გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.01.2019
საქმის ნომერი
330210018002543618
კატეგორია
დავის ტიპი
ქონების უპატრონოდ ცნობის თაობაზე
თარიღი
14.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/21223-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი

მოსარჩელე: რა----------------ი, პ/ნ 0----------

წარმომადგენელი: ან-----------------ი

მოპასუხე: სს--------–-–-------------------------–----------ო

წარმომადგენელი: მა-------------ე, მა-------–--–-–---–ი

მესამე პირები: გი------------------ი, ლე---------------ი, ედ--------------------ი

ედ--------------------ის წარმომადგენელი: ან-----------------ი

დავის საგანი: საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 2--------- ცნობა დახასიათებით კუ--------------ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ფ–------------ მიწის ნაკვეთის ფაქტიური ფართობი - 262 კვ.მ., და აღნიშნული უძრავი ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელე რა----------------ს.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელემ სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე კუ--------------სგან 1976 წლის 23 მაისის ხელწერილის საფუძველზე 9000 მანეთისა და ავტომანქანის სანაცვლოდ შეიძინა სადავო საცხოვრებელი სადგომი. ხელწერილის გაფორმებიდან დღემდე, მოსარჩელე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სადგომში, რეგისტრირებულია სადავო მისამართზე და იხდის კომუნალურ გადასახადებს. მოსარჩელემ განმარტა, რომ კუ-------------ს არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ დარჩენია და მიიჩნია, რომ უფლებამოსილია, მოითხოვოს სადავო საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და მისი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია

2.1. მოპასუხე სს--------–-–-------------------------–-------------მ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

2.2. მესამე პირებმა, რომლებიც ასევე სადავო საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობენ, მიიჩნიეს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მთლიანი სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე 1976 წლიდან არის მოსარჩელე რა----------------ი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 2--------- ცნობა დახასიათებით დადგენილია, რომ თბილისში, ფ–------------ში მდებარე უძრავი ქონება ფაქტიური ფართის 262 კვ.მ., მთლიანად აღრიცხულია კუ--------------ს სახელზე (ს.ფ 18).

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 სექტემბრის ინფორმაციით დადგენილია, რომ სადავო უძრავ ნივთზე, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ფ–------------ საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 80).

 

3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 14 სექტემბრის ინფორმაციით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარდგენილი სააღრიცხვო მასალის მიხედვით, მისამართზე ქ. თბილისი, ფ–--------------, უძრავი ნივთი აღრიცხულია 1987 წელს და ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამის გრაფაში უძრავი ნივთის მოსარგებლედ მითითებულია კუ--------------. ამავე ცნობის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული მთლიანი შენობა-ნაგებობის ფართი შეადგენს: ლიტ „ა“, საერთო ფართი - 31.27 კვ.მ., ლიტ „ბ“ - 43.60 კვ.მ., დამხმარე ნაგებობები ლიტ „გ-დ-ე-ვ-ფ-კ-ს-ვც-ჟ“ დამხარე საერთო ფართი- 70 კვ.მ., მიწის ნაკვეთის საერთო ფართი - 262.0 კვ.მ. (ს.ფ. 80).

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილი ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის თანახმად, თბილისში, ფ–------------ში, სახლის მესაკუთრედ დაფიქსირებულია კუ-------------- (ს.ფ. 19-21).

 

3.1.5. 1976 წლის 23 მაისს შედგენილი ხელწერილით დადგენილია, რომ რა----------------მა კუ--------------საგან 9000 მანეთისა და ავტომანქანა „ჟი----–--------ას“ სანაცვლოდ შეიძინა საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისში, ფ–---------------ში, რაც დადასტურებულია მხარეთა და მოწმეების - ე. ა----------ის, მ. ს------–---–ისა და ლ. პ---------ას - ხელმოწერებით (ს.ფ. 27-29).

 

3.1.6. გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ კუ-------------- გარდაიცვალა 2014 წლის 28 ნოემბერს (ს.ფ. 15).

 

3.1.7. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2017 წლის 1 მაისის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან გაცემული ინფორმაციით და მასში 2018 წლის 9 ოქტომბერს შეტანილი ცვლილებით დადგენილია, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ იძებნება ინფორმაცია 2014 წლის 28 ნოემბერს გარდაცვლილი კუ--------------ს სამკვიდრო ქონების თაობაზე (ს.ფ. 25, 106).

 

3.1.8. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2015 წლის 9 ივნისის ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან გაცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი გარდაცვლილი კუ--------------ს სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე (ს.ფ. 26).

 

3.1.9. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 11 სექტემბრის საინფორმაციო ბარათით დადგენილია, რომ რა----------------ი 1961 წლის 30 ნოემბრიდან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ფ–----------- (ს.ფ. 82-85).

 

3.1.10. შპ--------––---–-----–-სა“ და სს-------–----ის“ კომუნალური გადასახადის ქვითრებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ფ–------------ში, აბონენტად დაფიქსირებულია: „ოგ--------ი“ (ს.ფ. 30).

 

3.1.11. სს------–---ს“ მიერ გაცემული ინფორმაციითა და აბონენტის ბრუნვის ისტორიით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ფ–------------ში, N0------ აბონენტად 1996-1999 წლებში ფიქსირდებოდა რა----------------ი. 1996 წლამდე არსებული ინფორმაცია სს------–--ში“ ხანდაზმულობის გამო არ ინახება (ს.ფ. 31-45, 86).

 

3.1.12. კომუნალური მომსახურების გადასახადის გადახდის ქვითრებით დადგენილია, რომ 1991, 1992, 1993 წლებში, მისამართზე ქ. თბილისი, ფ–----------, კომუნალური მომსახურების გადასახადს იხდიდა „ოგ--------ი“ (ს.ფ. 30).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მოსარჩელისა და მესამე პირთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ნასყიდობის ხელწერილით, სადავო მისამართზე რეგისტრაციის ფაქტით, კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრებითა და საქმეზე გამოკლეული უდავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 1976 წლის 23 მაისს, მოსარჩელე რა----------------მა მოიპოვა სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრისაგან ამ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება და იგი არის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალიწინებული მოსარგებლე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლეა პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მოსარჩელე სადავო ფართს ფლობს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ასევე დასტურდება მოსარჩელესა და სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესთან 1976 წლის 23 მაისს გაფორმებული ხელწერილით, სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციით, კომუნალური გადასახადების გადახდით, მოწმეთა ჩვენებებით და მე-3 პირთა ახსნა-განმარტებით.

 

6.2. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან. ამდენად, ქ. თბილისში, ფ–------------ში მდებარე, კუ--------------ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ცნობილი უნდა იქნეს უმკვიდროდ.

 

6.3. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს - უმკვიდროდ უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 2--------- ცნობა დახასიათებით კუ--------------ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ფ–------------ მიწის ნაკვეთის ფაქტიური ფართობი - 262 კვ.მ., და აღნიშნული უძრავი ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცეს მოსარჩელე რა----------------ს.

 

7. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, მხარეებს არ ეკისრებათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. რა----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 2--------- ცნობა დახასიათებით კუ--------------ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ფ–------------ მიწის ნაკვეთის ფაქტიური ფართობი - 262 კვ.მ., და აღნიშნული უძრავი ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელე რა----------------ს.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე