისეთი გარემოება, რაც სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას შექმნიდა. შესაბამისად, სახეზე არ არის სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ---------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე