განაჩენი

სისხლის სამართლის 15.01.2019
საქმის ნომერი
120100118002748688
დავის ტიპი
287
თარიღი
15.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2748688-1/446-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

15 იანვარი 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გრ-----–-------ძე

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – ქე------------ძე, დაბადებული 0---------წ., პირადი #1----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბო-------ი, სოფელი ყვ----ი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 07 აგვისტოს ბო-------ის რაიონის სოფელ ყვ----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ქე------------ძემ, რეგისტრაციის წესების დაუცველად, უკანონოდ დაამონტაჟა ე.წ. „ლენტური ხერხი“, რომლითაც ახდენდა უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყის მრგვალი მორის გადამუშავებას.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქე------------ძემ ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორი) სახერხი მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.

 

3.წარდგენილი ბრალდება.

 

2018 წლის 31 ოქტომბერს ქე------------ძეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4.გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბო-------ის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ქე------------ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 2000 ლარის ოდენობით.

 

5. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

6.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ბრალდებულმა ქე------------ძემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

2018 წლის 08 აგვისტოს ბო-------ის რაიონის სოფელ ყვ----ში ქე------------ძის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოების და ეზოს ჩხრეკის ოქმის და თანდართული ფოტო მასალის თანახმად დადგენილია, რომ ქე------------ძის დამხმარე სათავსოების და ეზოს ჩხრეკის შედეგად საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ხის აივნის ქვეშ მუშა მდგომარეობაში ნანახი იქნა მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადასამუშავებელი მოწყობილობა ე.წ. „ლენტური ხერხი“, რომელიც იდგა ლიანდაგზე, ასევე ლიანდაგზე იყო ერთი ცალი 3 მეტრი სიგრძის ძელაკი...ლენტური ხერხი შემოწმებისას ჩაირთო... ასევე ეზოში ნანახი იქნა 9 ცალი წიწვოვანი ჯიშის მრგვალი მორი სიგრძით 3 მეტრის. ასევე ნანახი იქნა 3 მეტრი სიგრძის წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ფიცარი.

იხ. ტომი 1 ს.ფ. 16-39;

 

გი---------------–--ლი ჩვენება, რომლის თანახმად იგი ცხოვრობს ბო-------ის რაიონის სოფელ ყვ----ში ოჯახთან ერთად. ამავე სოფელში ცხოვრობს ქე------------ძის ოჯახი. მისთვის ცნობილი იყო, რომ ქე------------ძის ოჯახს შეძენილი ჰქონდა ხე-ტყის გადასამუშავებელი სახერხი, რომელსაც ინახავდა საცხოვრებელი სახლის საცავში და აგროვებდა საბუთებს, რომ იგი ოფიციალურად გაეფორმებინა. 2018 წლის 07 აგვისტოს ქე------------ძე მივიდა გი---------------–--ლთან და სთხოვა სახერხი საამქროს აწყობა-დამონტაჟება. ასევე სთხოვა, რომ აწყობა-დამონტაჟების შემდეგ სახლის ეზოში არსებული 7 კუბ.მ. მრგვალი მორი გადაემუშავებინათ. მათ ააწყეს სახერხი საამქრო და მოახდინეს ამუშავეს რამდენიმე წუთი.

იხ. ტომი 1 ს.ფ. 53-54;

 

ბა-------------ის ჩვენება, რომლის თანახმად იგი ცხოვრობს ბო-------ის რაიონის სოფელ ყვ----ში ოჯახთან ერთად. ამავე სოფელში ცხოვრობს ქე------------ძის ოჯახი. მისთვის ცნობილი იყო, რომ ქე------------ძის ოჯახს შეძენილი ჰქონდა ხე-ტყის გადასამუშავებელი სახერხი, რომელსაც დაშლილ მდგომარეობაში ინახავდა. 2018 წლის 07 აგვისტოს ქე------------ძემ ბა-------------ს სთხოვა სახერხი საამქროს აწყობა-დამონტაჟება. ასევე სთხოვა, რომ აწყობა-დამონტაჟების შემდეგ სახლის ეზოში არსებული 7 კუბ.მ. მრგვალი მორი გადაემუშავებინათ. მათ ააწყეს სახერხი საამქრო და მოახდინეს ამუშავეს რამდენიმე წუთი.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 58-60;

 

მი----–-------ის ჩვენება, რომლის თანახმად იგი ცხოვრობს ბო-------ის რაიონის სოფელ ყვ----ში ოჯახთან ერთად. 2018 წლის მარტის თვეში მისმა აწგარდაცვლილმა მამამ თე-------------ემ უცნობი პირისაგან შეიძინა ხე-ტყის გადასამუშავებელი სახერხი საამქრო, რომელიც უნდა დაერეგისტრირებინა. სახერხი დაშლილ მდგომარეობაში ინახებოდა სახლის პირველ სართულზე განთავსებულ საცავში. 2018 წლის აპრილის თვეში გარდაიცვალა თე-------------ე. 2018 წლის 06 აგვისტოს მას დაუკავშირდა დედა ქე------------ძე და უთხრა, რომ მათ ეზოში მისული იყო პოლიცია, რომელსაც უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად კი ამოღებულ იქნა სახერხი საამქრო. მან დედას ჰკითხა თუ როდის და ვინ დაამონტაჟა სახერხი, რაზეც ქე------------ძემ უთხრა, რომ 2018 წლის 07 აგვისტოს მისი თხოვნით დაამონტაჟეს სახერხი საამქრო.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 75-77;

 

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 აგვისტოს N0-------- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბო-------ის რაიონის სოფ. ყვ----ში მოქ. მი----–-------ის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის ხის აივნის ქვეშ არსებული სივრციდან დემონტირებული და ქ. ახალციხეში, საფინანსო მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე დასაწყობებული დანადგარი წარმოადგენს ე.წ. ლენტურ ხერხს.

 

მი----–-------ის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის ხის აივნის ქვეშ არსებულ სივრცეში დამონტაჟებული ლენტური ხერხის დანადგარი ვარგისი იყო გამოსაყენებლად, იმყოფებოდა ძაბვის ქვეშ და შესაძლებელი იყო მასზე ხე მასალის დახერხვა.

იხ. ტომი 1 ს.ფ. 90;

7.სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ბადრი შავაძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული

 

8.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ქე------------ძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ქე------------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

9.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქე------------ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც უნდა ჩაეთვალოს პირობით. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ქე------------ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

10. ნივთიერი მტკიცებულებები:

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები ნაძვის ჯიშის 3 მეტრის სიგრძის 9 ცალი ხის მრგვალი მორები, ასევე 1 ცალი სამი მეტრი სიგრძის ძელაკი, ასევე მრგვალი მორის ხის გადასამუშავებელი საამქროს ლიანდაგი, რომელიც ინახება ბო-------ის რაიონის სოფელ ყვ----ში მცხოვრებ ქე------------ძის საცხოვრებელი სახლის ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კონფისკაციის მიზნით გადაეცეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ.

 

109 ცალი ნაძვის წიწვოვანი ჯიშის 3 მეტრი სიგრძის პირველადი გადამუშავებული პროდუქტი დახერხილი ფიცარი და მრგვალი მორის გადასამუშავებელი საამქრო ე.წ. ლენტური ხერხი, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ტერიტორიაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კონფისკაციის მიზნით გადაეცეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქე------------ძე (პ/N1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი.

 

2. მსჯავრდებულის ქე------------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის გაუქმდეს.

 

3. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები ნაძვის ჯიშის 3 მეტრის სიგრძის 9 ცალი ხის მრგვალი მორები, ასევე 1 ცალი სამი მეტრი სიგრძის ძელაკი, ასევე მრგვალი მორის ხის გადასამუშავებელი საამქროს ლიანდაგი, რომელიც ინახება ბო-------ის რაიონის სოფელ ყვ----ში მცხოვრებ ქე------------ძის საცხოვრებელი სახლის ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კონფისკაციის მიზნით გადაეცეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ.

 

109 ცალი ნაძვის წიწვოვანი ჯიშის 3 მეტრი სიგრძის პირველადი გადამუშავებული პროდუქტი დახერხილი ფიცარი და მრგვალი მორის გადასამუშავებელი საამქრო ე.წ. ლენტური ხერხი, რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ტერიტორიაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კონფისკაციის მიზნით გადაეცეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ.

 

4. პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ქე------------ძის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე