გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.01.2019
საქმის ნომერი
330310018002540877
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4377-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე - მა-- მხ---ე

წარმომადგენლები - ეთ---- ზა--–-–---–ი, თე- ჭე-–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

წარმომადგენელი - ბე--- ნა-------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 მაისის №----- ბრძანება.

 

1.2. დაევალოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე მა-- მხ---ის ს----------–---------–-–---------–-------–---–-----------------------------------------------------–---------------------------–----------–---------------------–--------------- სპეციალისტის ტოლფას ან არატოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

 

1.3. დაევალოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მოსარჩელე მა-- მხ---ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება, 2015 წლის 23 ივნისიდან მის აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების და განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. მოსარჩელე მა-- მხ---ე 2014 წლის 16 ივნისიდან მუშაობდა ს----------–---------–-–---------–-------–---–-----------------------------------------------------–---------------------------–-----------–---------------------–--------------- სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2015 წლის 23 თებერვლის №8 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში სტრუქტურული ცვლილებებისა და საშტატო ოპტიმიზაციის საჭიროების გამო განხორციელდა რეორგანიზაცია რის გამოც, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2015 წლის 23 თებერვლის №5-----რძანებით, 2015 წლის 23 თებერვლიდან, გადაყენებული იქნენ და--ვებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნენ კადრების განკარგულებაში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობა და მათ შორის მოსარჩელე მა-- მხ---ე.

 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2015 წლის 23 თებერვლის №8 ბრძანების გამოცემამდე, სა---------–---------–-–---------–-------–---–-----------------------------------------------------–---------------------------–----------------------–---------- განყოფილებაში განსაზღვრული იყო 10 საშტატო ერთეული, მათ შორის უფროსი სპეციალისტის 3 საშტატო ერთეული, ხოლო მითითებული ბრძანებით, იმავე სტრუქტურულ ერთეულში დადგინდა სულ 7 საშტატო ერთეული, მათ შორის 1 უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული. შესაბამისად, რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა საშტატო ერთეულთა რაოდენობა.

 

რეორგანიზაციის შედეგად, სა---------–---------–-–---------–-------–---–-----------------------------------------------------–---------------------------–----------------------–---------- განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულების შემცირების გამო, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2015 წლის 23 ივნისის №----- ბრძანებით, მოსარჩელე მა-- მხ---ე დათხოვნილი იქნა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის საფუძვლით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 77-86);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.2. მოსარჩელე მა-- მხ---ემ, სასამართლოს მიმართა, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2015 წლის 23 ივნისის №----- ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდური შრომის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მა-- მხ---ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2015 წლის 23 ივნისის №----- ბრძანება მოსარჩელე მა-- მხ---ის ნაწილში და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილ 1 უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულზე, თანამშრომელთა, მათ შორის მოსარჩელე მა-- მხ---ის შერჩევის მიზნით, მიმართა, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მოსარჩელე მა-- მხ---ე წერილობით აცნობა, რომ სა---------–---------–-–---------–-------–---–-----------------------------------------------------–---------------------------–----------------------–---------- განყოფილებაში სა--დრო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, იგეგმებოდა ტესტირება და მასში მონაწილეობის მიღების მიზნით, მოწვეული იყო, მათ შორის მოსარჩელე მა-- მხ---ე, რაზეც მან უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და შეფასება ტესტირების გზით არასწორად და კანონსაწინააღმდეგოდ მიაჩნდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგების შესახებ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, საკითხის შესწავლის პროცესში, იმ გარემოებების გარდა, რომ გაუქმდა მოსარჩელე მა-- მხ---ის მიერ, რეორგანიზაციამდე და--ვებული საშტატო ერთეული, მხედველობაში იქნა მიღებული სხვა დამატებითი გარემოებები, კერძოდ პროფესიული უნარ-ჩვევები და გამოვლენილი სამუშაო შედეგები მა-- მხ---ეს არ აძლევდა რაიმე უპირატესობას იმისათვის, რომ იგი დანიშნულიყო მთავარი სამმართველოს საქმისწარმოების განყოფილებაში სხვა რომელიმე დარჩენილ თანამდებობაზე, ხოლო რეორგანიზაციამდე მასზე მყოფი მოსამსახურე, მა-- მხ---ის უპირატესი უფლების რე-ლიზაციის შედეგად დატოვებული ყოფილიყო კადრების განკარგულებაში. ვინაიდან, სასამართლომ დათხოვნის ბრძანების გაუქმებით მა-- მხ---ის საკითხი სამართლებრივი მნიშვნელობით დააბრუნა მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ეტაპზე, მა-- მხ---ეს გაეგზავნა წერილი და ეცნობა, რომ სამსახურში დაგეგმილი ატესტაცია-ტესტირებაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, ამ ღონისძიებათა შედეგები სამსახურს ესახებოდა ლოგიკურ საფუძვლად შემდგომი სა--დრო გადაწყვეტილებების მისაღებად, თუმცა მა-- მხ---ემ უარი განაცხადა აღნიშნულ შეთავაზებაზე.

 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 აპრილის №----- ბრძანებით, - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მა-- მხ---ის სამსახურიდან დათხოვნასთან და--ვშირებული საქმის გარემოებების დამატებით, კომისიური წესით ჩატარებული გამოკვლევებისა და შეფასების საფუძველზე (მოხსენებითი ბარათი) ს----–-–---------–----------------–----------- მა-- მხ---ე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილად ჩაითვალა 2015 წლის 23 ივნისიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.

 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 აპრილის №----- ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდური შრომის ანაზღაურების მოთხოვნით, მოსარჩელე მა-- მხ---ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მა-- მხ---ის სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 აპრილის №----- ბრძანება და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 77-86);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 აპრილის განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინება (ტ.1, ს.ფ. 88-120);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა 2018 წლის 8 იანვარს გამოსცა ბრძანება მა-- მხ---ის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნასთან და--ვშირებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ და კომისიას დაევალა მა-- მხ---ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნასთან და--ვშირებით, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა, შედეგების შეფასება და შესაბამისი დასკვნის სამსახურის უფროსისათვის წარდგენა.

 

აღნიშნულმა კომისიამ, მასზე დავალებული ფუნქციის უზრუნველყოფის მიზნით, გამოკითხა მოსარჩელე მა-- მხ---ის ხელმძღვანელი პირები, კ--------------------–---------–-–---------–-------–---–-----------------------------------------------------–---------------------------–--------------- მოადგილემ - ა-–------------------------- განმარტა, რომ საქმისწარმოების განყოფილება, სადაც მუშაობდა მოსარჩელე მა-- მხ---ე, წარმოადგენდა მის საკურატორო ქვედანაყოფს და იქ დასაქმებულ თანამშრომელთა მუშაობის ხარისხზე ერთწლიანი დაკვირვების შედეგად ჩათვალა, რომ მოსარჩელე მა-- მხ---ე იყო ყველაზე „სუსტი“ თანამშრომელი, მას არაერთხელ მიუღია შენიშვნა დაშვებული შეცდომის გამო, იგი არ იყო მოტივირებული აემაღლებინა კვალიფიკაცია, არ ცდილობდა გაენალიზებინა დაშვებული შეცდომები.

 

ს----------–---------–-–---------–-------–---–-----------------------------------------------------–---------------------------–--------------- მოადგილის მოცემული დახასიათება დაადასტურეს იმავე სამმართველოს აპარატის უფროსმა და მისმა მოადგილემ - გ--------------------------------------

 

ს----------–---------–-–---------–-------–---–-----------------------------------------------------–---------------------------–--------------- - მ----------–---- დახასიათებით, მოსარჩელე მა-- მხ---ე ხშირად უშვებდა შეცდომებს, უჭირდა კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა, არ ცდილობდა პროფესიულ განვითარებას.

 

კომისიამ შეკითხვები დაუსვა, ა----------------–---------–-–---------–-------–---–-----------------------------------------------------–---------------------------–----------–---------------------–---- უფროსს ლ------------ თუმცა მან თავი შეიკავა მოსარჩელე მა-- მხ---ის დახასიათებისაგან, რადგან მისი განმარტებით ნათესაური დამოკიდებულება ჰქონდა მასთან.

 

კომისიის მიერ, ასევე გამოიკითხა მოსარჩელე მა-- მხ---ე.

 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის შედეგად, შე-დგინა დასკვნა, სადაც ასახა გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებები, საქმის გარემოებები და დაასკვნა, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადასვლასთან და--ვშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების საშტატო ოპტიმიზაციის აუცილებლობის შედეგად განხორციელებული რეორგანიზაციის დროს, კადრების განკარგულებაში მყოფი დასანიშნი თანამშრომლების შერჩევისას მა-- მხ---ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი არ არსებობდა.

 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანებით შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა 2018 წლის 30 მაისს გამოსცა ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე მა-- მხ---ე 2015 წლის 23 ივნისიდან ჩაითვალა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილად.

 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, 2018 წლის 12 ივნისს, წერილობით მიმართა მოსარჩელე მა-- მხ---ეს და განუმარტა, რომ 2018 წლის 8 ივნისიდან სამსახურის საშტატო განრიგში დაემატა უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული და სამსახური, მისი სურვილის შემთხვევაში, მოცემულ საშტატო ერთეულზე განიხილავდა მის კანდიდატურას, რაზეც მოსარჩელე მა-- მხ---ემ უარი განაცხადა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- „მა-- მხ---ის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნასთან და--ვშირებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 8 იანვრის №--- ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 181);

- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანებით შექმნილი კომისიის დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 182-194);

- „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 მაისის №----- ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 195);

- საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2018 წლის 12 ივნისის წერილობითი მიმართვა (ტ.1, ს.ფ.134);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მა-- მხ---ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ევროპის სოციალური ქარტია, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევდა გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიემართა სასამართლოსათვის.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელზე.

 

მითითებული კანონის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 მაისის №----- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე უნდა იმსჯელოს შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე მა-- მხ---ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან და--ვშირებით.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებული იყო სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის და--ვების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრული იყო კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

სასამართლო, აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-111 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამსახურში შტატების შემცირების, რეორგანიზაციის, ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმების, სამსახურებრივი მოკვლევის, პირადი პატაკის საფუძველზე ან მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ისეთ საპროცესო ღონისძიებათა გამოყენების შემთხვევაში, რომლებიც გამორიცხავს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების შესაძლებლობას ან მიზანშეწონილობას, შესაბამისი თანამდებობიდან გადაყენებით შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში. სამსახურში შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციისას კადრების განკარგულებაში მყოფ მოსამსახურეს, გარდა მოსამსახურისა, რომლის მიმართაც გამოყენებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიება, კადრების განკარგულებაში ყოფნის პირველი თვის განმავლობაში შეიძლება დაეკისროს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება კადრების განკარგულებაში აყვანამდე და--ვებული თანამდებობის მიხედვით. თანამშრომლის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. კადრების განკარგულებაში მყოფ თანამშრომელს პირველი ორი თვის განმავლობაში ეძლევა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები კადრების განკარგულებაში აყვანამდე და--ვებული თანამდებობის მიხედვით.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად პირის თანამდებობიდან გათავისუფლება და მისი კადრების განკარგულებაში აყვანა, კანონის მიხედვით, მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოლო საშტატო ერთეულის შემცირება თავის მხრივ, გულისხმობს კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებას ისე, რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან და--ვშირებით, კერძოდ, სა--საციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მა-- მხ---ე 2014 წლის 16 ივნისიდან მუშაობდა ს----------–---------–-–---------–-------–---–-----------------------------------------------------–---------------------------–-----------–---------------------–--------------- სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2015 წლის 23 თებერვლის №8 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოში სტრუქტურული ცვლილებებისა და საშტატო ოპტიმიზაციის საჭიროების გამო განხორციელდა რეორგანიზაცია რის გამოც, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2015 წლის 23 თებერვლის №5-----რძანებით, 2015 წლის 23 თებერვლიდან, გადაყენებული იქნენ და--ვებული თანამდებობიდან და აყვანილი იქნენ კადრების განკარგულებაში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს პირადი შემადგენლობა და მათ შორის მოსარჩელე მა-- მხ---ე. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2015 წლის 23 თებერვლის №8 ბრძანების გამოცემამდე, სა---------–---------–-–---------–-------–---–-----------------------------------------------------–---------------------------–----------------------–---------- განყოფილებაში განსაზღვრული იყო 10 საშტატო ერთეული, მათ შორის უფროსი სპეციალისტის 3 საშტატო ერთეული, ხოლო მითითებული ბრძანებით, იმავე სტრუქტურულ ერთეულში დადგინდა სულ 7 საშტატო ერთეული, მათ შორის 1 უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული. შესაბამისად, რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა საშტატო ერთეულთა რაოდენობა.

 

სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-111 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისას.

 

მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. სამსახურის ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში პირი ამოირიცხება სამსახურის პირადი შემადგენლობიდან.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, რეორგანიზაციის შედეგად, სა---------–---------–-–---------–-------–---–-----------------------------------------------------–---------------------------–----------------------–---------- განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულების შემცირების გამო, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2015 წლის 23 ივნისის №----- ბრძანებით, მოსარჩელე მა-- მხ---ე დათხოვნილი იქნა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის საფუძვლით.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მა-- მხ---ე თანამდებობიდან გადაყენებული, კადრების განკარგულებაში აყვანილი და სამსახურიდან დათხოვნილი იქნა იმ პირობებში, როდესაც სა---------–---------–-–---------–-------–---–-----------------------------------------------------–---------------------------–----------------------–---------- განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის 3 საშტატო ერთეულიდან 2 საშტატო ერთეული შემცირდა. შესაბამისად, მისი კადრების განკარგულებაში აყვანისა და სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი იყო არა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა, არამედ შტატების შემცირება.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შე-რჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს აპარატის, საქმისწარმოების განყოფილების შემცირებული 2 საშტატო ერთეულის პირობებში, ერთიდაიმავე ფუნქციური დატვირთვის მქონე 3 დასაქმებული პირიდან, სამსახურიდან დაეთხოვა 2, წარმოადგენდა მის დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

მითითებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მა-- მხ---ემ, სასამართლოს მიმართა, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2015 წლის 23 ივნისის №----- ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდური შრომის ანაზღაურების მოთხოვნით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მა-- მხ---ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2015 წლის 23 ივნისის №----- ბრძანება მოსარჩელე მა-- მხ---ის ნაწილში და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულო იყო ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილ 1 უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულზე, თანამშრომელთა, მათ შორის მოსარჩელე მა-- მხ---ის შერჩევის მიზნით, მიმართა, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მოსარჩელე მა-- მხ---ე წერილობით აცნობა, რომ სა---------–---------–-–---------–-------–---–-----------------------------------------------------–---------------------------–----------------------–---------- განყოფილებაში სა--დრო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, იგეგმებოდა ტესტირება და მასში მონაწილეობის მიღების მიზნით, მოწვეული იყო, მათ შორის მოსარჩელე მა-- მხ---ე, რაზეც მან უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და შეფასება ტესტირების გზით არასწორად და კანონსაწინააღმდეგოდ მიაჩნდა, რის გამოც, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 აპრილის №----- ბრძანებით, - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მა-- მხ---ის სამსახურიდან დათხოვნასთან და--ვშირებული საქმის გარემოებების დამატებით, კომისიური წესით ჩატარებული გამოკვლევებისა და შეფასების საფუძველზე (მოხსენებითი ბარათი) ს----–-–---------–----------------–----------- მა-- მხ---ე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილად ჩაითვალა 2015 წლის 23 ივნისიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 აპრილის №----- ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდური შრომის ანაზღაურების მოთხოვნით, მოსარჩელე მა-- მხ---ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მა-- მხ---ის სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 აპრილის №----- ბრძანება და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა 2018 წლის 8 იანვარს გამოსცა ბრძანება მა-- მხ---ის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნასთან და--ვშირებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ და კომისიას დაევალა მა-- მხ---ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნასთან და--ვშირებით, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა, შედეგების შეფასება და შესაბამისი დასკვნის სამსახურის უფროსისათვის წარდგენა, ხოლო აღნიშნულმა კომისიამ, მასზე დავალებული ფუნქციის უზრუნველყოფის მიზნით, გამოკითხა მოსარჩელე მა-- მხ---ის ხელმძღვანელი პირები, კ--------------------–---------–-–---------–-------–---–-----------------------------------------------------–---------------------------–--------------- მოადგილემ - ა-–------------------------- განმარტა, რომ საქმისწარმოების განყოფილება, სადაც მუშაობდა მოსარჩელე მა-- მხ---ე, წარმოადგენდა მის საკურატორო ქვედანაყოფს და იქ დასაქმებულ თანამშრომელთა მუშაობის ხარისხზე ერთწლიანი დაკვირვების შედეგად ჩათვალა, რომ მოსარჩელე მა-- მხ---ე იყო ყველაზე „სუსტი“ თანამშრომელი, მას არაერთხელ მიუღია შენიშვნა დაშვებული შეცდომის გამო, იგი არ იყო მოტივირებული აემაღლებინა კვალიფიკაცია, არ ცდილობდა გაენალიზებინა დაშვებული შეცდომები.

 

ს----------–---------–-–---------–-------–---–-----------------------------------------------------–---------------------------–--------------- მოადგილის მოცემული დახასიათება დაადასტურეს იმავე სამმართველოს აპარატის უფროსმა და მისმა მოადგილემ - გ--------------------------------------

 

ს----------–---------–-–---------–-------–---–-----------------------------------------------------–---------------------------–--------------- - მ----------–---- დახასიათებით, მოსარჩელე მა-- მხ---ე ხშირად უშვებდა შეცდომებს, უჭირდა კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა, არ ცდილობდა პროფესიულ განვითარებას.

 

კომისიამ შეკითხვები დაუსვა, ა----------------–---------–-–---------–-------–---–-----------------------------------------------------–---------------------------–----------–---------------------–---- უფროსს ლ------------ თუმცა მან თავი შეიკავა მოსარჩელე მა-- მხ---ის დახასიათებისაგან, რადგან მისი განმარტებით ნათესაური დამოკიდებულება ჰქონდა მასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულმა პირებმა, რომლებიც სასამართლოში მოწმის სახით იქნენ გამოძახებულნი, დაადასტურეს მათ მიერ, კომისიისათვის განმარტებული გარემოებანი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის შედეგად, შე-დგინა დასკვნა, სადაც ასახა გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებები, საქმის გარემოებები და დაასკვნა, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადასვლასთან და--ვშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების საშტატო ოპტიმიზაციის აუცილებლობის შედეგად განხორციელებული რეორგანიზაციის დროს, კადრების განკარგულებაში მყოფი დასანიშნი თანამშრომლების შერჩევისას მა-- მხ---ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი არ არსებობდა, ხოლო

მოცემული დასკვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა 2018 წლის 30 მაისს გამოსცა ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე მა-- მხ---ე 2015 წლის 23 ივნისიდან ჩაითვალა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან დათხოვნილად.

 

ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურმა, მოცემულ შემთხვევაში, არსებითი დარღვევის გარეშე შე-სრულა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი სტანდარტი და შესაბამისად უზრუნველყო სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულება - გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებები - დარჩენილ 1 საშტატო ერთეულზე დასაქმებულთა დატოვების მიზნით, მათი პროფესიული უნარ-ჩვევები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ პროფესიული უნარ-ჩვევების შემოწმების და შეფასების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება - ტესტირება, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მოსარჩელე მა-- მხ---ის მიზეზით ვერ განხორციელდა, რის გამოც საქმის გარემოებების ამ გზით არ გამოკვლევა და არ შეფასება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, დისკრეციული უფლებამოსილების არაჯეროვნად განხორციელებად არ შეიძლება ჩაითვალოს.

 

რაც შეეხება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების და მისგან გამომდინარე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიზანშეწონილობას სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო კონტროლი არ მოიცავს საკონკურსო კომისიის, როგორც კოლეგიური სტრუქტურული ერთეულის მიერ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შეფასებას, რადგან იგი ეფუძნება ასეთი კომისიის თითოეული წევრის პირად პროფესიულ შეფასებას, შინაგან რწმენას და პირად აღქმას, რაც სა--ნონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებობს და იგი არ ფასდება კანონთან მიმართებაში. საკონკურსო კომისიის და მისი წევრების გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი საკონკურსო კომისიის და შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევდა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საკონკურსო კომისიის და სხვა კოლეგიური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლის ფარგლები სწორედ ასე- განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 სექტემბრის (საქმის ნომერი: ბს--300-291(კ-13)) განჩინება) კერძოდ, სა--საციო სასამართლო განმარტავს, რომ კოლეგიური ორგანოს, სათათბირო ორგანოს ან საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შემოწმება დაიშვება მხოლოდ კანონიერების და არა მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სა--საციო სასამართლომ, აღნიშნული განმარტება სწორედ ერთ-ერთი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების და მის საფუძველზე გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან და--ვშირებით გააკეთა. მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულმა კომისიამ სწორედ საკონკურსო საწყისებზე შე-ფასა თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება, დარჩენილ 1 საშტატო ერთეულზე პირის დანიშვნის მიზნით.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან და--ვშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ადგილი არა აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2018 წლის 30 მაისის №----- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში

 

ამრიგად, ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, არ არსებობს მოსარჩელე მა-- მხ---ის ს----------–---------–-–---------–-------–---–-----------------------------------------------------–---------------------------–----------–---------------------–--------------- სპეციალისტის ტოლფას ან არატოლფას თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ბრძანება და ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალოს მოსარჩელე მა-- მხ---ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან და--ვშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მა-- მხ---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დავით წერეთელი