გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 240210018002590931
(2/713-2018)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10.01.2019 წელი ქ. სენაკი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
სენაკის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - მა-----–-----–-ა
წარმომადგენელი - ნა-----------ი
მოპასუხე- მა-------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობა
წარმომადგენელი -და------------–--–-ა
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ლე-–------------ა
დავის საგანი - საცხოვრებელ ბინაზე კანონიერი სარგებლობისა და ფლობის უფლების აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ დი-----------------------–---------------ში საცხოვრებელ ფართზე კანონიერი სარგებლობის უფლების აღიარება.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ დი-----------------------–---------------ში შესახლდა დედა მა-----–--–-----–---------------------------), როგორც დი----------ს N1 ჩა------------ს მუშა, რაზედაც გაიცა ბინის ორდერი. იმ დროიდან გარდაცვალებამდე (20---–-–---------------მდე) მა-----–--–-----–-ა შვილთან - მოსარჩელე მა-----–-----–-ასთნ (დაბ.: 1----–----------ს) ერთად ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში. მა-----–-----–-ა დღემდე ცხოვრობს ამ მისამართზე, სხვა მისამართი არ გააჩნია. კანონიერად სარგებლობს 71 კვ.მ. სახლს, რომელზედაც ორდერი დაკარგულია. მოსარჩელე განმარტავს, რომ ორდერის დაკარგვის გამო მიმართა ეროვნულ არქივს, საიდანაც აცნობეს, რომ მა-------–-ს რაიონის, სოფელ დი----------ს სასოფლო საბჭოში მდებარე N1 ჩა------------ს ბინაში შესახლების 1961-1963 წლების გადაწყვეტილება და ორდერი სამეგრელოს რეგიონალურ არქივში დაცვაზე არ შესულა. ასევე, მიმართა დ----------ს ჩა------------ს ამჟამინდელ დირექტორს, მაგრამ დოკუმენტაცია იქაც არ ინახება. ზემოთ აღნიშნულის გამო, 2014 წლის 20 თებერვლის N7-- დადგენილების თანახმად, კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართების ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიერ, მოსარჩელეს ეთქვა უარი ბინაზე საკუთრების მოწმობის გაცემის თაობაზე. შესაბამისად, ვერ ახერხებს კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრის სამსახურში კანონიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინის დარეგისტრირებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ სცნო.
საფუძვლად მიუთითა, რომ 2018 წლის 17 ივლისს მა-------–-ს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მა-----–-----–-ას წარმომადგენელმა ნა------------მ განცხადებით მიმართა მა-------–-ს მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა სოფ. დ----------ს 3-------ჩა, მეორე შესახვევის სახლი 4-–--------------- (საერთო ფართი 71 კვ.მ.) ბინის მა-----–-----–-აზე საკუთრებაში გადაცემა და ბინაზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა. განმცხადებლის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ბინის (ფართის) კანონიერი უფლების მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აქედან გამომდინარე, მერიამ ვერ გასცა ზემოაღნიშნულ ბინაზე საკუთრების მოწმობა.
2.2. მოპასუხედ დასახელებულმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ შესაგებლით სასარჩლო მოთხოვნა არ ცნო, მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებაზე, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73-ე ბრძანებულებაზე, საქართველოს 2013 წლის 06 სექტემბრის N1----ე კანონზე და განმარტა, რომ სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს განსახილველ დავაში სათანადო მოპასუხეს.
საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, მოსარჩელემ უარი განაცხადა სასარჩელო დავაში მოპასუხედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასახელებაზე, შესაბამისად, წარმოდგენილ სარჩელზე პასუხს არ აგებს სსიპ სახელწმიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მა-----–-----–-ას დედას - მა-----–--–-----–-ას (იგივე მა--------------ას) დაკარგული აქვს საცხოვრებელი ბინის კანონიერ სარგებლობაში არსებობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი - ბინის ორდერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ დი-----------------------–---------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას და განეკუთვნება საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73-ე ბრძანებულებით კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასაცემ ქონებათა ნუსხას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.3. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მა-----–--–-----–-ას (იგივე მა--------------ას) შესახლება საცხოვრებელ ბინაში განხორციელდა მა-----–--–-----–---------------------------) N1 ჩა------------ში მუშაობის პერიოდში და იგი გარდაცვალებამდე თავისი ოჯახით ცხოვრობდა მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ დი-----------------------–---------------ში მდებარე 71 კვ.მ. საცხოვრებელ ოთახში, ხოლო მა-----–--–-----–-ას (იგივე მა--------------ას) გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი მა-----–-----–-ა დაეუფლა საცხოვრებელ ფართს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.4. მა-----–--–-----–-სა (იგივე მა--------------ა) და მისი ოჯახის წევრების ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში საცხოვრებელი ბინის არსებობის კანონიერება სადავო არასოდეს გამხდარა შესაბამისი სახელწიფო ორგანოების ან მოქალაქეების მხრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
– მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეთა ჩვენებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის მა-----–-----–-ას დედას - მა-----–--–-----–-ას (იგივე მა--------------ა), როგორც დი----------ს N1 ჩა------------ს მუშას, მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ დი-----------------------–---------------ში გამოეყო 71 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, რაზედაც გაიცა ბინის ორდერი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეთა ჩვენებები.
3.2.2. მა-----–-----–-ას დედა მა-----–--–-----–---------------------------)გარდაიცვალა 20---–-–---------------ს.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
-გარდაცვალების მოწმობა;
3.2.3. მითითებული საცხოვრებელი კომუნალური ბინების თაობაზე არსებული დოკუმენტაცია საქართველოს ეროვნული არქივის სამეგრელოს რეგიონალურ არქივში დაცული არ არის. შესაბამისად, მა-----–--–-----–-ასათვის (იგივე მა--------------ასათვის) ბინის სარგებლობის უფლებით გამოყოფის ფაქტის თაობაზე დოკუმენტის დედნის მოძიება შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– საარქივო ცნობა;
– მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.4. 2017 წლის 23 ივლისს, ნოტარიუსი ბა----–--------–--ს მიერ გაცემული N1-------6 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მა-----–-----–-ა არის 20---–-–---------------ს გარდაცვლილი დედის მა-----–--–-----–-ას კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი. მან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, საკუთრებაში მიიღო აწ გარდაცვლილი დედის სამკვიდრო ქონება სრულად - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით (მოძრავი და უძრავი ნივთები...).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახნა-განარტება;
- სამკვიდრო მოწმობა.
3.2.5. მა-------–-ს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მ/შ მა-----------------ს მიერ გაცემული ცნობა N--1-ით დასტურდება, რომ მა-----–-----–-ა, პ/ნ 2----------, ნამდვილად ცხოვრობს მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ----------ს 3-------ჩის, ს---–-----ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მა-------–-ს მუნიციპალიტეტის მერიის N--1 ცნობა;
3.2.6. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილების თანახმად, კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 23 ივლისის სხდომის N4 ოქმის მიხედვით, შექმნილმა კომისიამ განიხილა საკითხი და ბინის კანონიერ სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების არ ქონის გამო განმცხადებელ-მა-----–-----–-ას უარი უთხრა მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფ. დ----------ს 3-------ჩა მე-2 შესახვევის, ს---–-----–--------------- ბინაზე, საერთო ფართი 71 კვ.მ. საკუთრების უფლების მოწმობის გაცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ოქმი N4.
3.2.7. მოწმე ბე---------------ს განმარტებით, მა-----–-----–-ას დედა მა--------------ა იყო მშრომელი ქალი, რომელსაც ჰყავდა ორი შვილი, ბიჭი და გოგო. ბიჭი გარდაიცვალა და დარჩა გოგო. ცხოვრობს ჩა------------სთან ახლოს. ქ-ნ მა-----ს ოფიციალურად გამოეყო ბინა და სამოციანი წლებიდან ცხოვრობდა ჩა------------ს ბინაში. ბავშვების იქ გაიზარდნენ. კო-------------------ს ჰქონდა წიგნი, სადაც ხდებოდა ყველა მუშის აღრიცხვა, ჩაწერა. მა-----ს ბინა გადაცემული ჰქონდა ორდერის საფუძველზე, მაგრამ ეს წიგნი დაიწვა. კო-------------------ა ინახავდა წიგნს, მაგრამ ეს წიგნი დაიწვა მაღაზიას ცეცხლი წაუკიდეს და შენობა, სადაც ეს წიგნი ინახებოდა იყო ამ მაღაზიის გაყოლებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმე ბე---------------ს ჩვენება.
3.2.8. მოწმე მუ----------------ს განმარტებით, 1961 წელს მა----- მივიდა ჩა------------ში სამუშაოდ. დაუღალავი, კარგი მუშაკი იყო და გადაეცა საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული გატარდა წიგნში, რომელიც ჰქონდა კომენდატს, მაგრამ მაღაზიაში ცეცხლის გაჩენის შემდეგ ზედა და ქვედა სართული დაიწვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმე მუ----------------ს ჩვენება.
3.2.9. მოწმე მიხ---–---------ს განმარტებით, მა--------------ა მუშაობდა ჩა------------ში და ცხოვრობდა ჩა------------ს ბინებში, ოჯახთან ერთად. ორდერი არსებობდა, მაგრამ წიგნი, ჩანაწერებით, დოკუმენტაცია დაიწვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმე მიხ---–---------ს ჩვენება.
3.2.10. მოსარჩელე მა-----–-----–-ას დაბადების მოწმობის მიხედვით, მა-----–-----–-ას დედაა მა-----–--–-----–-ა, მამაა - ჯე---–--–-----–-ა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა;
3.2.11. კოლმეურნეობის შრომის წიგნაკის მიხედვით, კოლმეურნეობის წევრი იყო მა----- ბა-------ს ასული ეს-------, რომელიც მუშაობდა დ----------ს N1 ჩა------------ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შრომის წიგნაკის ჩანაწერები.
