გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150310018002664267
№ 3/51-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მალხაზ ენუქიძე
სხდომის მდივანი დავით მელიქიძე
მოსარჩელე: არ-- სა-----ი
წარმომადგენელი: ნო----- გვარ--აძე, სმ---- ხო-------ი
მოპასუხეები: 1) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი, წარმომადგენელი ივ--- ათ----–---–ი
თარჯიმანი: გა-–-------- გა-----–-–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომაზე
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი:
• რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის #882018369059-07 გადაწყვეტილება;
• საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 07 სექტემბრის, #385698 გადაწყვეტილება;
მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნებს აფუძნებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ახალქალაქის რაიონის გამგეობის 1992 წლის 25 ივნისის #54 გადაწყვეტილებით ქ.ახალქალაქში მცხოვრებ არ-- სა-----ს ახალქალაქი-ახალციხის გზის პირველი კილომეტრის მარცხენა მხარეს ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისათვის გამოეყო 0.1 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 1993 წელს შედგა გენერალური გეგმა, ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის პროექტი. ასევე შედგა ტექნიკური პასპორტი და საინვენტარიზაციო გეგმა და ცნობა დახასიათება. ყველა ამ დოკუმენტის თანახმად არ-- სა-----ი წარმოადგენს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს. სხვადასხვა მიზეზების გამო არ-- სა-----მა ვერ შეძლო, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის. 2018 წლის 02 მაისს არ-- სა-----მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 0,1 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მან განცხადებას თან დაურთო ზემოთ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ჩათვალა რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამ მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავისი 2018 წლის 08 მაისის #202013 წერილით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილზე პასუხის გასაცემად და საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ ადგილზე გასვლით და დათვალიერებით დადგენილ იქნა, რომ ახალქალაქის რაიონის გამგეობის 1992 წლის 25 ივნისის #54 გადაწყვეტილებაში და საინვენტარიზაციო გეგმაში მითითებული მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 1000 კვ.მ. იდენტურია საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა. აღნიშნულის თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 მაისის #2640/13 წერილით ეცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 28 მაისის # 982018369059-07 გადაწყვეტილებით არ-- სა-----ს რეგისტრაციაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ანალოგიური მოთხოვნით და თითქოსდა იგივე დოკუმენტაციით სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო #892017210121 განცხადება, რომელზეც სარეგისტრაციო სამსახურმა იმსჯელა #892017210121 წარმოების შეჩერების შესახებ #892017210121 წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებით და ასევე #892018369059 განცხადება, რომელზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება განუხილველად დატოვების შესახებ. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაინტერესებული პირის მიმართ ვინაიდან სარეგისტრაციო სამსახურმა უკვე განიხილა წარდგენილი განცხადების იდენტური განცხადებები და ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც დაედო საფუძვლად ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, საჯარო რეესტრის შესახებ კანონის 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 28 მაისის #892018369059-07 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის წესით 2018 წლის 22 ივნისს გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რითაც მოთხოვნილი იქნა აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და არ-- სა-----ის განცხადების დაკმაყოფილება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა ადმინისტრაციული საჩივარი და ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და შესაბამისად მის დაკმაყოფილებაზე 2018 წლის 07 სექტემბრის #385698 გადაწყვეტილებით არ-- სა-----ის წარმომადგენელს უარი უთხრა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, კონკრეტულად კი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 28 მაისის #892018369059-07 გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ის ექვემდებარება გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო: არ-- სა-----ის განცხადებასთან დაკავშირებული გარემოებები სარეგისტრაციო წარმოების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი, წარდგენილ მტკიცებულებებს არ მიეცა სათანადო შეფასება. სამაგიეროდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სარეგისტრაციო პროცესში სხვადასხვა დაწესებულებებიდან თავისი ინიციატივით ითხოვდა არასაჭირო, კანონით გაუთვალისწინებელ დოკუმენტებს, კონკრეტულად კი საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოითხოვა ინფორმაცია მინდობილობის ნამდვილობასთან დაკავშირებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ მიწის ნაკვეთი არ-- სა-----ს საკუთრებაში გადაეცა თუ სარგებლობაში. ამჟამად არ-- სა-----ი წარმოადგენს თუ არა მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს თუ არა და ა.შ. 2018 წლის 02 მაისამდე პერიოდში არ-- სა-----ის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს არ ერთვოდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი და დასტური იმის შესახებ, რომ საკადასტრო აზომით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი და ადგილზე დათვალიერებული მიწის ნაკვეთი ერთმანეთის იდენტურია და ის შეესაბამება 1992 წლის 25 ივნისის ახალქალაქის რაიონის გამგეობის #54 გადაწყვეტილების საფუძველზე არ-- სა-----ისათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთს, ამასთანავე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მანამდე არც ერთხელ არ დამდგარა საკითხი მიწის ნაკვეთების იდენტურობის თაობაზე, მხოლოდ 2018 წლის 08 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ თავისი #202013 წერილით პირველად მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა დადასტურება იმისა, რომ არ-- სა-----ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2018 წლის 02 მაისს წარდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოქცეული მიწის ნაკვეთი და ახალქალაქის რაიონის გამგეობის მიერ 1992 წლის 25 ივნისს არ-- სა-----ისათვის გადაცემული 0,1 ჰა მიწის ნაკვეთები ერთიმეორის იდენტურია თუ არა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის #202013 წერილზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ თავისი 2018 წლის 21 მაისის #2640/13 წერილით დაადასტურა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საინტერესო მიწის ნაკვეთების იდენტურობა. ამრიგად მანამდე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნდა. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის #892018369059-07 გადაწყვეტილებაში, რომლითაც არ-- სა-----ს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, მითითება იმაზე, რომ რეგისტრაციაზე უარის საფუძველი იყო ის, რომ ა.სა-----ს მანამდეც ანალოგიური მოთხოვნით ქონდა განცხადებები, არ შეესაბამება სინამდვილეს.
2. მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია:
2.1. მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ 2018 წლის 28 მაისის #892018369059-07 გადაწყვეტილებით რეესტრმა განუხილველი დატოვა სა-----ის განცხადება იმიტომ, რომ 2017 წელს ნამსჯელი ჰქონდათ, ა.სა-----ს მანამდეც ანალოგიური მოთხოვნით ქონდა განცხადებები შეტანილი. მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარდგენილი არ ყოფილა, აღნიშნული ფაქტი ვერ დადგინდა და ამიტომ უთხრეს უარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ახალქალაქის რაიონის გამგეობის 1992 წლის 25 ივნისის #54 გადაწყვეტილებით ქ.ახალქალაქში მცხოვრებ არ-- სა-----ს ახალქალაქი-ახალციხის გზის პირველი კილომეტრის მარცხენა მხარეს ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისათვის გამოეყო 0.1 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 1993 წელს შედგა გენერალური გეგმა, ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის პროექტი. ასევე შედგა ტექნიკური პასპორტი და საინვენტარიზაციო გეგმა და ცნობა დახასიათება. ყველა ამ დოკუმენტის თანახმად არ-- სა-----ი წარმოადგენს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს. სხვადასხვა მიზეზების გამო არ-- სა-----მა ვერ შეძლო, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის. 2018 წლის 02 მაისს არ-- სა-----მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 0,1 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მან განცხადებას თან დაურთო ზემოთ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-16, სხდომის ოქმი248-249 );
- ახალქალაქის რაიონული გამგეობის 1992 წლის 25 ივნისის #54 გადაწყვეტილება (ს.ფ.17-18 );
- გენერალური გეგმა, საინვენტარიზაციო გეგმა (ს.ფ.19-23)
- ცნობა-დახასიათება და მასზე თანდართული საინვენტარიზაციო გეგმა (ს.ფ.24-25);
- ტექნიკური პასპორტი (ს.ფ.26-30);
- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ.31);
- მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (ს.ფ.32-33).
3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ჩათვალა რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამ მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავისი 2018 წლის 08 მაისის #202013 წერილით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილზე პასუხის გასაცემად და საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ ადგილზე გასვლით და დათვალიერებით დადგენილ იქნა, რომ ახალქალაქის რაიონის გამგეობის 1992 წლის 25 ივნისის #54 გადაწყვეტილებაში და საინვენტარიზაციო გეგმაში მითითებული მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 1000 კვ.მ. იდენტურია საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა. აღნიშნულის თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 21 მაისის #2640/13 წერილით ეცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-16, სხდომის ოქმი 248-249);
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2018 წლის 21 მაისის #2640/13 წერილი (ს.ფ.34-35);
- უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი #1219 (ს.ფ.36-37).
3.1.3. 2018 წლის 02 მაისამდე პერიოდში არ-- სა-----ის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს არ ერთვოდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი და დასტური იმის შესახებ, რომ საკადასტრო აზომით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთი და ადგილზე დათვალიერებული მიწის ნაკვეთი ერთმანეთის იდენტურია და ის შეესაბამება 1992 წლის 25 ივნისის ახალქალაქის რაიონის გამგეობის #54 გადაწყვეტილების საფუძველზე არ-- სა-----ისათვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთს, ამასთანავე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მანამდე არც ერთხელ არ დამდგარა საკითხი მიწის ნაკვეთების იდენტურობის თაობაზე, მხოლოდ 2018 წლის 08 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ თავისი #202013 წერილით პირველად მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა დადასტურება იმისა, რომ არ-- სა-----ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2018 წლის 02 მაისს წარდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოქცეული მიწის ნაკვეთი და ახალქალაქის რაიონის გამგეობის მიერ 1992 წლის 25 ივნისს არ-- სა-----ისათვის გადაცემული 0,1 ჰა მიწის ნაკვეთები ერთიმეორის იდენტური იყო თუ არა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
• მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-16, სხდომის ოქმი 248-249 );
• საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2017 წლის 23 დეკემბრის #892017210121-03 (ს.ფ.47);
• 2017 წლის 29 დეკემბრის # 892017210121-05 და # 563339 წერილი (ს.ფ.48-49);
• 2018 წლის 30 იანვრის #892017210121-08 გადაწყვეტილება (ს.ფ.50);
• 2018 წლის 13 თებერვლის #892017210121-10 გადაწყვეტილება (ს.ფ.51);
• 2018 წლის 06 მარტის #892017210121-14 გადაწყვეტილება (ს.ფ.52);
• 2018 წლის 23 მარტის # 892017210121-18 გადაწყვეტილება (ს.ფ.53 );
• 2018 წლის 26 მარტის # 892017210121-19 გადაწყვეტილება (ს.ფ.54).
• ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის, 2018 წლის 21 მაისის #2640/13 წერილი (ს.ფ.34-35);
• უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი # 1219 (ს.ფ.36-37 ).
3.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის #202013 წერილზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ თავისი 2018 წლის 21 მაისის #2640/13 წერილით დაადასტურა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საინტერესო მიწის ნაკვეთების იდენტურობა. ამრიგად მანამდე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული მიწის ნაკვეთების იდენტურობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნდა. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის #892018369059-07 გადაწყვეტილებაში, რომლითაც არ-- სა-----ს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, მითითება იმაზე, რომ რეგისტრაციაზე უარის საფუძველი იყო ის, რომ ა.სა-----ს მანამდეც ანალოგიური მოთხოვნით ქონდა განცხადებები, არ შეესაბამება სინამდვილეს.
• მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-16, სხდომის ოქმი 248-249);
• ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის, 2018 წლის 21 მაისის #2640/13 წერილი (ს.ფ. 34-35);
• უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი # 1219 (ს.ფ.36-37);
• საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 28 მაისის # 892018369059-07 გადაწყვეტილება (ს.ფ.38).
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 28 მაისის # 982018369059-07 გადაწყვეტილებით არ-- სა-----ს რეგისტრაციაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ანალოგიური მოთხოვნით და თითქოსდა იგივე დოკუმენტაციით სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იყო #892017210121 განცხადება, რომელზეც სარეგისტრაციო სამსახურმა იმსჯელა #892017210121 წარმოების შეჩერების შესახებ #892017210121 წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებით და ასევე #892018369059 განცხადება, რომელზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება განუხილველად დატოვების შესახებ. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაინტერესებული პირის მიმართ ვინაიდან სარეგისტრაციო სამსახურმა უკვე განიხილა წარდგენილი განცხადების იდენტური განცხადებები და ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც დაედო საფუძვლად ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, საჯარო რეესტრის შესახებ კანონის 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-11, სხდომის ოქმი 248-249);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის # 982018369059-07 გადაწყვეტილება (ს.ფ.38).
- 2017 წლის 29 დეკემბრის # 892017210121-05 და # 563339 წერილი (ს.ფ.48-49);
- 2018 წლის 30 იანვრის #892017210121-08 გადაწყვეტილება (ს.ფ. 50);
- 2018 წლის 13 თებერვლის #892017210121-10 გადაწყვეტილება (ს.ფ.51);
- 2018 წლის 06 მარტის #892017210121-14 გადაწყვეტილება (ს.ფ.52);
- 2018 წლის 23 მარტის # 892017210121-18 გადაწყვეტილება (ს.ფ.53);
- 2018 წლის 26 მარტის # 892017210121-19 გადაწყვეტილება (ს.ფ.54).
4.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 28 მაისის #892018369059-07 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის წესით 2018 წლის 22 ივნისს გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რითაც მოთხოვნილი იქნა აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და არ-- სა-----ის განცხადების დაკმაყოფილება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა ადმინისტრაციული საჩივარი და ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და შესაბამისად მის დაკმაყოფილებაზე 2018 წლის 07 სექტემბრის #385698 გადაწყვეტილებით არ-- სა-----ის წარმომადგენელს უარი უთხრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (სარჩელი 1-16, სხდომის ოქმი 248-249);
- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ.39-42);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 07 სექტემბრის #385698 გადაწყვეტილება (ს.ფ. 43-46).
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რ--დენადაც დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნიან იმის დასკვნის საფუძველს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგება კანონს, დარღვეული მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, შესაბამისად არსებობს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვ---ლა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5-ე, 53-ე, მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, 96-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლებით
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნას ცნობილი:
7.1.1. რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის #882018369059-07 გადაწყვეტილება;
7.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 07 სექტემბრის, #385698 გადაწყვეტილება;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რ-- არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფებებსა და მოველეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო აქტები - რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის #882018369059-07 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 07 სექტემბრის, #385698 გადაწყვეტილება, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის ადგენს თუ როდის შეიძლება აღიძრას სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რომლის თანახმადაც
სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რ-- არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. თუ კანონით სხვა რ-- არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რ-- არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. თუ კანონით სხვა რ-- არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისათვის არსებობს მოსარჩელე მხარის - არ-- სა-----ის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და სადავო არაა რომ ახალქალაქის რაიონის გამგეობის 1992 წლის 25 ივნისის #54 გადაწყვეტილებით ქ.ახალქალაქში მცხოვრებ არ-- სა-----ს ახალქალაქი-ახალციხის გზის პირველი კილომეტრის მარცხენა მხარეს ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისათვის გამოეყო 0.1 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 1993 წელს შედგა გენერალური გეგმა, ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის პროექტი. ასევე შედგა ტექნიკური პასპორტი და საინვენტარიზაციო გეგმა და ცნობა დახასიათება. ყველა ამ დოკუმენტის თანახმად არ-- სა-----ი წარმოადგენს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს. სხვადასხვა მიზეზების გამო არ-- სა-----მა ვერ შეძლო, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის. 2018 წლის 02 მაისს არ-- სა-----მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 0,1 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მან განცხადებას თან დაურთო ზემოთ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი. ზემოთჩამოთვლილი ყველა დოკუმენტიდან ნათლად დასტურდება ის გარემოება, რომ 1992 წლის 25 ივნისს არ-- სა-----ს ახალქალაქის რაიონის გამგეობის #54 გადაწყვეტილების საფუძველზე ახალქალაქი-ახალციხის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, მდინარე ფარავნის გასწვრივ ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისათვის გამოეყო 1000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. 2018 წლის მაისში არ-- სააკინმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 1000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელის განცხადებას თან ერთვოდა ზემოაღნიშნული უფლების დამდგენი დოკუმენტები, კონკრეტულად კი ახალქალაქის რაიონის გამგეობის, 1992 წლის 25 ივნისის #54 გადაწყვეტილება და იურიდიული მნიშვნელობის მქონე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მიწის ნაკვეთის გენგეგმა, სააღსრიცხვო ბარათი, საინვენტარიზაციო გეგმა, ტექნიკური პასპორტი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი. არ-- სა-----ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეჩერებული იქნა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ნაკვეთების იდენტურობის თაობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი იქნა ახალქალაქის რაიონის გამგეობის 1992 წლის 25 ივნისის #54 გადაწყვეტილება და ინფორმაცია არ-- სა-----ს აღნიშნული გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთი დროებით სარგებლობაში გადაეცა თუ მუდმივ სარგებლობაში, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შესრულებულია თუ არა რაიმე სამუშაოები, ამჟამად არ-- სა-----ი სარგებლობს თუ არა აღნიშნული მიწის ნაკვეთით. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისათვის, მას შემდეგ რაც მიიღო საჯარო რეესტრის წერილი ზემოთ მითითებული მოთხოვნებით, ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ 1992 წლის 25 ივნისს ახალქალაქის რაიონის გამგეობის #54 გადაწყვეტილებით ახალქალაქი-ახალციხის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს მდინარე ფარავნის გასწვრივ არ-- სა-----ის ავტოგასამართი სადგურის მშენებლობისათვის გამოეყო 1000 კვ.მ. არასასოფლო-სამერნეო დანიშნულების მიწა და თუ კი მერია ეჭვს შეიტანდა აღნიშნული გადაწყვეტილების ნამდვილობაში, ან მის კანონიერებაში, მას როგორც ახალქალაქის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლეს, თავისი ინიციატივით შეეძლო თავისი წინამორბედი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რაც მას არ გაუკეთებია და რაც იმაზე მეტყველებს, რომ #54 გადაწყვეტილება გამოცემულია უფლებამოსილი შესაბამისი სამსახურის მიერ და ის არის კანონიერი. რაც შეეხება საკითხს მიწის ნაკვეთი არ-- სა-----ს სარგებლობაში დროებით გადაეცა თუ მუდმივად, აღნიშნული საკითხის შესწავლაც შედიოდა მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციაში და თუ კი მერია დაადგენდა, რომ მიწის ნაკვეთი დროებით გადაეცა მოსარჩელეს, მაშინ ის მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ ფიგურირებს გადაცემა დროებით სარგებლობისათვის, დაადგენდა მიწის ნაკვეთის დროებით სარგებლობის ვადას და უფლებამოსილი იყო არ-- სა-----ისათვის მოეთხოვა მიწის ნაკვეთის დაბრუნება, რაც ასევე არ გაუკეთებია, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ მიწის ნაკვეთი ა.სა-----ს მუდმივ სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული. მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქის მერიამ დაადასტურა მიწის ნაკვეთის იდენტურობა, მიწის ნაკვეთზე განხორციელებული სამუშაოების ფაქტი და ეჭქვეშ არ დააყენა 1992 წლის 25 ივნისის გამგეობის #54 გადაწყვეტილების კანონიერება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მაინც არ აღმოჩნდა საკმარის საფუძვლად უფლების რეგისტრაციისათვის და სხვადასხვა გადაწყვეტილებებიდან დაიწყო ინფორმაციის მოძიება, კონკრეტულად კი ეჭქვეშ დააყენა არ-- სა-----ის მიერ გაცემული რწმუნებულების ნამდვილობა და მის გასარკვევად ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან, ახალქალაქის არქივიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე ინახებოდა თუ არა #54 გადაწყვეტილება არქივში. ყოველივე ამას საჯარო რეესტრი აკეთებდა დროის სხვადასხვა მონაკვეთებში, რაც იწვევდა გადაწყვეტილების მიღების უსაფუძვლო გაჭიანურებას. მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქის არქივის წერილობითი პასუხიდან ნათლად ჩანს, რომ საჯარო რეესტრისათვის საინტერესო #54 გადაწყვეტილება შესულია არქივში დაცვაზე, მაგრ-- შემდგომში ის ამოღებული იქნა სამართალდამცავი ორგანოების მიერ და ინფორმაციის მოთხოვნის პერიოდში ის აღარ ინახებოდა არქივში, ამაზედაც საჯარო რეესტრის სამსახურმა ჩათვალა რომ არ არსებობს #54 გადაწყვეტილება, ყოველივე ამის შემდეგ არ-- სა-----ის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე და თავად საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ თავისი ინიციატივით მოძიებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ საჭიროა უფლების დამდგენი სხვა დოკუმენტი თუმცა არ უთითებს კონკრეტულად რა დოკუმენტს ითხოვს. მოსარჩელემ ვერ შეძლო სხვა სახის უფლებადამდგენი დოკუმენტის წარდგენა, ვინაიდან ის არ არსებობს, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რაც როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მისი ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი დაუსაბუთებლად ჩათვალა კანონიერად და მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. არ-- სა-----ის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით გასაჩივრებული ორივე აქტი, როგორც მატერიალური ასევე ფორმალური კანონიერების თვალსაზრისით არის უკანონო, ვინაიდან ფორალური კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე ისინი არიან დაუსაბუთებელნი. ადმინისტრაციული ორგანო ვერ ასაბუთებს თუ რატომ არ უნდა ჩაითვალოს ახალქალაქის რაიონის გამგეობის მიერ 1992 წლის 25 ივნისს გამოცემული #54 გადაწყვეტილება უფლებადამდგენ დოკუმენტად და რატომ არ არის საკმარისი საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები რომელთა თაობაზეც ზემოთ იყო აღნიშნული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ასევე ვერ ასაბუთებს თუ რომელ სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტი უნდა წარედგინა არ-- სა-----ს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი მითითებით. მატერიალური კანონიერების პრინციპებიდან გამომდინარე გასაჩივრებული აქტები არ არის შესაბამისობაში მოქმედ კანონებთან და სამართლის პრინციპებთან, არ არის დაცული კონკრეტულობის პრინციპი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციისა და ინდივიდუალიზაციის აქტი უნდა შეესაბამებოდეს სამართლის ნორმებს, რომელთა არსრულებასაც ის ახდენს. გარდა კონკრეტული ნორმებისადმი შეასაბამისობისა, ზოგადად ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ სამართლის ნორმებს და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული, ანუ ის უნდა იყოს ისე ნათლად ჩამოყალიბებული, რომ მის ადრესატს ცალსახად შეეძლოს იმის გაგება, თუ რას მოითხოვს მისგან ამ აქტის გამომცემი ორგანო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რ-- არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამავე კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს განმარტავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ საქმესთან მიმართებაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები - რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის #882018369059-07 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 07 სექტემბრის, #385698 გადაწყვეტილება, გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურისა და მოთხოვნების დარღვევით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ არის გამოცემული ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შეფასების შედეგად. ამდენად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, არმან სა-----ის სარჩელი საფუძვლიანია, გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ რიგი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას. შესაბამისად არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
შესაბამისად, არ-- სა-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი: 1) რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის #882018369059-07 გადაწყვეტილება და 2) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 07 სექტემბრის, #385698 გადაწყვეტილება.
10. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რ-- არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3-ე ნაწილის თანახმად, თუ მხარე, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს სასამართლოს ხარჯები, რ--დენიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან შედგება, მაშინ სასამართლო ხარჯები მათ შორის ნაწილდება თანაბრად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარი. შესაბამისად მოპასუხეებს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს, მოსარჩელე არ-- სა-----ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ, თანაბრად დაეკისროთ თითოეულს 50-50 (ორმოცდაათ-ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვ---ლა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-10-ე, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ-- სა-----ის (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნას ცნობილი:
3. რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 28 მაისის #882018369059-07 გადაწყვეტილება;
4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 07 სექტემბრის, #385698 გადაწყვეტილება;
5. მოპასუხეებს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისს, მოსარჩელე არ-- სა-----ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ, თანაბრად დაეკისროთ თითოეულს 50-50 (ორმოცდაათ-ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. № 110).
მოსამართლე: მალხაზ ენუქიძე