განაჩენი

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
330100118002594577
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

გამოძიების №0-----------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გ------- მ------–---–-

 

დაცვის მხარე

ბრალდებული - ი-----–- ი----–----ს ძე მ-----, დაბადებული - 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ფ-------–----–----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ჯ---------------------ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ);

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2----–-–----2 ივნისს, ყოფილი შეყვარებულის - ე-- რ-----–---–ის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, ი-----–- მ-----ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლის მიხედვითაც ი-----–- მ-----ს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება და მასთან ყველანაირი კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–----3 ივნისის დადგენილებით, ი-----–- მ----- ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი.

2----–-–----1 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------------------------––--------------------------2-თან, ადმინისტრაციულსახდელდადებული ი-----–- მ----- მიუახლოვდა ყოფილი შეყვარებულის - ე-- რ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის კარს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და რაც დაზარალებულმა ბრალდებულის მხრიდან მომავალი აგრესიისა და სამართალდამცავი ორგანოების გაფრთხილებების სისტემატური შეუსრულებლობის გათვალისწინებით, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ი-----–- მ-----ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას

დაზარალებულ ე-- რ-----–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ი-----–- მ----- გაიცნო ბაკურიანში, რომელთანაც აკავშირებდა მეგობრული ურთიერთობა, რაც შემდგომ სიყვარულში გადაიზარდა. თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა შემდეგ გაუფუჭდათ, რისი მიზეზიც ი-----–- მ-----ს ალკოჰოლთან დამოკიდებულება იყო. იგი ხშირად იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რასაც ყოველთვის თან ახლდა ჩხუბი და შეურაცხყოფა. ოქტომბრის თვეში ი-----–- მ----- კვლავ იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში და მოუვიდათ კამათი, რის გამოც ი-----–-მ ჩაკეტა სახლში და გარეთ არ უშვებდა, ხოლო როდესაც გაუშვა, მივიდა პოლიციის განყოფილებაში და საჩივარი დაწერა. დაიბარეს ი-----–- მ----- და აუხსნეს, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ უნდა განმეორებულიყო, რის შემდეგ ი-----–-მ სთხოვა პატიება და დაპირდა, რომ მსგავს ქმედებას აღარ ჩაიდენდა. გარკვეული პერიოდი ცხოვრობდნენ მშვიდად, სანამ ი-----–- მ-----მ კვალავ არ დაიწყო ალკოჰოლის მიღება. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგომ, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ტელეფონით დაურე-- ი-----–- მ-----მ, თუმცა არ უპასუხა. განმეორებით დარეკვის შემდეგ უპასუხა და უთხრა, რომ არ უნდოდა მასთან საუბარი და გაუთიშა ტელეფონი. ი-----–- მაინც დაუკავშირდა და დაუწყო ლანძღვა-გინება და შეურაცხყოფის მიყენება. შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან მეორე დღესვე, ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები და სახლში მიაკითხა. საპატრულო პოლიციაში დარეკვის შემდეგ, ის პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს. მიუხედავად აღნიშნულისა, 2----–-–----1 ივლისს, 23:00 საათზე, როდესაც დედასთან ერთად იმყოფებოდა სახლში, ი-----–- მ----- კვლავ მივიდა ნასვამ მდგომარეობაში. მას სთხოვეს წასულიყო, ვინაიდან გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი და პოლიცია იყო გამოძახებული, რომელიც დააკავებდა, მაგრამ ი-----–- მ----- არ წავიდა. პირიქით, კარებზე არტყამდა ფეხებს, ლანძღავდა, აგინებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რაც აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მას ყოველთვის ეშინოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულის და ფიქრობდა, რომ ი-----–- მოკლავდა მას და მის დას, რომელიც მათი ქორწინების წინააღმდეგი იყო.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ------ რ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ე-- რ-----–---–ი არის მისი ქალიშვილი. მან ე--ს და ი-----–- მ-----ს ურთიერთობის შესახებ არ იცოდა. ერთ დღეს ი-----–- მ-----მ, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში დარე-- მასთან სახლში, იგინებოდა და ილანძღებოდა. სწორედ მაშინ ჰკითხა ე--ს თუ ვინ იყო აღნიშნული პიროვნება, რომელმაც აუხსნა, რომ ი-----–- მ----- ხვდებოდა სამსახურში და ემუქრებოდა. მოწმის ჩვენებითვე, ი-----–- მ----- ერთ დღეს მივიდა ნასვამ მდგომარეობაში, რომელიც აბრახუნებდა კარებზე, იგინებოდა, ილანძღებოდა და იმუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. რამდენჯერმე სთხოვა ი-----–- მ-----ს მოშორებოდა კარს და წასულიყო თორემ გამოიძახებდა საპატრულო პოლიციას, თუმცა ი-----–- არ წავიდა. ძალიან შეეშინდათ და იძულებულნი გახდნენ გამოეძახებინათ საპატრულო პოლიცია. მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ბრალდებული წაიყვანეს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--- ო---–--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–----1 ივლისს ე-- რ-----–---–ი მივიდა პოლიციის განყოფილებაში, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ყოფილი შეყვარებული - ი-----–- მ----- აკითხავდა სამსახურში, აკონტროლებდა და არ აძლევდა თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, რის გამოც მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გაცემა. დაზარალებულის მოთხოვნით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ი-----–- მ-----ს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოვება და კომუნიკაცია. ასევე, დაუკავშირდა ი-----–- მ-----ს, რომელსაც სთხოვა მისულიყო პოლიციის განყოფილებაში, რომელმაც მისვლაზე უარი განაცხადა და განუმარტა, რომ ე--ს აღარ შეაწუხებდა. ი-----–- მ----- იმავე საღამოს მივიდა ე-- რ-----–---–ის სახლში, რამაც გამოიწვია შემაკავებელი ორდერის დარღვევა. შესაბამისად, მივიდნენ დაზარალებულის საცხოვრებელ სახლთან, სადაც დახვდათ ი-----–- მ-----, რომელიც დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იპოლატორში. ი-----–- მ-----ს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 2 დღის ვადით.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-–- მ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–----1 ივლისს იყო მორიგე, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზე ქალბატონი ითხოვდა დახმარებას. შეტყობინების თანახმად ქალბატონის ყოფილი მეგობარი იყო მისული მის საცხოვრებელ ბინასთან, რომელიც აბრახუნებდა კარებზე, სთხოვდა კარის გაღებას და ცდილობდა ბინაში შეღწევას. თანამშრომლებთან - გ------- გ------–---სთან და მ------ მ-------ესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე. სადარბაზოში შესვლისას გაიგონეს ყვირილის, ბრაგუნის და გინების ხმა - ი-----–- მ----- ითხოვდა კარების გაღებას. ავიდნენ მე-3 სართულზე და დაინახეს ი-----–- მ-----, რომლის მიმართ გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი. ვინაიდან, ი-----–- მ-----ს ქმედება შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, განუმარტეს უფლებები, დააკავეს ადგილზე და ჩაუტარეს ჩხრე--. ბრალდებული გადაყვანილი იქნა დ--------------------ის პირველ განყოფილებაში, სადაც დაიკითხა. მათ მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომლებმაც შეამოწმეს ი-----–- მ----- და დადგინდა, რომ ი-----–- მ----- იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა -გ------- გ------–---მ.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ---- ე-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ გამოკითხული იქნა დაზარალებულის დედა - მ------ რ-----–---–ი და ბრალდებულისთვის ცდილობდა საქმის მასალების გადაცემას, თუმცა ბრალდებულმა უარი განაცხადა მასალების ჩაბარებაზე.

2----–-–----2 ივნისის შემაკავებელი ორდერით N0----- დადგინდა, რომ ი-----–- მ-----ს აეკრძალა ე-- რ-----–---–თან ელექტრონული საშუალებით კომუნიკაცია.

2----–-–----3 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N4-------- დადგენილებით, ი-----–- მ----- ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სახდელის ზომად განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 2 (ორი) დღე-ღამით.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა - ი-----–- მ-----მ არ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები და განმარტა, რომ ე-- რ-----–---–ი იყო მისი საცოლე და აპირებდა დაოჯახებას, თუმცა მისი ოჯახი იყო მათი ქორწინების წინააღმდეგი და უქმნიდნენ პრობლემებს. ამასთან, ე--ს სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია, მხოლოდ სასაუბროდ იყო მისული და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ი-----–- მ-----სთან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.

ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----–- მ-----მ ჩაიდინა: 1. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ და 2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ი-----–- მ----- თავს სრულად არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და ი-----–- მ-----ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში.

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იყო შემაკავებელი ორდერი, რომელიც დაარღვია და რის გამოც 2----–-–----3 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის N4-------- დადგენილებით, ბრალდებული ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სახდელის ზომად განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 2 (ორი) დღე-ღამით;

დაზარალებულის ჩვენებით დადგინდა, რომ ბრალდებული ხშირად იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

დაზარალებულის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტი დადასტურდა დაზარალებულის დედის და პოლიციის თანამშრომლთა ჩვენებებითაც.

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით დაცულ ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს - ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ობიექტური მხრივ ამ მუხლის პირველი ნაწილი გამოიხატება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში, რაც ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს მოძალადის მსხვერპლთან ურთიერთობის, მსხვერპლის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სხვადასხვა ვალდებულებებს, მოთხოვნებს, რომელთა შეუსრულებლობა შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს. ამასთანავე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ პრეიუდიციას უკავშირდება. კერძოდ, სსკ-ის 3811 მუხლით პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაცულსახდელშეფარდებულ პირს. მაშასადამე, დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია, ის ვისაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან ვალდებულებების შესრულება ევალება.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში - შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. მუქარა შეიძლება განხორციელდეს რპგპრც სატელეფონო საუბრით, ისე პირისპირ საუბრით.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის მუქარაში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----–- მ-----მ ჩაიდინა: 1. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ და 2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-----–- მ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი-----–- მ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

-საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით;

-საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ი-----–- მ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 07 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

3. ი-----–- მ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–----1 ივლისიდან.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი