განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
090100118002743392
დავის ტიპი
177 3 ბ , 177 2 ა
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN(1/40–2018) 090100118002743392

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2018 წელი ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

პროკურორის - ზ------–--–----------

ბრალდებულის - ი-----–-----–-----

ადვოკატის – ნ--------------–----

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე

 

ბრალდებულ ი-----–-----–----- მიმართ

მამის სახელი: რ------

დაბადებული: 1--------- წელი;

მოქალაქეობა: ს----------–---

განათლება: ს-–----–---

ოჯახური მდგომარეობა: გ-------–-------–--

პირადი ნომერი: 4-----------

რეგისტრირებული მისამართზე: ქ------------------–---------–----–----------–---------------–----------–--

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვ-----------------–---------–----–----------–---------------–------------–--

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ქურდობის მცდელობისათვის ნასამართლევი ი-----–-----–---ი, 2018 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ც-------------------------–---------––ი, კ------------------- ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა ნ------------–---–-ს ხელჩანთას, რომელშიც მოთავსებული იყო ფულადი თანხა 35(ოცდათხუთმეტი) ლარი, 730(შვიდას ოცდაათი) ლარად ღირებული მობილური ტელეფონი და 123(ასოცდასამი)ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთები. ი-----–-----–----- ქმედების შედეგად ნათია ყურაშვილს მიადგა 888(რვაას ოთხმოცდარვა) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი

 

2.ი-----–-----–---ი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.177 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 160–ე მუხლის პირველი ნაწილით, 188–ე მუხლის მეორე ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 4(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2016 წლის 29 თებერვალს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის

 

3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 20 ნოემბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.248–255).

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5. ი-----–-----–---მა სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

6.მოწმეთა სახით დაკითხული თ----------–-----, მ---------------, თ---------–---–-----, წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებებით დასტურდება რომ ი-----–-----–---მა, 2018 წლის 31 ივლისს, სოფელ ჩხუტელში, კ------------------- ავტომანქანიდან მოიპარა ნ------------–---–-ს ხელჩანთა(ს.ფ.52–54; 72–74; 81–83 ).

 

7.დაზარალებულის სახით დაკითხული ნ------------–---–-ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში, მეუღლის დის ჭიშკართან გაჩერებულ მათი ოჯახის კუთვნილი ავტომანქანის წინა სავარძელზე დატოვა ხელჩანთა. სახლიდან მალევე გამობრუნდნენ და ხელჩანთა ადგილზე არ დაუხვდათ. კ---- უთხრა, რომ ხელჩანთის აღება მხოლოდ ი-----–-----–---ს შეეძლო, რომელმაც ფაქტამდე კ---- სთხოვა სიგარეტი და მის გარდა ავტომანქანასთან არავის გაუვლია. კ---- დარეკა მის მობილურზე და ზარის ხმა ი-----–-----–----- სახლიდან გამოვიდა, რაც განაცხადეს პოლიციაში. ხელჩანთაში ჰქონდა სხვადასხვა დასახელების ნივთები: შავი ფერის ტყავის საფულე, საფულის შიგა განყოფილებაში ერთი ერთეული ოცლარიანი კუპიურა, ერთი ერთეული ათლარიანი კუპიურა, ერთი ერთეული ხუთ ლარიანი კუპიურა, ლიბერთი ბანკის ოთხი პლასტიკური ბარათი, PSP-ს პლასტიკური ბარათი, ,,სუფთა სახლის” პლასტიკური ბარათი, ,,HUAMERI”–ს მარკის ორ სიმბარათიანი მობილოური ტელეფონი ნომრით:598 14 88 50, 595 50 85 36, სველი ხელსახოცი წარწერით ,, BERFINY”, ქალის სუნამო წარწერით ,,AMER ELIXIR”, დეოდორანტი წარწერით ,,GIORDANI GOLD”, ხუთი ერთეული ტუჩსაცხი, ორი ერთეული საწერკალამი, მედიკამენტები წარწერით ,,SUPRASTIN” ,,Tavegil“, 2 ერთეული შეფუთული 2 მლ სამედიცინო შპრიცი, სელპაკის ხელსახოცი და წითელი ფერის სათვალის პატარა ზომის ჩანთა. კ------------ნ შეიტყო, რომ პოლიციის მიერ მისი ხელჩანთა ამოღებული იქნა ი-----–-----–----- სახლიდან. (ს.ფ.55 –57);

 

8.2018 წლის 1 აგვისტოს დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ი-----–-----–---მა 2018 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ც-------------------------–---------––ი, ჩაიდინა ქურდობა (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.92–94);

 

9.2018 წლის 31 ივლისის ამოღების ოქმით და მასზე დართული ფოტომასალით დგინდება, რომ ც-------------------------–---------––ი, ი-----–-----–-----აგან, დღისით, იძულების გარეშე ამოღებული იქნა ქალის ტყავის მოიისფრო შეფერილობის ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებულია შავი ფერის ტყავის საფულე, საფულეში არის ,,ლიბერთი ბანკის“ ოთხი პლასტიკური ბარათი, PSP-ს პლასტიკური ბარათი, ,,სუფთა სახლის” პლასტიკური ბარათი, საფულის შიგა განყოფილებაში მოთავსებულია ერთი ერთეული ოცლარიანი კუპიურა, ერთი ერთეული ათლარიანი კუპიურა, ერთი ერთეული ხუთ ლარიანი კუპიურა, ,,HUAMERI”–ს მარკის ორ სიმბარათიანი მობილური ტელეფონი, რომელშიც კ------------------- განმარტებით არის ორი სიმბარათი ნომრით:598 14 88 50, 595 50 85 36, სველი ხელსახოცი წარწერით ,, BERFINY”, ქალის სუნამო წარწერით ,,AMER ELIXIR”, დეოდორანტი წარწერით ,,GIORDANI GOLD”, ხუთი ერთეული ტუჩსაცხი, ორი ერთეული საწერკალამი, მედიკამენტები წარწერით ,,SUPRASTIN” ,,Tavegil“, 2 ერთეული შეფუთული 2 მლ სამედიცინო შპრიცი, სელპაკის ხელსახოცი და წითელი ფერის სათვალის პატარა ზომის ჩანთა. ი-----–-----–----- განმარტებით მან აღნიშნული ხელჩანთა მოიპარა კ------------------- ავტომანქანიდან. (ს.ფ. 7–28).

 

10.სსიპ ლ----------------–--------–--ბის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 7 ნოემბრის სტაციონალური სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ი-----–-----–---ი დაავადებულია შიზოტოპური აშლილობით (კოდი - F21, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე–10 გადასინჯვის მიხედვით), ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროს იგი დაავადებული იყო შიზოტოპური აშლილობით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ეხელმძღვანელა მისთვის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას. მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში, ის, იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის(ს.ფ.231–237).

 

11.ი-----–-----–----- მიმართ მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 31 ივლისის მოწმე კ------------------- გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 2 აგვისტოს ბრალდებულ ი-----–-----–----- გამოკითხვის ოქმით; 2018 წლის 31 ივლისის დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ, შუამდგომლობითა და მოსამართლის განჩინებით; 2018 წლის 31 ივლისის ი-----–-----–----- დაკავების ოქმით; 2018 წლის 31 ივლისის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით; 2018 წლის 6 აგვისტოს ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით; 2018 წლის 21 აგვისტოს შუალდგომლობით ამოღების ჩატარების შესახებ, მოსამართლის განჩინებითა და ამოღების ოქმით; დადგენილებით ი-----–-----–----- მიმართ ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ – ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი საგნებით და ნივთებით: ,,ლიბერთი ბანკის“ ოთხი პლასტიკური ბარათი, PSP-ს პლასტიკური ბარათი, ,,სუფთა სახლის” პლასტიკური ბარათი, ერთი ერთეული ოცლარიანი კუპიურა, ერთი ერთეული ათლარიანი კუპიურა, ერთი ერთეული ხუთ ლარიანი კუპიურა, ,,HUAMERI”–ს მარკის ორ სიმბარათიანი მობილური ტელეფონი, სველი ხელსახოცი წარწერით ,, BERFINY”, ქალის სუნამო წარწერით ,,AMER ELIXIR”, დეოდორანტი წარწერით ,,GIORDANI GOLD”, ხუთი ერთეული ტუჩსაცხი, ორი ერთეული საწერკალამი, მედიკამენტები წარწერით ,,SUPRASTIN” ,,Tavegil“, 2 ერთეული შეფუთული 2 მლ სამედიცინო შპრიცი, სელპაკის ხელსახოცი და წითელი ფერის სათვალის პატარა ზომის ჩანთა; ცნობით იმერეთის პრობაციის ბიუროდან; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით; პენიტენციურო დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობით; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით; ცნობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან; ი-----–-----–----- ნასამართლობისა და ადმინისტრაციული შემოწმების ცნობებით; ინფორმაციით ი-----–-----–----- შესახებ; ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით; შეტყობინების რეგისტრაციით; ოქმით დამცველის მომსახურებაზე უარის თქმის შესახებ; ოქმით უფასო სამედიცინო შემოწმების უფლების განმარტების შესახებ; ოქმით დაკავების თაობაზე შეტყობინმების შესახებ; მიმართვებით ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლიატორისადმი; მიმართვებით ,,შპს ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისადმი; წერილით N2 პენიტენციური დაწესებულებიდან და დანართი N2–თ; მიმართვებით შპს ,,ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოსადმი“; შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ და შესაბამისი განჩინებით; ი-----–-----–----- ამბულატორიული სამედიცინო ბარათის და დოკუმენტების ასლებით; მიმართვით სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი; მიმართვებით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი; მიმართვებით ცაგერის რაიონული სამმართველოსადმი; 2018 წლის 07 სექტემბრის შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით; ოქმებით ადვოკატთან გასაუბრების შესახებ; 2018 წლის 11 სექტემბრისა და 9 ოქტომბრის განჩინებებით ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების შესახებ; შუამდგომლობით ექსპერტიზის ჩასატარებლად პირის სახელმწიფო– სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით; 2018 წლის 4 ოქტომბრის შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით; ოქმებით შესალო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ;

 

12.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ი-----–-----–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

13. საქართველოს სისხლის სამართლის კდოექსის 35–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილით, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

14.სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–-----–---მა, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის –დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

15. ი-----–-----–---ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

16.ი-----–-----–----- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია სასჯელისა და ზარალის ანაზღაურების ნაწილში არ გააჩნია, არის შეზღუდული შერაცხადობის მქონე;

 

სასჯელის დასაბუთება:

 

17. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ი-----–-----–---ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახის - თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი-----–-----–----- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია სასჯელისა და ზარალის ანაზღაურების ნაწილში არ გააჩნია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის გადახედვის მიზნით, სასამართლო მიმართავს პროპორციულობის ტესტს და მისი როლი მდგომარეობს შემდეგში: მთლიანად საქმის გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ თუ არა „შესაბამისი და საკმარისი მიზეზები“ სადავო ღონისძიებების გამოსაყენებლად (Olsson v. Sweden).

 

იმის დადგენა, რამდენად იყო ჩარევა პროპორციული, მოიცავს შემდეგ ფაქტორებზე მსჯელობას: ა) ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს შეზღუდვისგან, ბ) შეზღუდვის სიმკაცრე და გ) მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ი-----–-----–----- მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ი-----–-----–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მეორე ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

 

2. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 31 ივლისის18:25 საათიდან.

 

3.გაუქმდეს ი-----–-----–----- მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება: ქალის ტყავის ხელჩანთა, მასში მოთავსებული შავი ფერის ტყავის საფულე, საფულის შიგა განყოფილებაში მოთავსებული ერთი ერთეული ოცლარიანი კუპიურა, ერთი ერთეული ათლარიანი კუპიურა, ერთი ერთეული ხუთ ლარიანი კუპიურა, სველი ხელსახოცი წარწერით ,, BERFINY”, ქალის სუნამო წარწერით ,,AMER ELIXIR”, დეოდორანტი წარწერით ,,GIORDANI GOLD”, ხუთი ერთეული ტუჩსაცხი, ორი ერთეული საწერკალამი, მედიკამენტები წარწერით ,,SUPRASTIN” ,,Tavegil“, 2 ერთეული შეფუთული 2 მლ სამედიცინო შპრიცი, სელპაკის ხელსახოცი და წითელი ფერის სათვალის პატარა ზომის ჩანთა, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცაგერის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი