განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
06 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დ----- მგელიაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
ბრალმდებლები - ნ-----------, ნ----------------
დაცვის მხარე
დამცველი - მ-------------–---
ბრალდებული - ბ------ რ----------ის ძე პ----–---ი, დაბადებული - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ო--------, სოფელი ა----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ---------------------–--
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
2----–-–----- მარტს, დაახლოებით 05:30 საათიდან 05:40 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თბილისში, ვ-----------–ის ქუჩა N--ში მდებარე რ-------------------------- წინ ბ------ პ----–---მა ურთიერთდაპირისპირების დროს თანნაქონი დანით განზრახ მოკვლის მიზნით - ნ-----–---- ც-------ეს მიაყენა ერთი მარცხენა მხარში, სამი ზურგის ზედაპირზე და ერთი გულმკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა; გ------- ჩ--------–ს გულმკერდის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობა, ფილტვის გამჭოლი დაზიანებით, მეორე ჭრილობა მარცხენა მხარზე და თავზე ნაჩხვლეტის სახით; ა-–---------- მ–---–----ეს მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა მხარში, ხოლო მ------ გ---–-----ს - ოთხი ნაკვეთი ჭრილობა. კერძოდ: ერთი მარჯვნივ გულმკერდის უკანა აქსილარულ ხაზზე, ორი ჭრილობა წელის არეში და ერთი ჭრილობა მარჯვნივ, დუნდულის ზემოთ.
სასამართლომ დაადგინა:
2----–-–----- მარტს, დაახლოებით 05:30 საათიდან 05:40 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თბილისი, ვ-----------–ის ქუჩა N--ში მდებარე რ---------- „------------–-“ იმყოფებოდა ბ------ პ----–---ი მეგობრებთან ერთად. ასევე, რ----------ში იმყოფებოდნენ დაზარალებულები - ნ-----–---- ც-------ე, გ------- ჩ--------–ი, ა-–---------- მ–---–----ე და მ------ გ---–-----ი, მეგობრებთან ერთად. რესტორნიდან გასვლის შემდეგ აღნიშნული ორი მაგიდის წევრებს შორის მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც ნ-----–---- ც-------ეს მიაყენეს ერთი მარცხენა მხარში, სამი ზურგის ზედაპირზე და ერთი გულმკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა; გ------- ჩ--------–ს გულმკერდის არეში მიაყენეს შემავალი ჭრილობა, ფილტვის გამჭოლი დაზიანებით, მეორე ჭრილობა მარცხენა მხარზე და თავზე ნაჩხვლეტის სახით; ა-–---------- მ–---–----ეს მიაყენეს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა მხარში, ხოლო მ------ გ---–-----ს - ოთხი ნაკვეთი ჭრილობა. კერძოდ: ერთი მარჯვნივ გულმკერდის უკანა აქსილარულ ხაზზე, ორი ჭრილობა წელის არეში და ერთი ჭრილობა მარჯვნივ, დუნდულის ზემოთ.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2----–-–----- მარტს, ქ. თბილისი, ვ-----------–ის ქუჩა N--ში მდებარე რ-------------------------- წინ ბ------ პ----–---ის მიერ დაზარალებულების: ნ-----–---- ც-------ის, გ------- ჩ--------–ის, ა-–---------- მ–---–----ის და მ------ გ---–-----ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებდა ბრალდებულ ბ------ პ----–---ის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობას.
მოწმის სტატუსით დაკითხულ ბრალდებულ ბ------ პ----–---ის ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებულებს არ იცნობს. 2----–-–----- მარტს მამიდაშვილთან - ი---- გ---–-----თან ერთად მიდიოდა რ---------- „------------–-.“ გზაში შეხვდათ 3-4 ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ გვერდზე უბანში და გამარჯობით იცნობს, მათგან ერთ-ერთს თავზე ეფარა მომწვანო ფერის ე.წ. „კეპი.“ თბილისში, გ--------–ის ქუჩაზე შეხვდათ რ------- ა-–---ი, რომელთან ერთად შევიდნენ რ---------- „------------–-,“ დასხდნენ ერთ-ერთ მაგიდასთან და მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს. თავადაც მიირთვა რამდენიმე ჭიქა სასმელი და იმყოფებოდა მსუბუქი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში. რესტორნის ეზოში საუბრობდა მობილური ტელეფონით და როდესაც დაბრუნდა რ----------ში, გაიგონა გადაძახილ-გადმოძახილის ხმა და იკითხა რა ხდებოდა, რაზედაც მეგობრებმა უპასუხეს, რომ უკვე გადიოდნენ. რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ, მეორე მაგიდასთან მსხდომ პირებს და მის მაგიდასთან მსხდომ პირებს მოუვიდათ დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. თავად აშველებდა ჩხუბის მონაწილეებს, რა დროსაც გაიგონა ,,დაჭრილიაო“. მივიდა აღნიშნულ პირთან, შეიყვანა რ----------ში და დასვა სკამზე, რომელიც მისი აზრით იყო დაზარალებული - ნ-----–---- ც-------ე. შემდეგ, კვლავ გაიგონა ხმა დაჭრილიაო, მივიდა აღნიშნულ პირთან და ნახა, რომ ძირს იწვა უგონო მდგომარეობაში და ვიღაც პირები ცდილობდნენ მის გონზე მოყვანას. მისი მისვლისას აღნიშნული პირი მოვიდა გონზე და შეძლო წამოყენება. ამის შემდეგ თვითონ, რ------- ა-–---ი და ი---- გ---–-----ი რესტორნის ეზოდან გამოვიდნენ და წავიდნენ სახლისკენ. მომხდარის გამო იყვნენ გამწარებულები და ხმამაღლა იგინებოდნენ, რის გამოც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა და გადაიყვანეს განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რათა დაესახელებინა ის ადამიანი ვინც დაჭრა დაზარალებულები, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ დაპატიმრებით, რაზეც განუმარტა, რომ არ დაუნახავს პირი, ვინც დაზარალებულებს ჭრილობები მიაყენა. მისი თანხმობით ამოღებული და აღებული იქნა ტანსაცმელი, სისხლის და ნერწყვის ნიმუში, ხოლო ამოცნობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მისივე ჩვენებით, შემთხვევის დროს ტანთ ეცვა მუქი ფერის მაისური, მონაცრისფრო ფერის ჯინსის შარვალი და ყავისფერი სპორტული ფეხსაცმელი. ე.წ. „კეპს“ არ იყენებს და არც შემთხვევის დღეს ეფარა თავზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხული დაზარალებულის - მ------ გ---–-----ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2----–-–----- მარტს ღამის საათებში მეგობარ - ნ-----–---- ც-------ესთან ერთად იმყოფებოდა კლუბ „გ--–-----ში,“ სადაც მიიღო ალკოჰოლური სასმელი და იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. კაფეში ყოფნისას ნ-----–----ს დაუკავშირდა მეგობარი - გ------ ჯ---------ე, რომელმაც სთხოვა რ---------- „------------–-“ მისვლა. რ----------ში დახვდნენ გ------ ჯ---------ე, თ---რ ქ------–-–---–ი, გ------- ჩ--------–ი და „----–-,“ რომლის ვინაობა არ იცის. ის და ნ-----–----ი დასხდნენ გვერდი-გვერდ. ბუნდოვნად ახსოვს, რომ მათ სუფრასთან მივიდა მისთვის უცნობი პირი, რომელიც აპირებდა დაჯდომას, მაგრამ გადაიფიქრა და წავიდა. დილის 5:00 - 6:00 საათზე გაიგონა ხმაურის ხმა, თუმცა ისეთი არაფერი ყოფილა, რომ ყურადღება გაემახვილებინა. გოგონების ინიციატივით გადაწყვიტეს რესტორნიდან წასვლა, მაგრამ მისთვის წასვლის მიზეზი უცნობია. გამოვიდნენ რესტორნიდან, რა დროსაც მისთვის უცნობი პირები ესაუბრებოდნენ მის მაგიდასთან მსხდომ პირებს, თუმცა საუბრის შინაარსი არ გაუგია და დაინახა, როგორ დაიწყო ჩხუბი. მას ეგონა, რომ ნ-----–---- ც-------ე დაეცა და თავადაც ჩაება ჩხუბში. ჩხუბის დროს დაეცა, ზურგზე მოიკიდა ხელი და მიხვდა, რომ დაჭრილი იყო. ბარბაცით გავიდა გზაზე, გააჩერა ტაქსი და წავიდა საავადმყოფოში. საავადმყოფოში დადგინდა, რომ ორი ჭრილობა მიყენებული ჰქონდა ხერხემალთან, ერთი ჭრილობა გულმკერდის უკანა მხარეს, ხოლო ერთი ჭრილობა დუნდულის ზემოთ. მოწმის განმარტებით, არ დაუნახავს დანაშაულის ჩადენის საგანი და ვერც დაჭრის მომენტი იგრძნო.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს დაზარალებულმა ნ-----–---- ც-------ემ და დამატებით განმარტა, რომ მის მაგიდას მიუახლოვდა პირი, რომელმაც მხარზე ხელი დაადო, როდესაც შეხედა აღნიშნულ პირს ვერ იცნო და განუმარტა კიდეც, რომ ვერ იცნო. აღნიშნული პირი წავიდა და დაჯდა მის პირდაპირ არსებულ მაგიდასთან, რის შემდეგ გაიგონა რეპლიკების ხმა, რამაც გამოიწვია დაძაბულობა. გამოვიდნენ რესტორნიდან და დაიწყო ჩხუბი, თუმცა ვინ დაიწყო ჩხუბი არ ახსოვს. ჩხუბის დაწყებიდან მალევე დაეცა და როცა წამოდგა ჩხუბი დასრულებული იყო. დაჭრის მომენტი არ დაუნახავს. ოფიციანტმა გოგონამ უთხრა, რომ დაჭრილი იყო, შეამოწმა სხეული და აღმოჩნდა, რომ მიყენებული ჰქონდა ჭრილობა. დაჭრილ მდგომარეობაში შევიდა რ----------ში, საიდანაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში. მოწმის განმარტებითვე, დანა არავის ხელში არ დაუნახავს და არც ის დაუნახავს ვინ მიაყენა ჭრილობა.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს დაზარალებულმა გ------- ჩ--------–მა და დამატებით განმარტა, რომ მონაწილეობდა ჩხუბში, თუმცა დანა არ დაუნახავს. გამომძიებლის მიერ დაიკითხა მოწმის სახით, რომელმაც აჩვენა ბ------ პ----–---ის ფოტოსურათი, რაზედაც განუმარტა, რომ ბრალდებულს მისთვის არ მიუყენებია დაზიანებები. ახსოვს პირი, რომელმაც მიაყენა დაზიანება და ნახვის შემთხვევაში შეძლებს ამოცნობას.
დაზარალებულ ა-–---------- მ–---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ ჩხუბის დროს ერთ-ერთი პირის ხელში დაინახა გაშლილი დანა, რომელიც მიემართებოდა მისი მიმართულებით, შეეშინდა და აპირებდა გაქცევას, მაგრამ ვერ მოახერხა. აღნიშნულმა პირმა დანის გამოყენებით მარცხენა მხარის არეში მიაყენა ჭრილობა, რის გამოც იგრძნო ძლიერი ტკივილი და წავიდა საავადმყოფოში. მისივე განმარტებით, მისთვის არ არის ცნობილი თუ ვინ მიაყენა ჭრილობა.
მოწმე თ---რ ქ------–-–---–მა დაადასტურა რ----------ში მეგობრებთან ერთად ყოფნის და მათ მაგიდასთან უცხო პირის მისვლის ფაქტი და განმარტა, რომ აღნიშნულმა პირმა ნ--- ც-------ეს დაადო ხელი მხარზე, ხოლო ნ---მ უთხრა „მგონი ძმაო გეშლებიო.“ ნ--- ი-----–---–მაც მიმართა აღნიშნულ პირს „მგონი ძმაო სუფრა გეშლებაო“. აღნიშნულზე, უცნობმა პირმა განმარტა, რომ „ამ უბნელი ვარ და ვინც არ მიცნობსო“, დაიწყო გინება და წავიდა თავისი მაგიდის მისამართით. დაძაბული სიტუაციის გამო გადაწყვიტეს წასულიყვნენ. გარეთ გასვლის შემდეგ დაიწყო ჩხუბი, თუმცა ვინ ვის ურტყამდა არ იცის. დაინახა, რომ ერთ-ერთ პირს დანა ეჭირა ხელში, რომლის გახსნას ცდილობდა, მისთვის სახეში არ შეუხედავს უბრალოდ ყვიროდა დანა აქვს და გაიქეცითო. შესაბამისად, აღნიშნული პირის სახე არ დაუნახავს. მის მეუღლეს ეჩხუბებოდა სამი ადამიანი და ცდილობდა გაშველებას. შემდეგ ერთ-ერთი ჩხუბის მონაწილე წაიქცა და გონება დაკარგა, რითაც ისარგებლეს და შემთხვევის ადგილი დატოვეს.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე გ------- ი-----–---–მა და განმარტა, რომ ჩხუბის დაწყების დროს რაღაც მძიმე საგანი მოხვდა თავში, რის გამოც დაკარგა გონება და არ დაუნახავს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები. მისივე განმარტებით, ბრალდებული მონაწილეობდა თუ არა კონფლიქტში არ დაუნახავს და არც ცეცხლსასროლი იარაღი უნახავს შემთხვევის ადგილზე.
მოწმეთა: ზ------ მ-----–-–---–ის და ზ----- ბ------–---–ის ჩვენებებით დადგინდა, რომ მუშაობენ რ---------- „------------–-“ მ–---–-- პოზიციაზე. მათ მიერ დადასტურდა რესტორნის გარეთ მომხდარი ჩხუბის ფაქტი. ზ------ მ-----–-–---–მა განმარტა, რომ რესტრანში შევიდა დაჭრილი პიროვნება, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ჩხუბისას იარაღი არ დაუნახავს და არც ჩხუბში მონაწილე პირების ამოცნობა შეუძლია. მოწმე ზ----- ბ------–--–მა დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილიდან გამოიყვანა ერთ-ერთი პირი, რომელიც იყო დაჭრილი და სდიოდა სისხლი, რის გამოც გამოიძახა სასწრაფო დახმარება.
მოწმეთა: რ----- მ------–---–ის, ნ-----–---- პ-----–---–ის, ი---- ყ------–-–---–ის, მ-----– ა------ნის და თ---ზ ტ----–---–ის ჩვენებებით დადასტურდა რ---------- მ-----------სთან ორი მაგიდის წევრებს შორის კონფლიქტის და ერთ-ერთი დაჭრილი პირის რ----------ში შესვლის ფაქტი. თუმცა, მათ არ იციან და არ დაუნახავთ თუ ვინ მიაყენა დაზიანება აღნიშნულ პირს.
ა-----------------–-- ქირურგმა კ---- კ-----ემ დაადასტურა, რომ 2----–-–----- მარტს სასწრაფო დახმარების ავტომანქანით საავადმყოფოში მიყვანილი იქნა პაციენტი - ნ-----–---- ც-------ე, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები გულმკერდის წინა ზედაპირზე, სამი ჭრილობა უკანა ზედაპირზე, ხოლო ერთი ჭრილობა მხარის არეში, რის გამოც ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია.
შპს „პ------–------------------“ ექთნის თანაშემწე - ნ-----–- ზ-----ემ დაადასტურა, რომ 2----–-–----- მარტს 6:00 საათზე კლინ---ში შეიყვანეს დაჭრილი პაციენტები - გ------- ჩ--------–ი და ა-–---------- მ–---–----ე.
შპს „მ-----–---------–-------------–---------–-------------------------------–----ის“ ქირურგმა - დ----- ვ------------ემ დაადასტურა, რომ 2----–-–----- მარტს კლინ---ში მივიდა პაციენტი - მ------ გ---–-----ი თვითდინებით. დათვალიერების შედეგად მ------ გ---–-----ს აღმოაჩნდა ცივი იარაღით მიყენებული ოთხი ჭრილობა, რომელთაგან ერთი მდებარეობდა გულმკერდის უკანა ზედაპირზე, ორი წელის არეში და ერთი მარცხნივ დუნდულის ზედა მესმედში. მის მიერ მოხდა ჭრილობების რევიზია და პირველადი დამუშავება.
მოწმეთა: ე-- ჯ------–---–ის და ვ------- გ--–-----–---–ის ჩვენებებით დადასტურდა, გამომძიებლის მიერ ვიდეოჩანაწერების ამოღების ფაქტი.
მოწმე ს------ ე-----–--ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მის მიერ გამოკითხული იქნა ი---- გ---–-----ი, რომლისგანაც ამოღებული იქნა ტანსაცმელი.
მოწმე რ----- კ-----აიას ჩვენებით დადასტურდა, რომ მის მიერ დაკითხული იქნა მოწმეები, ბრალდებულისგან აიღო ნიმუშები, ს---------------------------- და რ---------- „მ-----------დან“ ამოიღო და დაათვალიერა ვიდეო ჩანაწერები, გააგზავნა წერილები და დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ქუდი, სისხლის ლაქები და ტანსაცმელი. მისივე ჩვენებით, საქმეზე ამოღებულ ვიდეოჩანაწერზე შესაძლებელია პირების იდენტიფიცირება და შესაბამისად, არ ჩათვალა საჭიროდ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნა.
მოწმე ი--–---- ს------ს ჩვენებით დადასტურდა, რომ მოწმის სახით გამოკითხა დ----- ს---–-ძე, რ------- ა-–---ი, რომლისგანაც ამოიღო ტანსაცმელი, ხოლო ბ------ პ----–---მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
მოწმე ქ---- რ-------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მის მიერ მოწმის სახით გამოიკითხა ზ----- ბ------–---–-, რომელთანაც ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა. მისივე განმარტებით, გამომძიებელ გ------- მ------–---–ის მიერ მოწმის გამოკითხვა მიმდინარეობდა მისგან განცალკევებით. წარსულში მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების დამთხვევა მომხდარა თუ არა არ იცის, შესაძლოა მსგავსი ფაქტი ყოფილიყო.
მოწმე გ------- მ------–---–ის ჩვენებით, დადასტურდა, რომ მის მიერ გამოკითხული იქნა ზ------ მ-----–-–---–ი, რის შემდეგ ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობა.
მოწმეთა: დ----- ნ-------–---–ის, შ----------------ის, ლ----- კ--------ის და დ----- თ----–---–ის ჩვენებებით დადასტურდა, რომ მათ მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა ბ------ პ----–---ი და რ------- ა-–---ი. განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ რ---------- მ-----------სთან მომხდარ ჩხუბში.
მოწმე შ--–-- დ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ დ----- მ–-----–---–თან ერთად დააკავა ბრალდებული, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრე--.
მოწმე გ------- გ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოწმის სახით გამოკითხა პ------–------------------, ინ-------------------------------–-----–------ ექთნები, რომელთაგან ამოიღო დაზარალებულთა კუთვნილი ტანსაცმელი.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ თბილისში, ვ-----------–ის ქუჩა N--ში მდებარე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა მწვანე ფერის ე.წ. „კეპი,“ ხელის კვლები და მოწითალო ფერის ანაწმენდები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფაქტი დადასტურდა მოწმე რ----- ნ--------–---–ის ჩვენებით.
2----–-–----- აპრილის დ------–------------------------------------- დასკვნით დადგენილია, რომ კვალი N8 იდენტურია ექსპერტიზაზე წარდგენილი ბ------ პ----–---ის მარცხენა ხელის დიდი თითის ანაბეჭდის. ბ------ პ----–---ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის თითის ანაბეჭდები იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ბ------ პ----–---ის ხელის თითის ანაბეჭდების.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: ხ------- ჭ---------ემ.
2----–-–----- მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ შ-----------------------------------------–---------------------------------–-------------------- სამსახურის ბეჭდით დამოწმებული იზოლატორში მოთავსებული პირის იზოლატორში შემოყვანისას ჩატარებული სამედიცინო შემოწმების ფორმა N5-----ის ჩანაწერების თანახმად, ბ------ პ----–---ი შემოწმებული იქნა ექიმის მიერ 10.---18 წ-ს, რომელსაც აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა მტევანზე პირველ ფალანგთან, ნაკაწრი ირგვლივ ჰემატომით მარცხენა ზედა ქუთუთოზე და ზედაპირული ნაჭდევი მარცხენა ლოყაზე. სად. N8 დაწესებულების ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის გარეგანი დათვალიერების შესახებ ოქმის ჩანაწერების თანახმად, ბ------ პ----–---ი დათვალიერებული იქნა ექიმის მიერ 1-----18 წ-ს, რომელსაც აღენიშნებოდა მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა მტევნის დორზალურ ზედაპირზე V თითის გასწვრივ, მარცხენა წვივზე ფუფხით დაფარული ექსკორიაცია და მარცხენა თვალბუდის გარე ზედა კიდესთან მოლურჯო კანქვეშა სისხლნაჟღენთი. პირადი შემოწმებისას 16.---18 წ-ს ბ------ პ----–---ს აღენიშნებოდა: სისხლნაჟღენთი მის ფონზე ნაჭდევით მარცხენა თვალის ზედა ქუთუთოზე, სისხლნაჟღენთი მის ფონზე ნაჭდევით მარცხენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში და შეხორცების ფაზაში მყოფი ჭრილობა მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე I ნების ძვლის ქვედა მესამედის საპროექციოდ (სამედიცინო დაზიანება ნაკვეთი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. სისხლნაჟღენთი მის ფონზე ნაჭდევით მარცხენა თვალის ზედა ქუთუთოზე, სისხლნაჟღენთი მის ფონზე ნაჭდევით მარცხენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში და სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად ზედაპირული ნაჭდევი მარცხენა ლოყაზე განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 10.---18წ. სად. N8 დაწესებულების ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის გარეგანი დათვალიერების შესახებ ოქმის ჩანაწერების თანახმად ბ------ პ----–---ს 1-----18წ-ს შემოწმებისას აღენიშნებოდა ასევე მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა მარჯვენა მტევნის დორზალურ ზედაპირზე V თითის გასწვრივ, რაც ექსპერტიზის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან პირადი შემოწმების მომენტში (16.---18წ-ს) ბ. პ----–---ს აღნიშნულ მიდამოში შეხორცების ფაზაში მყოფი ჭრილობა (შეხორცებული ჭრილობა/ნაწიბური) ან სხვა რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: ნ----- ჯ------ემ.
2----–-–------------ სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ შპს მა----–---------–-------------–---------–------ი საუნივერსიტეტო კლინიკის ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N5----ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. მ------ გ---–-----ი მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინ---ში 10.---18წ-ს, 05:45 სთ-ზე (გაეწერა - 1-----18წ-ს, 12:00 სთ-ზე). დაუდგინდა დიაგნოზი: გულმკერდის მარჯვენა ნახევრის უკანა ზედაპირის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, წელის მიდამოს და მარცხნივ დუნდულოს ზემოთ ნაკვეთი ჭრილობები. დაზიანებები გულმკერდის მიდამოში მარჯვნივ და წელის მიდამოში ორმხრივ არსებული ჭრილობების სახით განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, ხოლო მარცხნივ დუნდულოს ზემოთ არსებული ჭრილობა - რაიმე მჭრელი ფისების მქონე საგნის მოქმედებით. დაზიანებები (ჭრილობები) როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს 10.---18წ.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: ნ----- ჯ------ემ.
2----–-–------------ სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პ------–------------------ ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N2----ის ჩანაწერების თანახმად, მოქ. გ------- ჩ--------–ი მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინ---ში 10.---18წ-ს, 06:00სთ-ზე (გაეწერა- 14.---18წ-ს, 13:00 სთ-ზე). აღენიშნებოდა სწორი კიდეებიანი ჭრილობები: გულმკერდის მარცხენა ნახევარში, ბეჭის ხაზზე, მე-7 ნეკნთაშუა სივრცეში (შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენა ფილტვის დაზიანებით და ჰემო-პნევმოთორაქსით), მარჯვენა მხრის მიდამოში, შუბლის მიდამოში და კეფის მიდამოში. ასევე, აღენიშნებოდა ჭრილობა მარცხენა ყურის მიდამოში. გულმკერდის მარცხენა ნახევარში არსებული ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დანარჩენი ჭრილობები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. მარჯვენა მხრის, შუბლისა და კეფის მიდამოებში არსებული ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო მარცხენა ყურის მიდამოში არსებული ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში მისი არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო. დაზიანებები (ჭრილობები) ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს- 10.---18წ.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: ნ----- ჯ------ემ.
