გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/6689-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი
მოსარჩელე - კავშირი „ი.ბ. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ი“
წარმომადგენლები - შ--–-------–------ია; ვ-–------------------ა
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - თ--------–-----–--
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს №----------- გადაწყვეტილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა(ა)იპ „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში არსებული ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ და გასცეს შესაბამისი ამონაწერი - კანონით დადგენილი წესით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 21 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოს მიერ გაიცა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ი“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2012 წლის 21 ივნისის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 47-48).
3.1.2. 2018 წლის 01 აგვისტოს „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ გამგეობის თავმჯდომარემ - შ--–-------–------იამ №--------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება, კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ისთვის“ სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავ-მოძრავი ქონების მითითება მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანის წარედგინა „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ დამფუძნებელთა კრების მიერ 2000 წლის 1 სექტემბრის №1 ოქმით დამტკიცებული წესდება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილი და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2001 წელს გაცემული რეგისტრაციის მოწმობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ 2018 წლის 01 აგვისტოს №--------- სარეგისტრაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 67-83).
3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს „რეგისტრაციაზე/საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობაზე უარის თქმის შესახებ“ №--------- გადაწყვეტილებით „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ს“ უარი ეთქვა ტექნიკური ხარვეზის გასწორებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს №--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 84).
3.1.4. 2018 წლის 23 აგვისტოს „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ გამგეობის თავმჯდომარემ - შ--–-------–------იამ №--------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2018 წლის 01 აგვისტოს №--------- გადაწყვეტილების გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ 2018 წლის 23 აგვისტოს №--------- ადმინისტრაციული საჩივარი და თანდართული დოკუმენტაცია (85-108).
3.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის №------ გადაწყვეტილებით „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ გამგეობის თავჯდომარეს შ--–-------–------იას (პირადი ნომერი: 0----------) უარი ეთქვა 2018 წლის 23 აგვისტოს №--------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სუბიექტის უძრავი და მოძრავი ნივთების სარგებლობის შესახებ მონაცემების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია კანონით არ არის განსაზღვრული, ამონაწერში „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------) უძრავი და მოძრავი ნივთების სარგებლობის შესახებ მონაცემების მითითება ვერ განხორციელდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის №------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 114-118).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს №----------- და 2018 წლის 25 სექტემბრის №------ გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „რ“ პუნქტის შესაბამისად, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არის ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 21 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულის სააგენტოს მიერ გაიცა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ი“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 01 აგვისტოს კავშირის - „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ი“ გამგეობის თავმჯდომარემ - შ--–-------–------იამ №--------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება, კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ისთვის“ სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავ-მოძრავი ქონების მითითება მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს „რეგისტრაციაზე/საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობაზე უარის თქმის შესახებ“ №--------- გადაწყვეტილებით „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ს“ უარი ეთქვა ტექნიკური ხარვეზის გასწორებაზე.
2018 წლის 23 აგვისტოს „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ გამგეობის თავმჯდომარემ - შ--–-------–------იამ №--------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2018 წლის 01 აგვისტოს №--------- გადაწყვეტილების გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის №------ გადაწყვეტილებით „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ გამგეობის თავჯდომარეს შ--–-------–------იას (პირადი ნომერი: 0----------) უარი ეთქვა 2018 წლის 23 აგვისტოს №--------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა ეხელმძღვანელა სუბიექტის რეგისტრაციის დროისთვის (2001წ.) მოქმედი კანონმდებლობით და ამონაწერში უნდა მიეთითებინა ინფორმაცია კავშირის მიზნებისა და მის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების თაობაზე.
6.3. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შინაარსი და ფორმა განისაზღვრება ინსტრუქციით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანებით დამტკიცებულ „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციაზე“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტოს) მიერ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც იგი ითხოვს კავშირის მიზნებისა და მის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების თაობაზე ინფორმაციის მითითებას, გაცემულია 2012 წლის 21 ივნისს. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონშესაბამისად იხელმძღვანელა ამონაწერის გაცემისას მოქმედი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის ორგანიზაციულ და სამართლებრივი საფუძვლების მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“.
სასამართლო მოიხმობს „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ მე-7 მუხლს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან გაიცემა ნებისმიერ პირზე და მზადდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად (გარდა რეგისტრაციის გაუქმებისა), რეგისტრირებული მონაცემის არსებობის შემთხვევაში კი – შესაბამისი მოთხოვნისას, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს სუბიექტის შესახებ ამ რეესტრებში რეგისტრირებულ, ძალაში მყოფ მონაცემებს.
სასამართლო ასევე მიუთითებს „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს იმ მონაცემების ჩამონათვალს, რომელიც უნდა აისახოს ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. კერძოდ, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან უნდა ასახავდეს: ა) ინფორმაციას განცხადების რეგისტრაციისა და ამონაწერის მომზადების თარიღების, რეგისტრირებული უფლებებისა და ვალდებულებების რეგისტრაციის თარიღისა და სარეგისტრაციო ნომრების შესახებ; ბ) ინფორმაციას სუბიექტის სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, საიდენტიფიკაციო ნომრის, სუბიექტის რეგისტრაციის თარიღის, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელების, იურიდიული მისამართის და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ; გ) დამატებით ინფორმაციას სუბიექტის იურიდიული მისამართისაგან განსხვავებული მისამართისა და ტელეფონის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ; დ) ინფორმაციას ამონაწერის მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებათა, მოძრავ ნივთებზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მათი რეგისტრაციის თარიღისა და ფარგლების, ამ შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტებისა და მისი გამომცემი ორგანოს შესახებ; ე) ინფორმაციას, ამონაწერის მომზადების მომენტისათვის მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული მოვალის მონაცემების შესახებ. ამასთან, იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ასევე უნდა ასახავდეს: ა) ინფორმაციას ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობის შესახებ; ბ) ინფორმაციას რეორგანიზაციის ისტორიის შესახებ (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ მისი არსებობის შემთხვევაში); გ) ინფორმაციას მმართველობითი ორგანოების შესახებ; დ) ინფორმაციას ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ; ე) ინფორმაციას პროკურისტის და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში, ინფორმაციას საწარმოს რეგისტრირებული პარტნიორების და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების, პარტნიორთა წილების, მათ წილებზე გირავნობის უფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების, პარტნიორთა წილებზე მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული უფლებების შესახებ; ზ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში, ინფორმაციას საწარმოს პარტნიორთა წილის მმართველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ; თ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში აღნიშვნას, რომელი პარტნიორია შეზღუდული და რომელი – სრული (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში); ი) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში, ინფორმაციას საწარმოს პარტნიორებისა და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ (ამონაწერზე შესაბამისი ინფორმაციის ველი აისახება მხოლოდ ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ითვალისწინებს ყველა იმ მონაცემის ამომწურავ ჩამონათვალს, რაც უნდა აისახოს ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად, ინფორმაცია ა(ა)იპ „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ მიზნებისა და მის სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების თაობაზე არ ექვემდებარება ამონაწერში ასახვას.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლზე, აღნიშნული სამართლებრივი ნორმის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2012 წლის 21 ივნისის ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მითითებულია ყველა ის მონაცემი, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს და აღნიშნული მონაცემები შესაბამისობაშია სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზი არ არსებობს და მოსარჩელის მოთხოვნას ტექნიკური ხარვეზის გასწორების და ახალი ამონაწერის გაცემის თაობაზე უსაფუძვლოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს „რეგისტრაციაზე/საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობაზე უარის თქმის შესახებ“ №--------- გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178.1 მუხლი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს „რეგისტრაციაზე/საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობაზე უარის თქმის შესახებ“ №--------- გადაწყვეტილება, ასევე კანონიერია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 სექტემბრის №------ გადაწყვეტილება, რომლითაც საჩივრის ავტორს მართებულად ეთქვა უარი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 01 აგვისტოს №----------- და 2018 წლის 25 სექტემბრის №------ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ი. ს----–----------–---------–------------–----–------------------------–-------------------ი-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია