გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე #2/22826-18
27 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე სოსო ღურწკაია
სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) სს ,,სა---------–--------ი”
წარმომადგენელი ლე-----------ე
მოპასუხეები: წარმომადგენლები: შეგებებული სარჩელით მოსარჩელე წარმომადგენლები: შპს ,,სა-----ი", ლა–--------–---–ი, მა----------–--ა, თე-–------------–---–ი ლა–--------–---–ი, ლა–------–----ე შპს ,,სა-----ი" ლა–--------–---–ი, ლა–------–----ე
სარჩელის დავის საგანი შეგებებული სარჩელის დავის საგანი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაცია ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ის და მა----------–--ასთვის მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 94 722,61 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება; 1.2. მოპასუხეების შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ის და მა----------–--ასთვის მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 4 585,36 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება; 1.3. მოპასუხეების შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ის და მა----------–--ასთვის მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 2 036,22 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება; 1.4. მოპასუხეების შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ის და მა----------–--ასთვის მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 94 722,61 აშშ დოლარის წლიური 8,5%-ს გადახდის დაკისრება, 2018 წლის 25 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.5. მოპასუხეების შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ის და მა----------–--ასთვის მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად პირგასამტეხლოს 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების 99 307,97 აშშ დოლარის 0,5%-ს - გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 25 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.6. გადაწყვეტილებით შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ის და მა----------–--ასთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს: ა) თე-–------------–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონების, მდებარე - თბილისი, სოფელი დ-------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------, იძულებით აუქციონზე რეალიზაცია; ბ) თე-–------------–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონების, მდებარე - თეთრიწყარო, სოფელი პ--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #8-----------, იძულებით აუქციონზე რეალიზაცია; გ) მა----------–--ას საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონების, მდებარე - თეთრიწყარო, სოფელი პ--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #8-----------, იძულებით აუქციონზე რეალიზაცია; 1.7. გადაწყვეტილებით შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ის და მა----------–--ასთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს დაგირავებული, შპს ,,სა-----ის" საკუთრებაში არსებული, შემდეგი სატრანსპორტო საშუალებების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: ა) მარკა - IVECO, მოდელი - 410E44H, გამოშვების წელი - 2002, სანომრე ნიშანი - N------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; ბ) მარკა - BOBCAT, მოდელი - S175, გამოშვების წელი - 2005, სანომრე ნიშანი - A-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - 5--------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; გ) მარკა - CATERPILLAR, მოდელი - 432D, გამოშვების წელი - 2002, სანომრე ნიშანი - A-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - C----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; დ) მარკა - CASE, მოდელი - 580SM, გამოშვების წელი - 2003, სანომრე ნიშანი - P----, საიდენტიფიკაციო ნომერი - H--------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; ე) მარკა, მოდელი- WIELTON NW, გამოშვების წელი - 2006, სანომრე ნიშანი - B-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - S----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; ვ) მარკა, მოდელი - MAN TGA 18.410, გამოშვების წელი - 2000, სანომრე ნიშანი - U------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A-------; 1.8. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს შპს ,,სა-----ის", მა----------–--ას და ლა–--------–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 30 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,სა-----ის" შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ხაზის მოცულობა - 1 000 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 240 თვე, საპროცენტო სარგებელი - წლიური 0%-დან 48%-მდე. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.1.4. პუნქტის თანახმად, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებელი) დარიცხვა გაგრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების დანართების ჩათვლით მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე. ამასთან, საპროცენტო სარგებელი იანგარიშება ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულებებით (მათი დანართების ჩათვლით) განსაზღვრული კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით. სს ,,სა---------–--------ს“ და შპს ,,სა-----ის" შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით: ა) 2016 წლის 30 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს“ და თე-–------------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა თე-–------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, სოფელი დ-------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------; ბ) 2016 წლის 30 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს“ და თე-–------------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა თე-–------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თეთრიწყარო, სოფელი პ--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #8-----------; გ) 2016 წლის 30 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს“ და მა----------–--ას შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მა----------–--ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თეთრიწყარო, სოფელი პ--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #8-----------; დ) 2016 წლის 30 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს” და შპს ,,სა-----ის" შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავდა შპს ,,სა-----ის" საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები: ა) მარკა - IVECO, მოდელი - 410E44H, გამოშვების წელი - 2002, სანომრე ნიშანი - N------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; ბ) მარკა - BOBCAT, მოდელი - S175, გამოშვების წელი - 2005, სანომრე ნიშანი - A-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - 5--------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; გ) მარკა - CATERPILLAR, მოდელი - 432D, გამოშვების წელი - 2002, სანომრე ნიშანი - A-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - C----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; დ) მარკა - CASE, მოდელი - 580SM, გამოშვების წელი - 2003, სანომრე ნიშანი - P----, საიდენტიფიკაციო ნომერი - H--------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; ე) 2016 წლის 08 დეკემბერს, სს ,,სა---------–--------ს” და შპს ,,სა-----ის" შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავდა შპს ,,სა-----ის" საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები: ა) მარკა, მოდელი- WIELTON NW, გამოშვების წელი - 2006, სანომრე ნიშანი - B-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - S----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; ბ) მარკა, მოდელი - MAN TGA 18.410, გამოშვების წელი - 2000, სანომრე ნიშანი - U------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A-------4; ვ) 2016 წლის 30 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს” და მა----------–--ას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 1 000 000 აშშ დოლარს; ზ) 2016 წლის 30 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს” და ლა–--------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 1 000 000 აშშ დოლარს. იპოთეკის და გირავნობის ხელშეკრულებების 8.4. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის ან გირავნობის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის (გირავნობის) საგანი ან იპოთეკის (გირავნობის) საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. 2016 წლის 30 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,სა-----ის" შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 110 000 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის - წლიური 8,5%-ს დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა - 60 თვე, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა კრედიტის დაფარვის გრაფიკის და პირობების დარღვევაში. სს ,,სა---------–--------მა“ მოპასუხეებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც დაუნიშნა დამატებით 14 დღიანი ვადა არსებული დავალიანების დასაფარად. მიუხედავად გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის მიცემისა, მოპასუხეების მიერ არსებული დავალიანება არ იქნა დაფარული. 2018 წლის 25 ივლისის მდგომარეობით, შპს ,,სა-----ის" დავალიანება სს ,,სა---------–--------ის” მიმართ 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 101 344,19 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 94 722,61 აშშ დოლარი, პროცენტი - 4 585,36 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2 036,22 აშშ დოლარი. (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 4-15, იხ. 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:07:17-16:11:41 სთ) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა 1.1. სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,სა-----ის" შორის 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების 5.2. პუნქტის ბათილად ცნობა. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 30 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,სა-----ის" შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,სა-----იმ" სესხის სახით მიიღო თანხა. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები ლა–--------–---–თან და მა----------–--ასთან, ასევე დაგირავდა და იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,სა-----ის", მა----------–--ას და თე-–------------–---–ის საკუთრებაში არსებული ქონება. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას სს ,,სა---------–--------ი", როგორც ძლიერი მხარე, თავად განსაზღვრავდა ხელშეკრულების პირობებს. მათ შორის სს ,,სა---------–--------მა" თავისი შეხედულებით ხელშეკრულების 5.2. პუნქტში გააკეთა ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც ბანკის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, ხელშეკრულების გაფორმება მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე არ განხორცილებულა, ვინაიდან სს ,,სა---------–--------ი", როგორც მძლავრი ფინანსური ინსტიტუტი და გარიგების ძლიერი მხარე, თავად განსაზღვრავდა გარიგების პირობებს. შესაბამისად, სადავო პუნქტი ჩამოყალიბდა ისეთი რედაქციით, რომელიც თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სს ,,სა---------–--------ის" მოთხოვნები უზრუნველყოფილია თავდებობით, ასევე გირავნობით და იპოთეკით. შესაბამისად, არ არსებობს საფრთხე, რომ სს ,,სა---------–--------ი" თავის მოთხოვნას ვერ დაიკმაყოფილებს. თავის მხრივ, არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, რომ განხორციელდეს დაგირავებული და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია დავის საბოლოო დასრულებამდე, რამაც შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები მოუტანოს შპს ,,სა-----ის". (იხ. შეგებებული სარჩელი, ტომი 2, ს.ფ. 3-5, იხ. 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 16:12:47-16:36:11 სთ)
2. მოპასუხის პოზიცია ძირითადი სარჩელით მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა შპს ,,სა-----იმ", ლა–--------–---–მა, მა----------–--ამ და თე-–------------–---–მა სარჩელს არ ცნეს. მოპასუხეებს სარჩელის გამომრიცხავი გარემოებები შესაგებელში არ მიუთითებიათ, მათ მხოლოდ ზოგადად მიუთითეს, რომ სარჩელს არ ცნობენ. მოპასუხეებმა სადაო გახადეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და მოითხოვეს მისი შემცირება. მოპასუხე შპს ,,სა-----ის" წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ასევე განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას. მოცემულ შემთხვევაში კი, საკრედიტო ხელშეკრულება შეწყდა და ბანკს უფლება არ აქვს საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა. (იხ. შესაგებლები, ტომი 1, იხ. 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 16:12:47-16:36:11 სთ) შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია სს ,,სა---------–--------ი" შეგებებულ სარჩელს არ ცნობს. შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა თუ რაში გამოიხატა საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების დარღვევა. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეთა მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტის შინაარსი შეთანხმებული იყო მხარეთა შორის. სამართლიანი, მორალური და საჯარო წესრიგთან შესაბამისობაშია ის გარემოება, რომ ფინანსურ ინსტიტუტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყოს თანხის დროულად დაბრუნების კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებები, მათ შორის, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მექანიზმი. მართალია, ხელშეკრულების სადაო პუნქტი ემსახურება ბანკის ინტერესების დაკმაყოფილებას, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი არ ნიშნავს, რომ იგი არ იყო მხარეთა შორის შეთანხმებული, ან იგი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ამორალურია. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ როგორც შესაგებლიდან ირკვევა უზრუნველყოფის საგნის ღირებულება ვერ დაფარავს მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე უზრუნველყოფის საგნის ნაწილს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც განიცდიან ცვეთას და შესაბამისად, უფასურდება მათი ღირებულება. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნა არის მზარდი. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელისთვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება თავის მხრივ წარმოადგენს მოპასუხე მხარის ინტერესსაც, ვინაიდან მზარდი ფულადი ვალდებულების მოთხოვნის პირობებში, დროის გასვლასთან ერთად, მოვალე უფრო რთულ ფინანსურ ვითარებაში აღმოჩნდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სა-----ის" შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებელი, ტომი 2, ს.ფ. 63-65, იხ. 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 16:07:17-16:11:41)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 30 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,სა-----ის" შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ხაზის მოცულობა - 1 000 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 240 თვე, საპროცენტო სარგებელი - წლიური 0%-დან 48%-მდე. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.1.4. პუნქტის თანახმად, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებელი) დარიცხვა გაგრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების დანართების ჩათვლით მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე. ამასთან, საპროცენტო სარგებელი იანგარიშება ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულებებით (მათი დანართების ჩათვლით) განსაზღვრული კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით. სტანდარტული პირობების 4.3.2. პუნქტის თანახმად, თუკი სხვაგვარად არ იქნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული შესაბამის უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზეც, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს). სს ,,სა---------–--------ს“ და შპს ,,სა-----ის" შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით: ა) 2016 წლის 30 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს“ და თე-–------------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა თე-–------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, სოფელი დ-------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------; ბ) 2016 წლის 30 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს“ და თე-–------------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა თე-–------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თეთრიწყარო, სოფელი პ--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #8-----------; გ) 2016 წლის 30 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს“ და მა----------–--ას შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მა----------–--ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თეთრიწყარო, სოფელი პ--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #8-----------; დ) 2016 წლის 30 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს” და შპს ,,სა-----ის" შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავდა შპს ,,სა-----ის" საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები: ა) მარკა - IVECO, მოდელი - 410E44H, გამოშვების წელი - 2002, სანომრე ნიშანი - N------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; ბ) მარკა - BOBCAT, მოდელი - S175, გამოშვების წელი - 2005, სანომრე ნიშანი - A-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - 5--------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; გ) მარკა - CATERPILLAR, მოდელი - 432D, გამოშვების წელი - 2002, სანომრე ნიშანი - A-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - C----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; დ) მარკა - CASE, მოდელი - 580SM, გამოშვების წელი - 2003, სანომრე ნიშანი - P----, საიდენტიფიკაციო ნომერი - H--------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; ე) 2016 წლის 08 დეკემბერს, სს ,,სა---------–--------ს” და შპს ,,სა-----ის" შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაგირავდა შპს ,,სა-----ის" საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები: ა) მარკა, მოდელი- WIELTON NW, გამოშვების წელი - 2006, სანომრე ნიშანი - B-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - S----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; ბ) მარკა, მოდელი - MAN TGA 18.410, გამოშვების წელი - 2000, სანომრე ნიშანი - U------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A-------4; ვ) 2016 წლის 30 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს” და მა----------–--ას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 1 000 000 აშშ დოლარს; ზ) 2016 წლის 30 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს” და ლა–--------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 1 000 000 აშშ დოლარს. იპოთეკის და გირავნობის ხელშეკრულებების 8.4. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის ან გირავნობის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის (გირავნობის) საგანი ან იპოთეკის (გირავნობის) საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2016 წლის 30 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 37-42) - გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ტომი 1, ს.ფ. 159-166) - 2016 წლის 30 ნოემბრის #C----------- სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 59-64) - 2016 წლის 30 ნოემბრის #C----------- სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 65-70) - 2016 წლის 30 ნოემბრის #C----------- იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 71-78) - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 79-80) - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 81-82) - 2016 წლის 30 ნოემბრის #C----------- იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 83-89) - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 90-91) - 2016 წლის 30 ნოემბრის გირავნობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 92-100) - 2016 წლის 30 ნოემბრის გირავნობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 101-109) - სსიპ მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 110-114) 3.1.2. 2016 წლის 30 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,სა-----ის" შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 110 000 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის - წლიური 8,5%-ს დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა - 60 თვე, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდით. 2018 წლის 29 მარტს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,სა-----ის" შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული საბანკო კრედიტის დაფარვის ახალი გრაფიკი. აღნიშნული გრაფიკის თანახმად, მსესხებელს საბანკო კრედიტი 94 222,6 აშშ დოლარი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 43-45) - კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ტომი 1, ს.ფ. 46-47) - 2018 წლის 29 მარტის შეთანხმება (ტომი 1, ს.ფ. 49 - კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ტომი 1, ს.ფ. 50-51) 3.1.3 მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო. 2018 წლის 25 ივლისის მდგომარეობით, შპს ,,სა-----ის" დავალიანება სს ,,სა---------–--------ის” მიმართ 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 101 344,19 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 94 722,61 აშშ დოლარი, პროცენტი - 4 585,36 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2 036,22 აშშ დოლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 5-12, იხ. 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი) - მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (შესაგებელი, ტომი 1, იხ. 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი) - სესხის დაფარვის გრაფიკები (ტომი 1, ს.ფ. 112) - ცნობა დავალიანების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 120)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე მხარეები არ დაობენ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
(სასარჩელო მოთხოვნები)
4.1. სს ,,სა---------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4.2. შპს ,,სა-----ის“ შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 873-ე, 895-ე, 463-ე, 465-ე, 464-ე, 403-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 276-ე, 301-ე, 54-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება (სასარჩელო მოთხოვნები 1.1., 1.2. და 1.4.)
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. დადგენილია, რომ 2016 წლის 30 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს” და შპს ,,სა-----ის" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაცემული იქნა საბანკო კრედიტი 110 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მოპასუხის მიერ კრედიტით სარგებლობისთვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება წლიური 8,5%-ს ოდენობით. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ლა–--------–---–მა და მა----------–--ამ თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გადაცილებული იქნა კრედიტის დაფარვის ვადები. 2018 წლის 29 მარტს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,სა-----ის" შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული საბანკო კრედიტის დაფარვის ახალი გრაფიკი. აღნიშნული გრაფიკის თანახმად, მსესხებელს საბანკო კრედიტი 94 222,6 აშშ დოლარი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდით. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, 2018 წლის 01 მაისის შემდეგ მსესხებელმა შეწყვიტა კრედიტის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფარვა. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის მოსარჩელის მიერ 2016 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობის დაანგარიშების სისწორეს. გარდა ამისა, მოპასუხეს სადავოდ ასევე არ გაუხდია საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტა და კრედიტის ვადამდე გამოთხოვის მართლზომიერება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დადებულია 2016 წლის 30 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების პირობები ვრცელდება 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.1.2.4. პუნქტის თანახმად კი, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულებების (მათი დანართების ჩათვლით) მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე. ამდენად, მხარეები შეთანხმებული იყვნენ, რომ მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა საპროცენტო სარგებელი დავალიანების სრულად დაფარვამდე. შესაბამისად, მსესხებელი და თავდებები ვალდებული არიან როგორც ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, ისე მისი ვადის გასვლის შემდეგ, დავალიანების სრულად დაფარვამდე გადაიხადონ ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს სარჩელის გამომრიცხავი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხეებმა სადაოდ გახადეს მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობა, ასევე მიუთითეს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,სა---------–--------ის“ მოთხოვნა, მოპასუხეების შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ის და მა----------–--ასთვის სოლიდარულად 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 94 722,61 აშშ დოლარის და პროცენტის 4 585,36 აშშ დოლარის, ასევე 2018 წლის 25 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 94 722,61 აშშ დოლარის წლიური 8,5%-ს გადახდის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. (სასარჩელო მოთხოვნები 1.3. და 1.5.) 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მსესხებელს და სოლიდარულ თავდებებს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე შპს ,,სა-----ის" წარმომადგენლის მითითებას იმის შესახებ, რომ საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ სს ,,სა---------–--------ს" არ აქვს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მოსაზრებებს: სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას და მისი გადახდა მოვალეს ეკისრება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. მოცემულ შემთხვევაში, სადაო არ არის ის გარემოება, რომ მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გადააცილა კრედიტის დაფარვის ვადებს. აღნიშნულის გამო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის საფუძველზე, სს ,,სა---------–--------მა" ვადამდე შეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა. შესაბამისად, მსესხებელს წარმოეშვა კრედიტის ვადამდე დაბრუნების ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კი, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ 2018 წლის 25 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური გასაცემლის სახით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში 180%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარეს დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდა სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის, ასევე ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის გადახდა 2018 წლის 25 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. შესაბამისად, მითითებული ოდენობით საპროცენტო სარგებლის დაკისრების გზით განხორციელდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 25 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური გასაცემლის სახით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოპასუხეებისთვის დაკისრება დაუშვებელია და უნდა მოხდეს მისი შემცირება, კერძოდ, პირგასამტეხლოს განაკვეთი 0,5%-დან უნდა შემცირდეს 0,02%-მდე. შესაბამისად, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს შემდეგნაირად: 1) მოპასუხეებს შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ს და მა----------–--ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 2 036,22 აშშ დოლარის გადახდა; 2) მოპასუხეებს შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ს და მა----------–--ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების 99 307,97 აშშ დოლარის 0,02%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 25 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. (სასარჩელო მოთხოვნები 1.6. და 1.7.) 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 30 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნები უზრუნველყოფილია იპოთეკით და გირავნობით. კერძოდ, 2016 წლის 30 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულია თე-–------------–---–ის და მა----------–--ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ასევე დაგირავებულია შპს ,,სა-----ის" საკუთრებაში არსებული ექვსი ერთეული სატრანსპორტო საშუალება. 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მხარეთა შორის დადებულია 2016 წლის 30 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნები, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა და გირავნობა, არ დაუკმაყოფილებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 4.3.2. პუნქტის მიხედვით, თუ სხვაგვარად არ იქნა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული შესაბამის უზრუნველყოფის ხელშეკრულებებში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზეც, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს). 2016 წლის 30 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულებების, ასევე 2016 წლის 30 ნოემბრის და 2016 წლის 08 დეკემბრის გირავნობის ხელშეკრულებების 8.4. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის/გირავნობის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის/გირავნობის საგანი ან იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით პირდაპირ იყო განსაზღვრული, რომ მოსარჩელეს ჰქონდა უფლება აღსრულება მიექცია მოვალის სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი მისი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აღსასრულებლად უნდა მიექცეს შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ის და მა----------–--ას საკუთრებაში არსებული სხვა ქონება. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება 6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ადგენს ზოგად სტანდარტს უცილოდ ბათილი გარიგებებისა და ამოსავალ დებულებად მიიჩნევს მის კანონთან, საზოგადოებრივ წესრიგთან ან ზნეობის ნორმებთან წინააღმდეგობრიობას. კანონსაწინააღმდეგო გარიგების შემთხვევაში, დამფუძნებელ ნორმად გვევლინება კანონის ის იმპერატიული დათქმები, რომლებიც კრძალავენ ამა თუ იმ შინაარსის შეთანხმებას, ხოლო საჯარო წესრიგისა და/ან ზნეობის საწინააღმდეგოდ გარიგების მიჩნევა შეფასების საგანს წარმოადგენს და სამართლის დოქტრინაში განვითარებული მოსაზრების თანახმად, იგი სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამო უნდა იყოს, რაც შეეხება ამორალურ გარიგებას, ამგვარად მიიჩნევა ყველა ის გარიგება, რომელიც არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მას" (იხ. საქართველოს უზენასი სასამართლოს 2017 წლის 02 ივნისის განჩინება, სამოქალაქო საქმე #ას-1079-1036-2016). მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,სა-----ი" ითხოვს 2016 წლის 30 ნოემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების 5.2. პუნქტის ბათილად ცნობას. მოპასუხე მხარის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმება მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე არ განხორციელებულა. ვინაიდან სს ,,სა---------–--------ი", როგორც მძლავრი ფინანსური ინსტიტუტი და გარიგების ძლიერი მხარე, თავად განსაზღვრავდა გარიგების პირობებს, ხელშეკრულების სადავო პუნქტი ჩამოყალიბდა ისეთი რედაქციით, რომელიც თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესხებ შეთანხმებას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. შესაბამისად, მსგავსი შინაარსის შეთანხება ვერ იქნება შეფასებული კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებად. რაც შეეხება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამობას, სადავო შეთანხმება, როგორც კანონით გათვალისწინებული მექანიზმი, მიზნად ისახავს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორის მოთხოვნის ეფექტურ დაკმაყოფილებას, რაც თავისთავად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის საწინააღმდეგო აქტად ვერ იქნება განხილული. სადავო შეთანხმება ვერ იქნება ასევე განხილული ისეთ შეთანხმებად, რომელიც არათანაბარ პირობებში აყენებს მსესხებელს, რადგან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მექანიზმი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო განხილვის შედეგად დგინდება კრედიტორის უფლების და შესაბამისად მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე სადავო შეთანხმების ბათილად ცნობისთვის საჭირო წინაპირობების არსებობა, რის გამოც არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,სა-----ის" შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები ძირითადი სარჩელის საპროცესო ხარჯი
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა: 1) მოპასუხეების შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ის და მა----------–--ასთვის 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 101 344,19 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრებას; 2) მოპასუხეების შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ის და მა----------–--ასთვის სოლიდარულად 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 94 722,61 აშშ დოლარის წლიური 8,5%-ს გადახდის დაკისრებას, 2018 წლის 25 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 3) მოპასუხეების შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ის და მა----------–--ასთვის სოლიდარულად 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების 99 307,97 აშშ დოლარის 0,5%-ს გადახდის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 25 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამდენად, დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 101 344,19 აშშ დოლარის, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხის 181 222,5 აშშ დოლარის (99 307,97*0,5/100*365 დღე) და ერთი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტის 8 051,42 აშშ დოლარის (94 722,61*8,5/100) ჯამს, 290 618,11 აშშ დოლარს (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებისა). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება განისაზღვრება 116 644,51 აშშ დოლარით (2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 101 344,19 აშშ დოლარი, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხა - 7 248,9 აშშ დოლარი (99 307,97*0,02/100*365 დღე), ერთი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტი 8 051,42 აშშ დოლარი), ნაცვლად 290 618,11 აშშ დოლარისა (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 40,13%). შესაბამისად, მოპასუხეებს შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ს, მა----------–--ას და თე-–------------–---–ს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული ბაჟის 5 000 ლარის 40,13%-ს, 2 006,5 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. შეგებებული სარჩელის საპროცესო ხარჯი მოპასუხის მიერ შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოპასუხის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,სა---------–--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხეებს შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ს და მა----------–--ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 94 722,61 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. მოპასუხეებს შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ს და მა----------–--ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 4 585,36 აშშ დოლარის გადახდა;
1.3. მოპასუხეებს შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ს და მა----------–--ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 2 036,22 აშშ დოლარის გადახდა;
1.4. მოპასუხეებს შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ს და მა----------–--ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 94 722,61 აშშ დოლარის წლიური 8,5%-ს გადახდა, 2018 წლის 25 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.5. მოპასუხეებს შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ს და მა----------–--ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს 2016 წლის 30 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების 99 307,97 აშშ დოლარის 0,02%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 25 ივლისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.6. გადაწყვეტილებით შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ის და მა----------–--ასთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: 1) მდებარე - თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი პ--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #8-----------, მესაკუთრე - თე-–------------–---–ი; 2) მდებარე - თბილისი, სოფელი დ-------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------, მესაკუთრე - თე-–------------–---–ი; 3) მდებარე - თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი პ--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #8-----------, მესაკუთრე - მა----------–--ა;
1.7. გადაწყვეტილებით შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ის და მა----------–--ასთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს დაგირავებული, შპს ,,სა-----ის" საკუთრებაში არსებული, შემდეგი სატრანსპორტო საშულებების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: ა) მარკა - IVECO, მოდელი - 410E44H, გამოშვების წელი - 2002, სანომრე ნიშანი - N------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; ბ) მარკა - BOBCAT, მოდელი - S175, გამოშვების წელი - 2005, სანომრე ნიშანი - A-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - 5--------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; გ) მარკა - CATERPILLAR, მოდელი - 432D, გამოშვების წელი - 2002, სანომრე ნიშანი - A-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - C----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; დ) მარკა - CASE, მოდელი - 580SM, გამოშვების წელი - 2003, სანომრე ნიშანი - P----, საიდენტიფიკაციო ნომერი - H--------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; ე) მარკა, მოდელი- WIELTON NW, გამოშვების წელი - 2006, სანომრე ნიშანი - B-----, საიდენტიფიკაციო ნომერი - S----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------; ვ) მარკა, მოდელი - MAN TGA 18.410, გამოშვების წელი - 2000, სანომრე ნიშანი - U------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A-------;
1.8. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ის და მა----------–--ას საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე;
2. მოპასუხეებს შპს ,,სა-----ის", ლა–--------–---–ს, მა----------–--ას და თე-–------------–---–ს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2 006,5 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
3. შპს ,,სა-----ის" შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოსო ღურწკაია