3.2.12. 2017 წლის 20 აპრილის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მა-------–-ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მა--------------ას გარდაცვალების აქტის ჩანაწერში N3---------- რეგისტრირებული 02.09.2---წელს, მა-------–-ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, გარდაცვლილის სახელი მა----- შესწორდა მა-----–--ზე, გარდაცვლილის გვარი ეს------- შესწორდა შ-----–-ა-ზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მა-------–-ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20.04.2017 წლის N0----------- გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მა-----–-----–-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვარის N73 ბრძანებულება. საქართველოს საბინაო კოდექსი, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვარის N73 ბრძანებულება არეგულირებს რა სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, განსაზღვრავს ამ კანონის მიზნებისათვის კანონიერი მოსარგებლის ცნებას.
კერძოდ: აღნიშნული ბრძანებულების მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლე წარმოადგენს ფიზიკური პირს, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.
როგორც ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის არსებობა: 1. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის არსებობა და 2. ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზირებული საცხოვრებელი (არასაცხოვრებელი) ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.
იმავე წესის მე-4 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტში მოიაზრება ინდივიდუალურ – ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი ან საბინაო წიგნი, აგრეთვე სხვა დოკუმენტიც, რომლითაც შესაძლებელია საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართის კანონიერად სარგებლობის დადასტურება. ამასთან ნორმის ამგვარი ფორმულირება ნიშნავს, რომ ჩამონათვალი ამომწურავი არ არის და მხოლოდ სანიმუშო ხასიათისაა. შესაბამისად, ის დოკუმენტი, რაც დაადასტურებს, რომ მოსარგებლეს ბინა უფლებამოსილმა პირმა გადასცა მფლობელობაში განუსაზღვრელი ვადით და ის თვითნებურად დაკავებული არ არის, უნდა მიჩნეულ იქნას მისი კანონიერი მოსარგებლეობის დამადასტურებელ დოკუმენტად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საბჭოთა რეჟიმის პერიოდში მოქალაქეთა ბინით უზრუნველყოფა, საბინაო ფონდის სათანადო გამოყენება-განაწილება ხორციელდებოდა საქართველოს სსრ საბინაო კოდექსით.
საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის მიცემის გადაწყვეტილების საფუძველზე, სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო, სასოფლო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი მოქალაქეს აძლევდა ორდერს, რომელიც მიცემულ საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირთათვის საცხოვრებელი სადგომის გადაცემა ხდებოდა მხოლოდ ორდერის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში მა-----–--–-----–-ას ორდერი დაკარგულია, რაც გახდა ადმინისტრაციული ორგანოსაგან საკუთრების მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, თუმცა სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მითითებული ბინა მა-----–-----–-ას დედას მა-----–--–-----–-ას (იგივე მა--------------ას) შესახლება საცხოვრებელ ბინაში განხორციელდა მა-----–--–-----–---------------------------) N1 ჩა------------ში მუშაობის პერიოდში - 1960-ია წლებში და იგი გარდაცვალებამდე თავისი ოჯახით ცხოვრობდა მა-------–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ დი-----------------------–---------------ში მდებარე 71 კვ.მ. საცხოვრებელ ოთახში, ხოლო მა-----–--–-----–-ას (იგივე მა--------------ას) გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი მა-----–-----–-ა დაეუფლა საცხოვრებელ ფართს.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალები უდავოდ ადასტურებს მა-----–-----–-ას, მიერ აღნიშნული ბინის ფლობისა და ბინით სარგებლობის ფაქტს, კანონიერ საფუძველზე.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქ. მა-------–ში მდებარე საცხოვრებელი ბინების მოქალაქეებისათვის გამოყოფის თაობაზე მასალები სათანადო ორგანოებში დაცული არ არის, რაც მხარეთა განმარტებების თანახმად, განპირობებულია გასული საუკუნის 90-იან წლებში სამოქალაქო დაპირისპირების პერიოდში ადმინისტრაციული შენობის დარბევით, რის შედეგადაც დაიწვა და განადგურდა ქ. მა-------–ში მდებარე არაერთი ადმინისტრაციული შენობა, მათ შორის გამგეობის, არქივის შენობები. მითითებულ დაწესებულებებში დაცული დოკუმენტების განადგურება დღემდე სერიოზულ პრობლემებს უქმნის მა-------–-ს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მა-----–-----–-ა დედის გარდაცვალების შემდეგ უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ ბინას. შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს იურიდიული ინტერესი მოითხოვოს საცხოვრებელი ბინის კანონიერი სარგებლობის უფლებით ფლობის აღიარება, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვარის №73 ბრძანებულებით გარანტირებული უფლების რეალიზაციის მიზნით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.მოსარჩელე მა-----–-----–-ას (პ/ნ2----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.
აღიარებულ იქნას მოსარჩელე მა-----–-----–-ას კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტი მა-------–-ს მუნიციპალიტეტში, სოფელ დ----------ს 3-------ჩა, მე-2 შესახვევის ს---–-----ე, ბ--------ის 71 კვ.მ. საცხოვრებლ ფართზე.
2. მოპასუხეს მა-------–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელე მა-----–-----–-ას სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე