განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2018
საქმის ნომერი
130100118002659217
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
03.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1/201-2018

(038050918002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 დეკემბერი, 2018 წელი ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თეა გოგიძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ------- ქ-------–, დაბადებული 1980 წლის 25 მაისს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ხ-–------------------ის ქუჩა №89

 

ადვოკატი: მაია პირველაშვილი

 

თარჯიმანი: ნატო ფიფია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

მ------- ქ-------–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 5 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ხაშურში, ოქტომბრის ქუჩის №89-ში, თავის საცხოვრებელ სახლში მ------- ქ-------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - მეუღლეს, ხ--------------–--ეს, არასრულწლოვანი შვილის ხ------------–--ის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა თავში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მ------- ქ-------–მა ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ბრალდებულის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რომელთა შეფასებაც სასამართლოს მიერ მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მ------- ქ-------–მა მეუღლის, ხ--------------–--ის მიმართ, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ------- ქ-------–ისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს ჩადენილს, ინანიებს. დაცვის მხარის განმარტებით, მ------- ქ-------–ი ზრდის სამ მცირეწლოვან შვილს, მატერიალურად უზრუნველყოფს ოჯახს. ბრალდებული მეზობლების მიერ დახასიათებულია დადებითად. თუმცაღა, აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოჯახში ძალადობა არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანსაც წარმოადგენს, თავისი არსიდან გამომდინარე, ქმედების კიდევ უფრო მძიმე შედეგზე მიუთითებს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

5.2. მ------- ქ-------–ს, იმის გათვალისწინებით, რომ არ არის ნასამართლევი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა პატიმრობიდან (11.09.2018) მისი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია, სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაითვლება პირობითად, რადგანაც სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლირების გარეშეც შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებული ნივთები, მ------- ქ-------–ს გამოძიების ეტაპზევე დაუბრუნდა. სათანადო ხელწერილი ერთვის საქმეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ------- ქ-------– ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაშიც ჩაეთვალოს 2018 წლის 5 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა.

 

დანიშნული სასჯელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;

 

მ------- ქ-------–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს; შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე

ლალი ბესტავაშვილი