გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240210018002590927
(2/71--2018)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10.01.2019 წელი ქ. სენაკი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
სენაკის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - ლი-----–---
წარმომადგენელი - ნა-----------ი
მოპასუხე- მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი -და------------–--–-ა
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ლე-–------------ა
დავის საგანი - საცხოვრებელ ბინაზე კანონიერი სარგებლობისა და ფლობის უფლების აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის, სოფ--–-------------ს ქ. N3-, სახლი N-, ბინა N--ში საცხოვრებელ ფართზე კანონიერი სარგებლობის უფლების აღიარება.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის სოფ--–-------------ს ქ. N3-, სახლი N-, ბინა N--ში, 1961 წლიდან შესახლდა დედა დუ-------–--ა, როგორც დიდი ჭ-----ს N- ჩაის ფა-----------–ა, რაზედაც გაიცა ბინის ორდერი. იმ დროიდან გარდაცვალებამდე -2014 წლის 29 აპრილამდე, დუ-------–--ა ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში და ლი-----–--- დაბადებიდან 19---–-–----------სიდან დღემდე მუდმივად ცხოვრობს იგივე ბინაში, სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. მოსარჩელე განმარტავს, რომ კანონიერად სარგებლობს 5--1- კვ.მ. საცხოვრებელი ფართით, რომელზეც ორდერი დაკარგული აქვს. ორდერის მოძებნის მიზნით, მიმართა ეროვნულ არქივს, საიდანაც აცნობეს, რომ მარ-----–-ს რაიონის, სოფ--–-------------ს სასოფლო საბჭოში მდებარე N- ჩაი-----------ს ბინაში შესახლების გადაწყვეტილება და ორდერი სამეგრელოს რეგიონალურ არქივში დაცვაზე არ შესულა. ასევე, მოსარჩელემ მიმართა დი---------ს ჩაი-----------ს ამჟამინდელ დირექტორს, მაგრამ დოკუმენტაცია არ მოიძებნა. საკუთრების უფლების მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით, მიმართა მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N-89 დადგენილების თანახმად, კანონიერ მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართების ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიერ, მოსარჩელეს ეთქვა უარი ბინაზე საკუთრების მოწმობის გაცემის თაობაზე. შესაბამისად, ვერ ახერხებს კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრის სამსახურში კანონიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინის დარეგისტრირებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ სცნო.
საფუძვლად მიუთითა, რომ 2018 წლის 17 ივლისს მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ლი-----–---ს წარმომადგენელმა ნა-----------ამ განცხადებით მიმართა მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა სოფ. დი---------ს 3--ე ქუჩა, მე----- შესახვევის სახლი 4-–- მდებარე N- (საერთო ფართი 5--1- კვ.მ.) ბინის ლი-----–---ზე საკუთრებაში გადაცემა და ბინაზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა. განმცხადებლის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ბინის (ფართის) კანონიერი უფლების მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აქედან გამომდინარე, მერიამ ვერ გასცა ზემოაღნიშნულ ბინაზე საკუთრების მოწმობა.
2.2. მოპასუხედ დასახელებულმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ შესაგებლით სასარჩლო მოთხოვნა არ ცნო, მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N-89 დადგენილებაზე, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73-ე ბრძანებულებაზე, საქართველოს 2013 წლის 06 სექტემბრის N-037-ე კანონზე და განმარტა, რომ სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს განსახილველ დავაში სათანადო მოპასუხეს.
საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, მოსარჩელემ უარი განაცხადა სასარჩელო დავაში მოპასუხედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასახელებაზე, შესაბამისად, წარმოდგენილ სარჩელზე პასუხს არ აგებს სსიპ სახელწმიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლი-----–---ს დედას - დუ-------–--ას დაკარგული აქვს საცხოვრებელი ბინის კანონიერ სარგებლობაში არსებობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი - ბინის ორდერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის სოფ--–-------------ს ქ. N3-, სახლი N-, ბინა N--ში მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას და განეკუთვნება საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73-ე ბრძანებულებით კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასაცემ ქონებათა ნუსხას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.3. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ დუ-------–--ას შესახლება საცხოვრებელ ბინაში განხორციელდა მისი N- ჩა------------ში მუშაობის პერიოდში და იგი გარდაცვალებამდე თავისი ოჯახით ცხოვრობდა მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის სოფ--–-------------ს ქ. N3-, სახლი N-, ბინა N--ში მდებარე 5--1- კვ.მ. საცხოვრებელ ოთახში, ხოლო დუ-------–--ას გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი ლი-----–--- დაეუფლა საცხოვრებელ ფართს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.4. დუ-------–--ასა და მისი ოჯახის წევრების ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში საცხოვრებელი ბინის არსებობის კანონიერება სადავო არასოდეს გამხდარა შესაბამისი სახელწიფო ორგანოების ან მოქალაქეების მხრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეთა ჩვენებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის ლი-----–---ს დედას - დუ-------–--ას, როგორც დი----------ს N- ჩაის ფა-----------–ას, მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის სოფ--–-------------ს ქ. N3-, სახლი N-, ბინა N--ში გამოეყო 5--1- კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, რაზედაც გაიცა ბინის ორდერი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეთა ჩვენებები.
3.2.2. დუ-------–--ა გარდაიცვალა 2014 წლის 29 აპრილს.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
-გარდაცვალების მოწმობა;
3.2.3. გე---------ს (მარ-----–-ს) რაიონის, სოფ--–-------------ს სასოფლო საბჭოში მდებარე N- ჩიას ფაბრიკის ბინაში შესახელების 1961-1963 წლების გადაწყვეტილება და ორდერი, რომელიც გადაეცა დუ-------–--ას სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შემოსულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საარქივო ცნობა;
– მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.4. სს ,,ჭყ---------ს“ (დი---------ს N- ჩა------------) დირექტორის მ. ნა------ს მიერ 20.02.2017 წ. განცხადების პასუხად გაცემულ წერილში იკითხება, რომ ლი-----–---ს დედაზე დი---------ს N- ჩა------------ში სს ,,ჭყ---------“ ბინათსარგებლობის შესახებ გაცემული ორდერის ან შესახლების გადაწყვეტილებაზე რაიმე სახის დოკუმენტი არ მოიპოვება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სს ,,ჭყ---------ს“ (დი---------ს N- ჩა------------) დირექტორის მ. ნა------ს წერილი ქ-ნ ნა-----------ს, დათარიღებული 20.02.2017წ.
3.2.5. 2016 წლის 1- აგვისტოს ნოტარიუსი ბა----–--------–--ს მიერ გაცემული N-6------- სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ლი-----–--- არის 2014 წლის 29 აპრილს გარდაცვლილი დედის დუ-------–--ას კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი. მან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, საკუთრებაში მიიღო აწ გარდაცვლილი დედის სამკვიდრო ქონება სრულად - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით (მოძრავი და უძრავი ნივთები...).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახნა-განარტება;
- სამკვიდრო მოწმობა.
3.2.6. მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მ/შ მა-----------------ს მიერ, 2018 წლის 06 აგვისტოს გაცემული ცნობა N-2--ით დასტურდება, რომ ლი-----–---, პ/ნ 2----------, ნამდვილად ცხოვრობს მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის სოფ--–-------------ს 3--ე ქუჩის, მე-2-–--------,სახლი N--–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის მერიის N1-- ცნობა;
3.2.7. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N-89 დადგენილების თანახმად, კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 23 ივლისის სხდომის N3 ოქმის მიხედვით, შექმნილმა კომისიამ განიხილა საკითხი და ბინის კანონიერ სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების არ ქონის გამო განმცხადებელ-ლი-----–---ს უარი უთხრა მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის სოფ. დი---------ს 3--ე ქუჩა მე-2-–--------ს, სახლი N--–- მდებარე N- ბინაზე, საერთო ფართი 5--1- კვ.მ. საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ოქმი N3.
3.2.8. კოლმეურნეობის შრომის წიგნაკის მიხედვით, კოლმეურნეობის წევრი იყო დუ-------–--ა, რომელიც მუშაობდა დი---------ს N- ჩა------------ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შრომის წიგნაკის ჩანაწერები.
3.2.9. გე---------ს რაიონული სახელწმიფო არქივის გამგის წერილით შედგენილი გე---------ს სოც. უზრუნველყოფის განყოფილების გამგის მიმართ იკითხება, რომ გაისინჯა N- ჩაი-----------ს მ/შ ხელფასის უწყისები და აღმოჩნდა, რომ დუ------------ს ასული ხ--–--ა ირიცხება წარმოების მუშად შემდეგ წლებში: 1955 წლის მაისის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით, 1960 წლის მარტის თვიდან 1961 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით, 1962 წლის ივნისის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით.... 1972 წლის მარტის თვიდან 1974 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გე---------ს რაიონული სახელწმიფო არქივის გამგის 1-/10/1983 წლის N---- წერილი.
3.2.10. სათანადოდ უფლებამოსილი პირი, შემმოწმებელი კ. გვ--–--- წინადადება N8-ით მობინადრე ხ--–--ა დ-----ს აძლევს დავალებას აღმოფხვრილ იქნას ბინაში ყოველგვარი ხანძარსაშიში ნაკლოვანებები. წინადადების შესასრულებლად მობინადრეს განესაზღვრა ვადა 1974 წლის დეკემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წინადადება N8.
3.2.11. 1971 წლის 11 ივნისის N-2 დადგენილებით, გე---------ს რაიონული კომიტეტის და გე---------ს მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დაარსების წლისთავისადმი მიძღვნილი სოციალური შეჯიბრებაში მოპოვებული მაღალი მაჩვენებლისათვის საიუბილეო დიპლომით დაჯილდოვდა ხ--–--ა დუ------------ს ასული
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საიუბილეო სიგელი.
3.2.1-. 1973 წლის მე----- კვარტალში სოციალური შეჯიბრებაში გამარჯვებისათვის დუ------------ს ასული ხ--–--ას დი---------ს N- ჩაი-----------ს დირექტორისაგან გადაეცა საპატიო სიგელი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საპატიო სიგელი.
3.2.13. მოწმეების ელ--------------ს, მი----–---------ს, ბე---------------ს, მუ----------------ს ჩვენებებით, დუ-------–--ა მუშაობდა გე---------ს N- ჩიას ფაბრიკაში, იყო წარმატებული, მშრომელი ქალი, რომელსაც ჰყავდა შვილი - მოსარჩელე ლი-----–---. ქ-ნ ლ--ს ოფიციალურად გამოეყო ბინა და სამოციანი წლებიდან ცხოვრობდა ჩაი-----------ს ბინაში. ლი-----–---ც იქ გაიზარდა. დუ-------–--ას ბინა გადაცემული ჰქონდა ორდერის საფუძველზე, მაგრამ აღრიცხვის წიგნი დაიწვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეების ჩვენებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ დუ-------–--ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვარის N73 ბრძანებულება. საქართველოს საბინაო კოდექსი, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვარის N73 ბრძანებულება არეგულირებს რა სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, განსაზღვრავს ამ კანონის მიზნებისათვის კანონიერი მოსარგებლის ცნებას.
კერძოდ: აღნიშნული ბრძანებულების მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლე წარმოადგენს ფიზიკური პირს, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
როგორც ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის არსებობა: 1. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და 2. ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზირებული საცხოვრებელი (არასაცხოვრებელი) ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.
იმავე წესის მე-4 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტში მოიაზრება ინდივიდუალურ – ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი ან საბინაო წიგნი, აგრეთვე სხვა დოკუმენტიც, რომლითაც შესაძლებელია საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართის კანონიერად სარგებლობის დადასტურება. ამასთან, ნორმის ამგვარი ფორმულირება ნიშნავს, რომ ჩამონათვალი ამომწურავი არ არის და მხოლოდ სანიმუშო ხასიათისაა. შესაბამისად, ის დოკუმენტი, რაც დაადასტურებს, რომ მოსარგებლეს ბინა უფლებამოსილმა პირმა გადასცა მფლობელობაში განუსაზღვრელი ვადით და ის თვითნებურად დაკავებული არ არის, უნდა მიჩნეულ იქნას მისი კანონიერი მოსარგებლეობის დამადასტურებელ დოკუმენტად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საბჭოთა რეჟიმის პერიოდში მოქალაქეთა ბინით უზრუნველყოფა, საბინაო ფონდის სათანადო გამოყენება-განაწილება ხორციელდებოდა საქართველოს სსრ საბინაო კოდექსით.
საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის მიცემის გადაწყვეტილების საფუძველზე, სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეს აძლევდა ორდერს, რომელიც მიცემულ საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირთათვის საცხოვრებელი სადგომის გადაცემა ხდებოდა მხოლოდ ორდერის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში დუ-------–--ას ორდერი დაკარგულია, რაც გახდა ადმინისტრაციული ორგანოსაგან საკუთრების მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, თუმცა სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მითითებული ბინა ლი-----–---ს დედას დუ-------–--ას შესახლება საცხოვრებელ ბინაში განხორციელდა დუ-------–--ას N- ჩა------------ში მუშაობის პერიოდში - 1957 წლიდან და იგი გარდაცვალებამდე თავისი ოჯახით ცხოვრობდა მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის სოფ--–-------------ს ქ. N3-, სახლი N-, ბინა N--ში მდებარე 5--1- კვ.მ. საცხოვრებელ ოთახში, ხოლო დუ-------–--ას გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი მოსარჩელე ლი-----–--- დაეუფლა საცხოვრებელ ფართს.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალები უდავოდ ადასტურებს ლი-----–---ს, მიერ აღნიშნული ბინის ფლობისა და ბინით სარგებლობის ფაქტს, კანონიერ საფუძველზე.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქ. მარტვილში მდებარე საცხოვრებელი ბინების მოქალაქეებისათვის გამოყოფის თაობაზე მასალები სათანადო ორგანოებში დაცული არ არის, რაც მხარეთა განმარტებების თანახმად, განპირობებულია გასული საუკუნის 90-იან წლებში სამოქალაქო დაპირისპირების პერიოდში ადმინისტრაციული შენობის დარბევით, რის შედეგადაც დაიწვა და განადგურდა ქ. მარტვილში მდებარე არაერთი ადმინისტრაციული შენობა, მათ შორის გამგეობის, არქივის შენობები. მითითებულ დაწესებულებებში დაცული დოკუმენტების განადგურება დღემდე სერიოზულ პრობლემებს უქმნის მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლი-----–--- დედის გარდაცვალების შემდეგ უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ ბინას. შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს იურიდიული ინტერესი მოითხოვოს საცხოვრებელი ბინის კანონიერი სარგებლობის უფლებით ფლობის აღიარება, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვარის №73 ბრძანებულებით გარანტირებული უფლების რეალიზაციის მიზნით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ლი-----–---ს (პ/ნ 2----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
აღიარებულ იქნას მოსარჩელე ლი-----–---ს (პ/ნ 2----------) კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტი მარ-----–-ს მუნიციპალიტეტში, სოფ--–-------------ს 3--ე ქუჩა, მე-2-–--------ს სახლი N--ე, ბინა N--ის 5--1- კვ.მ. საცხოვრებლ ფართზე.
2. მოპასუხეს მარ-----–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელე ლი-----–---ს (პ/ნ 2----------) სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე