გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210018002712132
N2/1235-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.12.2018 წ. ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე -მა---------–------რი, ლა–-----------ძე,წარმომადგენელი-თი------------–-–-ილი
მოპასუხე -აჭ-------------------------–---------რო,მოპასუხე- გი----------–-----არი,მოპასუხე- ცი–---------–აძე,წარმომადგენელი-მა--------------იძე
დავის საგანი:ყადაღისგან ქონების განთავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელეები- მა---------–------რი და ლა–-----------ძე მოითხოვენ გათავისუფლდეს ყადაღისაგან მათი კუთვნილი მოძრავი ნივთები: 1. მაცივარი, 2. ,,ელ-ჯის'' ფირმის სარეცხი მანქანა, 3. ტელევიზორი.
მოსარჩელეების- მა---------–------რის და ლა–-----------ძის წარმომადგენლის თი------------–-–-ილის განმარტებით მა---------–------რის ძმის -გი----------–-----არის დავალიანების გამო დააყადაღეს მოსარჩელეების კუთვნილი ქონება. მოსარჩელეები, რომლებიც არიან ცოლ-ქმარი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ დაყადაღებული მოძრავი ნივთების მდებარე მისამართზე, მა---------–------რის მშობლების ოჯახში და მათ მიერ თავიანთი საჭიროებიდან გამომდინარე შეძენილ იქნა ზემოდდასახელებული ნივთები და მიიჩნევს, რომ ნივთების მდებარეობა არ განსაზღვრავს მათ კუთვნილებას მისამართზე რეგისტრირებულ პირებთან. მა---------–------რისა და მისი მეუღლის -ლა–-----------ძის ოჯახიდან გადასვლის შემდგომ, მათ მიერ შეძენილი ნივთები დატოვებულ იქნა მა---------–------რის ოჯახში. მა---------–------რმა ჯერ კიდევ ქორწინებამდე შეიძინა მაცივარი, ქორწინების პერიოდში კი მაცივარი და სარეცხი მანქანა. გიორგი ქილიფტარი არ მუშაობდა არასდროს და არ ნივთები შეუძენია ოჯახისათვის. მიიჩნევს, რომ სარჩელი არის კანონიერი და უნდა დაკმაყოფილდეს.
მა---------–------რი ეთანხმება მის წარმომადგენელს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ციცი ურუშაძის წარმომადგენლის მა--------------იძის განმარტებით წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დაყადაღებულ ნივთებზე მოსარჩელეთა საკუთრების დასადგენად. ასევე განმარტავს, რომ ქე----------–-----არს, მა---------–------რის დედას, შენიშვნა არ გაუკეთებია დაყადაღების ოქმზე, დაყადაღებული ნივთების კუთვნილებასთან დაკავშირებით. მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. აჭარა-გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 2018 წლის 5 სექტემბრის აქტით ქე----------–-----არის ოჯახში დაყადაღებულ იქნა მაცივარი, ,,ელ-ჯის'' ფირმის სარეცხი მანქანა და ტელევიზორები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
აჭარა-გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ აქტი (ს.ფ. 18-19).
3.2.2. საქმეშია 2013 წლის 17 მაისის საგარანტიო ბარათი მაცივარზე, მყიდველი-მა---------–------რი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საგარანტიო ბარათი (იხ. ს.ფ. 16).
3.2.3. საქმეში არის საგარანტიო ბარათი N673085 მა---------–------რის მიერ 2015 წლის 13 დეკემბერს ტელევიზორის შეძენასთან დაკავშირებით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საგარანტიობარათი (იხ. ს.ფ. 20 ).
3.2.4. საქმეშია შპს მოდერნი 2009-ის 2014 წლის 30 სექტემბრის საგარანტიო ტალონი ლა–-----------ძის მიერ სარეცხი მანქანის შეძენასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სასაქაონლო ზედნადები (იხ. ს.ფ. 21 ).
3.2.5. მოწმე ნი-------–--------ის ჩვენებით აღწერილი და დაყადაღებული ნივთები ნამდვილად არის შეძენილი მოსარჩელეების მიერ. ლაშამ შეიძინა სარეცხი მანქანა, მარინამ-ტელევიზორი და მაცივარი. გიორგის არ უმუშავია არასდროს და არც არაფერი შეუძენია ოჯახისათვის. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმე ნი-------–--------ის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.5. მოწმე ნა---–----------ძის ჩვენებით აღწერილი და დაყადაღებული ნივთები ნამდვილად არის შეძენილი მოსარჩელეების მიერ. გიორგი მსობლებტან არ ცხოვრობს და არც არაფერი სეუძენია მას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმე ნა---–----------ძის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ანუ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ- გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.
ამრიგად, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრებათ მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს ეს უნდა განისაზღვროს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმებით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმის ჩვენებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არის კანონიერი და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 155-ე და 158-ე მუხლები,,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე და მე-40 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომელმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტილება გამოიწვია.
ასევე ქართული სამოქალაქო საპროცესი კანონმდებლობა არაერთი ნორმით ადგენს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი პოზიცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
მოცემულ დავასთან მიმართებაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობებით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრილების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
საქართველოს საოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.
სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, მესაკუთრედ ყოფნის უფლება დამყარებულია ვარაუდზე, რადგან შესაძლებელია ნივთის მფლობელი არც იყოს ნივთის მესაკუთრე, შესაბამისად მხოლოდ ნივთის მფლობელობა არ წარმოშობს საკუთრების უფლებას ამ ნივთზე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე გორგი ქილიფთარი არც ცხოვრობს იმ სახლში, სადაც განთავსებულია და დაყადაღებულ იქნა ნივთები. საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე არის მისი დედა-ქე----------–-----არი და დაყადაღებული ნივთები ნამდვილად არის შეძენილი მოსარჩელეების მიერ, რაც დასტურდება, როგორც წარმოდეგნილი მტკიცებულებებით, ასევე მოწმეების ჩვენებით (იხ. პუნქტი 3.2.2-3.2.4 და სასამართლო სხდომის ოქმი).
საქართველოს კანონის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ 32-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია მესამე პირების- მარინა ქილიფტარის და ლა–-----------ძის მიერ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალისა და კრედიტორის მიმართ.
საქართველოს კანონის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღსრულების მიზნით ყადაღის დადებას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება, რადგან სხვისი ქონების დაყადაღებით არ შეიზღუდოს ამ ქონების მესაკუთრის უფლებები.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს მის უფლებას-მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღასრულებელი, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამისლია ეს ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადარების აქტიდან.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაო ნივთების მესაკუთრე არ არის მოპასუხე გი----------–-----არი, არამედ, სადაო ნივთების მესაკუთრეები არიან მოსარჩელეწბი - მა---------–------რი და ლა–-----------ძე.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელე ვალდებულია სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, ხოლო მოპასუხემ ასევე უნდა დაასაბუთოს მისი შესაგებლის მართებულობა კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით და იმგვარად, რომ მხოლოდ ზეპირი მითითებით არ შემოიფარგლოს. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა სათანადოდ დაასაბუთა მატი მოთხოვნის კანონიერება და შესაბამისად მოთხოვნა უნდა დკმაყოფლდეს.
მოპასუხე აჭარა-გურიის სააღსრულებო ბიუროს მიმართ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა გადახდეთ სახ. ბაჟის თანხა მოსარჩელეების სასარგებლოდ
8. უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 2591 -ა, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მა---------–------რის და ლა–-----------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. დაყადაღებული ქონებიდან ამოირიცხოს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგენილი სააღსრულებო მოქმედების შესახებ 2018 წლის 5 სექტემბრის აქტიდან ქე----------–-----არის საცხოვრებელ სახლში დაყადაღებული მოძრავი ნივთები: 1. მაცივარი, 2. ,,ელ-ჯის'' ფირმის სარეცხი მანქანა, 3. ტელევიზორი.
2. მოსარჩელეების-მა---------–------რის და ლა–-----------ძის სასარგებლოდ მოპასუხეებს-გი----------–-----არს და ციცი ურუშაძეს სოლიდარულად გადახდეთ სახ. ბაჯის ტანხა 100 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინა კიკნაძე