გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.01.2019
საქმის ნომერი
211310018002584950
კატეგორია
დავის ტიპი
საპენსიო
თარიღი
11.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 211310018002584950

(N3-03/18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.01.2019 დაბა ხულო

შესავალი ნაწილი

ხულოს მაგისტრი სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი მაყვალა ხიმშიაშვილი

მოსარჩელე: იდ----------------ე

წარმომადგენელი: ტო-------–-ძე

მოპასუხე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილება.

წარმომადგენელი: და-------------ძე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 05 მაისის გადაწყვეტილება, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი. დავალდებულდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო აღადგინოს როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს სახელმწიფო პენსიის გაცემა, ასევე აუნაზღაუროს მიუღებელი პენსია.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მოსარჩელე იდ----------------ის მშობლები ელ---------------------------ეები 1944 წელს გადაასახლეს სოფელი ფ----დან ყაზახეთის რესპუბლიკაში, სადაც 19-- წლის 2-----------რს დაიბადა მოსარჩელე იდ----------------ე. აღნიშნული ფაქტი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ცნობითა და დაბადების მოწმობის ასლით, რომელიც გაცემულია ყაზახეთის რესპუბლიკაში. საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონით კი პიროვნება, რომელიც გადასახლებულ იქნა იძულებითი წესით და აგრეთვე ვინც დაიბადა გასახლების დროს ცნობილი უნდა იქნას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად და აღდგეს მის კანონიერ უფლებებში. აღნიშნული საფუძვლით ხულოს რაიონის სასამართლოს 1999 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით აღიარეს მოსარჩელე იდ----------------ე პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად და დაენიშნა პენსია. მას შემდეგ უწყვეტად იღებს სოციალური პაკეტით გათვალისწინებულ თანხას.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებით შეუწყდა სოციალური პაკეტით გათვალისწინებული პენსია. სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძვლად ასახელებს იმ გარემოებას, რომ საპენსიო საქმის დოკუმენტაციაში არსებული მასალები არ შეესაბამება სასამართლო გადაწყვეტილებას. რეალურად კი მის ხელთ არსებული დოკუმენტები ამტკიცებს იმ გარემოებას, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს სოციალური პაკეტით გათვალისწინებული პენსიის შეწყვეტისა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ რადგან აჭარის ა/რ ფილიალში და მასში შემავალ ტერიტორიულ ერთეულებში, სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მიერ შემოწმდა სახელმწიფო გასაცემლების მიმღებ ბენეფიციართა საქმეები. იდ----------------ის პირადი საქმის შემოწმების შედეგად კომისიამ აღმოაჩინა, რომ იდ----------------ე -პ/ნ 6----------, დაბადებული 29.09.19-- წელს ყირგიზეთში, 1999 წლის 18 თებერვლიდან N№2-50 სასამართლოს გადაწყვეტილებით პოლიტრეპრესირებულად აღიარებულია, 19-- წლის 2-----------რს ყირგიზეთის რესპუბლიკაში დაბადებული იდ----------------ე, რის საფუძველზე დანიშნული ქონდა პოლიტრეპრესირებულის პენსია. საპენსიო საქმეში არსებული დაბადების მოწმობა, გაცემული ყირგიზეთის რესპუბლიკის მიერ, სადაც დაბადების წელი, როგორც სიტყვიერ ისე ციფრებით ჩანაწერში აშკარად გადასწორებულია 19-- წლად. დაბადების წელი ასევე გადასწორებულია საბჭოთა კავშირის მოქალაქის პასპორტში. 02.02.2004 წელს გაცემულ პირადობის მოწმობის მიხედვით მისი დაბადების თარიღია 29.09.19-- წელი.სასამართლო გადაწყვეტილებასა და ფაქტიურ დოკუმენტებს შორის არსებული შეუსაბამობის გამო, მიჩნეული იქნა, რომ იდ----------------ეს პოლიტრეპრესირებულის პენსია დანიშნული აქვს უსაფუძვლოდ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 07/07/2017 წლის №04-15-05/774 წერილის თანახმად იდ----------------ეს ეცნობა, რომ 2017 წლის 5 მაისისს კომისიის სხდომის ოქმი N№1 საფუძველზე 2017 წლის 1 ივლისისდან განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება სოციალური გასაცემლი შეწყვეტის შესახებ. 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება, ხოლო შემდგომ პერიოდში მიღებული გასაცემელი, რომელმაც შეადგინა 898.50 ლარი ექვემდებარება სახემწიფო ბიუჯეტში აღდგენას. იდ----------------ეს სარჩელზე მტკიცებულებით სახით თანდართულ სასამართლოს გადაწყვეტილებაში და დაბადების მოწმობაში 19-- წელი გადასწორებული აქვს 19-- წლად, რითაც ის ცდილობს განმეორებით სასამართლო შეიყვანოს შეცდომაში. აქედან გამომდინარე, არ არსებობს, 2017 წლის 05 მაისის ოქმი №1 მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. საქმეზე მესამე პირი არ არის ჩართული.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ხულოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელე იდ----------------ე, როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი, 2017 წლის 01 ივლისამდე ღებულობდა სოციალური პაკეტით გათვალისწინებულ პენსიას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა განმარტებები

- 1999 წლის 18 თებერვლის ხულოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

- სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება

 

4.1.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 07/07/2017 წლის №04-15-05/774 წერილის თანახმად იდ----------------ეს ეცნობა, რომ 2017 წლის 5 მაისისს კომისიის სხდომის ოქმი N№1 საფუძველზე 2017 წლის 1 ივლისისდან განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება სოციალური გასაცემლი შეწყვეტის შესახებ. 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება, ხოლო შემდგომ პერიოდში მიღებული გასაცემელი, რომელმაც შეადგინა 898.50 ლარი ექვემდებარება სახემწიფო ბიუჯეტში აღდგენას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 07/07/2017 წლის №04-15-05/774 წერილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

1999 წლის 18 თებერვლის ხულოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება;

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1 მხარეთა შორის სადავოა ხულოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით 1999 წლის 18 თებერვლის პოლიტიკური რეპრესიის მსახვერპლად აღიარებული იდ----------------ის დაბადების თარიღი და მის საფუძველზე იდ----------------ეზე, როგორც პოლიტიკური პერპრესის მსხვრპლზე, სოციალური გასაცემლის შეწყვეტის კანონიერება.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, იდ----------------ე დაიბადა 19-- წლის 2-----------რს ყაზახეთის რესპუბლიკაში, სადაც გადასახლებული იყვნენ მისი მშობლები. აღნიშნული საფუძვლით ხულოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით აღიარეს იდ----------------ე პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად და დაენიშნა პენსია. მას შემდეგ უწყვეტად იღებს სოციალური პაკეტით გათვალისწინებულ თანხას, შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებით სოციალური პაკეტით გათვალისწინებული პენსიიის შეწყვეტა უკანონოა.

 

მოპასუხე მხარე საპირისპიროს ამტკიცებს და განმარტავს, ხულოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული იქნა 19-- წლის 2-----------რს ყაზახეთის რესპუბლიკაში დაბადებული იდ----------------ე. მოსარჩელე იდ----------------ის პირადობის მოწმობის მიხედვით მისი დაბადების თარიღია 19-- წლის 2-----------რი. წარმოდგენილ სასამართლო გადაწყვეტილებაში და იდ----------------ის საბჭოთა კავშირის მოქალაქის პასპორტში აშკარად ჩანს რომ გადასწორებულია დაბადების წელი. შესაბამისად, უკანონო იყო ამ საფუძვლით სოციალური გასაცემელი და კანონიერად იქნა შეწყვეტილი.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებენ. სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდეგ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის პოზიციას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გარდა თავისი ახსნა განმარტებისა, წარმოადგინა მტკიცებულებები: პირადობის მოწმობის ასლი, სადაც აღნიშნულია, რომ იდ----------------ე დაიბადა 19-- წლის 2-----------რს, ყირგიზეთში. დაბადების მოწმობის ასლი, და ხულოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი, საქმე N 2-50, სადაც იდ----------------ის დაბადების თარიღად მითითებულია 19-- წლის 2-----------რი.

 

მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ ახსნა განმარტებაში აღნიშნული არგუმენტების დასამტკიცებლად წარმოდგენილი იქნა იდ----------------ის საპენსიო საქმეში არსებული ხულოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების ასლი, საქმე N 2-50, სადაც იდ----------------ის დაბადების თარიღად მითიტებულია 19-- წლის 2-----------რი, ასევე იდ----------------ის საბჭოტა კავშირის მოქალაქის პასპორტის ასლი, სადაც სადაც იდ----------------ის დაბადების თარიღად მითიტებულია 19-- წლის 2-----------რი.

 

დასახელებული გარემოებების სრულყოფილი დადგენის მიზნით სასამართლოს მიერ არქივიდან გამოთხოვილი იქნა სამოქალაქო საქმე N 2-50, იდ----------------ის განცხადებაზე, სადაც 1999 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულია იდ----------------ე, დაბადებული 19-- წლის 2-----------რს. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების მიხედვით, იდ----------------ე დაბადებულია 19-- წლის 2-----------რს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ცნობით გადასახლების შესახებ დგინდება, რომ იდ----------------ის მშობლები იზანო ზანდარაძე და ელმას რაშიდ ოღლი, ყირგიზეთში გადასახლებული იყვნენ და სპეცკომენდატურაში აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ 1944 წლის 31 ივლისიდან 1956 წლის 28 აპრილამდე.

 

დასახელებულ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხულოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულია იდ----------------ე, დაბადებული 19-- წლის 2-----------რს. მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უკანონობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

-მხარეთა ახსნა განმარტებები

-სასამართლოს გადაწყვეტილების ასლები, საქმის მასალები, გადაწყვეტილება

- პირადობის მოწმობის ასლი

-დაბადების მოწმობა

-ცნობები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იდ----------------ის სარჩელი არ უნდა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 05 მაისის გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, თუ არა მოსარჩელე იდ----------------ის მოთხოვნა იმ ადმინისტრაცილი აქტების ბათილად ცნობაზე, რომლებიც უკავშირდება მის მიმართ სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტას.

 

7.2. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ იდრის ზანდარძეს, როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვრპლს სოციალური პაკეტი განესაზღვრა ხულოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე და ამ სტატუსით აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონულ განყოფილებაში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

 

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის განსაზღვრავს სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძვლებს, რომლის თანახმად, 1. სოციალური პაკეტი შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა;

გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება:

გ.ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

გ.ბ) ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სოციალური პაკეტის შეჩერების შემთხვევაში – სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;

ე) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

ვ) ბენეფიციარის გარდაცვალებისას;

ზ) სოციალური პაკეტის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ;

თ) მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას;

ი) სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სტატუსის დაკარგვისას;

კ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი;

ლ) ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ მინიჭებული ვეტერანის სტატუსის დაკარგვისას;

მ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას;

ნ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ წესიდან.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ხულოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულია იდ----------------ე, დაბადებული 19-- წლის 2-----------რს და მასზე იყო განსაზღვრული შესაბამის სახელმწიფო გასაცემელი.

 

საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 05 მაისის გადაწყვეტილებითა და შემდგომ 2017 წლის 7 ივლისის წერილით კანონერად დაუდგინდა და ეცნობა, რომ იდ----------------ეს, რომლის საპენსიო საქმეში დაბადების თარიღად დადგენილია 19-- წლის 2-----------რი, შეუწყდა საშეღავათო გასაცემელი, რამდენადაც საქმეში არსებული ფაქტიური დოკუმენები არ შეესაბამება სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ საფუძვლით მოთხოვნილი იქნა 898.50 ლარის ბიუჯეტში დაბრუნება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე იდ----------------ეს კანონიერად შეუწყდა სოციალური პაკეტი და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 07 ივლისის 04-15-05/774 წერილით კანონიერადაა მოთხოვნილი 898.50 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.

7.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.4. სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილების 2017 წლის 05 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რადგან ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთი დარღვევას, რომლის არ არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი შედეგი. მოსარჩელე მხარის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად სასამართლოს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსარჩელე მხარის მოთხოვნა აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 24-ე 32-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. იდ----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ხულოს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: დ.ხულო, აღმაშენებლის ქ.N5) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე