განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/1----18
№0-----------
12 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორები - მ-----------------, ნ----------–-, გ--------–---------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ-----------------, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------------------–-------------------------
ადვოკატი - ს---–-------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 1-----------–--, 2018 წლის 2-----------–-ს და 2018 წლის 0--------ის ეპიზოდები).
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ა) საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილი ბრალდება
წარდგენილი ბრალდების არსი:
1999 წლიდან დაკავებამდე, გ----------------- ნათესავებთან, ბიძა - ჯ-----------------სთან, ბიცოლა - გ---–---------------სთან და ბიძაშვილებთან - ლ--–- და ბ----------------ებთან ერთად, ცხოვრობდა ქ. თბილისში, მ-----------------ში არსებულ სახლში. თანაცხოვრების პერიოდში, გ-----------------, ზემოხსენებულ პირებთან ერთად ახორციელებდა ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2018 წლის 2------------–ს, ღამის საათებში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი გ----------------- მივიდა ქ. თბილისში, მ-----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბ----------------ს ხელი ჩაარტყა ზურგის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 0--------ს, ღამის საათებში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი გ----------------- კვლავ მივიდა ლ--–-, ბ------ და გ---–---------------ების საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლ--–- ბ-------ეს ხელი ჩაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ცხვირის დაზიანება.
ამასთან, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, 2014 წლიდან, გ----------------- სისტემატიურად, მათ შორის - 2017 წლის 0-------------, 2017 წლის 2------------ს, 2018 წლის 1------------–ს, 2018 წლის 2------------–სა და 2018 წლის 0--------ს, ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ერთიან საოჯახო მეურნეობაში მყოფ ოჯახის წევრებს - გ---–---------------ს, ბ----------------სა და ლ--–- ბ-------ეს, რის გამოც ხსენებული პირები განიცდიდნენ ტანჯვას.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 2------------–ს, ღამის საათებში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი გ----------------- მივიდა მისი ბიძის, ქ. თბილისში, მ-----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბიძაშვილს - ბ----------------ს ხელი ჩაარტყა ზურგის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 0--------ს, ღამის საათებში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი გ----------------- კვლავ მივიდა ბიძის საცხოვრებელ სახლში და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბიძაშვილს, ლ--–- ბ-------ეს ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ცხვირის დაზიანება. ასევე, 2014 წლიდან, გ-----------------, ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა გ---–---------------ს, ბ----------------სა და ლ--–- ბ-------ეს.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
ბრალდებულ გ------- ბ-------ის ბიძაშვილმა - დაზარალებულმა ბ----------------მ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ის და მისი და - ლ--–- ბ-------ე, გ-----------------სთან ერთად იზრდებოდნენ. გ------- ბავშვობიდანვე კონფლიქტური იყო, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაბრუნების შემდეგ განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. ყოველდღიურად, ხან - უმიზეზოდ, ხან კი, მისი წილი ქონების ღირებულების ოდენობის თანხის მოთხოვნით, ბიძის ოჯახის წევრებთან მოსდიოდა კონფლიქტი და არამხოლოდ სიტყვიერ, არამედ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდა მათ. პირადად მას გ------- ფიზიკურად გაუსწორდა 2018 წლის 2------------–ს მომხდარი ინციდენტისას, რა დროსაც გ------- ჯერ დედამისს, გ---–---------------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ კი, შექმნილი სიტუაციის განმუხტვის მიზნით დედასთან მისულს, მასაც ჩაარტყა ხელი ზურგში. 2018 წლის 0--------ს, საღამოს, დაახლოებით 11-12 საათზე, გ-------, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, კვლავ მივიდა მათ სახლთან და დაუწყო მას ლანძღვა და გინება. აღნიშნულის გამო გ-------სთან მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება. მდგომარეობის გამწვავების თავიდან არიდების მიზნით გადაწყვიტა საპატრულო პოლიციის გამოძახება. დასარეკად სახლში შესულმა დაინახა, რომ გ-------მ მის დას, ლ--–-ს, - რომელიც საკუთარი მობილური ტელეფონით, გ-------ს ქცევის აღსაბეჭდად, ვიდეოგადაღებას აწარმოებდა, - სახეში დაარტყა ხელი. ამის დანახვაზე გარეთ გავიდა და გ------- ხელის კვრით მოაცილა ლ--–-ს, რომელსაც სისხლიანი ჰქონდა სახე და ამბობდა - ცხვირი გამიტეხაო. დაზარალებულმა ბ----------------მ დაკითხვისას აღნიშნა, რომ ბრალდებული თავისი აგრესიულობით მუდმივად სტრესის ქვეშ ამყოფებდა მის ოჯახს. დედას არაერთხელ დაურეკავს მისთვის თხოვნით მალე დაბრუნებულიყო შინ, რადგან მარტო მყოფს გ-------სი ეშინოდა.
დაზარალებულმა ლ--–- ბ-------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ გ----------------- მისი ბიძაშვილია და ცალ-ცალკე, ერთ ეზოში ცხოვრობენ. მისი ოჯახისა და გ-------ს სახლებს კომუნალური გადასახადები აქვთ საერთო, რადგან მათ საცხოვრებელ მისამართზე მდებარე მთელი უძრავი ქონება ერთი პირის - ჯ------- ბ-------ის (დაზარალებულის მამის) სახელზეა რეგისტრირებული. მას შემდეგ, რაც გ-----------------მ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელი მოიხადა და შინ დაბრუნდა, იგი დიდ აგრესიას ავლენდა ბიძის ოჯახის წევრების მიმართ, მათი დასახიჩრებით და სახლის გადაწვით იმუქრებოდა, ყველას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, პირადად მას კი ფიზიკურადაც გაუსწორდა. წლების მანძილზე გ-------ს ამგვარ საქციელს პატიობდნენ, მაგრამ შემდეგ, როცა ნათელი გახდა, რომ მასთან საერთო ენის გამონახვა შეუძლებელი იყო, ჯერ - შემაკავებელი, შემდეგ კი დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართეს. მიღებულმა ზომებმა შედეგი არ გამოიღო, რადგან გ-------მ გააგრძელა მათ მიმართ ჩხუბი და მუქარა. 2018 წლის 0--------ს გ-------, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, ღამის 11-12 საათზე მივიდა და ლანძღვა-გინება დაუწყო მათ. მისი მამხილებელი მტკიცებულების მოპოვების მიზნით, საკუთარი მობილური ტელეფონით დაიწყო გ-------ს ვიდეოგადაღება, რამაც ძალიან გააღიზიანა იგი და სახეში, ცხვირში ჩაარტყა ხელი. მისი ოჯახის წევრებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დადგინდა, რომ გ-------ს მიერ მიყენებული დარტყმის შედეგად ჰქონდა ცხვირის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა.
დაზარალებულმა გ---–---------------მ, ბრალდებულის ბიძის - ჯ------- ბ-------ის მეუღლემ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისი ოჯახი და გ----------------- ერთ ეზოში, თუმცა - ცალ-ცალკე ფართებში ცხოვრობენ. გ-------ს ბავშვობიდან საკუთარი შვილივით პატრონობდნენ, მის კომუნალურ გადასახადებს იხდიდნენ და ფინანსურად სხვაგვარადაც ეხმარებოდნენ, რადგან არ მუშაობდა და მატერიალური პრობლემები ჰქონდა. განსხვავებული იყო თავად გ-------ს დამოკიდებულება მათ მიმართ. 2014 წელს, სასჯელის მოხდის შემდეგ, გ------- (განსაკუთრებით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი) დიდ აგრესიას იჩენდა მათ მიმართ, შეურაცხყოფდა და სახლის გადაწვით, თვალების დათხრით და დახოცვით ემუქრებოდა. გ-------ს ჩხუბის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ, სახლის დაბრუნებას ითხოვდა, რომელიც, რეალურად, მისთვის არავის წაურთმევია. ბოლო პერიოდში გ------- მათ მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას აღარ დასჯერდა და ფიზიკურ ძალადობას მიმართა. თავდაპირველად სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მიუმართავთ, რადგან გ------- ნასამართლევი იყო და მისთვის პრობლემების შექმნა არ სურდათ, მოგვიანებით კი, როცა სიტუაცია გამწვავდა და სხვა გზა აღარ ჰქონდათ, დასახმარებლად პოლიციას მიმართეს. კერძოდ, ამგვარ ინციდენტებს ადგილი ჰქონდა 2018 წლის თებერვალში და მარტში. ერთ შემთხვევაში, როცა გ------- მისი სახლის დაგირავებას და თანხის მიცემას მოითხოვდა, ზურგში ხელი დაატყა ბ----------------ს, მეორე შემთხვევაში კი ლ--–- ბ-------ეს ჩაარტყა ცხვირში მობილური ტელეფონი, როცა ეს უკანასკნელი მას მობილური ტელეფონით იღებდა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ქ. თბილისში, მ-----------------ში მდებარე ქონების ნაწილი, რომელიც გ-----------------ს ეკუთვნის, მის მეუღლეზე - ჯ-----------------ზეა რეგისტრირებული, მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ უძრავი ქონების გაფორმების პერიოდში თავად გ----------------- სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა.
შსს სა---------–-------–-–------------------------------–---------------------------–------------------------------–--- გამომძიებელ რ---------------–-ასთვის ლ--–- ბ-------ის მიერ წარდგენილი, DVD-R დისკზე დატანილი ვიდეოჩანაწერის თანახმად, ჩანაწერის დასაწყისში გ-------, ლ--–- და გ---–---------------ები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს, ვიდეოგრამის დასასრულს კი - გ----------------- აგრესიულად მიემართება ვიდეოს გადამღების მიმართულებით, იქნევს ხელს, რის შემდეგაც ვიდეოგრამა ითიშება.
მოწმე ჯ-----------------მ, ბრალდებულ გ------- ბ-------ის ბიძამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ოჯახთან - მეუღლესთან და შვილებთან ერთად. ბრალდებული გ-----------------, მისი აწგარდაცვლილი ძმის შვილი, მათგან განცალკევებით ცხოვრობს, აქვს საკუთარი ფართი, სამზარეულო და აბაზანა. მიუხედავად ამისა, გ-------ს კომუნალურ გადასახადებსაც თავად იხდის, ვინაიდან ის ფართიც, სადაც გ------- ცხოვრობს მის სახელზეა რეგისტრირებული. სასჯელის მოხდის შემდეგ დაბრუნებული გ-------, არამარტო მათთან, არამედ - მეზობლებთან ურთიერთობაშიც, დიდი აგრესიით გამოირჩეოდა, ყველას შეურაცხყოფას აყენებდა და ჩხუბიც ხშირად მოსდიოდა. მდგომარეობას ის გარემოება ართულებდა, რომ გ------- ალკოჰოლურ სასმელს ეტანებოდა, რაც მას უფრო მეტად აგრესიულს ხდიდა. იყო შემთხვევები, როცა მისი ოჯახის წევრებისთვის, სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად, გ-------ს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიუყენებია. მოწმე ჯ-----------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 0--------ს, გ------- ბ-------ის მიერ ლ--–- ბ-------ისათვის დარტმის ფაქტს არ შესწრებია, მაგრამ როცა სახლში მივიდა, ნახა, რომ მის ქალიშვილს ცხვირიდან სისხლი სდიოდა, ჩასისხლიანებული ჰქონდა თვალები, ხოლო შემდეგ დღეებში სახე დაუსივდა, თვალები და ცხვირი ჩაულურჯდა, რის გამოც ორი კვირა სამსახურში ვერ დადიოდა.
მოწმე გ------- შ--–----ს, შსს სა---------–-------–-–------------------------------–---------------------------–-------------–--------------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 2------------–ს, მეწყვილესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მათ მიიღეს შეტყობინება ქ. თბილისში, მ-----------------ში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. ადგილზე მისულებს დახვდათ ამავე მისამართზე მცხოვრები ბ----------------, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა ბიძაშვილმა, გ-----------------მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საინფორმაციო ბაზაში გადამოწმებით დადგინდა, რომ გ------- ბ-------ის მიმართ გამოცემული იყო დამცავი ორდერი, მსხვერპლის, ბ------ ბ-------ის დის - ლ--–- ბ-------ის დასაცავად. ვინაიდან გ------- ბ-------ის ქმედებებში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, გამოძახებული იქნენ საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლები.
მოწმე დ----------------ის, შსს ს----------–-------–-–------------------------------–---------------------------–------------------------–---------------–--- პატრულ-ინსპექტორის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 0--------ს, მეწყვილე გ-------–-------–---–თან ერთად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება ქ. თბილისში, მ-----------------ში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. მისამართზე გამოცხადებისას, ერთის მხრივ, გ-----------------მ განაცხადა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბიძაშვილმა - ლ--–- ბ-------ემ, მეორეს მხრივ კი, თავად ლ--–- ბ-------ემ განმარტა, რომ გ------- ბ-------ის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. სხეულის დაზიანებები კონფლიქტის ორივე მონაწილეს აღენიშნებოდა, ლ--–- ბ-------ეს - ცხვირზე, გ-----------------ს კი - თავზე. გ----------------- იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, იგი აგრესიას გამოხატავდა ლ--–- ბ-------ის მიმართ, არ ემორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაფორმებული N1--- სამედიცინო ბარათის თანახმად, 2018 წლის 0--------ს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ ჩატარებული სამედიცინო შემოწმების დროს, გ-----------------ს, თხემის მიდამოში აღენიშნებოდა ნახეთქი სისხლმდენი ჭრილობა, რომელიც, მისი გადმოცემით, მიიღო ცემის შედეგად.
მოწმე ნ----------------მ, შსს სა---------–-------–-–------------------------------–---------------------------–------------------------------–--- გამომძიებელმა დაადასტურა მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერება და დამატებით განმარტა, რომ დაზარალებული ლ--–- ბ-------ე გამოკითხა შემთხვევიდან რამდენიმე საათში, კლინიკიდან მისი გამოწერის შემდეგ, რა დროსაც დაზარალებულს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანება, შეშუპებული ჰქონდა ცხვირი და თვალთან სილურჯე ეტყობოდა.
მოწმე მ-----------–-----ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ ათეული წლებია ბრალდებულის და დაზარალებულთა მეზობელია, რომლებიც ერთ ეზოში, ერთმანეთისგან იზოლირებულად, ცალ-ცალკე სახლებში ცხოვრობენ. გ----------------- ბოლო პერიოდში ალკოჰოლურ სასმელს ეტანებოდა და გარშემომყოფების, განსაკუთრებით კი - ბიძამისის ოჯახის წევრების მიმართ აგრესიას ავლენდა. ხშირად გაუგონია ამ უკანასკნელთა მიმართ გ. ბ-------ის ხმამაღალი ლანძღვა-გინება. ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არასდროს შესწრებია. 2018 წლის მარტის თვეში პირადად ნახა ლ--–- ბ-------ე, რომელსაც ცხვირზე დაზიანება ეტყობოდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობით დგინდება, რომ 2018 წლის 0--------ს ლ--–- ბ-------ეს დაუდგინდა ცხვირის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა ცდომის გარეშე. დოკუმენტში მითითებულია, რომ ზემოაღნიშნული ტრავმა, პაციენტის გადმოცემით, მიღებული აქვს რამდენიმე სააათის წინ მომხდარი კონფლიქტისას, ცხვირის არეში დარტყმის შედეგად.
შპს „--–-------------–----–---–-- სახელობის კლინიკის“ მიმღების რეანიმატოლოგმა, შ---------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 0--------ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ კლინიკაში შემოყვანილი იქნა ლ--–- ბ-------ე, რომელიც უჩიოდა წვას და ტკივილს ცხვირის მიდამოში. ობიექტურად ლ. ბ-------ეს აღენიშნებოდა შესიება ცხვირის არეში. პაციენტი კონსულტირებული იქნა ყბა-სახის ქირურგის მიერ, გაუკეთდა ცხვირის ძვლების რენტგენოგრაფია, რა დროსაც აღინიშნა ცხვირის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა, ფრაგმენტების ცდომის გარეშე. ყბა-სახის ქირურგის რეკომენდაციით პაციენტს ოპერაციული ჩარევა ან სხვა რაიმე მკურნალობა იმ ეტაპზე არ ესაჭიროებოდა, რის გამოც იგი გაწერილი იქნა კლინიკიდან. მოწმე შ---------------მ ასევე განმარტა, რომ პაციენტისთვის ცხვირის ძვლების რენტგენოგრაფირებისას რადიოლოგი აუცილებლად გამოავლენდა ძვალზე ქირურგიული ზემოქმედების კვალს, რასაც სათანადო დოკუმენტაციაშიც ასახავდა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ლ--–- ბ-------ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილ ფოტოსურათებზე აღბეჭდილია ლ--–- ბ-------ე, რომელსაც, ცხვირის არეში აღენიშნება შესიება და ჩალურჯებები.
ს----------–-----------–--------------------------0-------- დასკვნის თანახმად, ბ------ ბ-------ის სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით და წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, გ------- ბ-------ის ქმედებებით ბ---------------- განიცდიდა ფსიქოლოგიურ (მორალურ) დამცირებას და ტანჯვას.
ს----------–-----------–--------------------------0-------- დასკვნის (ექსპერტი: თ-------------ე) თანახმად, გ---–----- ბ-------ის სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით და წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, გ------- ბ-------ის ქმედებებით გ---–--------------- განიცდიდა ფსიქოლოგიურ (მორალურ) დამცირებას და ტანჯვას.
ს----------–-----------–--------------------------0-------- დასკვნის თანახმად, წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ლ--–- ბ-------ის ექსპერტ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ლ--–- ბ-------ის მიმართ, გ------- ბ-------ის მხრიდან განხორციელებული ქმედებები ვერ მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტ-ფსიქოლოგმა, მ--------------მ, განმარტა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე 2018 წლის 2------------–ს ჩაატარა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ლ--–- ბ-------ის მიმართ, რა დროსაც გამოყენებული იქნა ყველა ის ტესტი და კითხვარი, რომელიც ამომწურავ პასუხს იძლევა გამოსაკვლევი პირის მეხსიერების, ყურადღების, აზროვნების წყობის, აღქმის, ინტელექტის და მისი ემოციური მდგომარეობის შესახებ. კლინიკური საუბრისას გამოსაკვლევი პირი იყო დაბნეული, არათანამდევრული, მისი თხრობა იყო ფრაგმენტული და, ამასთან, იგი კატეგორიულად აფიქსირებდა, რომ გ----------------- ფიზიკურად მას არ შეხებია. გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გ-----------------სთან არსებული კონფლიქტები ლ--–- ბ-------ისათვის ვერ მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს. ექსპერტმა მ--------------მ ასევე აღნიშნა, რომ საექსპერტო კვლევისას, თხრობის დროს, ლ--–- ბ-------ე, შესაძლოა, თანმიმდევრულად ვერ იხსენებდა ფაქტებს, მაგრამ აბსოლუტურად ობიექტურად გადმოსცემდა გარემოებებს და არ ცდილობდა ფაქტების გამუქებას და ხელოვნურად დამძიმებას.
მოწმე თ-------------–-–---–ის ჩვენებით, ლ--–- და ბ----------------ებს იცნობს დაახლოებით 10 წელია და მათ ოჯახთან აქვს ახლო მეგობრული ურთიერთობა. ამ ხნის განმავლობაში, მ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბევრჯერ უნახავს მათი ბიძაშვილი, გ-----------------, რომელიც იმავე ეზოში მდებარე სხვა სახლში ცხოვრობს. არაერთხელ შესწრებია გ------- ბ-------ის მიერ მისი ბიძის ოჯახის წევრების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, რის გამოც, ბ-------ეების ოჯახს ურჩევდა კიდეც მიემართათ პოლიციისთვის. ერთხელ თავადაც გახდა გ------- ბ-------ის აგრესიის მსხვერპლი, როდესაც ლ--–- ბ-------ის დაბადების დღეზე, გ-------მ უცენზურო სიტყვებით აგინა სტუმრებს, მათ შორის - მასაც. მოწმე თ. კ------–-–---–მა გ----------------- დაახასიათა, როგორც ძალიან აგრესიული პიროვნება.
ბრალდებულმა გ-----------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
სასამართლომ შეაფასა რა სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის პოზიცია ბრალდებული გ------- ბ-------ის უდანაშაულობის შესახებ საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა დაცვის მხარის განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებით მოცული ყველა ინციდენტი პროვოცირებულია თავად დაზარალებულების მიერ, რომელთაც მისი ქონების დაპატრონება სურთ.
დაცვის მხარის ზემოაღნიშნული პოზიციის საპასუხოდ, სასამართლო განმარტავს, რომ კრიტიკულად შეაფასა რა დაზარალებულთა მიერ გაცხადებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობა, სავსებით დარწმუნდა ამ პირთა გულწრფელობაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულად ცნობილი პირების - ლ--–- ბ-------ის, ბ------ ბ-------ის და გ---–----- ბ-------ის ჩვენებები გ------- ბ-------ის მხრივ მათ მიმართ განხორციელებულ ქმედებათა შესახებ, საკმაოდ თანმიმდევრული და დამაჯერებელია. ამასთან, გარდა იმისა, რომ ეს მტკიცებულებები შინაარსობრივად ერთმანეთთან თანმხვედრია, ისინი გამყარებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვადასხვა მტკიცებულებებით, რომელთა ობიექტურობაში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადგინდა, რომ გ-----------------სა და მისი ბიძის ოჯახის წევრებს შორის წლების მანძილზე ადგილი ჰქონდა კონფლიქტებს, რომელთა ინიციატორი იყო ბრალდებული გ-----------------. არამარტო დაზარალებულები, არამედ მათი და ბრალდებულის მეზობლად მცხოვრები პირები გ-----------------ს ახასიათებენ, როგორც ალკოჰოლზე დამოკიდებულ, კონფლიქტურ პიროვნებას, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა როგორც დაზარალებულების, ისე გარეშე პირთა მიმართ. გ. ბ-------ის მხრიდან მისი ბიძის ოჯახის წევრების მიმართ აგრესიის გამოვლინება ატარებდა სისტემატურ ხასიათს და არაერთხელ წარმოუშვია დაზარალებულებისთვის სამართალდამცველთაგან დახმარების მიღების აუცილებლობა.
ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის არსებული ურთიერთობის შეფასების კონტექსტში, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები ბ------ ბ-------ისა და გ---–----- ბ-------ის მწვავე ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, რაც განპირობებულია გ------- ბ-------ის მხრივ მათი ოჯახის მიმართ აგრესიული დამოკიდებულებითა და ქცევით.
ამდენად, მხოლოდ გ. ბ-------ესა და მისი ბიძის ოჯახის წევრებს შორის წლების მანძილზე არსებული ურთიერთობის გათვალისწინებითაც, დაზარალებულთა განმარტებები გ------- ბ-------ის მიერ მათ მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის თაობაზე, სასამართლოსთვის დამაჯერებლობას მოკლებული არ არის.
ამასთანავე, სასამართლო თვლის, რომ 2018 წლის 2------------–ს გ------- ბ-------ის მიერ ბ------ ბ-------ის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, გარდა თავად ბ------ ბ-------ის ჩვენებისა, დადასტურებულია შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების - ლ--–- ბ-------ის და გ---–----- ბ-------ის ჩვენებებით. ზემოაღნიშნულ პირთა განმარტებები გ------- ბ-------ის მხრივ აგრესიული, ძალადობრივი ქმედებების შესახებ, თანხვედრაშია კონფლიქტის ადგილზე გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორის, გ------- შ--–----ს ჩვენებასთან, რომლის თანახმადაც, გ----------------- სამართალდამცველთა თანდასწრებითაც იგინებოდა და ავლენდა აგრესიას.
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს 2018 წლის 0--------ს გ------- ბ-------ის მიერ ლ--–- ბ-------ის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტსაც. გარდა დაზარალებული ლ--–- ბ-------ის ჩვენებისა, ძალადობის ზემოაღნიშნული ფაქტი დასტურდება შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების - ბ------ ბ-------ის და გ---–----- ბ-------ის ჩვენებებით, რომელთა თანახმადაც გ-----------------მ, რომელიც ლ--–- ბ-------ის საქციელმა (მობილური ტელეფონის საშუალებით გ------- ბ-------ის ვიდეოგადაღებამ) გააღიზიანა, ხელი ჩაარტყა სახეში. ზემოაღნიშნულ პირთა ჩვენებების უტყუარობა, თავის მხრივ, დადგენილია სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ მიემართება გ----------------- ლ--–- ბ-------ისკენ და აგრესიულად იქნევს მისი მიმართულებით ხელს; ასევე - სამედიცინო დოკუმენტაციით, ფოტოსურათებით და დაკითხულ მოწმეთა (ლ--–- ბ-------ის მამა, მეზობელი, გამომძიებელი) ჩვენებებით, რომელთა თანახმადაც, ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილი კონფლიქტის დღეს და მას შემდეგაც ლ--–- ბ-------ეს სახეზე (ცხვირზე) აღენიშნებოდა დაზიანება.
ამდენად, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადგინდა, რომ 2018 წლის 0--------ს ლ--–- ბ-------ის სახეზე არსებული დაზიანება მას ბრალდებულმა გ-----------------მ მიაყენა. შესაბამისად, დაცვის მხარის მინიშნება, იმასთან დაკავშირებით, რომ გ-----------------სთან კონფლიქტის პერიოდში ლ--–- ბ-------ის სახეზე არსებული დაზიანება წარმოადგენდა არა ტრავმის, არამედ ქირურგიული ჩარევის შედეგს, სინამდვილეს არ შეესაბამება, მითუფრო, რომ არც ლ--–- ბ-------ის ოჯახის წევრებისა და მისი მეზობლების ჩვენებები და არც ზემოაღნიშნული დაზიანების ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაცია ამგვარი ფაქტის არსებობას არ ადასტურებს.
ლ--–- ბ-------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდში სასამართლომ გააანალიზა ის გარემოებაც, რომ კონფლიქტის შედეგად არამხოლოდ ლ--–- ბ-------ეს, არამედ ბრალდებულსაც აღენიშნებოდა დაზიანება - თხემის მიდამოში არსებული ნახეთქი ჭრილობის სახით, რაც პატრულ ინსპექტორ დ----------------ის ჩვენებითა და გ------- ბ-------ის სამედიცინო ბარათით დადგინდა. აღსანიშნავია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ზემოაღნიშნული დაზიანება ბრალდებულმა მის მიერ ლ--–- ბ-------ის ფიზიკურ შეურაცხყოფამდე მიიღო. ვიდეოჩანაწერი, სადაც, ფაქტობრივად, აღბეჭდილია გ------- ბ-------ის მიერ ლ--–- ბ-------ისთვის ხელის დარტყმის მომენტი და მანამდე არსებული ვითარება, სასამართლოს არ უქმნის რწმენას იმისა, რომ გ. ბ-------ის მხრივ ძალადობა განხორციელებული იქნა მისი სხეულის დაზიანების საპასუხოდ. შესაბამისად, ვარაუდის საფუძველი, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს ფიზიკური დაზიანება მოგერიების მდგომარეობაში მყოფმა მიაყენა, სასამართლოს არ აქვს. (თუ ვინ მიაყენა ანდა რა ვითარებაში მიიღო გ-----------------მ ზემოაღნიშნული დაზიანება, მოცემული სისხლის სამართლის ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა, თუმცა, ფაქტზე, პროკურორის დადგენილებით, ცალკე წარმოების სახით, მიმდინარეობს გამოძიება.)
დაზარალებული ლ--–- ბ-------ის გულწრფელობის საკითხის გამოკვლევისას სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ექსპერტ-ფსიქოლოგის, მ--------------ს განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ საექსპერტო კვლევისას ლ--–- ბ-------ე აბსოლუტურად ობიექტურად გადმოსცემდა გარემოებებს და არ ცდილობდა ფაქტების გამუქებას და ხელოვნურად დამძიმებას. ლ--–- ბ-------ის ობიექტურობას წარმოაჩენს ისიც, რომ გ------- ბ-------ის მიერ მის ფიზიკურ შეურაცხყოფამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული საექსპერტო კვლევის დროს ლ--–- ბ-------ე კატეგორიულად აფიქსირებდა, რომ გ----------------- ფიზიკურად არ შეხებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ-----------------მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილებს, კერძოდ, 2018 წლის 2------------–ს ბ----------------ს დაარტყა ხელი ზურგში, 2018 წლის 0--------ს კი, ლ--–- ბ-------ეს - სახეში.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებელს გ------- ბ-------ის ქმედების სამართლებრივ შეფასებაში, რადგან მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ძალადობა წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა), და არა - სსკ-ის 1261 მუხლით (ოჯახური ძალადობა) გათვალისწინებულ დანაშაულს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით ცალკეა ფორმირებული ძალადობის ერთ-ერთი ტიპური გამოვლინება - ოჯახში ძალადობა. ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი - მსხვერპლის ოჯახის წევრი, რომელშიც საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის, მოიაზრება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
გ. ბ-------ის ბრალდების საქმის განხილვისას გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა ცხადჰყო, რომ ბრალდებული გ----------------- დაზარალებული ლ--–- ბ-------ის და ბ------ ბ-------ის ბიძაშვილია და იგი მათ მეზობლად, იმავე მისამართზე, თუმცა - განცალკევებით, დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით მდებარე შენობა-ნაგებობაში ცხოვრობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის დაზარალებულების ოჯახის წევრად მიჩნევა საფუძველს მოკლებულია.
ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ის გარემოებები, რომ ბრალდებულის საცხოვრებელი ფართი საჯარო რეესტრის მონაცემებით დაზარალებულთა ოჯახის ერთ-ერთ წევრზეა (მამაზე) რეგისტრირებული და გ. ბ-------ის წილ კომუნალურ გადასახადებსაც, ამ უკანასკნელის მატერიალური სიდუხჭირის გამო, დაზარალებულების ოჯახი იხდის, არ ქმნის საფუძველს დადგენილად მივიჩნიოთ, რომ გ-----------------, ლ--–- ბ-------ე და ბ---------------- ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევიან.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთიანი საოჯახო მეურნეობა, ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებას და ამ საშუალებების ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული გ----------------- არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტს, მისი ქმედება ვერ შეფასდება „ოჯახში ძალადობად“ და უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ძალადობა, რომელიც, ამავე მუხლის დისპოზიციის თანახმად, ობიექტური მხრივ გამოიხატება ცემასა ან სხვაგვარ ძალადობაში (ქმედება); მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებაში, ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის გარეშე (შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ცემა“ წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო „სხვაგვარი ძალადობა“ - ერთჯერად ძალმომრეობით აქტს.
სუბიექტური მხრივ ძალადობა განზრახი დანაშაულია, ქმედების კვალიფიკაციისათვის მოტივსა და მიზანს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ისინი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასჯელის განსაზღვრის დროს.
მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- ბ-------ის მიერ სხვადასხვა დროს ინიცირებული კონფლიქტისას, მან განზრახ გამოიყენა ფიზიკური ძალა ლ--–- ბ-------ისა და ბ------ ბ-------ის მიმართ, რა დროსაც ბ----------------ს - ზურგში, ლ--–- ბ-------ეს კი სახეში ჩაარტყა ხელი, რითაც მათ ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
ამდენად, გ------- ბ-------ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, როგორც ლ--–- ბ-------ესთან, ისე ბ----------------სთან მიმართებაში, გ------- ბ-------ის ქმედებებში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა).
სასამართლო განმარტავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ლ--–- და ბ----------------ების მიმართ განხორციელებული ძალადობით ბრალდებულს ჩადენილი აქვს დანაშაულის ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეპიზოდი, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ორი დანაშაულისათვის მისი მსჯავრდება ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დაწესებულ დებულებას, რომლის თანახმადაც, წარდგენილი ბრალდებისგან გადახვევისას, სასამართლოს ქმედების კვალიფიკაციის უფრო მსუბუქით შეცვლის შესაძლებლობა გააჩნია, ბრალდებულის მდგომარეობის გაუარესების უფლება კი არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ ერთი მუხლით წარდგენილი ბრალდების ორ სხვა მუხლზე გადაკვალიფიცირება გ------- ბ-------ის ინტერესებს არსებითად ლახავს, რადგან საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, ალტერნატივის სახით, თითოეული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელთა შეკრების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------- ბ-------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ დადგება ორი მუხლით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის მას უნდა განესაზღვროს ერთი სასჯელი.
ბ) საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილით
გათვალისწინებულ დანაშაულთათვის წარდგენილი ბრალდება
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 1------------–ს, გ-----------------მ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2------------- დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა პირმა, დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1---------ს გადაწყვეტილებით დამტკიცებული დამცავი ორდერის მოთხოვნები, კერძოდ - მივიდა მსხვერპლ ლ--–- ბ-------ესთან, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ადგილას და მიაყენა შეურაცხყოფა.
2018 წლის 2------------–ს, გ-----------------მ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2------------- დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა პირმა, დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1---------ს გადაწყვეტილებით დამტკიცებული დამცავი ორდერის მოთხოვნები, კერძოდ - მივიდა მსხვერპლ ლ--–- ბ-------ესთან, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ადგილას და მიაყენა შეურაცხყოფა.
2018 წლის 0--------ს, გ-----------------მ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2------------- დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა პირმა, დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1---------ს გადაწყვეტილებით დამტკიცებული დამცავი ორდერის მოთხოვნები, კერძოდ - მივიდა მსხვერპლ ლ--–- ბ-------ესთან, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ადგილას და მიაყენა შეურაცხყოფა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2017 წლის 0------------ს N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, იგი გამოცემულია ინსპექტორ-გამომძიებელ ვ-–----------–---–----ის მიერ, გ------- ბ-------ის (მოძალადე) მხრივ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობისგან ლ--–- ბ-------ის (მსხვერპლი) დაცვის მიზნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2------------- N4------17 დადგენილების თანახმად, გ-----------------, რომლის მიერაც 2017 წლის 20 დეკემბერს დარღვეული იქნა ამავე წლის 0------------- გამოცემული შემაკავებელი ორდერის პირობები, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის 1-ლი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 02 (ორი) დღე-ღამის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1---------ს N3----18 გადაწყვეტილების თანახმად, ლ--–- ბ-------ის დაცვის მიზნით მოძალადე გ------- ბ-------ის მიმართ გაცემული იქნა დამცავი ორდერი, რომლის თანახმადაც, ამ უკანასკნელს, 06 (ექვსი) თვის ვადით აეკრძალა ლ--–- ბ-------ესთან, მის სამუშაო ადგილსა და იმ სხვა ადგილებთნ მიახლოება, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფება; გ-----------------ს ასევე აეკრძალა ლ--–- ბ-------ესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
ლ--–- ბ-------ის 2018 წლის 2-----------–-- ახსნა-განმარტებით (მიცემული აქვს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში) დგინდება, რომ 2018 წლის 1------------–ს, დაახლოებით 22:00 საათზე, იმყოფებოდა სახლში ოჯახთან ერთად, რა დროსაც მობილურ ტელეფონზე დაურეკა ბიძაშვილმა - გ-----------------მ. ვინაიდან მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით აკრძალული აქვთ ყველანაირი ურთიერთობა, მის ზარს არ უპასუხა. რამდენიმე წუთის შემდეგ გ----------------- მივიდა მის სახლთან, დაიწყო მისი ოჯახის წევრების გინება და ითხოვდა მათ გარეთ გასვლას. დიდი ხნის განმავლობაში ითმინეს მისი ლანძღვა-გინება, არ უნდოდათ მდგომარეობის დაძაბვა, მაგრამ ვინაიდან გ----------------- აღარ წყნარდებოდა, იძულებულები გახდნენ დაერეკათ „112“-ზე. ადგილზე გამოცხადებულმა პატრულ-ინსპექტორებმა დამცავი ორდერის დარღვევის გამო გ. ბ-------ე დააკავეს.
ადმინისტრაციული დაკავების 2018 წლის 2-----------–-- ოქმის თანახმად, 00:20 საათზე, ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორ ბ---------------–---–-- მიერ, დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო, დაკავებული იქნა გ-----------------, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1---------ს N3----18 გადაწყვეტილებით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, სახლში მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის ნათესავს - ლ--–- ბ-------ეს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2018 წლის 2-----------–-- ოქმის თანახმად, გ----------------- სახლში მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის ნათესავს - ლ--–- ბ-------ეს, რითაც მან დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1---------ს N3----18 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დამცავი ორდერი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2-----------–-- N4------18 დადგენილების თანახმად, გ------- ბ-------ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა და საქმის მასალები სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხის გასარკვევად გადაეგზავნა ქ. თბილისის პროკურატურას.
ლ--–- ბ-------ის 2018 წლის 2-----------–-ს ახსნა-განმარტებით (მიცემული აქვს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში) დგინდება, რომ 2018 წლის 2------------–ს, დაახლოებით 20:50 საათზე, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მასთან მივიდა ბიძაშვილი - გ-----------------, რომლის მიმართ 2018 წლის 12--------ს სასამართლოს მიერ გამოიცა დამცავი ორდერი და ექვსი თვის ვადით აეკრძალა მასთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც იმყოფება. გ------- ბ-------ის მიერ დამცავი ორდერის დარღვევისთანავე გამოიძახა საპატრულო პოლიცია და გ------- ბ-------ისაგან დაცვის მიზნით ითხოვა რეაგირება.
ადმინისტრაციული დაკავების 2018 წლის 2-----------–-ს ოქმის თანახმად, 23:45 საათზე, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ გ------- შ--–----ს მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1---------ს N3----18 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო, დაკავებული იქნა გ-----------------.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2018 წლის 2-----------–-ს ოქმის თანახმად, გ-----------------მ დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1---------ს N3----18 გადაწყვეტილებით გაცემული დამცავი ორდერის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც აეკრძალა ლ--–- ბ-------ესთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული ლ--–- ბ-------ის, ბ------ ბ-------ისა და გ---–----- ბ-------ის მიერ მიცემული ჩვენებებით ასევე დადასტურდა გ------- ბ-------ის მიერ დამცავი ორდერის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი.
ბრალდებულმა გ-----------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში გ------- ბ-------ის უდანაშაულობის თაობაზე, რადგან, შეაფასა რა ზემოგანხილული მტკიცებულებები, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისია იმ ფაქტების დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ 2018 წლის 1-----------–--, 2-----------–-ს და 0--------ის მდგომარეობით, გ----------------- წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2------------- დადგენილებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ პირს, როცა დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1---------ს N3----18 გადაწყვეტილებით გაცემული დამცავი ორდერით დაკისრებული მოთხოვნა, არ მიახლოვებოდა მსხვერპლ ლ--–- ბ-------ეს და იმ ადგილებს, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით დაწესებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, რაც ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, დანაშაულის შემადგენლობის არსებობისთვის სავალდებულოა დადგინდეს შემდეგი ელემენტები: პირის მიმართ გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი; აღნიშნული ორდერის დარღვევისათვის იგი ადმინისტრაციულსახდელდადებული პირია; სახეზეა ორდერით დაკისრებული ვალდებულებებისა ან მოთხოვნების კვლავ დარღვევის ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ პრეიუდიციასთან დაკავშირებული, გ------- ბ-------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფაქტობრივი საფუძველი. როგორც უკვე აღინიშნა, საქმის არსებითი განხილვისას დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2------------- დადგენილებით, გ-----------------, ამავე წლის 0------------- გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის 1-ლი ნაწილით და შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი; ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1---------ს გადაწყვეტილებით ლ--–- ბ-------ის დაცვის მიზნით მოძალადე გ------- ბ-------ის მიმართ გაცემული იქნა დამცავი ორდერი, რომლის თანახმადაც, ამ უკანასკნელს, ექვსი თვის ვადით აეკრძალა ლ--–- ბ-------ესთან, იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფება; მიუხედავად ამისა, 2018 წლის 1------------–ს, 2------------–ს და 0--------ს გ----------------- მივიდა მსხვერპლ ლ--–- ბ-------ესთან, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ადგილას და შეურაცხყოფაც მიაყენა მას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა გ------- ბ-------ის მიერ დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტები და სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ. აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ გ------- ბ-------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს ზემოაღნიშნული მუხლით, მე-111 მუხლზე მითითების გარეშე, რადგან გ------- ბ-------ის მიერ ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენს ოჯახურ დანაშაულს (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ ვრცლად იმსჯელა ბრალდებულის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების სამართლებრივი შეფასებისას).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გ----------------- ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას შესაბამისად, კერძოდ დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
მოცემულ შემთხვევაში, გ------- ბ-------ისათვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულის მიერ დანაშაულები ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- ბ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ-----------------ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს მითითება საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლზე.
გ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1-----------–--, 2018 წლის 2-----------–-ს და 2018 წლის 0--------ის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1-----------–-- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 2-----------–-ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 0--------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 1-----------–--, 2018 წლის 2-----------–-ს და 2018 წლის 0--------ის ეპიზოდები) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 0------------ განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 0------------ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ გ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 17 მარტიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
ლაზერული დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი