განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/171-2018
(027230718001)
ხაშურის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- სერგოს ძე დ----–--–ი, დაბადებული 1998 წლის 20 თებერვალს საქართველოს მოქალაქე. პ/ნ 4----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები ქ-----–ის რაიონის სოფელ რ----ში.
ადვოკატი - ე--------------–-----–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
გ------- დ----–--–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა თავისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორსული ქალის მიმართ. კერძოდ,2018 წლის 21 ივლისს და 22 ივლისს, ღამის საათებში, ქ-----–ის რაიონის სოფელ რ----ში, გ------- დ----–--–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, თავისი ორსული მეუღლის თ------------ის მიმართ. კერძოდ 2018 წლის 21 ივლისს დაზიანება მიაყენა მარცხენა მკლავის მიდამოში, ხოლო მეორე დღეს, ანუ 22 ივლისს, ხელი დაარტყა სახისა და თავის არეში, რითაც თ------------ეს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი გ------- დ----–--–ს ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ბრალდება გ------- დ----–--–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის შესახებ ეყრდნობა დაზარალებულ თ------------ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების: ლილი დ----–--–ის, ლაშა დ----–--–ის, სერგო დ----–--–ის, ნონა შატაკიშვილის, ნინო შატაკიშვილის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას თ------------ის სხეულის დაზიანების შესახებ, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმს და საქმის სხვა ერთობლივ მასალებს, რომელთაგან მხარემ სადავოდ გახადა მხოლოდ დაზარალებულ თ------------ის ჩვენება და მოწმეების ლილი და სერგო დ----–--–ების ჩვენებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად ვერ მიიჩნევს გ------- დ----–--–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რადგან საქმის განხილვის შედეგად ბრალდების სამტკიცებლად, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმეში არ მოიპოვება. კერძოდ,საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა გ------- დ----–--–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
დაზარალებულმა თ------------ემ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება სასამართლოს მისი ახლო ნათესავის, მეუღლის, გ------- დ----–--–ის საწინააღმდეგოდ.
ასევე გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება სასამართლოს მოწმეებმა ლილი და სერგო დ----–--–ებმა, მათი შვილის გ------- დ----–--–ის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 24 ივლისის N005104018 დასკვნით დადგენილია რომ გამოკვლევის დროს თ------------ეს მარცხენა მხრის ზედა მესამედში აღენიშნებოდა 1,5X1,5 სმ ზომის დაზიანება სისხლჩაქცევის სახით - განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა დამოუკიდებლად, სხვა უტყუარ მტკიცებულებათა გარეშე, ვერ გახდება პირის მსჯავრდების საფუძველი, ვერ ჩაითვლება ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად.
ამდენად საქმეში არ მოიპოვება თუნდაც ერთი უტყუარი მტკიცებულება გ------- დ----–--–ისათვის შერაცხული ბრალდების სამტკიცებლად. რის გამოც იგი გამართლებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სმართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია ბრალმდებელს. მოცემულ პრინციპს განამტკიცებს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია საქმის სამართლიანად განხილვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს და სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში აწესებს მოთხოვნებს მტკიცების ტვირთთან მიმართებით. (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Allen v. The United Kingdom, N2542/09,12/07/2013).
საქმეში განთავსებული ირიბი მტკიცებულებები, (პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე) ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის მოთხოვნებს. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით არასკონსტიტუციურად არის ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართბით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რომლის თანახმად დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
ამდენად, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რომ გ------- დ----–--–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა თავისივე ოჯახის წევრის, ორსული მეუღლის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იგი უნდა გამართლდეს აღნიშნულ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- დ----–--–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
2. გაუქმდეს გ------- დ----–--–ი მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო. გირაოს თანხა 2000(ორი ათასი) ლარი განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
3.განემარტოს გამართლებულ გ------- დ----–--–ს რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად იდავოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
4.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი გრიგოლ რობაქიძის ქუჩა N 7ა) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა N 15) მეშვეობით.
მოსამართლე
ნაირა გიგიტაშვილი