განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
გამოძიების №0----------2
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - დ---------------
დაცვის მხარე
ბრალდებული - ი-----–- თ----------ის ძე მ-----–---–ი, დაბადებული - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თბილისი, ა-–------------–--ის ქუჩა N---ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ე---------------–--ის ქუჩა N---ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 3 ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში, ნ-----–----------ე იმყოფებოდა ქ. თბილისში, ც---------------ის ქუჩა N----ში მდებარე მის კუთვნილ საცხობში, რა დროსაც მას სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ; ყელის გამოჭრითა და ხსენებული საცხობის განადგურებით დაემუქრა ი-----–- მ-----–---–ი, ვინაიდან ნ-----–----------ემ ამ უკანასკნელს არ მისცა საცხობში სიგარეტის მოწევის უფლება. ნ-----–----------ემ ი-----–- მ-----–---–ის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების რეალური შიში. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 05, 06, 07 და 08 მაისს, საღამოს საათებში, ი-----–- მ-----–---–ი კვლავ მიდიოდა ქ. თბილისში, ც---------------ის ქუჩა N----ში მდებარე ნ-----–----------ის კუთვნილ საცხობში და ზემოთაღნიშნული მიზეზით ნ-----–----------ეს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და საცხობის განადგურებით. ნ-----–----------ემ ი-----–- მ-----–---–ის თითოეული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მათი განხორციელების რეალური შიში.
2018 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში ი-----–- მ-----–---–ი იმყოფებოდა ქ. თბილისში, ც---------------ის ქუჩა N----ში მდებარე ნ-----–----------ის კუთვნილ საცხობში, რა დროსაც იგი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ხსენებული საცხობის თანამშრომელს გ---------------ს, ვინაიდან ამ უკანასკნელმა არ მისცა საცხობში სიგარეტის მოწევის უფლება. გ---------------მა ი-----–- მ-----–---–ის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 05, 06, 07 და 08 მაისს, საღამოს საათებში, ი-----–- მ-----–---–ი კვლავ მიდიოდა ქ. თბილისში, ც---------------ის ქუჩა N----ში მდებარე ნ-----–----------ის კუთვნილ საცხობში და ზემოთაღნიშნული მიზეზით გ---------------ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. გ---------------მა ი-----–- მ-----–---–ის თითოეული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მათი განხორციელების რეალური შიში.
2018 წლის 14 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ნ-----–----------ე იმყოფებოდა ქ. თბილისში, ც---------------ის ქუჩა N----ში მდებარე მის კუთვნილ საცხობში, რა დროსაც მას სიცოცხლის მოსპობით და ხსენებული საცხობის განადგურებით დაემუქრა ი-----–- მ-----–---–ი იმ მიზეზით, რომ ნ-----–----------ემ ამ უკანასკნელს მიერ რამდენიმე დღით ადრე მუქარის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა პოლიციას. ნ-----–----------ემ ი-----–- მ-----–---–ის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ი-----–- მ-----–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას
დაზარალებულ ნ-----–----------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ეწევა საადვოკატო საქმიანობას, ხოლო პარალელურად გახნილი ჰქონდა საცხობი. მაისის თვეში საცხობში შევიდა იმ ეტაპისთვის მისთვის უცნობი პირი, როგორც გამოძიებით დადგინდა - ი-----–- მ-----–---–ი, რომელმაც აიღო გაზიანი სასმელი და შეუკვეთა შაურმა. შაურმის ფული გადაიხადა, თუმცა სასმელის ფული არ გადაუხდია. ბარმენმა - გ---------------მა მოსთხოვა სასმელის თანხის გადახდა, რაზედაც უპასუხა, რომ არ გადაიხდიდა თანხას - ,,რა, პადაგრევი არ მოსულაო“ და მისივე განმარტებით, უბანში მუშაობა თუ უნდოდა, იქით უნდა გადაეხადა. აღნიშნულის შემდგომ, დაჯდა ბარში არსებულ ერთ-ერთ მაგიდასთან, მეორე სკამზე დაალაგა ფეხები და მიირთმევდა შაურმას, თან გ---------------ს მოსთხოვა საფერფლე, რაზეც გ-------მ განუმარტა, რომ აღნიშნული იყო კვების ობიექტი, სადაც მოწევა არ შეიძლებოდა, დადიოდნენ კლიენტები და სთხოვა ნორმალურად დამჯდარიყო. გ---------------ს კვლავ არაკორექტულად მიმართა საფერფლე ,,გამიჩითეო,“ რაზეც კვლავ უარი მიიღო. აღნიშნულზე ბრალდებული გაღიზიანდა, წამოხტა სკამიდან და მიმართა გ-------ს - ,,გამოდი ბიჭო გარეთ შენ“. მან გ---------------ს უთხრა, რომ არ დაეტოვებინა სამუშაო ადგილი - ე.წ. „სალარო.“ ამ დროს კაფეში იყო კლიენტი სახელად „შ--–--,“ ხმაურზე წამოდგა და გაიყვანეს გარეთ, თუმცა იგინებოდა და იმუქრებოდა: ,,ობიექტს დაგინგრევთ, გაგინადგურებთო.“ ამის შემდეგ, ი-----–-მ მას მიმართა: ,,შენნაირი ადვოკატი ბევრი მინახავს, საბარგულით მიტარებია, ყელს გამოგჭრიო,“ ხოლო გ---------------ს აგინებდა დედის მისამართით და მასაც ემუქრებოდა. ი-----–- მ-----–---–ის ყვირილი, მუქარა და ლანღვა-გინება გაგრძელდა დაახლოებით ნახევარ საათს, რის შემდეგ გაარიდეს ტერიტორიას. იმ დღესვე, არ დაწერა საჩივარი ვინაიდან უნდოდა უბანში მუშაობის გაგრძელება და თავი აარიდა კონფლიქტურ სიტუაციებს, თუმცა ი-----–- მ-----–---–ი კვლავ აგრესიულად და გამომწვევად იქცეოდა. ერთხელ იყო შემთხვევა, დროსაც ი-----–- მ-----–---–მა ისეთი მოძრაობა გააკეთა ვითომდა შეიარაღებული იყო და დაემუქრა, რომ თავის დანაპირებს აასრულებდა და არ ამუშავებდა უბანში. აღნიშნულის შემდეგ, იურიდიული საქმიანობიდან გამომდინარე, კლიენტი ჰყავდა - თ------------------–--ე. ისინი ისხდნენ მაგიდასთან და საუბრობდნენ. სწორედ ამ დროს კაფეში შევიდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ი-----–- მ-----–---–ი და იგივე გაიმეორა. ის იძულებული გახდა მიემართა პოლიციისთვის, თუმცა პოლიციაზე მიმართვის შემდეგაც ბრალდებული ავიწროვებდა, ემუქრებოდა და აგრესიული იყო მის მიმართ. ი-----–- მ-----–---–ი რამდენიმე დღეში კვლავ მივიდა კაფეში, აგინა და საცხობის განადგურებითა და ყელის გამოჭრით დაემუქრა. იგი კვლავ მივიდა პოლიციის განყოფილებაში, განაცხადა მომხდარი ფაქტის შესახებ და დახმარება ითხოვა, რის შემდეგაც მოხდა ი. მ-----–---–ის დაკავება. დაზარალებულმა აჩვენა ისიც, რომ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული მუქარის გამო, ის იძულებული გახდა საცხობი დაეხურა, ვინაიდან მუქარა როგორც საცხობის განადგურების, ისე სიცოცხლის მოსპობის, რეალურად აღიქვა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შ--–-- კ-----–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ტაქსის მძღოლად. შემთხვევის დღეს, 15:00 საათზე ქ. თბილისში, ც---------------ის ქუჩა N----ში მდებარე კაფეში შევიდა საჭმელად. ცოტა ხანში კაფეში შევიდა ი-----–- მ-----–---–ი მეგობართან ერთად. შესვლისთანავე ი-----–-მ მაცივრის კარი გააღო, გამოიღო გაზიანი სასმელი და მიაწოდა თავის მეგობარს, რომელმაც გამოართვა და გავიდა გარეთ. ი-----–- მ-----–---–ი დაჯდა მაგიდასთან, შეუკვეთა შაურმა და გადაიხადა მხოლოდ შაურმის ფული. მოლარემ - გ---------------მა მოსთხოვა სასმელის ფულის გადახდაც, რაზედაც ი-----–-მ უპასუხა სასმელი ,,პადაგრევიაო“. აღნიშნულზე, კაფის მეპატრონე ნ-----–----------ე უთხრა - სად მაქვს გასაცემი საჩუქრებიო, რაზეც ი-----–- მ-----–---–მა დაიწყო ნ-----–----------ის ლანძღვა-გინება, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და საცხობის დაწვით - „,არ გაგახარებ, არ გამუშავებ ამ ადგილზეო.“ ნ-----–----------ეს შეეშინდა და აკანკალებდა. ი-----–- მ-----–---–ი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, აგინებდა და ლანძღავდა გ---------------საც. ნ-----–----------ემ და გ---------------მა მოსთხოვეს ი-----–- მ-----–---–ს დაეტოვებინა კაფის ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახებდნენ პოლიციას, თუმცა ი-----–- მ-----–---–ი კვლავ განაგრძობდა ლანძღვა-გინებას, მუქარას და არ მიდიოდა საცხობიდან. აღნიშნულის შემდეგ, ჩამოჯდა მაგიდასთან და გ---------------ს მოსთხოვა საფერფლის მიწოდება, რაზედაც გ-------მ უპასუხა, რომ კაფეში სიგარეტის მოწევა არ შეიძლებოდა. ამან ისევ გააღიზიანა ი-----–- მ-----–---–ი, გ-------ს დაუწყო გინება, მუქარა და სთხოვდა გარეთ გასულიყო. მოწმის განმარტებითვე, ბრალდებული იყო ძალიან აგრესიული და რომ არ ჩარეულიყვნენ, ალბათ მუქარას სისრულეში მოიყვანდა კიდეც.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ------------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ-----–----------ე უწევდა საადვოკატო მომსახურებას, რის გამოც ხშირად სტუმრობდა კაფეს. შემთხვევის დღეს ისხდნენ კაფეში მაგიდასთან და საუბრობდნენ, რა დროსაც მიუახლოვდა ი-----–- მ-----–---–ი, რომელსაც უნდოდა მათ მაგიდასთან დაჯდომა და დალევა. აღნიშნულზე, ნ-----–----------ემ უპასუხა, რომ საქმეზე საუბრობდნენ და სთხოვა სხვა მაგიდასთან დამჯდარიყო. ი-----–- მ-----–---–ი გაღიზიანდა, ნ-----–----------ეს აყენებდა შეურაცხყოფას, ემუქრებოდა, სკამს ხელი ჰკრა და ნათელას მიმართა - ,,შენ ვინა ხარ გოგო, სახეს აგახევ“, ,,ახალი ჩამოსულები ხართ, კაფეს დაგილეწავთ“, „ამ კაფეში ვიცი, რომ არ გაქვთ კამერები.“ აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებული გავარდა გარეთ და იქიდან ემუქრებოდა დაზარალებულს - ,,გაგინადგურებ კაფესო“. მოწმის განმარტებითვე, ბრალდებულის ქმედებების გამო ნ-----–----------ეს შეეშინდა, ანერვიულდა და სახე დაეძაბა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე-–----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა კაფე ,,ლ--–-–ი“ მცხობელის პოზიციაზე. შემთხვევის დღეს იყო კაფეში დარბაზის შიგნით, რა დროსაც შემოესმა ჩხუბის და ლანძღვა-გინების ხმა. გამოვიდა გარეთ და დაინახა წვერიანი ბიჭი, როგორც გამოძიებით დადგინდა - ი-----–- მ-----–---–ი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა ნ-----–----------ეს და ემუქრებოდა ,,სახეს ჩამოგიღებო.“ გ---------------ს გარეთ გასვლას სთხოვდა, მაგრამ არ გაუშვა. სამჯერ გაიყვანეს გარეთ, თუმცა კვლავ ბრუნდებოდა, იგინებოდა და იმუქრებოდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-------------–--ას ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გ-–-----------–-----------------------–---–--------------------------–-- თანამდებობაზე. 2018 წლის 08 მაისს დაზარალებულ ნ-----–----------ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, გამოკითხა მოწმეები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა ბრალდებული - ი-----–- მ-----–---–ი.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ზ-----------–-–---–მა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა - ი-----–- მ-----–---–მა ნაწილობრივ აღიარა მის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებები და განმარტა, რომ დაზარალებულის კუთვნილ კაფეში დადიოდა ძალიან ხშირად, მათ შორის მეგობრებთან ერთად. ერთ დღეს შევიდა კაფეში და შეიძინა შაურმა, რომლის ღირებულება გადაიხადა, ვერ გადაიხადა გაზიანი სასმელის თანხა, ვინაიდან არ ჰქონდა, თუმცა აპირებდა გადახდას. შემდეგ, მოწევასთან დაკავშირებით მოუვიდა დაზარალებულთან კონფლიქტი და აგინა, მაგრამ არ დამუქრებია. პირიქით, ნ-----–----------ემ ცემა და რა სიტყვებს ეძახდა დაზარალებულს ზუსტად ვერ იხსენებს. ასევე, გ---------------ს მოსთხოვა გარეთ გაჰყოლოდა, მაგრამ დასალაპარაკებლად და არა სხვა მიზნით, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და წინააღმდეგობაშია დაზარალებულის და იმ მოწმეთა ჩვენებებთან, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველნი არიან. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–- მ-----–---–ის ჩვენება არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.
ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----–- მ-----–---–მა ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (3 ეპიზოდი).
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ი-----–- მ-----–---–ი თავს სრულად არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და ი-----–- მ-----–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება - განსახილველ შემთხვევაში დაზარალებული იძულებული გახდა დაეხურა საცხობი ობიექტი.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----–- მ-----–---–მა ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (3 ეპიზოდი).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-----–- მ-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 58-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის და განაჩენთა ერთობლიობის დროს).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–- მ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 04 მაისის - ნ-----–----------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
-საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 04 მაისის - გ---------------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 14 მაისის - ნ-----–----------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 14 მაისის - ნ-----–----------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- მ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 500 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ი-----–- მ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ი-----–- მ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 მაისიდან.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი