განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
(--------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა შკუბულიანი
სხდომის მდივანი - ნინო დანელია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- შ--------ა
დ-–--- მხარე:
ადვოკატი - თ----- გ------–--ე, ს------- გ----–----ე
ბრალდებული - ა---------– ბ------–--ე, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ--–----------------------------------
ბრალდებული - მ------ მ------–---–ი (მონაწილეობის გარეშე), დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ა---––-----–-------------–-----------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2----–-–------------–-, ქ. თბილისში, კ---------------------–- მდებარე ღ---- კ-–--- „ჯ----–-“, ა---------– ბ------–--ემ და მ------ მ------–---–მა ურთიერთშელაპარაკების დროს ლ---- ჟ------ს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელსა და ფეხს ურტყამდნენ სახისა და მუცლის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად, ლ---- ჟ------მა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები, რომლებიც მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2----–-–------------–-, ქ. თბილისში, კ--------- ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღ---- კ-–---ში, ა---------– ბ------–--ემ ურთიერთშელაპარაკების დროს ლ---- ჟ------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელსა და ფეხს ურტყამდა, რის შედეგადაც ლ---- ჟ------მა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები, რომლებიც მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა მ------ მ------–---–ის მიერ ლ---- ჟ------ის ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ლ---- ჟ------ის ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, ღ---- საათებში იმყოფებოდა ქ. თბილისში, კ--------- ქუჩაზე არსებულ ღ---- კ-–---ში, თავის საცოლესთან (ნ-----–-- კ-----–---ი) და მეგობართან ერთად. კ-–---ში ყოფნისას მას გვერდითა მაგიდიდან დაუძახა ერთ-ერთმა მამაკაცმა და უთხრა გარეთ გაჰყოლოდა, რაზეც მოწმე დათანხმდა. აღნიშნულმა პირმა გარეთ გასვლის შემდეგ, მას მიაყენა შეურაცხყოფა. ურთიერთშელაპარაკების დროს უცნობ პირს შეუერთდა მისივე მაგიდასთან მჯდომი ხუთი პირი. მოწმემ დაადასტურა, რომ სუფრის წევრების გარდა, მის მოწინააღმდეგედ ჩხუბობდნენ კ-–---------–----------–-------–- და ტ-------------–-. ამასთან, მან სასამართლო სხდომაზე მიუთითა ბრალდებულ ა---------– ბ------–--ეზე და განმარტა, რომ სწორედ ის პირია, ვინც შემთხვევის დღეს აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც მან იგრძნო ტკივილი და მიიღო ფიზიკური დაზიანება, თუმცა დაზუსტებით ვერ მიუთითა ა---------– ბ------–--ე ტ-------------–- იყო თუ დ-–----------–-------–-- მოწმის განმარტებით, ზემოაღნიშნული პირების მიერ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, მან დაკარგა გონება, თუმცა აზრზე მოსვლის შემდეგ შეძლო პოლიციაში დარეკვა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟის მისვლისთანავე, მან ამ უკანასკნელებს მიუთითა ა---------– ბ------–--ეზე, როგორც ერთ-ერთ იმ პირზე, ვინც ჩხუბის დროს ურტყამდა. მოწმის თქმით, ანალოგიურად იგრძნო ტკივილი მეორე პირის დარტყმის შედეგადაც (მოწმე ამ შემთხვევაში გულისხმობს დ-–----------–-------–ს). რაც შეეხება სხვა პირებს, რომლებიც ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ჩხუბში, მათი მოძიება ვერ მოხერხდა.
3.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ნ-----–-- კ-----–---ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–------------–-, ლ---- ჟ------თან, ლ-–- თ---–--–---–თან და ერთ მეგობართან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, კ--------- ქუჩაზე არსებულ კ-–--- „ა-----------ში“. კ-–---ში ყოფნის დროს, გვერდით მაგიდიდან ერთ-ერთმა პირმა ლ---- ჟ------ს უთხრა, რომ გაჰყოლოდა გარეთ სალაპარაკოდ. მას მერე, რაც ლ---- ჟ------ს შეაგვიანდა კ-–---ში დაბრუნება, მოწმე გავიდა გარეთ, რა დროსაც დაინახა, რომ კ-–---ის კიბეებზე ლ---- ჟ------ს ურტყამდა არაერთი ადამიანი. მოწმემ და მისმა მეგობარმა სცადეს გაშველება (მოწმემ დაადასტურა, რომ ლ-–- თ---–--–---–ი იმ წუთას მასთან ერთად არ იმყოფებოდა), თუმცა ვერ შეძლეს. ამ დროს მათ დასახმარებლად მიმართეს დაცვას, თუმცა ნაცვლად დახმარების მიღებისა, დ-–----------–-------–იც ჩაერთო ჩხუბში.
3.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ლ-–- თ---–--–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–------------–-, ლ---- ჟ------თან და ნ---- კ-----–---თან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთ რ----------ში. რ----------ში ყოფნის დროს მას მოუწია საპირფარეშოში გასვლა. იქიდან გამოსულმა ლ---- ჟ------ისგან შეიტყო ამ უკანასკნელსა და უცნობ პირებს შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ. მოწმემ დადასტურა, რომ ლ---- ჟ------ს სახეზე ეტყობოდა ჩხუბის კვალი. მოწმის განმარტებით, იგი მალევე გაეცალა სიტუაციას.
3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: შ----- მ-----–---–მა, ლ-–- ს----ამ და მ---- ც-----ემ დაადასტურეს მათ მიერ შედგენილი საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმების სისწორე.
3.5. ს----------–----------–------------------------------ დასკვნის თანახმად, რომელიც ეუძნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების პაციენტის სამედიცინო ბარათს (დათარიღებული 2----–-–------------–---), დგინდება, რომ ლ---- ჟ------ის სხეულზე (მუცლისა და სახის მიდამოებში) არსებული ნაკაწრები აგრეთვე ზედა კიდურზე არსებული ჰემატომა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
3.6. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ------ გ-------–-–---–მა.
3.7. ბრალდებულმა ა---------– ბ------–--ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2----–-–------------–-, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, გაჩერებული იყო კ--------- ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ ღ---- კ-–---თან და ელოდებოდა მგზავრს, რათა ე---------ა. მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან მივიდა ლ---- ჟ------ი და სთხოვა მეგობრის წაყვანა ქ. თბილისში, დ---–---- ქუჩაზე, რის სანაცვლოდაც გადაიხადა მგზავრობის ღირებულება. მოწმის თქმით, ამის შემდეგ დაბრუნდა კ-–---თან, სადაც კვლავ ჩაისვა მგზავრი და წავიდა ქ. თბილისში, წ-------–-- ქუჩის მიმართულებით, საიდანაც კვლავ დაბრუნდა თავდაპირველ ადგილზე. მოწმემ დაადასტურა, რომ კ-–---ის ტერიტორიაზე მისვლისას ჩხუბი უკვე მომხდარი იყო (აღნიშნული ინფორმაცია მოწმემ შეიტყო დ-–----------–------–----გან). მისი თქმით, ამ დროს ლ---- ჟ------ი დ-–--- ერთ-ერთ თ----–-------–ს სთხოვდა კ-–---ში შეშვებას, რაზეც უარის მიღების შემდეგ, უწმაწური სიტყვები აკადრა ამ უკანასკნელს. ამ პერიოდში კ-–---ის ტერიტორიაზე მოძრაობდა პოლიციაც. მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან მივიდა ერთ-ერთი პოლიციის თ----–-------–ი და სთხოვა პოლიციის განყოფილებაში წაყოლა, ვინაიდან ლ---- ჟ------ი მას, როგორც დამნაშავეს ხელს ადებდა.
3.8. სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, 06/12/1988, №10590/83, §68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, 08/04/2010, №24086/04, §32).
3.9. ფაქტების დადგენისას და მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ეროვნული კანონმდებლობის დონეზე, მიუთითებს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო აქტზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
3.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, სასამართლო მიმოიხილავს და შეაფასებს, არის თუ არა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვედრაში და რამდენად აკმაყოფილებენ ისინი როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, პირის მსჯავრდებისთვის აუცილებელ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. უპირველესად, სასამართლო მიმოიხილავს დაზარალებულ ლ---- ჟ------ის ჩვენებას, რომელზეც, როგორც ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებაზე, აპელირებდა ბრალდების მხარე თავის დასკვნით სიტყვაში და განმარტავს, რომ აღნიშნული ჩვენება ნაწილობრივ, კერძოდ, მ------ მ------–---–ის ბრალდების ნაწილში, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კრიტერიუმს. მართალია, ბრალდებულმა თავის ჩვენებაში ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ მას გვერდით სუფრის წევრების გარდა, ურტამდნენ დ-–----------–-------–ი და ტ-------------–-, თუმცა მან დაზუსტებით ვერ მიუთითა, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო მ------ მ------–---–ი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე აღნიშნული პირის ამოცნობა, განსხვავებით ა---------– ბ------–--ისგან, არ მომხდარა. იმ პირობებში, როდესაც კ-–---ს ჰყავს რამდენიმე დ-–----------–-------–ი, სასამართლოს შეფასებით აუცილებელია მოხდეს პირის ინდივიდუალურ-გვარეობით ნიშან-თვისებაზე მითითება, რათა დანაშაულის ჩადენაში გამოირიცხოს უდანაშაულო პირთა მონაწილეობა. საგულისხმოა, რომ საგამოძიებო მოქმედება ამოცნობა, არც გამოძიების ეტაპზე ჩატარებულა. მ------ მ------–---–ის ბრალეულობის გამომრიცხველ ფაქტად სასამართლო მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია კ-–---ის მიმდებარე ტერიტორიის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რაც დაადასტურებდა ჩხუბში მ------ მ------–---–ის მონაწილეობას.
3.11. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულების შეფასებისათვის საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კუმულაციურად ადგენს სამ გარემოებას, რომლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება შეფასებულ უნდა იქნეს მისი: 1. რელევანტურობის, 2. დასაშვებობის; 3. უტყუარობის თვალსაზრისით. შესაბამისად, მტკიცებულება შესაძლებელია აკმაყოფილებდეს აღნიშნულ ნებისმიერ ორ პირობას, მაგრამ მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ იქნეს გათვალისწინებული განაჩენის დადგენისას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცებულების უტყუარობის კრიტერიუმზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მტკიცებულების უტყუარობას - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზ------ მი---- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქმე №1/1/548, §11). მტკიცებულების უტყუარობა გულისხმობს მასში მოცემული ინფორმაციის (ფაქტობრივი მონაცემები) ჭეშმარიტებას. მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულება - ლ---- ჟ------ის ჩვენება, ერთმნიშვნელოვნად ვერ უთითებს მ------ მ------–---–ის ბრალეულობაზე, რაც საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში (სასამართლოს შეფასებით, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დადასტურებულად მიუთითებდა მ------ მ------–---–ის მიერ, მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაზე), არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
3.12. რაც შეეხება ა---------– ბ------–--ის ბრალეულობის საკითხს, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია მის მიერ ლ---- ჟ------ის ცემა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ფაქტის დადგენისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულ ლ---- ჟ------ის ჩვენება, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითა ბრალდებულ ა---------– ბ------–--ეზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული პირი ურტყამდა მას შემთხვევის დღეს, რა დროსაც გრძნობდა ტკივილს. სასამართლოსთვის საყურადღებოა ს----------–----------–------------------- დასკვნაც, რომლის თანახმად, დადასტურდა ლ---- ჟ------ის ჩვენება ცემის შედეგაც მიყენებული დაზიანებების ნაწილში. აგრეთვე - მოწმე ნ-----–--ს კ-----–---ის ჩვენება, რომელიც უშუალოდ შეესწრო ფაქტს, თუ როგორ სცემდა რამდენიმე ადამიანი ლ---- ჟ------ს და ლ-–- თ---–--–---–ის ირიბი ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ ცემის შედეგად ლ---- ჟ------ს აღენიშნებოდა დაზიანებები. მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა შეფასებისას სასამართლოსთვის ასევე მნიშვნელოვანია თავად ა---------– ბ------–--ის ჩვენებაც. ჩვენების მიცემისას ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ ლ---- ჟ------მა მიუთითა მასზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულის მიერ ა---------– ბ------–--ის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ იკვეთება, გამორიცხულია მისთვის, როგორც დამნაშავისთვის ხელის დადება ყოფილიყო დანაშაულის დაბრალება. ამასთან, საგულისხმოა, რომ შემთხვევის დღეს ლ---- ჟ------ის მიერ პოლიციელებისთვის ა---------– ბ------–--ეზე, როგორ დამნაშავეზე მითითება მოხდა დანაშაულის ჩადენიდან უმალვე, რაც ცალსახად გამორიცხავს რაიმე ცდომილებას.
3.13. ამდენად, ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1.-2.2. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
4.1. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა საქართველოს სსსკ-ის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დ-–--- მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად, აგრეთვე მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრების შესაფასებლად, აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვის ყველა ეტაპში.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ცემა ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დ-–--- ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევდეს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი.
5.2. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დ-–--- მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მი---- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
5.3. ევროპული სასამართლოს განმარტებით, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93). სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში. თავის მხრივ, მტკიცებულებათა სიმყარეს პირდაპირი სახის მტკიცებულებები ქმნიან.
5.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს. კერძოდ, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“ მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აღნიშნული სტანდარტი გამორიცხავს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
5.5. ამდენად, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ------ მ------–---–ის მიერ ლ---- ჟ------ის ცემას, რის გამოც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არასაკმარისი ხასიათის გათვალისწინებით, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლო განმარტავს, რომ საზოგადოების ინტერესში შედის არამხოლოდ ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარება, არამედ უპირველესად, შესაბამის მტკიცებულებათა არ არსებობის ფონზე, პირის მსჯავრდების გამორიცხვა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობის და უტყუარობის კრიტერიუმის დაუძლევლობის გათვალისწინებით, გამორიცხულია მ------ მ------–---–ის ბრალად წარდგენილი ქმედების დადასტურება.
5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, მ------ მ------–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
5.7. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის გამართლების შემთხვევაში კანონმდებლის მიერ სავალდებულოდ დადგენილია, მისთვის ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ განმარტების გაკეთება, სასამართლოს მიერ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტში (საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, მ------ მ------–---–ს (გამართლებულს) განემარტება მისი უფლება - მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოთხოვნის თაობაზე.
5.8. ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, უტყუარად დგინდება, რომ 2----–-–------------–-, ა---------– ბ------–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ---- ჟ------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ განხორციელებულ ძალადობას არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა---------– ბ------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. სასამართლო ა---------– ბ------–--ის დამნაშავედ მიჩნევისას ითვალისწინებს მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებების არ არსებობასაც.
5.9. სამართლებრივი შეფასებისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლზე და განმარტავს, რომ 2016 წლის 1 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-დან ამოიღეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლი, რომლითაც კრიმინალიზებული იყო ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
5.10. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროის განსაზღვრას მნიშვნელობა აქვს კანონის უკუძალის საკითხის გადასაწყვეტად, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კანონი ამკაცრებს სასჯელს მას უკუძალა არ გააჩნია.
5.11. საქართველოს სსკ-ის დღეს მოქმედი რედაქციით, სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დისპოზიცია იდენტური შინაარსით აისახა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილში, თუმცა ამ დანაშაულისათვის დამძიმდა სასჯელი, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია - 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით თხუთმეტ თვემდე.
5.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ა---------– ბ------–--ემ დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა 2----–-–------------–-. შესაბამისად, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 2016 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას - ამკაცრებს სასჯელს, ახალ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება და მისი ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა უნდა განისაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
6.1. ა---------– ბ------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგენილა.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
7.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა.
7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), რომლითაც მსჯავრი უნდა დაედოს ა---------– ბ------–--ეს, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით თხუტმეთ თვემდე. სასამართლო ბრალდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, იმსჯელებს და შეაფასებს თუ რომელი სასჯელი იქნება თანაზომიერი და რომელი მათგანი უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
7.4. სასჯელის კონკრეტული სახის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ა---------– ბ------–--ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (მან ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ა---------– ბ------–--ემ ლ---- ჟ------ს რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას); ა---------– ბ------–--ის წარსულ ცხოვრებას (საქმეში არსებული მტკიცებულებები მისი წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა); მის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს; დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ა---------– ბ------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ჯარიმა მინიმალური ოდენობით. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ------ მ------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
მ------ მ------–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
ა---------– ბ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ა---------– ბ------–--ის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლელა შკუბულიანი