2----–-–------------ სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი შპს პ------–------------------ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N2----ის ჩანაწერების მიხედვით, ა-–---------- მ–---–----ე აღნიშნულ კლინ---ში მოთავსდა 10.---2018წ-ს 06:00სთ-ზე, საიდანაც გაეწერა - 10.---2018წ-ს 09:00სთ-ზე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით, ა-–---------- მ–---–----ეს აღენიშნება სწორკიდეებიანი ჭრილობა მარცხენა მხრის ზედა მესამედის გარეთა (ლატერალურ) ზედაპირზე - განვითარებული რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 10.---18წ-ის თარიღს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ს-------- ბ--–-----მ.
2----–-–------------ სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი შპს „ა-----–-----------–--------–----–--------ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1----ის ჩანაწერების მიხედვით, ნ-----–---- ც-------ე აღნიშნულ კლინ---ში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 10.---2018წ-დან 19.---18წ-მდე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით, ნ-----–---- ც-------ეს აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, IV ნეკნის საპროექციოდ, ლავიწშუა და იღლიის წინა (აქსილარულ) ხაზებს შორის, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში – IV ნეკნის, ნეკნთაშუა სისხლძარღვების და მარჯვენა ფილტვის დაზიანებით; ასევე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები გულმკერდის უკანა ზედაპირზე VI მალის და VII მალის დონეზე და მარცხნივ ხერხემლის გვერდით (პარავერტებრალურ) ნაზზე VIII ნეკნის დონეზე. დაზიანებები ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით, განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 10.---18წ-ის თარიღს. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, IV ნეკნის საპროექციოდ, ლავიწშუა და იღლიის წინა (აქსილარულ) ხაზებს შორის, შემავალი მარჯვენა პლევრის ღრუში, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები გულმკერდის უკანა ზედაპირზე VI მალის და VII მალის დონეზე და მარცხნივ ხერხემლის გვერდით (პარავერტებრალურ) ხაზზე, VIII ნეკნის დონეზე, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ს-------- ბ--–-----მ.
2----–-–---------------- ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ე.წ. „კეპის“ შიდა ზედაპირზე აღინიშნებოდა მოთეთრო ფერის მცირე ზომის თმის მაგვარი ბეწვები, რომლებზეც გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ნ--- ნ------–---–მა.
დაზარალებულების მონაწილეობით გახსნილი და დათვალიერებული იქნა რ---------- „მ-----------დან“ ამოღებული ვიდეო ჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია, რომ რესტორნიდან გამოდის ექვსი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ჩერდებიან მიმდებარე ტერიტორიაზე და სავარაუდოდ საუბრობენ ერთმანეთში, რომელთაგან ერთერთი არის შედარებით მაღალი და ახურავს მწვანე ფერის ე.წ. „კეპი.“ რესტორნიდან გამოდის რამდენიმე პიროვნება რომლებსაც ხვდებიან ადრე გამოსული პირები და მათ შორის იწყება ჩხუბი. პიროვნება, რომელსაც ახურავს ე.წ „კეპი“ მარჯვენა ხელით ჯიბიდან იღებს და შლის რაღაც ნივთს და ერთვება ჩხუბში, იქნევს მარჯვენა ხელს, რომელშიც უჭირავს რაღაც საგანი, რომელსაც შემდეგ, ჩხუბის დროს ურტყამს მ------ გ---–-----ს, რომელიც ეცემა ძირს. შემდეგ, პიროვნება რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს, რაღაც საგანი შადრევანის გვერდით ვიღაც პიროვნებას ურტყამს მარჯვენა ხელს. შემდეგ, მიდის ავტოსადგომის მხარეს, სადაც მიმდინარეობს ჩხუბი და ჩხუბი გრძელდება ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ------ პ----–---ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ მის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა თუნდაც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, იმის შესახებ რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარდა ცალმხრივად და არასრულყოფილად, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არათუ დადასტურდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება, არამედ უმეტეს შემთხვევაში მტკიცებულებები ეწინააღმდეგებიან პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს.
კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვერცერთი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული, რომ ბ------ პ----–---მა ჩაიდინა ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა. პირიქით, დაზარალებულად ცნობილმა მ------ გ---–-----მა, ნ-----–---- ც-------ემ და ა-–---------- მ–---–----ემ განმარტეს, რომ მათ არ დაუნახავთ პიროვნება, რომელმაც დაზიანებები მიაყენა, მაშინ როდესაც მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებულზე უშუალოდ დაზარალებულებმა მიუთითეს. გ------- ჩ--------–მა კი, განაცხადა, რომ - პირი ვინც დანა დაარტყა შეუძლია ამოიცნოს და ეს ბრალდებული ბ------ პ----–---ი ნამდვილად არ არის, ის უდანაშაულოა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. ამდენად, ბ------ პ----–---ი უნდა გამართლდეს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, მოწმეთა ზ------ მ-----–-–---–ის და ზ-----ი ბ------–---–-ს გამოძიებაში და არა სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების გაზიარებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის მოთხოვნებს, სადაც მითითებულია, რომ მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ და შესაბამისად, სასამართლომ განაჩენის გამოტანის დროს უნდა იხელმძღვანელოს არა გამოძიებისთვის, არამედ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციით. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ორივე მოწმე აცხადებს, რომ პოლიციაში მათზე განხორციელდა ფსიქიკური ზეწოლა - ,,ფორმიანი ხარ, გვერდში დაგვიდექი, რასაც გეტყვით თუ არ დაწერ იქნები დანაშაულის დამფარავი და გაგსროკავთო“. ამსთან, ორივე მოწმე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გამომძიებელმა დაბეჭდილი ჩვენებები მიუტანა და ხელი ისე მოაწერინა, რომ არც იციან რა ეწერა იქ. მოწმეებმა უარყვეს მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში - ამოცნობაში მონაწილეობა და განმარტეს, რომ ბრალდებული არ ამოუცვნიათ და გამომძიებლმა ოქმზე ხელი ისე მოაწერინა. უთხრა, რომ უბრალო ფორმალობა იყო მხოლოდ. მოწმეთა განმარტებას, რომ გამომძიებლმა დაბეჭდილი ჩვენები მიუტანა და ხელი ისე მოაწერინა მ-----–-–---–ს და ბ------–---–ს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ორივე მათგანი ერთნაირად, იდენტურად აღწერს ბრალდებულს - „აღნიშნული პირი იყო დაახლოებით 2-----–ლის, 1---------. სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, თავზე ეფარა მომწვანო ფერის ე.წ. „კეპი.“ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებებიდან გამომდინარე დგინდება ისიც, რომ მოწმეებმა არა მხოლოდ ასაკი, სიმაღლე, ზოგადი აღნაგობა და მწვანე ფერის კეპი დაინახეს იდენტურად, არამედ კეპის ძირს დავარდნა და წაბლისფერი თმის გამოჩენაც სრულიად იდენტურად იქნა აღქმული მათ მიერ. მათ ასევე იდენტურად დაინახეს ბ------ პ----–---ის „მოგრძო პირისახე, წაბლისფერი წვერი, წაბლისფერი საშუალო ზომის წარბები, კეხიანი ცხვირი და საშუალო ზომის ტუჩები.“ თუმცა სასამართლო განხილვებს ესწრებოდა ბრალდებული ბ------ პ----–---ი და მას კეხიანი ცხვირი ნამდვილად არ აქვს, მითუმეტეს ისეთი, რომ იგი უცხო თვალისათვის ცუდად განათებულ გარემოში ასე დასამახსოვრებელი იყოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია ორმა სხვადასხვა გამომძიებელმა ორი პირი დამოიკიდებლად დაკითხოს და მატ მიერ მიწოდებული ინფორმაცია მათემატიკური სიზუსტით ერთმანეთის იდენტური იყოს. სასამართლოს ექმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამომძიებლების მიერ მოწმეთა დაკითხვა საერთოდ არ წარმოებდა; უბრალოდ, გამომძიებელმა შექმნა დოკუმენტი, მოიყვანა მასში ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, გადაამრავლა, გააცნო მოწმეებს და ხელი მოაწერინა. აღნიშნული ფორმით წარმოდგენილი მტკიცებულება კი, ვერანაირ უტყუარობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
სასამართლო, ასეთ შემთხვევაში, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამოკიდებულებას იდენტური ფორმულირების მქონე ჩვენებებთან დაკავშირებით. კერძოდ, აღსანიშნავია საქმე გაბრიელ კარაბულეა რუმინეთის წინააღმდეგ (Carabulea v. Romania), განაცხადი no. 45661/99, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება), რომელიც ეხება პირის გარდაცვალებას პოლიციის არასათანადო მოპყრობის შედეგად. ეროვნულ დონეზე წარმოებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო გაბრიელ კარაბულეას დაზიანებები, მიღებული ავტოკატასტროფის შედეგად, რომელშიც ის მოყვა, როდესაც პოლიცია მის შეპყრობას ცდილობდა და არა პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის შედეგად. ეროვნულ დონეზე პოლიციის თანამშრომლის მიერ ჩამორთმეული მოწმეთა ჩვენებები იყო იდენტურად ფორმულირებული (გადაწყვეტილების პუნქტი 48). ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ასევე იდენტურად იყო ფორმულირებული თავად პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებებიც იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არასათანადო მოპყრობას არ დაქვემდებარებია (გადაწყვეტილების პუნქტი 49). იმის გამო, რომ გამოძიებაზე ზედამხედველმა სამხედრო პროკურორებმა მხედველობაში მიიღეს იდენტური ჩვენებები, არ დაუკითხავთ მოწმეები, არ ცნეს აუტოფსიის ხარვეზები და არ დანიშნეს განმეორებითი აუტოფსია პირველი აუტოფსიის შეცდომების გამოსასწორებლად (გადაწყვეტილების პუნქტები 135 და 137), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გონივრული ეჭვი გაბრიელ კარაბულეას სასარგებლოდ გადაწყვიტა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა (გადაწყვეტილების პუნქტები 138 და 151).
აგრეთვე, საქმეზე აჰმეთ დურანი თურქ----ს წინააღმდეგ (Ahmet Duran v. Turkey), განაცხადი no. 37552/06, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 28 აგვისტოს გადაწყვეტილება), სტრასბურგის სასამართლოში განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ ის ჟანდარმერიის უფროსმა სასტიკად სცემა. მისი ეს მტკიცება ეროვნულ დონეზე სათანადოდ არ განხილულა, ვინაიდან პროკურორმა განმცხადებლის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე წარმოებული გამოძიება მთლიანად დააფუძნა ერთი და იგივე ტექსტების შემცველ სამედიცინო დასკვნებს. ის ფაქტი, რომ ორი სხვადასხვა ექიმის მიერ შედგენილი დასკვნები იდენტურ ფორმულირებას შეიცავდა, ევროპული სასამართლოსთვის აღნიშნული მტკიცებულებების უტყუარობას ეჭვქვეშ აყენებდა. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პროკურორმა საეჭვოდ არ მიიჩნია იდენტური სამედიცინო დასკვნების უტყუარობა (გადაწყვეტილების პუნქტი 34). მტკიცებულებების შეფასებისას გამოჩენილი ასეთი დაუდევარი დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასრულყოფილ გამოძიებად შეაფასა. შესაბამისად, პროკურორის ხარვეზიანი გამოძიებისა და ეროვნული სასამართლოს უმოქმედების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გონივრული ეჭვი განმცხადებლის სასარგებლოდ გადაწყვიტა და კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა (პუნქტები 36 და 37).
რაც შეეხება რ---------- „მ-----------დან“ ამოღებულ და გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერებს სასამართლოს მიაჩნია, რომ ფირზე ასახულია მხოლოდ მხარეთა შორის დაპირისპირება და პიროვნებამ, რომელსაც ეხურა ე.წ. „კეპი“, მარჯვენა ხელით ჯიბიდან ამოიღო და გაშალა რაღაც ნივთი, რომელსაც ურტყამს სხვადასხვა პირებს, თუმცა პიროვნებების იდენტიფიცირება აღნიშნული ჩანაწერით შეუძლებელია. ვიდეოჩანაწერით ფიქსირდება, რომ დაცვის წევრები, რომელთა მიერ ვითომდა მოხდა ბრალდებულის ამოცნობა რესტორნიდან გამოდიან მხოლოდ დანის დარტყმის შემდეგ. შესაბამისად, აღნიშნული ჩანაწერით დადასტურდა, რომ ისინი დაზარალებულებზე დანის დარტყმის ფაქტს არ შესწრებიან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერიდან შეუძლებელია დანამდვილებით იმის თქმა, რომ სწორედ ბრალდებულია დაფიქსირებული ვიდეო ჩანაწერზე, რომელმაც დაზარალებულებს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანებები. ბრალდების მხარეს აღნიშნულ ვიდეოფირზე არ ჩაუტარებია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რითაც უტყუარად დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ ფირზე დაფიქსირებული ე.წ. „კეპიანი“ პიროვნება ნამდვილად არის ბრალდებული - ბ------ პ----–---ი.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ დ------–------------------------------------- დასკვნაზე და განმარტავს, რომ მართალია შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ჭიქაზე აღმოჩნდა ბრალდებულის თითის კვალი, მაგრამ აღნიშნული უდავოდ არ ადასტურებს, რომ სწორედ ბრალდებულის მიერ მოხდა დაზარალებულებისათვის დაზიანებების მიყენება. აღნიშნული დასკვნით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ ბრალდებული იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე მეგობრებთან ერთად, რასაც თავად ბრალდებულიც ადასტურებს.
რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ მწვანე ფერის ე.წ. „კეპს“ და მის კუთვნილებას ბრალდებულთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ 2----–-–---------------- საქმეზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით გამოკვლეული იქნა მწვანე ფერის ე.წ. „კეპის“ შიდა ზედაპირიდან ამოღებული მოთეთრო ფერის მცირე ზომის თმის მაგვარი ბეწვი, თუმცა კვლევის შედეგად ვერ დადგინდა, რომ ამოღებული ბეწვი წარმოადგენდა ბრალდებულის ბიოლოგიურ კუთვნილებას. ამასთან, ბრალდებულს აქვს არა მოთეთრო ფერის, არამედ წაბლისფერი ფერის თმა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა, არსებითად ეწინააღმდეგება მოწმეთა მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს, ამოცნობის ოქმებს და არა მხოლოდ ეწინააღმდეგება არამედ აბათილებს ბრალდებულის მწვანე კეპთან შემხებლობის ფაქტს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - თ---რ ქ------–-–---–ი, გ------- ი-----–---–ი, ზ------ მ-----–-–---–ი, ზ----- ბ------–---–ი, რ----- მ------–---–ი, ნ-----–---- პ-----–---–ი, ი---- ყ------–-–---–ი იყვნენ შემთხვევის ადგილზე, მაგრამ ბრალდებულის მიერ დაზარალებულების დაჭრის ფაქტი არ დაუნახავთ. კ---- კ-----ის, ნ-----–- ზ-----ის, დ----- ვ------------ის ჩვენებებით დადგინდა დაზარალებულების საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტი. ე-- ჯ------–---–ის და ვ------- გ--–-----–---–ის მიერ დადასტურდა ვიდეოკამერის ჩანაწერის ამოღების ფაქტი. ს------ ე-----–--ის, რ----- კ-----აიას, ი--–---- ს------ს, ქ---- რ-------ის, გ------- მ------–---–ის, შ--–-- დ-----–---–ის, დ----- ს---–-ძის, დ----- ნ-------–---–ის, შ----------------ის, ლ----- კ--------ის, დ----- თ----–---–ის, გ------- გ--------ის, რ----- ნ--------–---–ის ჩვენებებით დადასტურდა მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა. ხ------- ჭ---------ის, ნ--- ნ------–---–ის, ნ----- ჯ------ის და ს-------- ბ--–-----ს ჩვენებებით დადასტურდა მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული პირები ბრალდებულისათვის სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში არიან ირიბი მოწმეები.
საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.
ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - კ---- კ-----ის, ნ-----–- ზ-----ის, დ----- ვ------------ის, ე-- ჯ------–---–ის, ვ------- გ--–-----–---–ის, ს------ ე-----–--ის, რ----- კ-----აიას, ი--–---- ს------ს, ქ---- რ-------ის, გ------- მ------–---–ის, შ--–-- დ-----–---–ის, დ----- ს---–-ძის, დ----- ნ-------–---–ის, შ----------------ის, ლ----- კ--------ის, დ----- თ----–---–ის, გ------- გ--------ის, რ----- ნ--------–---–ის, ხ------- ჭ---------ის, ნ--- ნ------–---–ის, ნ----- ჯ------ის და ს-------- ბ--–-----ს ირიბი ჩვენების საფუძველზე დაადგინოს ის ფაქტი, რომ ბ------ პ----–---მა ჩაიდინა ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე (მაგ.: თუ დაზარალებული არასრულწლოვანია) გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.
მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებით დადასტურდა მხოლოდ ის გარემოება, რომ შემთხვევის დროს რ---------- „მ-----------სთან“ ორი მაგიდის წევრებს შორის მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც დაზარალებულებმა მიიღეს სხეულის დაზიანებები, ხოლო თუ ვინ მიათენა მათ დაზიანებები, დაუდგენელია. შესაბამისად, ბრალდებული ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, დაქტლოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით) დასტურდება მხოლოდ ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი.
ამასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აცხადებს, რომ მისი ფუნქცია არაა, გამოთქვას მოსაზრება მტკიცებულების რელევანტურობასა თუ პირის ბრალეულობასა თუ უდანაშაულობაზე (პოპოვი რუსეთის წინააღმდეგ (Popov v. Russia), განაცხადი no. 26853/04, 2006 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტი 188). მიუხედავად ამისა, პოპოვის საქმეზე, ევროპულმა სასამართლომ მაინც გამოთქვა მოსაზრება იმ მტკიცებულებების შესახებ, რომლებზეც ეროვნულმა სასამართლომ მსჯავრდება დააფუძნა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მსჯავრდება ემყარებოდა შემდეგ მტკიცებულებებს: გვამის დათვალიერების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ვინმე ბ-ნი X-ის კომპიუტერისა და დისკეტების შემოწმების ოქმებს, ბრალდებულის პირადი ნივთების დათვალიერების ოქმებს, ინტერნეტ პროვაიდერის წერილებს და ა.შ. ევროპული სასამართლოს თქმით, ეროვნულ სასამართლოს არ აუხსნია, თუ რანაირად ამტკიცებდა ეს მრავალრიცხვოვანი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობას, ან საერთოდ, რა შემხებლობა ჰქონდა მათ საქმესთან. ცხადია, გვამის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები რელევანტური იყო, მაგრამ ისინი მხოლოდ ადასტურებდა პირის გარდაცვალებას. ზემოაღნიშნული მსჯელობის შედეგად, დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების დარღვევას (გადაწყვეტილების პუნქტები 181 და 189).
შესაბამისად, სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდებულ ბ------ პ----–---თან მიმართებაში პროკურატურამ ვერ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქ----ს წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბ------ პ----–---ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 14 (თოთხმეტი) დაქტილოფირი ხელის კვლებით დალუქული სახით, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---ში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები 48 (ორმოცდარვა) ცალ სტერილურ ჩხირზე დალუქული სახით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 6 (ექვსი) დაქტილოფირი ხელის კვლებით დალუქული სახით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები 32 (ოცდათირმეტი) ცალ სტერილურ ჩხირზე დალუქული სახით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ოთხი ცალი მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე დალუქული სახით და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი ცალი მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე დალუქული სახით, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი მომწვანო ფერის ე.წ. „კეპი“ და ერთი ცალი ვერცხლისფერი სამაჯური დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის სანთებელა, ერთი ცალი სიგარეტის კოლოფი მასში მოთავსებული 17 ცალი სიგარეტის ღერით, ერთი ცალი შავი ფერის ტყავის საფულე მასში არსებული სამი ცალი პლასტიკური ბარათით, ერთი ცალი მეტრომანით და ნ-----–---- ც-------ის პირადობის მოწმობა დალუქული სახით, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი კუბოკრული გრძელმკლავიანი პერანგი მოწითალო ფერის ლაქებით, ერთი ცალი შინდისფერი მაისური მოწითალო ფერის ლაქებით დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი კუბოკრული გრძელმკლავიანი პერანგი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი პულოვერი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი ე.წ. „დუტის“ გრძელმკლავიანი ქურთუკი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, ე.წ „დუტის“ ქურთუკიდან ამოღებული ფულადი თანხა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით დალუქული სახით, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შპს „-------–- საავადმყოფოდან“ ამოღებული ა-–---------- მ–---–----ის და გ------- ჩ--------–ის ტანსაცმელი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შპს „მა----–---------–-------------–---------–------ი“ ს---------------------–--------- ამოღებული მ------ გ---–-----ის ტანსაცმელი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შპს „ა-----–-----------–იდან“ ამოღებული ნ-----–---- ც-------ის ტანსაცმელი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ბ------ პ----–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი მოწითალო ფერის ლაქებით დალუქული სახით, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ბ------ პ----–---ისგან ამოღებული ტანსაცმელი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ი---- გ---–-----ისგან ამოღებული ტანსაცმელი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- რ------- ა-–---ისგან ამოღებული ტანსაცმელი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ნ-----–---- ც-------ის სისხლის ნიმუში, რ------- ა-–---ის სისხლის ნიმუში, ა-–---------- მ–---–----ის სისხლის ნიმუში, გ------- ჩ--------–ის სისხლის ნიმუში და მ------ გ---–-----ის სისხლის ნიმუში დალუქული სახით, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- სასტუმრო მერკურიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი დალუქული სახით ერთ პაკეტად, რესოტრან „მ-----------დან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი დალუქული სახით ერთ პაკეტად და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული სურათები ელექტრონულ დისკზე, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-268-ე, 270-271-ე, 275-276-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ------ პ----–---ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
2. ბ------ პ----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. ნივთმტკიცება:
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 14 (თოთხმეტი) დაქტილოფირი ხელის კვლებით დალუქული სახით, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---ში, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები 48 (ორმოცდარვა) ცალ სტერილურ ჩხირზე დალუქული სახით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 6 (ექვსი) დაქტილოფირი ხელის კვლებით დალუქული სახით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები 32 (ოცდათირმეტი) ცალ სტერილურ ჩხირზე დალუქული სახით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ოთხი ცალი მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე დალუქული სახით და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი ცალი მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე დალუქული სახით, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი მომწვანო ფერის ე.წ. „კეპი“ და ერთი ცალი ვერცხლისფერი სამაჯური დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის სანთებელა, ერთი ცალი სიგარეტის კოლოფი მასში მოთავსებული 17 ცალი სიგარეტის ღერით, ერთი ცალი შავი ფერის ტყავის საფულე მასში არსებული სამი ცალი პლასტიკური ბარათით, ერთი ცალი მეტრომანით და ნ-----–---- ც-------ის პირადობის მოწმობა დალუქული სახით, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი კუბოკრული გრძელმკლავიანი პერანგი მოწითალო ფერის ლაქებით, ერთი ცალი შინდისფერი მაისური მოწითალო ფერის ლაქებით დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი კუბოკრული გრძელმკლავიანი პერანგი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი პულოვერი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი ცალი ე.წ. „დუტის“ გრძელმკლავიანი ქურთუკი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, ე.წ „დუტის“ ქურთუკიდან ამოღებული ფულადი თანხა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით დალუქული სახით, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შპს „-------–- საავადმყოფოდან“ ამოღებული ა-–---------- მ–---–----ის და გ------- ჩ--------–ის ტანსაცმელი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შპს „მა----–---------–-------------–---------–------ი“ ს---------------------–--------- ამოღებული მ------ გ---–-----ის ტანსაცმელი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- შპს „ა-----–-----------–იდან“ ამოღებული ნ-----–---- ც-------ის ტანსაცმელი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ბ------ პ----–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი მოწითალო ფერის ლაქებით დალუქული სახით, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ბ------ პ----–---ისგან ამოღებული ტანსაცმელი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ი---- გ---–-----ისგან ამოღებული ტანსაცმელი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- რ------- ა-–---ისგან ამოღებული ტანსაცმელი დალუქული სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ნ-----–---- ც-------ის სისხლის ნიმუში, რ------- ა-–---ის სისხლის ნიმუში, ა-–---------- მ–---–----ის სისხლის ნიმუში, გ------- ჩ--------–ის სისხლის ნიმუში და მ------ გ---–-----ის სისხლის ნიმუში დალუქული სახით, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- სასტუმრო მერკურიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი დალუქული სახით ერთ პაკეტად, რესოტრან „მ-----------დან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერი დალუქული სახით ერთ პაკეტად და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული სურათები ელექტრონულ დისკზე, დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
4. განემარტოს გამართლებულს უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დ----- მგელიაშვილი