გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.10.2018
საქმის ნომერი
040310418002363445
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 040310418002363445

საქმე №(3/4–2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ცაგერი

შესავალი ნაწილი

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე -ნანა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამილა ახვლედიანი

მოსარჩელე - შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------“

წარმომადგენელი - ა--------–---–-

მოპასუხე – სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------“

წარმომადგენელი – ნ---- გ---–------

დავის საგანი- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახლის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N--–1--/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს(კომისიის) 2017 წლის 29 ნოემბრის N2--------- საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------- (ს/კ 2--------) 2017 წლის 3 ნოემბრის N------ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი, მის საფუძველზე გამოცემული სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის წერილი და დაევალოს სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------ს” ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).

 

1.2.ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც--------" (ც------ ) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მ-------------- მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------ს 2017 წლის 19 ივლისის N0------7 წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების აქტი 4---------.

 

2.მოსარჩელის არგუმენტაცია:

 

სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს მიერ 2017 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში განხორციელდა შპს,,რ---------–- ჯ-----–--- ც--------“ -ო---, ა-------–-------- და ც------ს სამ----ც---- დაწესებულებებში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბოლატორიული მ-------------- მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემოწმება, რის შემდეგაც გამოიცა შემოწმების აქტები, რომლებითაც განისაზღვრა შპს,,რ---------–- ჯ-----–--- ცენტრზე“ დარიცხული ჯარიმები, რაც მიერ გასაჩივრდა შპს,, რ---------–- ჯ-----–--- ც-------- მიერ“.

 

შემოწმების აქტებში მოცემული არიან ის ბენეფიციარები, რომელთა რეგისტრაცია შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც--------“ მიერ არ განხორციელებულა და შესაბამისად მათზე რიცხული ჯარიმის გადახდაც არ უნდა დაკისრებოდა ამ ორგანიზაციას. აღსანიშნავია, რომ შემოწმების ჯგუფმა მუშაობის პერიოდში არ შეამოწმა ის პირადობის მოწმობების ასლები, რომლებიც გაცემულია რეგისტრაციის პროცესის შემდეგ და არ გაითვალისწინა, რომ რ---------–- ჯ-----–--- ც-------- მიერ მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზები უკვე აღმოიფხვრა.

 

ს--–---–----- მ-------------- ს---------ში, გამართული ადმინისტრაციული პროცესის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------“ დაგვიანებით, 2018 წლის 9 თებერვალს ეცნობა ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

კომისიის მიერ არ იქნა გათვალისწინებული მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, შემოწმების აქტებში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ სარჩელს მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი დაკმაყოფილება იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც მითითებულია სარჩელსა და დაზუსტებულ სარჩელში.

 

3. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე- სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------მ” სარჩელსა და დაზუსტებულ სარჩელზე წარმოადგინა შესაგებელი, სადაც არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგად გამოცემულ აქტში ფიქსირდებიან ის ბენეფიციარები, რომელთა რეგისტრაცია ზემოაღნიშნული დაწესებულების მიერ არ განხორციელებულა და შესაბამისად მათზე რიცხული ჯარიმის გადახდა არ უნდა დაკისრებოდათ მათ. თუმცა ფაქტია, რომ შერჩევითი შემოწმების შედეგად, ქ. ცაგერში, 225 თანხმობის ფორმას არ ერთვის ბენეფიციარის პირადობის მოწმობა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2014 წლის 13 დეკემბრის N 1------- ხელშეკრულება ადასტურებს სამ----ც---- დაწესებულების შეძენის ფაქტს, მონიტორინგი განხორციელდა 2017 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში, რ---------–- ჯ-----–--- ც--------(ც------) ადმინისტრაციას ჰქონდა დრო და საშულება იმისა, რომ ამ პერიოდში გადაემოწმებინა სამ----ცინი დაწესებულებების მიერ ნაწარმოები დოკუმნეტაცია, აღმოეფხვრა ხარვეზი და გაეტარებინა შესაბამისი ზომები, ვინაიდან საქმის წარმოების დროს დარღვეულია არა შიდა ნორმატიული აქტები, არამედ მათი მხრიდან ადგილი აქვს ჯანდაცვის კუთხით, ერთ–ერთი მთავარი საკანონმდებლო აქტის (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილება) ნორმების უგულებელყოფას. მიუხედავად ამისა, ს---------მ, 2017 წლის 27 დეკემბერს, N-------- გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა რ---------–- ჯ-----–--- ც-------- 2017 წლის 3 ნოემბრის N------, N------ ადმინისტრაციული საჩივარი და სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შეჩერდა N4--------- აქტის მოქმედება და აღსრულება იმ საჯარიმო სანქციების ნაწილში, რომელიც გამოყენებულია შპს ,,ა-–---- მ---- +“ და შპს ,,ს------------- კ-------- აისი ჯგუფის“ მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და საჩივრის ავტორს მათი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია.

 

შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------“, დაზუსტებულ სარჩელში, აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტში არიან ის ბენეფიციარები, რომელთა რეგისტრაცია შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------- მიერ არ განხორციელდა და შესაბამისად, მათზე რიცხული ჯარიმის გადახდაც არ უნდა დაკისრებოდა მათ ორგანიზაციას.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------ს” მიერ, 2017 წლის ივნისი–სექტემბრის პერიოდში განხორციელდა შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც--------“ ო---, ა-------–-------- და ც------ს სამ----ც---- დაწესებულებებში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემოწმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე

2.შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე და დაზუსტებულ ადმინისტრაციულ სარჩელზე

3.შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------“–ს (ც------) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური აბულატორიული მ-------------- მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს 2017 წლის 19 ივლისის 0------4 წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების აქტი 40 /2017–09.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც--------“ საკუთრებაშია ცაგერში მდებარე სამ----ც---- დაწესებულებები, 2014 წლის 18 დეკემბრიდან. 2014 წლის დეკემბრიდან, 2015 წლის აპრილამდე, მოსარჩელე მხარეს გადაეცა 9 სამ----ც---- დაწესებულება მაღალმთიან რეგიონებში, რომელთა გამოსყიდვასთან დაკავშირებითაც გამოცემულია საქართველოს მთავრობის განკარგულებები და მის საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულებები, რაც შეთანხმებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე

2.შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე და დაზუსტებულ ადმინისტრაციულ სარჩელზე

3.შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------“, შპს ,---–----------------------–---------------------------------------------–ს შორის, 201წლის 13 დეკემბერს გაფორმებული წილის ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება N1-------

4.უძრავ–მოძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ 2015 წლის 20 აპრილის ხელშეკრულება

5.საქართველოს მთავრობის 2015 წლის 28 ნოემბრის N---- განკარგულება(ტ–1, ს.ფ.28–30);

6. საქართველოს მთავრობის 2015 წლის19 თებერვლის N302 განკარგულება

7.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის 2014 წლის 13 დეკემბრის წერილი N--------

8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 მარტის წერილი N01/95/ო ბრძანება

9.ამონაწერები საჯარო რეესტრიდან

10.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი)

11.მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი)

 

მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ 2014 წლის დეკემბრიდან, 2015 წლის აპრილამდე, მოსარჩელე მხარეს გადაეცა 9 ს------–---- დაწესებულება მაღალმთიან რეგიონებში, მათ შორის ც------ს რაიონში.

 

სასამართლო სრულად ეთანხმება მოსარჩელე მხარის განმარტებას, რომ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაცია გადმოცემულ ობიექტებში იყო არასრულყოფილი, მოახდინეს მისი სისტემაში მოყვანა, მაგრამ სრულად ვერ აღმოფხვრეს ნაკლოვანებები, მხოლოდ პირადობის მოწმობის არ ქონაზე, ან ახალი პირადობის მოწმობის საქმეებში არსებობაზეა საუბარი, რაც საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული აქტების გამოცემას.

 

4.2.2. შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------“–ს მიერ გასაჩივრებული იქნა სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------“–ს გამოცემული შემოწმების აქტი(ც------) N4---------, რაზეც ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი ადმინისტრაციულ სარჩელზე

2.შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე და დაზუსტებულ ადმინისტრაციულ სარჩელზე

3. სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N--–1--/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის), 2017 წლის 29 ნოემბრის N2--------- საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------“–ს (ს/კ 2--------) 2017 წლის 3 ნოემბრის 11---2 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ

 

4.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება(იხ.სხდომის ოქმი)

5. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება( იხ.სხდომის ოქმი)

 

სარჩელით და დაზუსტებული სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე, მათზე წარმოდგენილი შესაგებლებით, სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N--–1--/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის), 2017 წლის 29 ნოემბრის N2--------- საოქმო გადაწყვეტილებით, მხარეთა წარმომადგენლების განმარტებით დადგენილია, რომ შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------“ 2017 წლის 03 ნოემბრის N------ ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვდა შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------“–ს( ც------) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური აბულატორიული მ-------------- მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს 2017 წლის 19 ივლისის 0------7 წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შემოწმების N4---------, აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობას, რაც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეჩერდა N4--------- აქტის მოქმედება და აღსრულება იმ საჯარიმო სანქციების ნაწილში, რომლებიც გამოყენებულია შ--------–---------------------–------------------------------------------------ს მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და საჩივრის ავტორს მათი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია.

 

4.2.3. მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ 2018 წლის 09 თებერვალს ეცნობა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------“–ს ადმინისტრაციულ საჩივრებში არსებული მოთხოვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე

2. სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის-პავლე ცაძიკიძის 2018 წლის 07 თებერვლის N---------–ერილი

3.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი)

 

სარჩელით და დაზუსტებული სარჩელით ადმინისტრაციულ საქმეზე, სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 07 თებერვლის წერილით, მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეს, 2018 წლის 09 თებერვალს ეცნობა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,რეგიონალური ჯ-----–--- ც-------“–ს ადმინისტრაციულ საჩივრებში არსებული მოთხოვნა და შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------- (ც------) მიმართ (აქტი N4---------, 29.09.17) დარჩენილმა ფინანსურმა ვალდებულებებმა შეადგინა 11394.43 ლარი,მათ შორის უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნებას ექვემდებარება 3895.87 ლარი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს- 7498.56 ლარს.

4.2.4. ბენეფიციარების ავტომატური გადმოწერის პროცესში, ძველი მიმწოდებლის მიერ რეგისტრირებული ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის შემოწმებისას, მოხდა დამატებითი პირადობის მოწმობების წარდგენა, რაც არ იქნა გათვალისწინებული კომისიის მიერ, შემმოწმებელმა ჯგუფმა ასევე არ გაითვალისწინა კლინიკების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია (ახალი პირადობის მოწმობების ასლები).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე

2.შესაგებელი ადმინისტრაციულ სარჩელზე და დაზუსტებულ ადმინისტრაციულ სარჩელზე

3. შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც--------“ მიერ ამ დავაზე ადმინისტრაციულ საჩივარზე წარდგენილი პირადობის მოწმობების ასლები

4.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი)

5.მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი)

 

4.2.5.შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------“–ს მიერ შემოწმების აქტებში მითითებულ ბენეფიციარებზე გაწეული მ-------------- ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება სახელმწიფოსა მიერ ანაზღაურებულ თანხას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე

2.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი)

 

4.2.6. სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N--–1--/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს(კომისიის) 2017 წლის 29 ნოემბრის N2--------- საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,რეგიონალური ჯ-----–--- ც-------- (ს/კ 2--------) 2017 წლის 3 ნოემბრის N------ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით შეჩერდა N4---------, აქტის მოქმედება და აღსრულება იმ საჯარიმო სანქციების ნაწილში, რომლებიც გამოყენებულია შპს ,,ა-–---- მ---- +“–ს და შპს ,,ს------------- კ-------- აი სი ჯგუფი“–ს მხრიდან გადაცემული და ავტომატურად აღრიცხული მოსარგებლეების შემთხვევებზე და საჩივრის დირექტორს მისი ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია. ამავდროულად გამოიცა სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 07 თებერვლის წერილი, საბოლოო ფინანსური ვალდებულებების შესახებ, კერძოდ,შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------- (ც------) მიმართ (აქტი N4---------, 29.09.17) დარჩენილმა ფინანსურმა ვალდებულებებმა შეადგინა 11394.43 ლარი,მათ შორის უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნებას ექვემდებარება 3895.87 ლარი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს- 7498.56 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

1.სარჩელი და დაზუსტებული სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე

2. სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 07 თებერვლის წერილი N--/7---.

3. სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N--–1--/ო ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს(კომისიის), 2017 წლის 29 ნოემბრის N2--------- საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც--------“ (ს/კ 2--------) 2017 წლის 0 3 ნოემბრის N 11---2 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ

4.მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. სასამართლომ შეისწავლა საქმე, მოისმინა მხარეთა და მოწმის ახსნა-განმარტებები, მიიჩნევს, რომ შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც--------“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

ბათილად უნდა იქნას ცნობილი

ა) სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის N--–1--/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 29 ნოემბრის N2--------- საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------- (ს/კ 2--------) 2017 წლის 03 ნოემბრის N------ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 07 თებერვლის წერილი;

ბ) შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------- (ც------) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მ-------------- მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------ს 2017 წლის 19 ივლისის N0------7 წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტის შემოწმების აქტი 40 /2017–09.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

–საქართველოს კონსტიტუცია

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

–საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

–საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

– ”საყოველთაო ჯანდაცვაზე გადაცვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილება

– საქართველოს კანონი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 37–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას, სამკურნალო საშუალებათა წარმოებას და ამ საშუალებებით ვაჭრობას.

 

დადასტურებულია გარემოება, რომ შემოწმების ჯგუფმა მუშაობის პერიოდში არ შეამოწმა ის პირადობის მოწმობების ასლები,რომლებიც გამოცემულია რეგისტრაციის პროცესის შემდეგ და არ გაითვალისწინა, რომ რ---------–- ჯ-----–--- ც-------- მიერ მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები აღმოფხვრილი იყო.

დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარისგან პირადობის მოწმობების წარდგენით აღმოიფხვრა მათი ბრალის გარეშე დოკუმენტაციის წარმოების პროცესში გამოვლენილი ხარვეზი, რაც არ იქნა გათვალისწინებული მოპასუხე მხარის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს, რამაც ხელყო მოსარჩელე მხარის ინტერესი.

 

მოპასუხე მხარეს-სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------ს“ სადავოდ არ გაუხდია გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებს აქვთ ხელმისაწვდომობა სამოქალაქო რეესტრთან,რის საშუალებითაც ახდენენ პიროვნების იდენტიფიცირებას და ასეთ ვითარებაში, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირების მიმართ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვისთანავე ვერ წარადგინეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ეწინააღმდეგება მათ კონსტიტუციით გარანტირებულ ჯანმრთელობის დაცვის უფლებას.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქიდანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების არსებობის მთავარი წინაპირობაა, რომ ყველას ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს მის საარსებო გარემოზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ სტატუსზე. თავად სოციალურ უფლებებში მოიაზრება უფლება ჯანმრთელობის დაცვაზე, რაც უპირველესად სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას მოიცავს. ზოგადად ჯანმრთელობის უფლება, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება ადმიანის უფლებათა შორის, მოხსენიებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტში (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლი და ბავშვთა უფლებების კონვენციის 24-ე, მუხლი). ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 (ჯანმრთელობის დაცვის უფლება) და მე-13 მუხლები (სოციალური და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება) ექსკლუზიურად ამ უფლებას ეხება და განმარტავს, რომ ,,სოციალური და სამედიცინო დახმარების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მონაწილე მხარეები ღებულობენ ვალდებულებას, ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელსაც არ გააჩნია ადექვატური რესურსები, ან არ შეუძლია მოიპოვოს ეს რესურსები საკუთარი მცდელობის, ან სხვა წყაროების შედეგად, განსაკუთრებით სოციალური დაზღვევის სფეროდან, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადექვატური დახმარებით, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი დახმარება. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ამგვარმა დახმარებამ არ გამოიწვიოს პოლიტიკური ან სოციალური უფლებების შემცირება იმ პირებისათვის, ვინც დახმარებას იღებს. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ყველას შეეძლოს მიიღოს ასეთი რჩევა და ინდივიდუალური დახმარება სათანადო სახელმწიფო, ან კერძო სამსახურებიდან, რათა ლიკვიდირებული ან შემსუბუქებული იყოს პირადი ან ოჯახის მოთხოვნილებები.’’ ამ მნიშვნელოვანმა უფლება ასახვა პოვა ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 37-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.

 

ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი, უფლების შეზღუდვა მის მიერ პირადობის მოწმობის წარუდგენლობით და ამ საფუძვლით საჯარიმო სანქციების გამოყენება შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც------–-“ შემავალი უწყებების მიმართ, მით უფრო როცა ეს ხარვეზი არ არსებობდა იმ მოცულობით, რაც შემოწმების აქტშია დაფიქსირებული და შემოწმების პროცესის დროს გამოსწორებული იქნა, არ არისკანონიერი, რაც სამართლიანად იქნა გასაჩივრებული შპს,,რ---------–- ჯ-----–--- ც--------“ მიერ.

 

7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული -სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N--–1--/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 29 ნოემბრის N2--------- საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------- (ს/კ 2--------) 2017 წლის 03 ნოემბრის N------ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 07 თებერვლის წერილი. შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------- (ც------ ) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მ-------------- მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------ს 2017 წლის 19 ივლისის N0------7 წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტის შემოწმების აქტი 4--------- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.4.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.5. ”საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 თებერვლის № 36 დადგენილების № 1 დანართის, მე-19 მუხლის, მე-10 პუნქტის თანახმად” სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა მიმწოდებლის მიერ, რომელიც გამოვლენილი იქნება რევიზიის დროს, გამოიწვევს ამ უკანასკნელის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით”.

 

საქართველოს მთავრობის ამავე დადგენილების № 1 დანართის მე-19 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად,, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (გარდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესისა), რომელიც გამოვლინდება რევიზიის დროს, გამოიწვევს მომწოდებლის დაჯარიმებას შემთხვევის ღირებულების შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის 10%-ით”.

 

დადგენილია ის ფაქტი, რომ სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს მიერ განხორციელდა შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც--------“ ო---, ა-------–-------- და ც------ს ს------–---- დაწესებულებების შემოწმება. შემოწმების პროცესში და ადმინისტარციული საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილი იქნა ბენეფიციართა პირადობის მოწმობების ასლები, რაც უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხე მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის საწინააღმდეგო პოზიციას აღნიშნულ საკითხთან, რომ მოსარჩელე მხარე არ იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე და ან/და შემოწმების პროცესში წარედგინა პირადობის მოწმობები და სხვა დოკუმენტაცია, მიიჩნევს რომ მოპასუხე მხარისაგან არ მოხდა საკითხის საფუძვლიანი გამოკვლევა და შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც--------“ (ც------) მიმართ განხორციელდა ზემოქმედების ღო---ძიებანი საკითხის ზედაპირულად გამოკვლევის ფონზე.

 

7.6 მოსარჩელე მხარის წარმომადგენლისა და მოწმის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის 36–ე დადგენილების, 23–ე მუხლის , 35–ე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე მხარეზე ხელახალი რეგისტრაციის გარეშე მოხდა რეგისტრირებული ბენეფიციარების გადაწერა და მათთვის მ-------------- გაწევის განხორციელება. ავტომატური გადაწერის პროცესში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის, მოსარჩელე მხარის მიერ დაიწყო თანხმობის ფორმების შემოწმება. მაღალმთიან რეგიონში გადაცემული 9 სამედიცინო დაწესებულების თანხმობის ფორმების შემოწმებას დასჭირდა გარკვეული ვადა და დიდი რესურსი. ბენეფიციარების აღრიცხვის ფორმების შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა ხდებოდა ეტაპობრივად, მათ შორის პირადობის მოწმობის ასლების დამატება. ჯარიმის დარიცხვის დროს მოპასუხე მხარემ არ გაითვალისწინა შემთხვევები, როცა ბენეფიციართა დოკუმენტაცია უკვე შემოწმების მომენტისათვის სრულად იყო შევსებული, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

 

პროგრამის მე–19 მუხლის მესამე პუნქტის ,, გ.ა“ ქვეპუნქტი ადგენს განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლად შემთხვევას, როცა პაციენტი არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე. მოსარჩელე უწყებაში რეგისტრირებული ბენეფიციარები წარმოადგენენ ამ პროგრამის მოსარგებლეებს, არ არიან რეგისტრირებული სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სახელმწიფოს მიერ მათზე ორმაგი ხარჯი არ გაწეულა, რის გამოც არ უნდა მოხდეს ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნება და დამატებითი ჯარიმის დაკისრება, რაც უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხე მხარეს ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის დროს.

 

7.7.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც--------“ სარჩელი ემყარება დასაბუთებულ პოზიციას და წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N--–1--/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 29 ნოემბრის N2--------- საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------- (ს/კ 2--------) 2017 წლის 03 ნოემბრის N------ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის წერილი, შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც--------“ (ც------ ) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მ-------------- მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------ს“ 2017 წლის 19 ივლისის N0------7 წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტის შემოწმების აქტის 40 /2017–09, ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების გამოცემის თაობაზე, სასამართლოს მიერ საფუძვლიანად იქნა მიჩნეული.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე,დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ასკვნის, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მართალია სადაო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ შესწავლილ იქნა საკითხი, თუმცა არ დასტურდება საკითხის შესწავლის მიზნით რაიმე სახის კონკრეტული მოქმედებების განხორციელება, რის საფუძველზეც სასამართლო ასკვნის, რომ სადაო აქტში მითითებული სადაო გარემოება , რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ტერიტორია იმყოფება სახელმწიფო ტყის ფონდის საკუთრებაში- მიღებულ იქნა საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, რითაც ადმინისტრაციული წარმოება არასრულყოფილად იქნა ჩატარებული. სადაო საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, რომლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ ხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი, ასევე ეკისრება ვალდებულება მოიძიოს მტკიცებულებები, რათა გამოიკვლიოს და სამართლებრივად სწორად შეაფასოს საქმის გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

6.6. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ მოპასუხემ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოსცა საკითხის სათანადოდ გამოკვლევისა და სამართლებრივად სწორი შეფასების გარეშე, რის გამოც ისინი ბათილად უნა იქნას ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა სწორი სამართლებრივი შეფასების შემდეგ კანონით დადგენილი წესის დაცვით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობას შეესაბამება,ანუ განცხადების დაკმაყოფილებისა თუ უარყოფის გადაწყვეტილება უნდა იყოს საფუძვლიანად დასაბუთებული. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მან ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების მიზანს შეესაბამება. ამისათვის ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქართველოს ზაკ-ის 96-ე მუხლის შესაბამისად, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას საქმის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მართლზომიერი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილების მიღებას. გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას ამ ინფორმაციის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კრძალავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ისეთ გარემოებაზე დაფუძნებას, რაც არ ყოფილა შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

მოცემულ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე მხარის მიერ გამოცემული აქტები პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო მიიჩნევს, რომ აქტების ბათილად ცნობის შემდეგ, სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მის მიერ შესწავლილ საკითხთან დაკავშირებით.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის გადახდისაგან.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც-------“–ს სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნას ცნობილი:

 

1.1.სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N--–1--/ო ბრძანებით შექმნილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2017 წლის 29 ნოემბრის N2--------- საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც--------" (ს/კ 2--------) 2017 წლის 03 ნოემბრის N------ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ ს--–---–----- მ-------------- ს---------ს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 07 თებერვლის N---------–ერილი.

 

1.2.შპს ,,რ---------–- ჯ-----–--- ც--------“(ც------) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------ს“ 2017 წლის 19 ივლისის N0------7 წერილით მოთხოვილი ინფორმაციის და დოკუმენტის შემოწმების აქტი 4---------.

 

2.დაევალოს სსიპ ,,ს--–---–----- მ-------------- ს---------ს”გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი საკითხის სრულყოფილად და საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ.

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე-ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32), ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე- ქ. ცაგერი, ლ.ასათიანის ქ.14) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი