განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2018
საქმის ნომერი
330100115001086356
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი---------------------,დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ----------------------------- - დაბადებული----------------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული:---------------------------–----------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------–--–---–------–--

ადვოკატი: ნ---------------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - თაღლითობა ე.ი. დიდი ოდენობით ქონებრივი უფლებამოსილების მიღება მოტყუებით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.

სხდომის სახე - ღია.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

გ----------------- სახელმწიფოს მოტყუების მიზნით, ბ------------------ დააფუძნებინა შპს „–------- (---------------, ნ---------------- შპს „---------- (---------------, ზ---------------- შპს „-–-------- (---------------, ჯ------------------ შპს „----------------------, თ--------------- შპს „--------------------------, რ------------- ი.მ. „--------------- (-----------------, მ------------- შპს „–---------------------------, ქ------------------ შპს „----------------------), მ------------------ შპს „----------------------, ლ------------- შპს „-----–-------------------, ზ--------------- შპს „-------------------------- მ-------------- ი.მ. „-----------------------------------, რ-------------------ს შპს „-----–--------------------, გ-------------- შპს „-–---------------------, ხ--------------------- ი.მ. „---------------------- (-----------), გ-------------------- შპს „------------------------, ჰ------------------ შპს „---------------------------------------, რ---------------- შპს „-------------------------. გ----------------- აღნიშნული საწარმოების სახელით 2----–-–----------------- 2----–-–------------–----- პერიოდში, საქართველოში შემოიტანა სხვადასხვა დასახელების საქონელი. იგი ზემოხსენებული საზოგადოებების სახელით ამზადებდა ყალბ საგადასახადო დეკლარაციებს, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ორგანოს უჩვენებდა თითქოსდა საზოგადოებებს ჰქონდათ დღგ-ს აქტივი და გააჩნდა გარკვეული ქონება, რის შემდგომაც საქონლის საქართველოში იმპორტის დროს, იმპორტის გადასახადის გადახდას ახდენდნენ ყალბად შექმნილი დღგ-ს ზედმეტობით, ამასთანავე, საზოგადოებებს გაუჩნდათ სახელმწიფოსათვის დღგ-ს ზედმეტობის მოთხოვნის უფლება, რითაც მოტყუებით მოიპოვა სახელმწიფოს კუთვნილ ფულად თანხებზე ქონებრივი უფლება.

აღნიშნული ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 1 896 857 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

2----–-–----------------- გ---------------- რეგისტრირებული იქნა ინდივიდუალურ მეწარმედ, ხოლო 2----–-–---------–--- რეგისტრირებული იქნა დღგ-ს გადამხდელად.

გ----------------ს ევალებოდა საწარმოს საქმეების გაძღოლა კეთილსინდისიერად და გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების.

მიუხედავად აღნიშნულისა, გ----------------- არ შეასრულა თავისი მოვალეობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, სრულად არ ასახავდა საზოგადოების მიერ მიღებულ შემოსავალს და ყალბად უთითებდა მონაცემებს დეკლარაციებსა და ბალანსებში.

2----–-–----------------, ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების აქტით, 2----–-–-------------------- 2----–-–------------–-- ჩათვლით საანგარიშო პერიოდზე დამატებით სულ დაერიცხა ძირითადი გადასახადის სახით 265901 ლარი, ხსენებული აქტის საფუძველზე გამოცემული 2----–-–------------------------- ბრძანებით გადამხდელს ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 265901 ლარი. 2----–-–------------–-- საგადასახადო შემოწმების აქტით 2----–-–----------- თვის საანგარიშო პერიოდში, დღგ-ს გადასახადში, დამატებით სულ დაერიცხა 905 976 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით - 603 984 ლარი, ჯარიმა - 301 992 ლარი. ხსენებული აქტის საფუძველზე გამოცემული 2----–-–------------–-- N----- საგადასახადო მოთხოვნით, გადამხდელს დაერიცხა 925 947 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის სახით - 603 984 ლარი, ჯარიმა - 301 992 ლარი და საურავი 19971,2 ლარი. სულ მთლიანობაში ი.მ. „გ----------------ს“ ძირითადი გადასახადის სახით დაერიცხა 869 885 ლარი.

გ----------------- არ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადით და მის მიერ არ იქნა გადახდილი გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა 869 885 ლარი, ამასთანავე, ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ----------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

მოწმე დ--------------------- ჩვენებით, მუშაობს ფ------------------------------------------------–-----–---–--------------–----------------------------------------–------------ ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დ-------------------- ერთად აწარმოა შემოწმება და გასცა ცნობა, რომლის თანახმად, გამოძიებით დადგენილი იყო, რომ შპს „–-------------- 4--------), შპს „----------- (---------------- შპს „-–--------- (---------------- შპს „------–-------------------------- შპს „-----------------------, შპს „---------------------------- ი.მ. „რ-------------“ (-----------------, შპს „–----------------------------- შპს „------------------------, შპს „-----------------------, შპს „-----–--------------------- შპს „--------------------------, ი.მ. „------------------------------------- შპს „-----–---------------------- შპს „-–----------------------, ი.მ. „----------------------“ (-----------), შპს „------------------------), შპს „----------------------------------------- და შპს „-------------------------- ფაქტობრივ მმართველს წარმოადგენდა გ----------------. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხრამეტივე საზოგადოების მიერ დეკლარირებულ დღგ-ს დეკლარაციებში ჩასათვლელი დღგ შეადგენდა 5 432 867 ლარს, ხოლო შემოწმებით 3 536 010 ლარს. სხვაობა შემოწმებით დადგენილ ჩასათვლელ დღგ-ს და დეკლარირებულს შორის შეადგენს 1 896 857 (5432867-3536010) ლარს. სხვაობის 1 896 857 ლარის ჩათვლის საფუძველი დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების სახით საწარმოებს არ გააჩნდათ.

მოწმე დ---------------- ჩვენებით, მუშაობს ფ------------------------------------------------–-----–---–--------------–----------------------------------------–------------ ინსპექტორის თანამდებობაზე. გ----------------- ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დ----------------------- ერთად ჩაატარა შემოწმება ცხრამეტ ორგანიზაციაში დღგ-ს დეკლარაციებში მითითებული ჩასათვლელი თანხების ნამდვილობის და სისწორის კუთხით საწარმოების დაფუძნებიდან 2----–-–---------------- განვლილ პერიოდში. ეს ორგანიზაციები იყო: შპს „–------- (---------------- შპს „---------- (---------------- შპს „-–-------- (---------------- შპს „------–------------------------, შპს „----------------------, შპს „--------------------------, ი.მ. „--------------- (-----------------, შპს „–---------------------------, შპს „----------------------), შპს „----------------------, შპს „-----–-------------------, შპს „-------------------------- ი.მ. „-----------------------------------, შპს „-----–--------------------, შპს „-–---------------------, ი.მ. „---------------------- (-----------), შპს „------------------------, შ-------------------------------------------- და შპს „-------------------------. გამოძიების მიერ წარედგინათ მასალები, ასევე გამოყენებიული იქნა ფ----------------------- ელექტრონული ბაზა და შემოწმების შედეგი იყო, რომ ცხრამეტივე საზოგადოების მიერ დეკლარირებულ დღგ-ს დეკლარაციებში ჩასათვლელი დღგ შეადგენდა 5 432 867 ლარს, ხოლო შემოწმებით 3 536 010 ლარს. სხვაობა შემოწმებით დადგენილ ჩასათვლელ დღგ-ს და დეკლარირებულს შორის შეადგენს 1 896 857 (5432867-3536010) ლარს. სხვაობის 1 896 857 ლარის ჩათვლის საფუძველი დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების სახით საწარმოებს არ გააჩნდათ.

მოწმე ე--------------- ჩვენებით, მუშაობს შ--------–--------------------------------------------–-. 2----–-–------------–--------- ბრძანების საფუძველზე დაევალა ი.მ. „------------------- კამერალური-თემატური საგადასახადო შემოწმება, კონკრეტულად 2----–-–----------- თვის დღგ-ს დეკლარაციაში ჩასათვლელი თანხის სისწორის დადგენის კუთხით. აღნიშნული შემოწმების შედეგად, ელექტრონული ბაზების შესწავლის შემდეგ, არ აღმოჩნდა არანაირი დოკუმენტი და 2----–-–----------- თვეში ი.მ. „გ----------------ს“ ჩასათვლელ თანხაში დღგ-ს დეკლარაციაში ეწერა 63984 ლარი, რომლის საფუძველზეც გადასახადი შეიმცირა. აღნიშნულის შემდეგ გამოიცა შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც გ----------------ს დაერიცხა ძირი თანხა და დაჯარიმდა გადასახადის თანხის შემცირებისთვის 50%-ის ოდენობით. აღნიშნული აქტი აიტვირთა--- პორტალზე, რასაც გადამხდელი გაეცნო 2----–-–------------–-. საგადასახადო მოთხოვნას ასევე გაეცნო 2----–-–------------–-. მის მიერ აღნიშნულის გასაჩივრება არ მომხდარა.

მოწმე ი-–----------- ჩვენებით, მუშაობს ფ------------------------------------------------–--------------------------გამომძიებლის თანამდებობაზე. გ----------------- ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ დამუშავებული იქნა ფ----------------------- ელექტრონული ბაზები, სადაც ასახულია ინფორმაცია მეწარმეების შესახებ. მის მიერ შესწავლილი იქნა ისეთი მეწარმე სუბიექტების საქმიანობა, რომლებიც იყვნენ ხ--–------------–-- იმპორტიორები და რეალიზატორები. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ გარკვეულ საწარმოებს შემოტანილი ჰქონდათ დიდი ოდენობით ხ--–------------–-, მაგრამ სხვადასხვა გადასახადი გადახდილი არ ჰქონდათ. ამასთან, მათ დღგ-ს გადასახადი ჰქონდათ ზედმეტობაში, რის გამოც ახალი გადასახადი ბათილდებოდა და რჩებოდა ზედმეტობაც. სქემა იყო შემდეგნაირი: სანამ განხორციელდებოდა იმპორტი, წინა თვეებში ახდენდნენ დეკლარაციების ხელით შევსებას და მასში უთითებდნენ დღგ-ს შესამცირებელ თანხას. დღგ-ს შესამცირებელი თანხა ჯდებოდა გადამხდელის ბარათზე ზედმეტობაში, ხოლო შემდეგ განხორციელებული იმპორტის დროს, ზედმეტობიდან იქვითებოდა დღგ-ს გადასახადი. აღნიშნული პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. მოწმის მიერ დადასტურებული იქნა მისი მონაწილეობით შედგენილი დოკუმენტების სისწორე.

მოწმე ე------------------ ჩვენებით, 2----–-–-------–-----–----------------------------------------------- სამსახურში. მის მიერ პატაკის საფუძველზე დაწყებული იქნა გამოძიება გ----------------- ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. შემდგომში დაკითხა მოწმეები, გამოითხოვა ინფორმაციები, დანიშნა თემატური შემოწმება და ასევე ჩაატარა სხვადასხვა საპროცესო მოქმედებები. მოწმის მიერ დადასტურებული იქნა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ნამდვილობა.

2----–-–------------ დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ფ----------------------- და ს-------------------------------–------------- ელექტრონული ბაზებიდან მოპოვებული დოკუმენტაცია, კერძოდ: შპს „------–------------------------------- შპს „-–--------- (---------------- შპს „–-------------- 4--------), შპს „----------- (--------------- და შპს „----------------------- ს------------------–- რეგისტრაციის ამონაწერები, ელექტრონულ ბაზებში - „---------–- და “--------ში არსებული ინფორმაციები, ასევე დათვალიერებული იქნა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების მიერ წარდგენილი დეკლარაციები, ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებების ცხრილები და სხვა მასალები.

2----–-–------------- დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა 2----–-–----------- შემოსული წერილი (------ და თანდართული ერთი ცალი CD დისკი. შემოსავლების სამსახურიდან გადმოგზავნილი იქნა ინფორმაცია იმ IP მისამართების შესახებ, რომელთა გამოყენებითაც შპს „-–-------- (---------------- შპს „–------- (---------------- შპს „---------- (---------------- შ----------–----------------------------- და შპს „---------------------- ახორციელებენ აუტენტიფიკაციას შემოსავლების სამსახურის ელ. სერვისების სისტემასთან. დათვალიერების შემდეგ გაირკვა, რომ აღნიშნული კომპანიები იყენებენ საერთო IP მისამართებს. თითოეული კომპანია იყენებს სხვადასხვა IP მისამართებს, მაგრამ მათ შორის არის ისეთი მისამართები, რომლებსაც ზემოთ მითითებული ხუთივე კომპანია იყენებს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე, გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

გ----------------- მიერ თაღლითობა ე.ი. დიდი ოდენობით ქონებრივი უფლებამოსილების მიღება მოტყუებით; ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება უტყუარად დასტურდება როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - ს-----------------, ხ---------------, ბ-------------------, ჯ-----------------, თ---------------, რ--------------------, ზ----------------, ბ--------------------------, რ----------------, ი---------------, ლ-------------, ჯ------------------, გ--------------, ბ-------------------, ნ----------------, ქ------------------, გ--------------------, მ-------------, მ-------------------, ზ--------------, თ-----------------, მ----------------------- ჩვენებებით, დათვალიერების ოქმებით თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, სასაქონლო ზედნადებებით, ანგარიშ-ფაქტურებით, საბაჟო დეკლარაციებით, თემატური რევიზიის ცნობით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალებით, დაზარალებულის წარმომადგენლის ჩვენებით, 2----–-–---------------- საგადასახადო შემოწმების აქტით, 2----–-–----------------------- ბრძანებით, 2----–-–------------–-- საგადასახადო შემოწმების აქტით, 2----–-–------------–-- N----- ბრძანებით, 2----–-–------------------------- საგადასახადო მოთხოვნით, 2----–-–------------–-- N----- საგადასახადო მოთხოვნით, წერილით ს----–--------–---------------------------- დეპარტამენტიდან, წერილით თბილისის საქალაქო სასამართლოდან და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებული.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ----------------- ჩაიდინა:

თაღლითობა ე.ი. დიდი ოდენობით ქონებრივი უფლებამოსილების მიღება მოტყუებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;

განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულზე ზემოქმედებით, რათა ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

გ----------------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულ გ.--------ის აღიარებას და მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელის დანიშვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ----------------- მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 (ოთხი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 (ორი) წლით და 2 (ორი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ გ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულებისთვის მისი დაკავების მომენტიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–----------------------–-–---------–---- ჩათვლით.

გ----------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდგომ, მსჯავრდებულ გ----------------ს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

_ 03 (სამი) ცალი დისკი, დალუქული ერთ პაკეტად, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი