გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.04.2018
საქმის ნომერი
020310517001968396
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული, ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
24.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310517001968396 (3/132-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24.04.2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

 

მოსარჩელე შპს ,,A----------”

წარმომადგენელი ფა--------------ე, ქე-------------ა

 

მოსარჩელე შპს ,,ნ---------------–--“

წარმომადგენელი ქე-------------ა

 

მოპასუხე მე------------–----–--------------ა

წარმომადგენელი ნი--------------ე, თე--------–----–---ი, გვ--–------------ე

 

დავის საგანი: სამშენებლო სამუშაოების კანონიერად აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. მოსარჩელის მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,A----------”–ის მიერ განხორციელებული სასტუმროს სამშენებლო სამუშაობის კანონიერად აღიარება მისამართზე და--------------------------ნი, ს/კ 4-.06.40.---.

 

1.2. შპს ,,ნ---------------–--ის“ მიერ განხორციელებული სასტუმროს სამშენებლო სამუშაობის კანონიერად აღიარება მისამართზე და--------------------------ნი, ს/კ 4-.06.40.0--.

 

მოსარჩელის მტკიცებით სახეზეა სასტუმროს აშენების ფაქტი, რომელთა მშენებლობის ნებართვები 2--- წ მდგომარეობით და შემდეგ პერიოდში არ ყოფილა გაცემული. დღეის მდგომარეობით სამშენებლო ნებართვის გაცემის დავალება ან სხვა ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემა მეს-----------–----–----------------ბას არ შეუძლია და მოსარჩელეებს ემუქრება მკაცრი სანქციებით, მათ შორის შენობის დემონტაჟით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.

 

მისი მტკიცებით მშენებლობები უნებართვოა და მათ შესახებ არანაირი ინფორმაცია და დოკუმენტაცია მეს-----------–----–----------------ბაში წარდგენილი არ არის არც მშენებლობის დაწყებამდე და არც შემდეგ პერიოდში დღემდე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 23.08.2--- წ ხელშეკრულების საფუძველზე და----------–ი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ 4-.06.40.--- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, როგორც გამყიდველმა პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა მყიდველს შპს ,,A----------”–ს.

 

ხელშეკრულების მიხედვით მყიდველს დაევალა განეხორციელებინა სასტუმროს მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში შეყვანა, ამასთან მშენებლობა ითვალისწინებდა არანაკლებ 1700000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

 

სარჩელის აღძვრის დღისთვის მყიდველმა განახორციელა სასტუმროს გარე ფასადისა და კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, ასევე დაიწყო შიდა სარემონტო სამუშაოები.

 

შპს ,,A----------”–ის მიერ განხორციელებულია არანაკლებ 1700000 ლარის ინვესტიცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 4-.06.40.---

–ნასყიდობის ხელშეკრულება 23.08.2--- წ.

–მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმი

–შპს ,,კა--------------ს“ აუდიტორული დასკვნა FA------ 10.12.2013

-ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 07.03.2--- წ გადაწყვეტილება (საქმე #020--------------- (2/12---15)

 

3.2. 23.08.2--- წ ხელშეკრულების საფუძველზე და----------–ი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ 4-.06.40.0-- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, როგორც გამყიდველმა პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა მყიდველს შპს ,,ნ---------------–--ს“

 

ხელშეკრულების მიხედვით მყიდველს დაევალა განეხორციელებინა სასტუმროს მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში შეყვანა, ამასთან მშენებლობა ითვალისწინებდა არანაკლებ 3000000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

 

სარჩელის აღძვრის დღისთვის მყიდველმა განახორციელა სასტუმროს გარე ფასადისა და კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, ასევე დაიწყო შიდა სარემონტო სამუშაოები.

 

შპს ,,ნ---------------–--ის“ მიერ განხორციელებულია 31227--,60 ლარის ინვესტიცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 4-.06.40.0--

–ნასყიდობის ხელშეკრულება 23.08.2--- წ.

–მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმი

–შპს ,,კა--------------ს“ აუდიტორული დასკვნა FA/2---- 19.12.2013

-ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 08.02.2--- წ დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე #020--------------- (2------15)

 

3.3. შპს ,,A----------”–ს და შპს ,,ნ---------------–--ს“ მშენებლობის დაწყებამდე მშენებლობის ნებართვა არ მიუღიათ, არც შემდეგ წარუდგენიათ მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოპასუხესთან. მათ 10.05.2017 წ და 17.05.2017 წ წარდგენილი აქვთ მხოლოდ განცხადებები მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

 

მოპასუხე მოსარჩელეებისგან ითხოვს მშენებლობის შეწყვეტას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–შესაგებელი

–მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმი

–მეს-----------–----–----------------ბის ზედამხედველობის სამსახურის მიმართვა შპს ,,A----------”–ს

–მეს-----------–----–----------------ბის ზედამხედველობის სამსახურის მიმართვა შპს ,,ნ---------------–--ს“

– შპს ,,A----------”–ის განცხადება 10.05.2017 წ

–შპს ,,ნ---------------–--ის“ განცხადება 17.05.2017 წ

 

3.4. 26.08.2--- წ შპს ,,A----------”–ის მიმართ გამოიცა საქართველოს მთავრობის დადგენილება #17-- სამშენებლო სამუშაოების განხორციელების გაგრძელების შესახებ, 2--- წლის 15 ნოემბერს შევიდა შესაბამისი ცვლილება 2--- წლის 23 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებაში და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–მთავრობის დადგენილება

–ცვლილება ხელშეკრულებაში

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 4-.06.40.---

 

3.5. 24.08.2--- წ –შპს ,,ნ---------------–--ის“ მიმართ გამოიცა საქართველოს მთავრობის დადგენილება #1--4 სამშენებლო სამუშაოების განხორციელების გაგრძელების შესახებ, 2--- წლის 22 ნოემბერს შევიდა შესაბამისი ცვლილება 2--- წლის 23 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებაში და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–მთავრობის დადგენილება

––ცვლილება ხელშეკრულებაში

–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 4-.06.40.0--

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა

 

სარჩელი უსაფუძვლოა.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–40 მუხლი, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.20-- წ #57 დადგენილება

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–40 მუხლის მიხედვით 1. საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე ლიცენზიებისა და ნებართვების გამცემი ორგანოები, გაცემის წესი და პირობები ამ კანონის შესაბამისად დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2. თუ საქმიანობის ან ქმედების სალიცენზიო ან სანებართვო პირობები განისაზღვრება საკანონმდებლო აქტით, ლიცენზია ან ნებართვა გაიცემა ამ საკანონმდებლო აქტით დადგენილ პირობათა დაკმაყოფილების შემთხვევაში.3. თუ ამ კანონით განისაზღვრა ისეთი ლიცენზიის ან ნებართვის სახე, რომლის დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობები არ არის განსაზღვრული საკანონმდებლო აქტით, ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე სალიცენზიო ან სანებართვო პირობები დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.20-- წ #57 დადგენილების 1–ლი მუხლის 1–ლი და მე–2 პუნქტებით ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა–ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დადგენილების მიზანია მისი რეგულირების სფეროში „ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა.

 

აღნიშნული დადგენილების 30–ე მუხლით ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგულირებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

 

ამავე დადგენილების 63–ე მუხლის მე–2 და მე–4 პუნქტებით თუ წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია იმსჯელოს მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენის შემდეგ. ამ მუხლით გათვალისწინებული უნებართვო მშენებლობის დროს ნებართვის მაძიებელი ვალდებულია მშენებლობის ნებართვის მისაღებად სამშენებლო დოკუმენტის პროექტში გაითვალისწინოს წარმოებული სამშენებლო სამუშაოები (მშენებლობის ორგანიზების პროექტი, მშენებლობის დასრულების ეტაპები და ა.შ. და მოიპოვოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში ეს მოთხოვნები დაცული არ არის, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55–ე მუხლის 1–ლი ნაწილის საფუძველზე უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

 

ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ.32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მის. ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. 12) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ირაკლი აბშილავა