განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2019
საქმის ნომერი
330100118002706414
თარიღი
10.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1--------

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლების დ------------იძის,ბრალდებულ რ-----------------–ის

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ------------------------------–ის (პ/№1----------) - დაბადებულის 1----–-–-------------------------------------–-------------------------------–-----------–-–------------------------–---------------------------------–------------–---–------------ - მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

რ-----------------–ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატება შემდეგში:

2018 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 22:20 საათზე. შპს „ე-–---------ის“ საწყობის უფროსმა რ-----------------–მა უკანონოდ შეაღწია თბილისში, ფ------------------/ი-ში მდებარე ამავე საზოგადოების დირექტორის, თ---------------–--–--ის კაბინეტში და იქ არსებული სამუშაო მაგიდის უჯრიდან, ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხას 1500 (ათას ხუთასი) აშშ დოლარისა და 1980 (ათასცხრაას ოთხმოცი) ლარის ოდენობით, რაც მართლსაწინააღდეგოდ მიისაკუთრა.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ რ-----------------–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: დ-------------------–ის, გ--–-------------–ის, თ---------------–--–--ის, ლ---------------–ის გამოკითხვის ოქმები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა) ერთობლიობა რ-----------------–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები ბრალდებულს არ გააჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ-----------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 04 (ოთხი) წელი.

გაუქმდეს რ-----------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში კონტროლი რ-----------------–ის ყოფა-ქცევაზე, დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულები:

სამი ცალი ლაზერული დისკი, დალუქული სამ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი