განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2724448 -1/428-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
14 იანვარი 2019 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი -ბელა მერაბიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - ო-------------ძე;
დაცვის მხარე - ბრალდებული - გ---------------–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 19--------–ელს, პ/ნ 5---------- მცხ: ბ----------- რაიონი, დაბა ბ----------, 9-------–ის ქ. №11,ბინა 24.
ადვოკატი-გ--–---------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
გ---------------–ი, სისტემატიურად სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს შო---------–-------ნს, რომელმაც 2018 წლის 15 ოქტომბერს დაახლოებით 19:00 საათზე, ბ----------- რაიონის დაბა ბა--------–ი,9-------–ის ქ. №11,ბინა 24-ში, თავის საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების მოტივით,კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა შო---------–-------ნს, უცენზურო სიტყვებით ლანძღა-აგინა,ორივე ხელი რამოდენიმეჯერ ძლიერად კრა მხრებზე და წააქცია, ხოლო ფეხზე წამომდგარს მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყის არეში, შემდეგ გერი ს--–------------ძე ლანძღა უშვერი სიტყვებით,მარჯვენა ხელი ძლიერად მოუჭირა მარცხენა მკვლავზე და ძალის გამოყენებით გააგდო სახლიდან გარეთ. რამაც შო---------–-------ნის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად,ხოლო ს--–------------ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ---------------–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ორი ან მეტი პირის მიმართ და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა გ---------------–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოწმეების: გ---------------–-–---–---------–------------ს ჩვენებები, დაზარალებულების შო---------–-------ნის და ს--–------------ძის ჩვენებები, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შო---------–-------ნთან, გ---------------–ის დაკავების ოქმი, გ---------------–ის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ქვითარი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები შო---------–-------ნის და ს--–------------ძის მიმართ, 2008 წლის 14 მარტის,2008 წლის 22 აპრილის,2008 წლის 14 ივლისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენები გ---------------–ის მიმართ, სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც სადაო სახის მტკიცებულებანი, ხოლო არსებით სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებები გახადეს უდაოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
მოწმე შო---------–-------ნის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ შო---------–-------ნი ცხოვრობს ბ----------- რაიონის დაბა ბა--------–ი,9-------–ის ქ. № 11, ბინა 24-ში ოჯახთან ერთად. ჰყავს მეუღლე გ---------------–ი, რომელთანაც უკვე ექვსი წელია არის არარეგისტრირებულ ქორწინებაში და შვილი ს--–----
მ-------ე. მიუხედავად იმისა, რომ გ---------------–თან არის არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ ერთად და მუდმივად ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას,ჰქონდათ საერთო შემოსავალი და ასევე საერთო საოჯახო ხარჯებიც. დაახლოებით ერთი თვის უკან მისი შვილი, ს--–---- მ-------ე დაშორდა მეუღლეს, რის შემდეგაც დაბრუნდა დ. ბა--------–ი, რის შემდეგაც ცხოვრობს შო---------–-------ნთან და მის მეუღლესთან ერთად. აღნიშნული ფაქტი შო---------–-------ნის მეუღლემ მიიღო ცუდათ, რის გამოც ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას ს--–---- მ-------ის მიმართ და არაერთხელ უთქვამს მისთვის, რომ უკეთესი იქნებოდა თუ ს--–------------ძე დატოვებდა დ. ბა-------ნს და საცხოვრებლად გადავიდოდა სხვა ადგილზე. 2018 წლის 15 ოქტომბერს, შო---------–-------ნი იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში შვილთან ს--–---- მ-------ესთან ერთად, იქნებოდა დაახლოებით 19:00 საათი, რა დროსაც სამსახურიდან სახლში დაბრუნდა მისი მეუღლე. მისაღებ ოთახში შემოსვლისას, სადაც იმყოფებოდნენ ის და მისი შვილი,გ---------------–მა ს--–---- მ-------ეს რამოდენიმეჯერ მიმართა უხეშად და უთხრა, რომ უნდა დაეტოვებინა სახლი. ვინაიდან შო---------–-------ნს არ უნდოდა, რომ მის ოჯახის წევრებს შორის სიტუაცია დაძაბულიყო, მის მეუღლეს მოუწოდა, რომ დამშვიდებულიყო, თუმცა მისი სიტყვების შემდეგ გ---------------–ი კიდევ უფრო გაღიზიანდა და შო---------–-------ნის მისამართით დაიწყო სიტყვიერი შეურაცყოფის მიყენება, შო---------–-------ნს მეუღლის სიტყვები ძალიან არ ესიამოვნა, რის გამოც ადგა ფეხზე და უთხრა, რომ თუ არ დამშვიდდებოდა გამოიძახებდა პოლიციას. აღნიშნულის გაგონებაზე მისი მეუღლე ძალიან გაღიზიანდა, წამოდგა ფეხზე და ორივე ხელი ძლიერად ჰკრა მხრებზე,რის გამოც შო---------–-------ნმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, დარტყმის ძალისაგან თავი ვეღარ შეიკავა და მუცლით დაეცა ოთახის იატაკზე, იატაკზე დაცემის შედეგად ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი. მომხდარს შეესწრო მისი შვილიც, რომელიც შეეცადა, რომ დაემშვიდებინა გ---------------–ი, თუმცა შო---------–-------ნის მეუღლემ მომხდარ ფაქტის გამო დაიწყო ს--–---- მ-------ის დადანაშაულება, ეუბნებოდა, რომ ზემოაღნიშნული დაპირისპირება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჯერ კიდევ ცხოვრობდა მათთან ერთად. ამასობაში შო---------–-------ნმა ფეხზე წამოდგა, მივიდა მის მეუღლესთან, რომელიც იმყოფებოდა სამზარეულოში და ჰკითხა, თუ როგორ არ რცხვენოდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო, თუმცა მისი მეუღლე მაინც არ დამშვიდდა და ისევ ორივე გაშლილი ხელი ჰკრა მხრებზე, რის გამოც შო---------–-------ნმა კიდევ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ხელის კვრის გამო თავი ვეღარ შეიკავა, ინერციით რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა მისაღები ოთახისაკენ და მარცხენა გვერდით დაეცა იატაკზე, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მარცხენა ხელზე, იდაყვის არეში მიიღო დაზიანება. შო---------–-------ნის მეუღლემ ისევ განაგრძო მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და აგინებდა დედის მისამართით, ხოლო როდესაც ისევ ფეხზე წამოდგა მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყის არეში, რის გამოც შო---------–-------ნმა ასევე განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. შო---------–-------ნის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, გ---------------–ი მივიდა ს--–------------ძესთან, რომელიც ასევე იმყოფებოდა სამზარეულოში, ცალი ხელი წაავლო მარცხენა მკლავში და ძალის გამოყენებით გაიყვანა ბინაში შემოსასვლელი კარისაკენ, გააღო კარი და ს--–------------ძე გაიყვანა ბინიდან, რის შემდეგაც დაკეტა კარი. ვინაიდან შო---------–-------ნს უნდოდა, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ დაძაბულიყო, მის მეუღლეს მიუწოდა, რომ დამშვიდებულიყო, თუმცა მისი მეუღლე ისევ აგრძელებდა მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას და ეუბნებოდა, რომ ის და მისი შვილი იყვნენ "მათხოვრები“. რამოდენიმე წუთის შემდეგ ბინის კარებზე შო---------–-------ნმა გაიგონა კაკუნის ხმა, რის გამოც მივიდა კართან, სადაც იმყოფებოდა მისი შვილი, რომელსაც უნდოდა ბინაში შემოსვლა. ბინაში შემოსასვლელი კარის გაღებისთანავე, როდესაც მისი შვილი შემოვიდა ოთახში, მასთან მივიდა გ---------------–ი, რომელმაც ს--–---- მ-------ეს ცალი ხელი მოკიდა მკლავზე და ძალის გამოყენებით ისევ გაიყვანა ბინიდან გარეთ, რის შემდეგაც ისევ დაბრუნდა მისაღებ ოთახში. ვინაიდან შო---------–-------ნი ცდილობდა, რომ ყველანაირად დაემშვიდებინა მისი მეუღლე, მივიდა მასთან და მოუწოდა, რომ დაწყნარებულიყო, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ ოთახში შემოვიდა შვილიც, რომელმაც შო---------–-------ნს უთხრა, რომ მომხდარი ფაქტის გამო დარეკა 112–ში და ითხოვა დახმარება, ხოლო აღნიშნულიდან რამოდენიმე წუთში შო---------–-------ნის ბინაში გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლებიც.
მოწმე ს--–------------ძის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ს--–------------ძე ცხოვრობს ბ----------- რაიონის დაბა ბა--------–ი,9-------–ის ქ. № 11, ბინა 24-ში დედასთან შო---------–-------ნთან და მამინაცვალთან გ---------------–თან ერთად. დედამისი უკვე ექვსი წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაშია გ---------------–თან. მიუხედავად იმისა, რომ გ---------------–თან არის არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობენ ერთად და მუდმივად ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას, ჰქონდათ საერთო შემოსავალი და ასევე საერთო საოჯახო ხარჯებიც. დაახლოებით ერთი თვის უკან ს--–---- მ-------ე დაბრუნდა დ. ბა--------–ი, რის შემდეგაც ცხოვრობს დედამისთან და მამინაცვალთან ერთად. აღნიშნული ფაქტი მამინაცვალმა მიიღო ცუდად, რის გამოც ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას ს--–---- მ-------ის მიმართ და არაერთხელ უთქვამს მისთვის, რომ უკეთესი იქნებოდა თუ ს--–------------ძე დატოვებდა დ. ბა-------ნს და საცხოვრებლად გადავიდოდა სხვა ადგილზე. 2018 წლის 15 ოქტომბერს, ს--–------------ძე იმყოფებოდა დედამისის კუთვნილ ბინაში დედამისთან შო---------–-------ნთან ერთად, იქნებოდა დაახლოებით 19:00 საათი, რა დროსაც სამსახურიდან სახლში დაბრუნდა მისი მამინაცვალი გ---------------–ი. მისაღებ ოთახში შემოსვლისას, სადაც იმყოფებოდნენ ს--–------------ძე და მისი დედა, გ---------------–მა ს--–---- მ-------ეს რამოდენიმეჯერ მიმართა უხეშად და უთხრა, რომ უნდა დაეტოვებინა სახლი. აღნიშნულზე ს--–------------ძის დედამ გ---------------–ს მოუწოდა, რომ დამშვიდებულიყო, თუმცა მისი სიტყვების შემდეგ გ---------------–ი კიდევ უფრო გაღიზიანდა და ს--–------------ძის და შო---------–-------ნის მისამართით დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, დედამისს მისი მეუღლის, გ---------------–ის სიტყვები ძალიან არ ესიამოვნა, რის გამოც ადგა ფეხზე და უთხრა, რომ თუ არ დამშვიდდებოდა გამოიძახებდა პოლიციას. აღნიშნულის გაგონებაზე გ---------------–ი ძალიან გაღიზიანდა, წამოდგა ფეხზე და ორივე ხელი ძლიერად ს--–------------ძის დედას ჰკრა მხრებზე, რის გამოც დედამისმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, დარტყმის ძალისაგან თავი ვეღარ შეიკავა და მუცლით დაეცა ოთახის იატაკზე, იატაკზე დაცემის შედეგად ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი. მომხდარს შეესწრო ს--–------------ძემ, რომელიც შეეცადა, რომ დაემშვიდებინა გ---------------–ი, თუმცა მამინაცვალმა მომხდარ ფაქტის გამო დაიწყო ს--–---- მ-------ის დადანაშაულება, ეუბნებოდა, რომ ზემოაღნიშნული დაპირისპირება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჯერ კიდევ ცხოვრობდა მათთან ერთად. ამასობაში დედამისი ფეხზე წამოდგა, მივიდა გ---------------–თან, რომელიც იმყოფებოდა სამზარეულოში და ჰკითხა, თუ როგორ არ რცხვენოდა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო, თუმცა გ---------------–ი მაინც არ დამშვიდდა და ისევ ორივე გაშლილი ხელი ჰკრა მხრებზე, რის გამოც შო---------–-------ნმა კიდევ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ხელის კვრის გამო თავი ვეღარ შეიკავა, ინერციით რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა მისაღები ოთახისაკენ და მარცხენა გვერდით დაეცა იატაკზე, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და მარცხენა ხელზე,იდაყვის არეში მიიღო დაზიანება. გ---------------–მა ისევ განაგრძო შო---------–-------ნისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და აგინებდა დედის მისამართით, ხოლო როდესაც ისევ ფეხზე წამოდგა მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყის არეში, რის გამოც ს--–------------ძის დედამ ასევე განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. შო---------–-------ნის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, გ---------------–ი მივიდა ს--–------------ძესთან, რომელიც ასევე იმყოფებოდა სამზარეულოში, მარჯვენა ხელი წაავლო მარცხენა მკლავში და ძალის გამოყენებით გაიყვანა ბინაში შესასვლელი კარისაკენ. გ--------------–ის ქმედების გამო ს--–------------ძეს მარცხენა ხელი ეტკინა, რის გამოც სთხოვა გ---------------–ს, რომ მისთვის ხელი გაეშვა,თუმცა მან ისევ გააგრძელა ს--–------------ძეზე ძალადობა და გაიყვანა ბინიდან გარეთ.ს--–------------ძე ბინაში რამოდენიმე წუთის განმავლობაში აღარ დაბრუნებულა, ვინაიდან ელოდებოდა გ---------------–ის დამშვიდებას. გარკვეული დროის გასლის შემდეგ ისევ მივიდა ბინაში შესასვლელი კართან და მასზე დააკაკუნა. კარი გაუღო დედამისმა, თუმცა ბინაში შესვლისთანავე მასთან მივიდა გ---------------–ი, რომელმაც მარჯვენა ხელი ისევ ძლიერად მოუჭირა მარცხენა მკვლავზე,რის გამოც ს--–------------ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ძალის გამოყენებით გაიყვანა ბინიდან.ვინაიდან გ---------------–ი არ წყნარდებოდა და ს--–------------ძემ იფიქრა,რომ გ---------------–ს შეეძლო ს--–---- მ------–--- და დედამისზე ისევ განეხორციელებინა ფიზიკური ძალადობა, დარეკა 112-ზე და ითხოვა დახმარება, რის შემდეგაც ადგილზე გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები.
2018 წლის 16 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ადგილზე შემოწმდა შო---------–-------ნის ჩვენება. შო---------–-------ნის მითითებით მივიდნენ ბ----------- რაიონის დაბა ბა--------–ი მდებარე 9-------–ის ქ. № 11, ბინა 24-ში.სადაც შო---------–-------ნმა მიუთითა მისაღებ ოთახზე, სადაც განთავსებულია ერთი ცალი ტახტი, ორი ცალი სავარძელი და შუშის მცირე ზომის მაგიდა. მისაღებ ოთახში შო---------–-------ნმა მიუთითა ტახტი და ერთ-ერთი სავარძელი და განმარტა, რომ მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს ისხდნენ ის და მისი შვილი ს--–---- გალუსტიანი,როდესაც სახლში დაბრუნდა მისი მეუღლე გ---------------–ი.აღნიშნულის შემდეგ შო---------–-------ნმა მიუთითა ადგილი იატაკზე, მისაღებ ოთახში განთავსებული ტახტთან სადაც გ---------------–მა მას ორივე ხელი ჰკრა მხრებზე, რის გამოც შო---------–-------ნი დაეცა ძირს.აღნიშნულის შემდეგ შო---------–-------ნმა მიუთითა მისი საცხოვრებელი ბინის სამზარეულო ოთახზე, სადაც განთავსებულია მაცივარი, გაზქურა, ჭურჭლის კარადა, ერთი ცალი მაგიდა და ოთხი ცალი სკამი. სამზარეულო ოთახში, შო---------–-------ნმა მიუთითა ადგილზე მეტლახის იატაკზე,სადაც 2018 წლის 15 ოქტომბერს მას მეორედ გ---------------–მა ორივე ხელი ჰკრა მხრებზე, რის გამოც შო---------–-------ნი დაეცა ძირს,რის შემდეგაც მიუთითა ადგილზე მისაღები ოთახის შესასვლელში, სადაც იგი დაეცა, როდესაც გ---------------–მა ჰკრა მას ორივე ხელი.სამზარეულო ოთახის შემდეგ,შო---------–-------ნმა მიუთითა ადგილზე მისი საცხოვრებელი ბინის სააბაზანოში შესასვლელ მეტალოპლასტმასის კართან, სადაც მას 2018 წლის 15 ოქტომბერს გ---------------–მა გაშლილი ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაში, რის გამოც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ შო---------–-------ნმა მიუთითა ადგილზე სამზარეულო ოთახში, სადაც გ---------------–მა ს--–------------ძეს მკლავში ჩაავლო ხელი და მიუთითა მიმართულება ბინაში შესასვლელი კარისაკენ, საითაც გ---------------–მა ძალის გამოყენებით წაიყვანა ს--–------------ძე, რის შემდეგაც მიუთითა ბინაში შემოსასვლელ რკინის კარზე, რომელიც გააღო გ---------------–მა და საიდანაც ს--–------------ძე გააგდო ბინიდან.
2018 წლის 18 ოქტომბერს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ადგილზე შემოწმდა ს--–---- მ-------ის ჩვენება. ს--–---- მ-------ის მითითებით ექსპერიმენტი ჩატარდა ბ----------- რაიონ დაბა ბა--------–ი 9-------–ის ქუჩა N 11-ში ბინა 24-ში, სადაც ს--–---- მ-------ე უთითებს ბინის მისაღებ ოთახზე, სადაც იგი უთითებს სავარძელს, რომელზეც ისხდნენ 2018 წლის 15 ოქტომბერს რა დროსაც სახლში 19:00 საათზე დაბრუნდა გ---------------–ი სამსახურიდან, აგრეთვე უთითებს ადგილს იატაკზე, სადაც სიტყვიერი შელაპარაკების დროს გ---------------–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შო---------–-------ნს, კერძოდ : ორივე ხელი ჰკრა მხრების არეში, რის შედეგადაც შო---------–-------ნი დაეცა იატაკზე მუცლით, აგრეთვე ს--–---- მ-------ე უთითებს სამზარეულოს იატაკზე სადაც შო---------–-------ნს გ---------------–მა განმეორებით ჰკრა ორივე ხელი მხრების არეში, შო---------–-------ნი დაეცა საპირფარეშოს კარებთან, წამოდგომისას კი გ---------------–მა მარჯვენა ხელი დაარტყა ლოყის არეში, რის შემდეგაც ს--–---- მ-------ეს ხელი მოუჭირა მკლავზე და ძალის გამოყენებით გაიყვანა ბინიდან. ექსპერიმენტის დროს რაიმე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი, ნივთიერება ან საგანი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.
ს-----–----------------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N820/05/9-3 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ს--–------------ძეს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
ს-----–----------------–-- სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის N819/05/9-3 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შო---------–-------ნის მარცხენა იდაყვის სახსრის არეში არსებული ნაჭდევი მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2018 წლის 17 ოქტომბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, შო---------–-------ნი ცნობილ იქნა დაზარალებულად 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქ/პ-ით.
2018 წლის 17 ოქტომბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ს--–---- მ-------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქ/პ-ით.
სასამართლოს დასკვნა გ---------------–ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
გ---------------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, გ---------------–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ---------------–ი(პ/№5----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 1 (ერთი) წელი და 6 თვე.
2. გ---------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ყადაღისაგან გათავისუფლდეს გ---------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველსაყოფად, 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ვ-–---------–---------------------საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ------------------–--–--–------- №15,ბინა 25, ფართით 71,10 კვ.მ საკადასტრო კოდით 6-------------------- 2018 წლის 29 ოქტომბრის №12/034-18 განჩინება, ასევე გაუქმდეს დამატებითი ღონისძიება რომლითაც ბრალდებულ გ---------------–ის (პ/ნ-5----------) აეკრძალა დაზარალებულებთან შო---------–-------ნთან და ს--–---- მ-------ესთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც დაზარალებულები იმყოფებიან.)
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალცხიე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე გია ბერაია