განაჩენი

სისხლის სამართლის 11.12.2018
საქმის ნომერი
330100118002418159
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 დეკემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ – გ-------– ნ-–------ის

ბრალდებულ – თ----- თ----------ას

ადვოკატ – თ----- გ-------ს

თარჯიმან – მ------ კ--–----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– თ----- თ-----ის ძე თ----------ას, დაბადებულის 1--- წლის 4-------------- საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #------------- ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: გ---–-----ში, სოფელ დ-------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-- ბ-----, ს---------–---, კ-------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ----- თ----------ას წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ----- თ----------ას მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

თ----- თ----------ამ 2018 წლის 23 მარტს, ღამის საათებში, თბილისში, წ----------------–--–-, ს---------–---, ბ-----, კ-------------------------ში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ა---------ს, მათი არასრულწლოვანი შვილის - თ----–- თ----------ას თანდასწრებით. ასევე, თ----- თ----------ამ 2018 წლის 27 მარტს, თბილისში, წ----------------–--–-, ს---------–---, ბ-----, კ-------------------------ში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ა---------ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ე.ი. თ----- თ----------ას წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ, ასევე უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი ყველა მტკიცებულება თ----- თ----------ას დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა თ----- თ----------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მასსა და მის მეუღლეს შორის კონფლიქტი ყოფით საკითხებთან დაკავშირებით ხანდახან მომხდარა, თუმცა მისი მხრიდან ფიზიკურ ძალადობას არასდროს ჰქონია ადგილი. ამასთან, მათი მცირეწლოვანი შვილი - თ----–- თ----------ა არის ემოციური ბავშვი და შესაძლებელია მეუღლეთა შორის ხმამაღალი საუბარი არასწორად აღიქვა და ამით იყოს გამოწვეული გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია თითქოს მან სცემა ა---------ს.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა---------მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (ბრალდებული მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------- ჯ----მ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (ბრალდებული შვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მცირეწლოვანი თ----–- თ----------ა, რომელმაც ჩვენების მიცემისას ვერ გაიხსენა მამის (თ----- თ----------ას) მიერ დედის (ა---------ს) მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი, თუმცა დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მის მიერ მითითებული ინფორმაცია მშობლებს შორის კონფლიქტისა და მამის მიერ დედის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების შესახებ.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ფსიქოლოგმა თ----- ბ----–---–მა განმარტა, რომ იგი ესწრებოდა არასრულწლოვანი მოწმის - თ----–- თ----------ას მიმართ 2018 წლის 31 მარტს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას - გამოკითხვას და დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება.

 

2018 წლის 18 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, 02.04.2018 წ. მოქალაქე ა---------ს პირადი შემოწმებისას მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება. შესამოწმებლის გადმოცემით: „2018 წლის 27 ან 28 მარტს /ასევე ამ ფაქტამდე ერთი კვირით ადრე/ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტი გ---–----- ტ------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-----------–- განყოფილების თანამშრომლები - ლ-–- ჭ-----–-–---–ი, ლ---- მ-------–--ი და ლ---- თ-----–---–ი, რომელთაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა ა---------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ თ----- თ----------ამ ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა თ----- თ----------ას მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დაზარალებულმა ა---------მ და მოწმე მ------- ჯ----მ გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. ბრალდებულმა თ----- თ----------ამ კატეგორიულად უარყო მეუღლის მიმართ რაიმე სახის ძალადობის განხორციელება, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებისას მოქალაქე ა---------ს მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნება. სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - მცირეწლოვან თ----–- თ----------ას ჩვენება, რომელმაც მართალია დაკითხვისას ვერ გაიხსენა მამის მხრიდან დედაზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი, მაგრამ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მის მიერ მითითებული ინფორმაცია მშობლებს შორის კონფლიქტისა და მამის მიერ დედის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მოცემულ შემთხვევაში მოწმე თ----–- თ----------ას ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია, მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში შესამოწმებლის მიერ ექსპერტისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რაზეც ისაუბრა ექსპერტმა, იგი არის ირიბი ხასიათის, რამდენადაც იგი ეფუძნება დაზარალებულ ა---------ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის სანდოობა და ნამდვილობა უნდა გადამოწმებულიყო სხვა მტკიცებულებებით, რომელთა არარსებობის გამო ამ ინფორმაციის ნამდვილობა დადასტურებულად ვერ მიიჩნევა, მით უფრო, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ა---------ს პირადი შემოწმებისას მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) იგი არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- თ----------ა უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ----- თ----------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ----- თ----------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–--------------ს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. თ----- თ----------ას განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი