განაჩენი

სისხლის სამართლის 09.01.2019
საქმის ნომერი
200100118002776478
დავის ტიპი
151 , 126 1
თარიღი
09.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100118002776478

N1/336-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

09 იანვარი, 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - დ----------–-----ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ბ-------------–--–---–ი

ბრალდებული: ი-----–- ქ----–---–ი

მამის სახელი: ნ-----–-----

დაბადებული: 2----------- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: თელავის რაიონი სოფელი ა-----ა

მცხოვრები: თელავის რაიონი სოფელი ა-----ა

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ძალადობის ეპიზოდი:

 

1. 2018 წლის 22 ნოემბერს, ქ.თელავში, მ–-------ის ქუჩა N2ბ-ში მდებარე ფ---------–--–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, ი-----–- ქ----–---–მა ძალადობის გამოყენებით, არასრულწლოვანი შვილის ნ-----–---- ქ----–---–ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ფ---------–--–-–---–ს, კერძოდ, რამოდენიმეჯერ დაარტყა მას გაშლილი ხელი სახის არეში და ჩამოგლიჯა საყურე. განხორციელებული ძალადობის შედეგად ფ---------–--–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფ---------–--–-–---–ს მარცხენა ყურის არეში აღენიშნება ნაჭდევი, ხოლო მარჯვენა წვივის არეში სისხლჩაქცევა. დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთხვება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მუქარის ეპიზოდი:

 

2. 2018 წლის 22 ნოემბერს, ქ.თელავში, მ–-------ის ქუჩა N2ბ-ში მდებარე ფ---------–--–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, ი-----–- ქ----–---–ი დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს ფ---------–--–-–---–ს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების ფ---------–--–-–---–ისა და ნ-----–---- ქ----–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების ლ-------–--–-–---–ის, მ--------------–---–ისა და თ----------------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, სამედიცინო ეპქტერიზის დასკვნებით, ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

სამართლებრივი შეფასება:

 

4. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----–- ქ----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

5. ი-----–- ქ----–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6. სასამართლოს ბრალდებულ ი-----–- ქ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

8. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ი-----–- ქ----–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

9. ი-----–- ქ----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400(ოთხასი) საათი.

10. ი-----–- ქ----–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180(ას ოთხმოცი) საათი.

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- ქ----–---–ს დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400(ოთხასი) საათი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ი-----–- ქ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 27 ნოემბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო (4 (ოთხი) დღე, რაც იძლევა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 20(ოცი) საათს) და ი-----–- ქ----–---–ს დაენიშნოს სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 380(სამას ოთხმოცი) საათი.

13. ი-----–- ქ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს. (აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან ერთად, ასევე უქმდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 199-ე მუხლით გამოყენებული ვალდებულება).

14. ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი დანა, რაც ინახება შსს თ--–---------------–-------------–--ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

15. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

16. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური