განაჩენი

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
330100113002418442
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დ----- მგელიაშვილი

სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - ნანა ჯაყელი

 

დაცვის მხარე

დამცველი - ლ-------------

 

ბრალდებული - ვ----–-- გ----ს ძე პ----–---ი, დაბადებული - 1--- წლის 2--------------ს, პირადი №3----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: მ-------------------------–--–---ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, წ---–--------------ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2013 წლის 10 თებერვალს, ა------ ბ------ი, რომელიც მართავდა საქართველოს შ------------------------------ კუთვნილ „P------- სახელმწიფო ნომრის მქონე „ტ-------------–----ის“ მოდელის ავტომანქანას, მივიდა ქ. თბილისში, დ-------------ში მდებარე მ------- გ--------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ამ უკანასკნელის ნათესავები.

მ------- გ--------ის ბინაში ყოფნისას, მ------- გ--------ის ნათესავი - ვ----–-- პ----–---ი ფარულად დაეუფლა ა------ ბ------ის მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანას და სხენებული ავტომაქანით დაიწყო მოძრაობა ქ. თბილისის მიმართულებით. მოძრაობისას, თბილისი-კო-----------------–--–ზე, ი---------ის ქუჩაზე, N---ე ელექტრო განათების ბოძის მიმდებარედ ავტომანქანა, რომელსაც ვ----–-- პ----–---ი მართავდა, გადავიდა გზიდან და ამობრუნდა.

აღნიშნული ქმედებით, დაზარალებულს მიადგა 16 848 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ქურდობას, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით

 

დაზარალებულის წარმომადგენლის - ვ-–- ხ----–--–--ას ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ა---------------------------------–--ში წ------ ს--–---–------- ტ-------------- კუთხით. ბრალდებულის მიერ ფარულად დაუფლებული ავტომანქანა „ტ------ ჰ---–----ი“ ირიცხებოდა ა------------–-----------------------------------------------------–--ს ბალანსზე, რომელსაც იმ დროისათვის მართავდა ა------ ბ------ი და ამჟამად აღდგენილი არ არის, ხოლო მიყენებული ზიანი შეადგენს 16 000-17 000 ლარს.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ---- ც--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის 10 თებერვალს მისმა შვილმა - თ-------- გ--------მა იქორწინა, რის გამოც ოჯახში გაშლილი ჰქონდათ სუფრა და ქეიფობდნენ. სუფრაზე იმყოფებოდნენ ოჯახის ახლობლები: თ------ და ვ----–-- პ----–---ები, ფ-------- და ბ--- ო-------ები და ა------ (ბ---) ბ------ი მეგობართან ერთად. სუფრის წევრებს შორის გასაღების თხოვებაზე საუბარი არ ყოფილა და მას არც გასაღები უნახავს. ვ----–-- პ----–---ი წავიდა დანარჩენი სტუმრების წასვლამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე. მეორე დღეს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ვ----–-- პ----–---ი ნასვამ მდგომარეობაში დაჯდა ა------ (ბ---) ბ------ის ავტომანქანაზე, რომელიც დაამტვრია, რის გამოც ა------ (ბ---) ბ------მა თავი მოიკლა.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა - თ-------- გ--------მა და მ------- გ--------მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ა------ (ბ---) ბ------ი მის გვერდით იჯდა, ხოლო ვ----–-- პ----–---ი 5-6 კაცის მოშორებით. შესაბამისად, მათ არ უსაუბრიათ, მანქანის თხოვებაზე, ჩუქებაზე და გატანებაზე. მსგავსი შინაარსის საუბარი რომ ყოფილიყო გაიგებდა. სტუმრების მისვლისას გარეთ იყო და დაინახა, რომ ა------ (ბ---) ბ------ი მასთან მივიდა თეთრი ფერის „ტ------ს“ მარკის ავტომანქანით.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ--------- ე------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ა------ (ბ---) ბ------ი იყო მისი მეგობარი. 2013 წლის 10 თებერვალს იმყოფებოდა ა------ ბ------თან ერთად თბილისში, ხოლო შემდეგ ავიდნენ ა------ის ნათესავთან სტუმრად, სადაც სუფრა იყო გაშლილი. ისინი გადაადგილდებოდნენ თეთრი ფერის „პ-----თ.“ გაჩერდნენ დაახლოებით ერთი საათი და წასვლის მიზნით გამოვიდნენ გარეთ და ჩასხდნენ ავტომანქანაში. ა------ ბ------მა აამუშავა მანქანა და აპირებდნენ წასვლას, თუმცა ა------ს დაუძახეს მეგობრებმა, რის გამოც მანქანა დატოვა ამუშავებული, ხოლო თვითონ ჩავიდა მანქანიდან და ესაუბრებოდა მათ. ამ დროს, მანქანაში მძღოლის სავარძელზე დაჯდა დაახლოებით 19 წლის ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მოკლედ შეჭრილი თმა. ცოტა ისაუბრეს და იმის გამო, რომ საპირფარეშოში გავლა მოუნდა, თვითონაც გადავიდა ავტომანქანიდან. უკან დაბრუნებისას აღმოაჩნდა, რომ მანქანა აღარ იყო. ა------ (ბ---) ბ------ი ანერვიულდა, რა დროსაც ერთმა ქალბატონმა უთხრა, რომ მანქანა ვ----–-- პ----–---მა წაიყვანა. წამოვიდნენ მანქანის საძებნად და გზად შეხვდათ პატრულის ეკიპაჟი, რომლებსაც ჰკითხეს ხომ არ შეხვედრიათ თეთრი ფერის პ-----. აღნიშნულზე პატრულის თანამშრომლებმა უპასუხეს, რომ მანქანა ხევში იყო გადავარდნილი. დაუკავშირდა ა------ (ბ---) ბ------ის ბიძას და უთხრა, რომ მანქანა მოიპარეს და დაიმტვრა. ა------ (ბ---) ბ------ი გზაში ცუდად გახდა, რის გამოც დატოვა ერთ-ერთ ოჯახში, ხოლო თავად ავიდა ზემოთ, სადაც დახვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მათგან გაიგო, რომ დამტვრეული ავტომანქანიდან ვ----–-- პ----–---ი იყო გადმოვარდნილი და ფეხი ჰქონდა დაზიანებული. უკან დაბრუნებისას ა------- მ-------ი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ა------ (ბ---) ბ------ი ტყეში იყო გაქცეული და მოეძებნა. ეძება თუმცა ვერ იპოვა. შემდეგ, მიაკითხეს ა------ (ბ---) ბ------ის თანამშრომლებმა და წამოიყვანეს. გზაში მათგან შეიტყო, რომ ა------ (ბ---) ბ------მა თავი მოიკლა. მოწმემ განმარტა ისიც, რომ ბრალდებული ვ----–-- პ----–---ი სწორედ ის ახალგაზრდაა, რომელიც დაქოქილი ავტომანქანის საჭესთან დაჯდა და მისი გადასვლის შემდეგ მანქანასთან ერთად გაუჩინარდა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ---- ა-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 24:00 საათზე, აცილებდა სტუმრებს, რა დროსაც ტყის მხრიდან გაიგონა ყვირილის ხმა. ადგილზე მისვლისას დაინახა რომ „ჰ---–----ის“ მარკის მანქანა გადავარდნილი იყო გზიდან. ვ----–-- პ----–---ს საბურავის ქვეშ ჰქონდა ფეხი მოყოლილი და ვერ იღებდა. დაეხმარნენ გამვლელი მოქალაქეები და ამოიყვანეს გზაზე. გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ხოლო ვ----–-- პ----–---ი მათ მოსვლამდე წაიყვანა სახლში. შემდეგ, მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ბრალდებული გადაიყვანეს საავადმყოფოში.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ხ------- ნ------------ის ჩვენების მიხედვით, მუშაობს ს--–------------------------------–-------- პოზიციაზე. 2013 წლის 1------------–- ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც შევიდა შეტყობინება დ-------------ში ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ. შეტყობინების თანახმად, ავტომანქანა ხევში იყო გადავარდნილი და დახმარება სჭირდებოდა მანქანაში მყოფ პირს. გავიდა გამოძახებაზე და აღმოჩნდა, რომ ვ----–-- პ----–---ს სახეზე აღენიშნებოდა ნაკაწრები და ფეხის ტრავმა ჰქონდა მიღებული. აღმოუჩინა პირველადი დახმარება, თუმცა ჩათვალა, რომ საჭირო იყო ჰოსპიტალიზაცია, რის გამოც გადაიყვანა სტაციონარში. ვ----–-- პ----–---ი მისი მისვლისას იყო ადეკვატური და როგორც მისგან გახდა ცნობილი, იგი მარტო იმყოფებოდა ავტომანქანაში, რომელსაც ფეხი მოჰყვა საბურავის ქვეშ და რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში. აღნიშნული ფაქტი დგინდებოდა იმ ტრავმითაც, რომელიც პ----–---ს ფეხზე აღენიშნებოდა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----– ბ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის 10 თებერვალს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო შეტყობინება, რომ კ---------------ე ი---------ის ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მეწყვილე - ა-----– მ--–--ესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე და დაინახა ხევში გადავარდნილი ავტომანქანა, რომელშიც არავინ იყო. ადგილზე მყოფი მოქალაქეებისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მანქანის მძღოლი გადაყვანილი იყო ერთ-ერთ ბინაში და გაემართნენ აღნიშნული ბინისკენ. გზად შეხვდა სასწრაფოს ეკიპაჟიც. ბინაში მისვლისას აღნიშნულ პირს მოსთხოვა პირადობის მოწმობა და აღმოჩნდა, რომ იყო ვ----–-- პ----–---ი. გაესაუბრა ვ----–-- პ----–---ს, რომელმაც განუმარტა, რომ მანქანაში იმყოფებოდა მარტო. გადაამოწმა მანქანა და აღმოჩნდა, რომ ის ირიცხებოდა შ------------------------------ ბალანსზე. მოწმის განმარტებითვე, ვ----–-- პ----–---ს დაზიანებები აღენიშნებოდა ფეხზე და სახეზე, რის გამოც ექიმმა საჭიროდ ჩათვალა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა - ა-----– მ--–--ემაც.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-–---------- გ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა ს----------–-------–-–----------------------------------------------–-------------–-- თანამდებობაზე. შემთხვევის დღეს გამოძახებული იქნა კ-------ს გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. ადგილზე მისვლისას დაინახა, რომ „ჰ---–----ი ტ--------ს“ მარკის მანქანა გადავარდნილი იყო ხეში, თუმცა მძღოლი არ იყო ადგილზე. დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გამოიძახა ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებმაც აიღეს შესაბამისი ნიმუშები.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---- უ–---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ ექსპერტების მონაწილეობით ქ. თბილისში, ბ--–--–---–--------------ის საჯარიმო ავტოსადგომზე დათვალიერებული იქნა „ტ-------------–----ის“ მანქანა, რა დროსაც ამოღებული იქნა მანქანის შავი ფერის გასაღები.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ---- გ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლიდან მუშაობს შ-----------------------------ში. 2013 წლის 1------------–- ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და იყო მორიგე. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულის სახით დააკავა ვ----–-- პ----–---ი, რომელიც შემდგომ დაკითხა. მის მიერ მოწმის სახით დაიკითხნენ ასევე კ---- ა-------–---–ი, სასწრაფოს ექიმი, პატრულ ინსპექტორები და სუფრის წევრები.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, კო-----------------–--–ზე ი---------ის ქუჩის N---ე ელექტრო განათების ბოძის მიმდებარედ. შემთხვევის ადგილზე N---ე ელექტრო განათების ბოძიდან, თბილისის მიმართულებით 4.1 მეტრში გზის გვერდულის ბოლოს ხეზე აღინიშნება დაიანების კვლები, რომლის ძირშიც აღინიშნება თეთრი ფერის საღებავის ჩამონაყარის კვალი. აღნიშნული ხიდან 5.0 მეტრში გზის გვერდულზე აღინიშნება ატომობილის საბურავის კვალი სიგრძით 4.0 მეტრი, რომელიც იწყება ასფალტის საფარიდან და მთავრდება გზის გვერდულის ბოლოს აღნიშნული ელექტრო ბოძიდან 18.OXX16.0 მეტრში. ფერდობზე 28.5 მეტრის სიღრმეზე მარჯვენა გვერდზე გდია ავტომობილი „ტ-------------–----ი“ სახ. N-------, რომელსაც დაზიანებული აქვს წინა მარჯვენა მხარე, ძრავის ხუფის სახურავი და საქარე მინა. ძრავის ხუფის სახურავზე და საქარე მინაზე გარედან აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. ავტომანქანა ამოყვანილი იქნა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, რის შემდეგ ექსპერტების მიერ ავტომანქანის სალონიდან და წინა მძღოლის სავარძლიდან, ამოღებული იქნა მიკრონაწილაკები. საქარე მინის გარეთა მხრიდან ამოღებული იქნა ამონატეხი, რომელზეც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქა. ძრავის ხუფის სახურავიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ანაწმენდები საკონტროლო ნიმუშებთან ერთად.

2013 წლის 11 თებერვლის ამოღების ოქმით დადგინდა, რომ ვ----–-- პ----–---ისგან ამოღებული იქნა ტანსაცმელი. კერძოდ, მონაცრისფრო მოკლემკლავიანი მაისური და მოყავისფრო შარვალი, რომელიც მარცხენა ფეხის ტოტზე მუხლის არეში არის გახეული.

2013 წლის 11 თებერვლის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ბ--–--–---–-------------ის მოპირდაპირედ არსებული საჯარიმო სადგომ N0---ის ტერიტორიაზე დათვალიერებული იქნა ავტომანქანა „ტ-------------–----ი“ სახ. N-------, რომელიც გარეგნულად არის დაზიანებული. ავტომანქანის სალონიდან, დამქოქი მოწყობილობიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ავტომანქანის გასაღები, მასზე რგოლით გამობმული ოთხი გასაღებით.

2013 წლის 13 თებერვლის საქართველოს შ------------------------------ ტ-------------- სამმართველოს უფროსის წერილით დადგინდა, რომ ავტომანქანა „ტ-------------–----ი“ სახ. N------- ირიცხება შ-------------------------------------------–--- ინსპექტორ-გამომძიებელ ა. ბ------ზე.

2013 წლის 21 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგინდა, რომ შ----------------–---------------------------------–-------–---------–-----------------–-----------------------–------ N5---დან, მოქ. ვ----–-- პ----–---ს 2013 წლის 1------------–- მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს დიაგნოზი: ორივე წვივის ექსკორიაციები, მარცხენა წვივის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ორივე მტევნის ექსკორიაციები, მარჯვენა ყვრიმალის ექსკორიაცია. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ე-–---- კ----–--ემ.

2013 წლის 26 თებერვლის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ვ----–-- პ----–---ის სისხლის ნიმუშში აღმოჩნდა 1,74% ეთილის სპირტი.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ნ---- მ---მა.

2013 წლის 14 თებერვლის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N2------ დასკვნით დადგინდა, რომ წარდგენილ ავტომობილზე არსებული დაზიანებები დამახასიათებელია მათი რაიმე მყარი საფარის მქონე სხეულთან შეჯახება ურთიერთქმედებისათვის. ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: დ----- ო-----–---–მა.

2013 წლის 15 თებერვლის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით დაგინდა, რომ ავტომობილის „T----- H------.5--“ სახ. N------- აღდგენა მიზანშეუწონელია, ხოლო მისი აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობა ვერ განისაზღვრა.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: ს------ გ-------იამ.

2013 წლის 27 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N1----- დასკვნით დადგინდა, რომ ავტომანქანა „T----- H----“ სახ. N--------ის წინა მარცხენა სავარძლის საზურგიდან (მძღოლის მხარე) დაქტილოფირით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილ ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და ვ----–-- პ----–---ის მაისურის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარეობრივი კუთვნილება.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: თ-- მ----ემ.

2013 წლის 20 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის N5---- დასკვნით დადგინდა, რომ ავტომობილის „T----- H------.5--“ სახ. N------- ღირებულებამ დაზიანებამდე შეადგინა - 16 848 ლარი.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: ს------ გ-------იამ.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა ვ----–-- პ----–---მა არ აღიარა ჩადენილი დანაშაული და აჩვენა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა მისი ბიძაშვილის დაოჯახების სუფრაზე. ა------ (ბ---) ბ------ი გაიცნო იქ. ის იჯდა სუფრის შუაში, ხოლო ა------ (ბ---) ბ------ი - სუფრის თავში და შესაბამისად, მასთან არ უსაუბრია. პირველად თავად წამოვიდა ბინიდან, როდესაც გავიდა გზაზე შეხდა თეთრი ფერის „ჰ---–----ი,“ რომელის საჭესთან იჯდა მძღოლი, რომელსაც ეფარა კეპი, იყო გამხდარი და იქნებოდა მასზე უმცროსი. აღნიშნულმა პირმა ჰკითხა, ხომ არ მიდიოდა ზევით სამხედრო ბაზისკენ, რაზეც უპასუხა რომ თბილისისკენ მიდიოდა. მძღოლმა უთხრა, რომ ზემოთ 10-20 წუთის საქმე ჰქონდა და თუ დაელოდებოდა წაიყვანდა თბილისში. გადაწყვიტა გაყოლოდა და მანქანაში ჩაჯდა მძღოლის გვერდით, მაჯვენა მხარეს. ვინაიდან იყო ნასვამი, ჩაეძინა და როცა გამოეღვიძა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან იყო გადასული, გადაბრუნებული და ფეხი საბურავის ქვეშ ჰქონდა მოყოლილი. წინა საქარე მინაზე არსებული სისხლი ეკუთვნის მას, რადგან ცდილობდა თავი გადაერჩინა, მისწვდომოდა სიგნალს და დაესიგნალებინა, რათა ხმა მიეწვდინა ვინმესთვის. ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, რაც გაიგონეს იქვე ახლოს მცხოვრებმა ადამიანებმა და დაეხმარნენ, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ვ----–-- პ----–---თან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.

ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ვ----–-- პ----–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ვ----–-- პ----–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულ ვ----–-- პ----–---ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვ----–-- პ----–---ის ბრალდების დადასტურება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

დაზარალებულის წარმომადგენლის ვ-–- ხ----–--–--ას ჩვენებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ქმედებით სამინისტროს მიადგა 16 000-17 000 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.

მოწმეთა: მ---- ც--–--ის, მ------- გ--------ის და თ-------- გ--------ის ჩვენებით დადგინდა ბრალდებულის და ა------ ბ------ის მათთან სტუმრობის ფაქტი. მ------- გ--------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ა------ (ბ---) ბ------ი მასთან მივიდა თეთრი ფერის „ტ------ს“ მარკის ავტომანქანით. მათ მიერ კატეგორიულად გამორიცხული იქნა ა------ ბ------ის მიერ ბრალდებულისათვის მანქანის თხოვების ფაქტი. მ---- ცილანმა და მ------- გ--------მა განმარტეს, რომ სწორედ ბრალდებულმა დატოვა მათი სახლი ყველაზე პირველმა.

მოწმე ბ--------- ე------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ დაქოქილ ავტომანქანაში მძღოლის ადგილას ვ----–-- პ----–---ი დაჯდა და უკან მობრუნებულს არც მანქანა და არც ბრალდებული აღარ დახვდა.

მოწმე: კ---- ა-------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ გაიგონა ყვირილის ხმა და შემთხვევის ადგილზე მივიდა სიტუაციაში გასარკვევად, რა დროსაც დაინახა, რომ „ჰ---–----ის“ მარკის მანქანა გადავარდნილი იყო გზიდან და ბრალდებულს ფეხი ჰქონდა მოყოლილი საბურავის ქვეშ, რომელსაც ვერ იღებდა. დაიხმარა გამვლელი მოქალაქეები და პ----–---ი ამოიყვანეს გზაზე, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე წაიყვანა სახლში.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების: მ-----– ბ----–---–ის და ა-----– მ--–--ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მათ შემთხვევის ადგილზე ნახეს „ტ------ ჰ---–----ის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან იყო გადავარდნილი და დაზიანებული, ხოლო მძღოლი - ვ----–-- პ----–---ი, იმყოფებოდა კ---- ა-------–---–ის ოჯახში, რომელიც გასინჯა ექიმმა და გადაიყვანა ჰოსპიტალში.

ბრალდებულის გასინჯვის და დაზიანებების არსებობის ფაქტი დადგინდა ს--–---------------–---------------------------- ექიმის ხ------- ნ------------ის ჩვენებით, 2013 წლის 21 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და ექსპერტ ე-–---- კ----–--ის ჩვენებით.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგინდა, რომ ვ----–-- პ----–---ი იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში.

სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით დაგინდა, რომ ავტომობილის „T----- H------.5--“ სახ. N------- აღდგენა მიზანშეუწონელია.

ქიმიური ექსპერტიზის N1----- დასკვნით დადგინდა, რომ ავტომანქანა „T----- H----“ სახ. N--------ის წინა მარცხენა სავარძლის საზურგედან (მძღოლის მხარე) დაქტილოფირით ამოღებულ მიკრონაწილაკებს და ვ----–-- პ----–---ის მაისურის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარეობრივი კუთვნილება.

სასაქონლო ექსპერტიზის N5---- დასკვნით დადგინდა, რომ ავტომობილის „T----- H------.5--“ სახ. N------- ღირებულებამ შეადგინა 16 848 ლარი.

შესაბამისად, სასამართლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ვ----–-- პ----–---ი სხვისი მორავი ნივთის ფარულად დაუფლების განზრახვით დაეუფლა შ------------------------------ ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა. კერძოდ, 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების ფარულად განხორცილება და 3.მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ვ----–-- პ----–---ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის ქურდობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა დაუფლებული ნივთის მიმართ. ამასთან, ვ----–-- პ----–---ი სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. მოცემულ შემთხვევაში, ვ----–-- პ----–---ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ----–-- პ----–---ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება უშუალოდ მიმართული იყო სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდი ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 16 848 ლარს. აღნიშნული კი, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდა, რომ ვ----–-- პ----–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ვ----–-- პ----–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას და მის ნასამართლობას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

- ავტომანქანა, რომელიც დაზიანებულ მდგომარეობაში გაჩერებულია შ----–------------------------------ ტ-------------- ს-----------–-------------------------- (ქ. თბილისი, ე------------------------), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შეზღუდვების გარეშე უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

- ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ასევე უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ----–-- პ----–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილს „დ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

2. ვ----–-- პ----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

3. ვ----–-- პ----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 21 დეკემბრიდან და მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 11 თებერვლიდან 2013 წლის 25 თებერვლის ჩათვლით.

4. ნივთმტკიცება:

- ავტომანქანა, რომელიც დაზიანებულ მდგომარეობაში გაჩერებულია შ----–------------------------------ ტ-------------- ს-----------–-------------------------- (ქ. თბილისი, ე------------------------), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

- ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ასევე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დ----- მგელიაშვილი