გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5091-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - გ---–--------–---–-ა
წარმომადგენელი - ლ---------------------ე
მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი - ე---------------–--–ი
მესამე პირები - კერძო აღმასრულებელი ვ-----------–------–ი, ზ----------–---–---–ი, შპს „მ-----------------------------–----------–ი“
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 18 ივლისის A---------------- განკარგულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირები - კერძო აღმასრულებელი ვ-----------–------–ი, ზ----------–---–---–ი და შპს „მ-----------------------------–----------–ი“ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, მათთვის ცნობილი იყო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ კანონით დადგენილი წესით.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2018 წლის 27 თებერვალს ნოტარიუს ხ-----------–--------–---–ის მიერ ამოიწერა №1--------- სააღსრულებო ფურცელი, მასში მიეთითა, რომ დოკუმეტი, რომელიც უნდა აღსრულდეს წინამდებარე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, არის 2016 წლის 20 ივნისს ნოტარიუს ნ. შ--–--ს მიერ რეგისტრირებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. კრედიტორი - შპს „მ-----------------------------–----------–ი“, მოვალე - გ---–--------–---–-ა (მცხოვრები: ქ------------------------------------------), ვალდებულების წარმოშობის საფუძველი - 2016 წლის 20 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობაა - სესხის ძირითადი თანხა - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, სარგებელი - 4790.97 (ოთხიათას შვიდას ოთხმოცდაათი დოლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი ცენტი), პირგასამტეხლო - 4650 (ოთხიათას ექვსას ორმოცდაათი) აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო საზღაური - 120 ლარი. იპოთეკის საგნის რეალიზაცია უნდა მოხდეს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. იპოთეკის საგანია უძრავი ქონება შემდეგი მახასიათებლებით - მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 4------------------ - მისამართი - ქ--–---------------------------–---–---------------------, ფართი 7---------.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 27 თებერვლის სააღსრულებო ფურცელი - ს/ფ 71-76.
4.1.2. 2018 წლის 04 მარტის განცხადებით იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტი მიღებული იქნა წარმოებაში. კერძო აღმასრულებელმა - ვ-----------–------–მა 2018 წლის 27 თებერვლის №1--------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად დაიწყო სააღსრულებო წარმოება, სააღსრულებო საქმე №A1-------.
2018 წლის 19 მარტს კერძო აღმასრულებლმა ვ-----------–------–მა იპოთეკის საგნის მესაკუთრის, მოვალე - გ---–--------–---–-ას მიმართ გამოსცა №A1--------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და მოვალე გ---–--------–---–-ას აცნობა, რომ შპს „მ-----------------------------–----------–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 19440.97 აშშ დოლარისა და 120 ლარის გადახდა და აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით რეალიზაციას ექვემდებარება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე - ქ--–---------------------------–---–---------------------, ფართი 7---------. ს/კ 4------------------. ამავე წინადადებით გ---–--------–---–-ას 2018 წლის 27 თებერვლის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხისა და სააღსრულებო საფასურის ნებაყოფლობით გადასახდელად განესაზღვრა 07 (შვიდი) დღის ვადა. მასვე განემარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდებოდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია და ამ მიზნით განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ასევე განემარტა, რომ აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა. ხსენებული წინადადება 2018 წლის 29 მარტს ჩაბარდა გ---–--------–---–-ას ბებიას - ნ-----------ს, შვილიშვილზე გადასაცემად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 04 მარტის განცხადება - ს/ფ 93.
- 2018 წლის 19 მარტის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - ს/ფ 104-107.
- ჩაბარების დასტური - ს/ფ 110.
4.1.3. კერძო აღმასრულებელმა - ვ-----------–------–მა 2018 წლის 19 მარტს №A1--------------- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და 2018 წლის 27 თებერვლის №1--------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, ეცნობებინათ: უძრავი ქონება, მდებარე, ქ--–---------------------------–---–---------------------, ფართი 7---------. ს/კ 4------------------ მესაკუთრე გ---–--------–---–-ა იყო თუ არა დატვირთული იპოთეკით ან რაიმე სხვა სანივთო უფლებით, როდის და ვის სასარგებლოდ, ასევე ედო თუ არა აღნიშნულ ქონებას ყადაღა, როდის და ვის მიერ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- კერძო აღმასრულებლის - ვ-----------–------–ის 2018 წლის 19 მარტის №A1--------------- წერილი - ს/ფ 111.
4.1.4. 2018 წლის 19 მარტს კერძო აღმასრულებელმა ვ-----------–------–მა №A---------------- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოითხოვა რეგისტრაციაში გაეტარებინათ მის მიერ დადებული ყადაღა მოვალის - გ---–--------–---–-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ--–---------------------------–---–---------------------, ფართი 7---------. ს/კ 4------------------.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- კერძო აღმასრულებლის - ვ-----------–------–ის 2018 წლის 19 მარტის №A---------------- წერილი - ს/ფ 114.
4.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის №2----- წერილით კერძო აღმასრულებელს ეცნობა, რომ გ---–--------–---–-ას საკუთრებაში რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე ქ--–---------------------------–---–---------------------, ფართი 7---------. ს/კ 4------------------. აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით, იპოთეკარი - შპს „მ-----------------------------–----------–ი“. ასევე ზემოხსენებულ უძრავ ქონებაზე კერძო აღმასრულებელის - ვ-----------–------–ის წერილის საფუძველზე დარეგისტრირდა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა - ყადაღა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის №2----- წერილი - ს/ფ 113.
4.1.6. 2018 წლის 29 მარტს კერძო აღმასრულებლის ვ-----------–------–ის მიერ, შედგა ქ. ზ--------–-------------–---–-------------–-------------------ს აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 29 მარტის უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტები - ს/ფ 142-143.
4.1.7. შპს „ი------ს“ 2018 წლის 05 მაისის დასკვნის თანახმად, უძრავი ქონება შეფასებული იქნა 71 000 ლარად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს „ი------ს“ 2018 წლის 05 მაისის დასკვნა - ს/ფ 116-141.
4.1.8. კერძო აღმასრულებელმა ვ-----------–------–მა 2018 წლის 01 ივნისს სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, წარადგინა მის წარმოებაში არსებული სააღსრულებო წარმოების მასალები მოვალე გ---–--------–---–-ას სახელზე რიცხული ს/კ 4------------------. იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციისათვის სააუქციონო მომსახურების გაწევის მიზნით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- კერძო აღმასრულებელის 2018 წლის 01 ივნისის №A1--------014/001 განაცხადი, სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ - ს/ფ 148-149.
4.1.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 18 ივლისის A---------------- განკარგულებით მოვალე - გ---–--------–---–-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ზ---------------------–---–--------------------, ფართი 7---------. ს/კ 4------------------, შემძენი 2018 წლის 11 ივლისს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ზ----------–---–---–ი, რომელმაც უძრავი ნივთი შეიძინა 10 650 ლარად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის შპს „მ-----------------------------–----------–ი“ სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 18 ივლისის A---------------- განკარგულება - ს/ფ 159.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსისა და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 183.10 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 18 ივლისის A---------------- განკარგულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ნ” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სანოტარო აქტი.
ამავე კანონის მე-146 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას – სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე კანონის 147-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „გ“, „ე“ და „ლ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების) აღსრულებას ამავე კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კერძო აღმასრულებელი ყადაღადადებული ქონების საჯარო აუქციონზე რეალიზაციის მიზნით: ა) კრედიტორის შესაბამისი განცხადების საფუძველზე დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურებს; ბ) მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს სააუქციონო მომსახურების დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს; გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი და ხელახალი აუქციონების მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 27 თებერვალს ნოტარიუს ხ-----------–--------–---–ის მიერ ამოიწერა №1--------- სააღსრულებო ფურცელი, მასში მიეთითა, რომ დოკუმეტი, რომელიც უნდა აღსრულდეს წინამდებარე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, არის 2016 წლის 20 ივნისს ნოტარიუს ნ. შ--–--ს მიერ რეგისტრირებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. კრედიტორი - შპს „მ-----------------------------–----------–ი“, მოვალე - გ---–--------–---–-ა (მცხოვრები: ქ------------------------------------------), ვალდებულების წარმოშობის საფუძველი - 2016 წლის 20 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღსასრულებელი ვალდებულების სახე და მოცულობაა - სესხის ძირითადი თანხა - 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი, სარგებელი - 4790.97 (ოთხიათას შვიდას ოთხმოცდაათი დოლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი ცენტი), პირგასამტეხლო - 4650 (ოთხიათას ექვსას ორმოცდაათი) აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო საზღაური - 120 ლარი. იპოთეკის საგნის რეალიზაცია უნდა მოხდეს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. იპოთეკის საგანია უძრავი ქონება შემდეგი მახასიათებლებით - მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 4------------------ - მისამართი - ქ--–---------------------------–---–---------------------, ფართი 7---------. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 04 მარტის განცხადებით იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტი მიღებული იქნა წარმოებაში. კერძო აღმასრულებელმა - ვ-----------–------–მა 2018 წლის 27 თებერვლის №1--------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად დაიწყო სააღსრულებო წარმოება, სააღსრულებო საქმე №A1-------.
ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო აღმასრულებლისათვის ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის წარდგენის პირობებში, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე დაეწყო სააღსრულებო წარმოება და დამოუკიდებლად განეხორციელებინა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ აუქციონის მოსამზადებელ პროცედურები და მიემართა აღსრულების ეროვნულ ბიუროსათვის სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე.
7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. მე-7 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
კერძო აღმასრულებელმა - ვ-----------–------–მა მოვალე გ---–--------–---–-ას მიმართ 2018 წლის 19 მარტს გამოსცა №A1--------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, სადაც განმარტებული იყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და მე-18 მუხლების შინაარსი. მოვალეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 07 (შვიდი) დღის ვადაში შეესრულებინა მოთხოვნა და შესრულების დადასტურება წარედგინა აღმასრულებელთან. ასევე მოვალე გაფრთხილებულ იქნა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის მიმართ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, რომ შეფასდებოდა აღწერილი და დაყადაღებული აღსრულების საგანი, სააუქციონო მომსახურების გაწევის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის საქმის გადაცემიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი. იმ შემთხვევაში, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდებოდა ნივთის რეალიზაცია, პირველი აუქციონის დასრულებისთანავე დაინიშნებოდა განმეორებითი აუქციონი. ამავე წინადადების თანახმად, მოვალეს ეცნობა, რომ იძულებითი აღსრულების ცალკეული ღონისძიებების შესახებ წინასწარ, პერსონალურად აღარ ეცნობებოდა. მათი მიმდინარეობის დროის, ადგილის და მდგომარეობის შესახებ მხარეს შეეძლო დეტალური ინფორმაციის მიღება აღსრულების ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე განემარტა, რომ აღსრულებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხზე სრული ინფორმაცია შეეძლო მიეღო საქმის მწარმოებელი აღმასრულებლისაგან.
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნული საკითხები კი დარეგულირებულია მითითებული საკანონმდებლო აქტის 70-78-ე მუხლებით.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 19 მარტის კერძო აღმასრულებლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ 2018 წლის 29 მარტს ჩაბარდა გ---–--------–---–-ას ბებიას - ნ-----------ს, შვილიშვილზე გადასაცემად.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ უძრავი ქონება არ შეფასებულა სრულყოფილად, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენენ მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. განსახილველ შემთხვევაში სარჩელს არ ერთვის მტკიცებულება იმისა, რომ უძრავი ქონება შეფასებულია ძალიან დაბალ ფასად.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს „ი------ს“ 2018 წლის 05 მაისის დასკვნის თანახმად, უძრავი ქონება შეფასებული იქნა 71 000 ლარად.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ აუქციონი ჩატარდა კანონდარღვევით, ვინაიდან მისი ჩატარების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია არ ჰქონდა, ამიტომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცემული განკარგულება კანონსაწინააღმდეგოა.
სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. აღნიშნული მითითებულია ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულ იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებსა და წესში, რომლის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. დასახელებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, ხოლო მესამე პუნქტში აღნიშნულია, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge . ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება აუქციონის დროისა და ადგილის შეუტყობინებლობის გამო განკარგულების კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევასთან დაკავშირებით.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებელმა ვ-----------–------–მა 2018 წლის 01 ივნისს სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, წარადგინა მის წარმოებაში არსებული სააღსრულებო წარმოების მასალები მოვალე გ---–--------–---–-ას სახელზე რიცხული ს/კ 4------------------. იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაციისათვის სააუქციონო მომსახურების გაწევის მიზნით. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 18 ივლისის A---------------- განკარგულებით მოვალე - გ---–--------–---–-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ზ---------------------–---–---------------------, ფართი 7---------. ს/კ 4------------------, შემძენი 2018 წლის 11 ივლისს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ზ----------–---–---–ი, რომელმაც უძრავი ნივთი შეიძინა 10 650 ლარად. აღსრულება განხორციელდა უზრუნველყოფილი კრედიტორის შპს „მ-----------------------------–----------–ი“ სასარგებლოდ.
სასამართლო მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადასტურებს სადაო აქტების დასაბუთებულობას, ხოლო მოსარჩელე ვერ აბათილებს აქტებს დასაბუთებას წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტებით.
7.4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ---–--------–---–-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი