განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4----18
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი ანა ზაბახიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ლ-------------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლ-------------ია
ბრალდებული - ზ------ ვ--------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ც----------–-------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ნ--------–----------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
დისპოზიცია: ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა: ზ------ ვ--------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით.
1.1 2----–-–-ს 1-------------ს, დაახლოებით 1---- საათიდან - 2---- საათამდე პერიოდში, ქ. თბილისში, ს---------–----------------------–-“, მაღაზია ,,------------“ სალაროსთან, სადაც ამ დროს იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი, ლ-–- მ--–---ას და ზ------ ვ--------–---–ს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას, რა დროსაც ზ------ ვ--------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ-–- მ--–---ას. კერძოდ, უცენზურო სიტყვებით მიმართავდა დაზარალებულს და ასევე ხელი და ფეხი რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რა დროსაც ლ-–- მ--–---ა წაიქცა. აღნიშნული ქმედებით ზ------ ვ--------–---–მა დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისათვის აშკარა უპატივცემულობა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდავოდ იქნა მიჩნეული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.
2.2. ზ------ ვ--------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: მ---------–---–---------------–-------–---–-----–------–-–---------------–----–-–---–-- და ლ-–- მ--–---ას გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად ბრალდებულის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით და მის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით ბრალის აღიარების შესახებ, ამოცნობის ოქმით, ვიდეო თვალის ჩანაწერის დათვალიერების ოქმით.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ზ------ ვ--------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი. ხოლო მისი დამატებითი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა, მისი ჯანმრთელობა და საკუთრების უფლება. იმისთვის რათა სახეზე იყოს ხულიგნობის შემადგენლობა, საჭიროა პირის ქმედებაში იკვეთებოდეს საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევა, საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა და ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით. 1. საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა შეფასებითი ცნებაა, იმის დასადგენად თუ რამდენად გვაქს საქმე ხულიგნობასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქმედების ჩადენის ადგილი, ვითარება, მისი ინტენსივობა და ხანგრძლივობა. 2. საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა გამოიხატება, ხულიგნობის ჩამდენი პირის მიერ საზოგადოებასთან დაპირისპირებაში, დაანახოს ყველას, რომ იგი არაფრად აგდებს საზოგადოებაში გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს და ყოველთვის ისე იქცევა როგორც სურს. მეორეს მხრივ საზოგადოება უნდა აღიქვამდეს მის ამდაგვარ განწყობას. 3. ხულიგნობის ჩადენა ძალადობით - აღნიშნულ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს აგრესიული ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება (მაგალითად ცემა).
4.3. საქმის მასალებით დგინდება, რომ ზ------ ვ--------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება შეესაბამება ხულიგნობისთვის განსაზღვრულ სტანდარტს. კერძოდ, 2----–-–-ს 1-------------ს, ,,ი------------–-“ მდებარე მაღაზია ,,კ---------–ი“ მან დაზარალებულ ლ-–- მ--–---აზე იძალადა აგრესიული მეთოდით, რაც გამოიხატა ხელის და ფეხის დარტყმაში, ასევე უცენზურო სიტყვებით მიმართვაში. აღნიშნული ქმედება მან განახორციელა საზოგადოებრივი თავშეყრის ხალხმრავალ ადგილას, მაღაზიის სალაროსთან. მის მიერ ჩადენილი ქმედებით მან დაამტკიცა, რომ იგი არაფრად აგდებს საზოგადოებაში გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს და რომ ის იქცევა ისე როგორც მას სურს. შესაბამისად სახეზეა საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.5. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ზ------ ვ--------–---–მა ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ზ------ ვ--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
6.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რომელი სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
6.4. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან - ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებას, რაც მიიჩნევა შემამსუბუქებელ გარემოებად. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რაც ხულიგნობას სდევს თან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. შესაბამისად, ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, ზ------ ვ--------–---–ს სასჯელად უნდა დაენიშნოს ჯარიმა. სასამართლო განმარტავს, რომ დანიშნული სასჯელი ზ------ ვ--------–---–ისთვის იქნება შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ------ ვ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. ზ------ ვ--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
ნივთიერი მტკიცებულება:
- 1 ცალი მყარი დისკი, ჰ----------ეტ ,,------------“ ვიდეო სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- 1 ცალი მყარი დისკი, ა/სამრეცხაოს სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
- ზ------ ვ--------–---–ისგან ამოღებული წითელი ფერის მაისური, რომელიც ინახება, ქ-------–---------–-–---------------------------------------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
3. განაჩენის აღსრულებაზე მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე