განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2018
საქმის ნომერი
330100117001982209
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისი 6 დეკემბერი, 2018 წელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ-----------------–---ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ--–--------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–---------–--ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: თ---–-----–---–--------------------------ში.

 

ადვოკატები - ტ------–--------ე, თ-------------ა, ო-----------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა);

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. გ--–--------მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 4 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტრამადოლის“ შემცველი 20 აბი; დიდი ოდენობით 0,1436 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენ დიოქსიმეტამფეტამინის შემცველი 3 აბი და ფხვნილი; დიდი ოდენობით 0,24 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (მარილი) შემცველი 6 აბი; პოლიეთილენის ნაჭერში 1 ცალად დაფასოებული დიდი ოდენობით, 0,0026 გრამი ნარკოტიკული საშუალება „თებაინის“ შემცველი ნივთიერება; კუსტარული წესით დამზადებული მოთეთრო ფერის თერმულად დამუშავებულ (მილღობილ) პოლიეთილენის ნაჭრებში და თეთრ ქაღალდის ნაჭრებში 14 (თოთხმეტ) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით 0,1921 გრამს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,172 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 22 აბი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებული იქნა 2017 წლის 13 მაისს საქართველოს შ---–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–--- თანამშრომლების მიერ ქ--------------–--------------–---------------ში მდებარე შპს „მ--------–----" მიმდებარე ტერიტორიაზე გ--–--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

2. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

2.1. ბრალდების მხარემ, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები:

 

2.2. მოწმე თ------------------–---–მა განმარტა, რომ იგი არის ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–------------ სამმართველოს თანამშრომელი. მან მონაწილეობა მიიღო გ--–--------ს პირად ჩხრეკაში 2017 წლის 13 მაისს. იყო დ-----–--- საქართველოში მივლინებით, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქ-------------ის შესასვლელში შპს ,,მ-------–-სთან“ უნდა ყოფილიყვნენ ა-–------------ა და გ--–--------, რომლებსაც პირადად და ასევე გ--–--------ს მართვის ქვეშ მყოფ ,,--------ს მარკის ავტომანქანაში შესაძლოა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალებები. მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც შენიშნეს გაჩერებული ავტომანქანა, რომლის მახლობლად იყო გ--–-------- და ა-–------------ა. გ--–--------მ, მას შემდეგ, რაც განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციელები და უნდა ჩაეტარებინათ მისი ჩხრეკა, შეეცადა გაქცევას და ნარკოტიკული საშუალების თავიდან მოშორებას. გაქცევის ფაქტი აღკვეთა გ-----------–-------მა, რომელმაც გ--–-------- მიწაზე დააწვინა. მას შემდეგ, რაც გაქცევის საფრთხე განეიტრალდა, მან და გ-----------–-------მა ჩაატარეს გ--–--------ს პირადი ჩხრეკა. გ--–--------ს შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სავარაუდოდ ,,სუბოქსინის“, ,,მეთადონის“, ,,ექსტაზის“ და ,,ტრამადოლის“ აბები, სულ 49 აბი და მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, ე.წ. ,,სირეცი“ და პირადი ნივთები, რაც ჯერ დაალაგეს ავტომანქანაზე, ხოლო შემდეგ დაილუქა ორ ერთნაირ კონვერტში. ერთ კონვერტში მოთავსდა სავარაუდო ნარკოტიკული საშუალებები, ხოლო მეორეში პირადი ნივთები. გ--–--------ს ჩხრეკას ესწრებოდა გამომძიებელი ი-----–---------–---–ი. გ--–-------- ადგილზე დააკავეს. გ--–--------ს მოგვიანებით ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება, რა დროსაც მას დაუდგინდა თითქმის ყველა იმ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, რაც მისი პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული. გ--–--------მ განმარტა, რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნოდა მას, რაც შენიშვნის სახით, მისივე ხელით მიუთითა ჩხრეკის ოქმში.

 

მოწმემ ასევე განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები, რაც არ დაემთხვა ჩხრეკის ოქმში მითითებული აბების რაოდენობას, რის შემდეგ, ექსპერტიზაზე გაიგზავნა მეორე კონვერტი, რომელშიც იყო მოთავსებული გ--–--------ს პირადი ნივთები, რაშიც აღმოჩნდა კიდევ 12 აბი ნარკოტიკული საშუალება. მას მოუვიდა მექანიკური შეცდომა, როდესაც ნივთმტკიცებების დალუქვისას, 12 აბი ნარკოტიკული საშუალება მოთავსდა გ--–--------ს პირადი ნივთების კონვერტში. ამოღებიდან ექსპერტიზაზე წარდგენამდე არც ერთი ნივთმტკიცების კონვერტი არ გახსნილა.

 

2.3. მოწმე გ-----------–-------მა განმარტა, რომ იგი არის ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-- სამმართველოს თანაშრომელი. 2017 წლის 13 მაისს დ-----–--- საქართველოდან სამსახურებრივი მივლინებიდან ბრუნდებოდა თბილისში, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება, რომ ზ----------ში, ავტოსადგურ მ-------–-სში, ავტომანქანით უნდა ყოფილიყვნენ ა-–------------ა და გ--–--------, რომლებსაც უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალებები. შემთხვევის ადგილთან მიახლოვებისას დაინახეს მითითებული ავტომანქანა. გ--–-------- და ა-–------------ა იყვნენ მანქანის შორიახლოს. იგი თ------------------–---–თან და გამომძიებელ ი-----–---------–---–თან ერთად მივიდა გ--–--------სთან, რომელსაც გამომძიებელმა განუმარტა, რომ იყვნენ პოლიციელები. გ--–--------მ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, რაც მან აღკვეთა და დააწვინა იგი მიწაზე, რის შემდეგ შესთავაზეს წარმოედგინა თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჰქონდა, რაზეც უარი განაცხადა. მან და თ------------------–---–მა ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც უშუალოდ ჩხრეკას ატარებდა თ------------------–---–ი, ის კი ზრუნავდა უსაფრთხოებაზე. გ--–--------ს პირადი ჩხრეკისას, მისი შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, სულ 49 აბი, ასევე, როგორც ახსოვს მუქი ფერის და მოვარდისფრო მასები, ასევე მოვარდისფრო მასა და პირადი ნივთები, რაც დაილუქა სხვადასხვა კონვერტში. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკის რამდენიმე აბი მოთავსდა იმ კონვერტში, სადაც გ--–--------ს პირადი ნივთები იყო მოთავსებული, რადგან კონვერტები იყო აბსოლუტურად იდენტური. ნივთმტკიცებები, რომელზეც იყო საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა, მათ შორის გ--–--------ს ხელმოწერა, ექსპერტიზის ჩატარებამდე არ გახსნილა. როდესაც ექსპერტიზაზე აღმოჩნდა, რომ იმ კონვერტში, რომელსაც ეწერა ნარკოტიკი იყო აბების ნაკლებობა, ექსპერტიზაზე გაიგზავნა მეორე კონვერტი, რომელსაც ეწერა პირადი ნივთები, სადაც აღმოჩნდა დანაკლისი აბები. გ--–--------მ თავადვე განაცხადა, რომ მისგან ამოღებული ნივთები იყო ნარკოტიკული საშუალება, რაც უნდოდა პირადი მოხმარებისთვის, რაც ასევე მისი ხელით მიაწერა ჩხრეკის ოქმზე. გ--–-------- ადგილზე დააკავეს. გ--–-------- გადაყვანილი იყო ნარკოლოგიურ გამოკვლევაზე, რა დროსაც დაუდგინდა არაერთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

 

2.4. მოწმე ი-----–---------–---–მა განმარტა, რომ იგი არის ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-- სამმართველოს თანამშრომელი. 2017 წლის 13 მაისს დ-----–--- საქართველოდან სამსახურებრივი მივლინებიდან ბრუნდებოდა თბილისში, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება, რომ ზ----------ში, ავტოსადგურ ,,მ-------–-სში“, უნდა ყოფილიყვნენ გ--–-------- და ა-–------------ა, რომლებსაც თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება. მათთვის ცნობილი იყო ავტომანქანა, რომლითაც ეს უკანასკნელები მოძრაობდნენ. შემთხვევის ადგილზე, მართლაც ნახეს ეს პირები, რომლებიც ავტომანქანიდან იყვნენ გადმოსული. ის, გ-----------–-------თან და თ------------------–---–თან ერთად მივიდა გ--–--------სთან, რომელსაც განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციელები და უნდა ჩაეტარებინათ მისი ჩხრეკა, რა დროსაც გ--–--------მ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა მისი მცდელობა აღკვეთა გ-----------–-------მა, დააწვინა მიწაზე, რა დროსაც მიიღო მცირედი დაზიანებები, რაც აისახა მოგვიანებით დაკავების ოქმშიც. წარედგინა დადგენილება გადაუდებელი ჩხრეკის თაობაზე, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რომლის შედეგად ამოიღეს პოლიეთილენის პარკში დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერებები, რაც დაალაგეს პოლიციის ავტომანქანაზე, აღწერეს და დალუქეს. უშუალოდ ჩხრეკას ატარებდა თ------------------–---–ი, გ-----------–-------ი ორიენტირებული იყო გ--–--------ს შეკავებაზე, იგი ადგენდა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს. ასევე ამოღებული იქნა გ--–--------ს პირადი ნივთები. გ--–--------მ ჩხრეკის ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ ამოღებული ნივთიერებები იყო ნარკოტიკული საშუალებები. გ--–--------სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და პირადი ნივთები დაილუქა ცალ-ცალკე, თუმცა იდენტურ კონვერტებში, რა დროსაც შეცდომით რამდენიმე აბი ნარკოტიკი მოთავსებული იქნა პირად ნივთებთან ერთად. იგი ავსებდა საგამოძიებო მოქმედების ოქმს, ნივთმტკიცებების დასალუქ კონვერტებში ჩალაგებას ახორციელებდა თ------------------–---–ი. გ--–-------- ადგილზე დააკავეს. ქიმიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ამოღებული ნარკოტიკის რაოდენობა არ ემთხვეოდა ექსპერტიზაზე წარდგენილს, რის შემდეგ ექსპერტიზაზე გაუხსნელად გაიგზავნა გ--–--------ს პირადი ნივთების კონვერტი, სადაც აღმოჩნდა ნაკლული ნარკოტიკის აბები.

 

2.5. მოწმე გ---------–-------–---–მა განმარტა, რომ იგი არის ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-- დეპარტამენტში. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მან ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა, მათ შორის დანიშნა ქიმიური ექსპერტიზა, რა დროსაც იხელმძღვანელა პირადი ჩხრეკის ოქმით. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა ცდომილება ჩხრეკის შედეგად ამოღებულ და ექსპერტიზაზე წარდგენილ ნივთმტკიცებებს შორის. ჩხრეკაში მონაწილე პირებთან გასაუბრებს შემდეგ, გაირკვა, რომ ნივთმტკიცებების ნაწილი შესაძლოა მოთავსებული ყოფილიყო პირად ნივთებთან ერთად, რაზეც ასევე დაინიშნა ექსპერტიზა.

 

2.6. მოწმე დ----------–--ემ განმარტა, რომ იგი არის ც--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-- დეპარტამენტში. იყო სამსახურებრივი მივლინებით დ-----–--- საქართველოში, რა დროსაც მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად ა-–------------ა და გ--–-------- იყვნენ ზ----------ის რაიონში, მ-------–-სის ტერიტორიაზე ავტომანქანაში და თან უნდა ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალებები. შემთხვევის ადგილზე მართლაც შენიშნეს B----- მარკის ავტომანქანა, ასევე გ--–-------- და ა-–------------ა. მან მონაწილეობა მიიღო ა-–------------ას პირად ჩხრეკაში და დაკავებაში. გ--–--------ს ჩხრეკა და დაკავება აწარმოეს გამომძიებელმა ი-----–---------–---–მა, ასევე გ-----------–-------მა და თ------------------–---–მა. ა-–------------ამაც და გ--–--------მაც ჩხრეკამდე გასწიეს წინააღმდეგობა. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზით გაირკვა, რომ ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებების რაოდენობა არ ემთხვეოდა ექსპერტიზაზე წარდგენილ ნივთიერებებს. მან გამოკითხა თ------------------–---–ი, ვინც უშუალოდ გაჩხრიკა გ--–-------- და გაჩნდა ვარაუდი, რომ ამოღებული ნივთიერებები შესაძლოა მოთავსებული ყოფილიყო იმ კონვერტში, სადაც მოათავსეს გ--–--------ს პირადი ნივთები. მან დანიშნა ქიმიური ექსპერტიზა იმ კონვერტზე, რომელშიც იყო მოთავსებული გ--–--------ს პირადი ნივთები და სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო დანაკლისი ნარკოტიკული ნივთიერება. ნივთმტკიცების პაკეტი ექსპერტიზის ჩატარებამდე არ გახსნილა.

 

2.7. პირადი ჩხრეკის ოქმით (13.05.2017), ქ-------------–--------------–-----------, შპს ,,მ-------–-სის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წლის 13 მაისს 14:15-14:45 საათზე ჩატარდა გ--–--------ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის მოთეთრო პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო 4 ცალი გადაჭრილი კონვალუტა, თითო კონვალუტაზე 5 აბით, სულ 20 აბი, რომელსაც უკანა მხარეს აწერია ,,T-Doll”; 21 ცალი გადაჭრილი კონვალუტა, თითოეულში ერთი აბით, სულ 21 აბი; 6 ცალი გადაჭრილი კონვალუტა, თითოეულში ერთი აბით, სულ 6 აბი. 14 ცალი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, 1 ცალ ქაღალდში მოთავსებული მოვარდისფრო ნივთიერებები, კერძოდ 2 ცალზე გამოსახულია ადამიანის სახე, ხოლო 1 ცალი არის ოთხკუთხა. ამავე ქაღალდის ნაჭერში არის მოვარდისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება და ნატეხები. 1 ცალ პოლიეთილენის მოთეთრო და მუქი ფერის ნაჭრებში მოთავსებულია მუქი ფერის რბილი მასა და 2 ცალი გადაჭრილი კონვალუტა, თითოეულში ერთი აბით, სულ 2 აბი, რომელზეც იკითხება წარწერა ,------------------------. ასევე ამოღებული იქნა პირადი ნივთები.

 

პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ ჩხრეკა მიმდინარეობდა შემდეგ ვითარებაში, როდესაც გ--–--------ს წარუდგნენ პოლიციის თანამშრომლები და განუმარტეს, მისი პირადი ჩხრეკის თაობაზე, იგი შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ღონისძიება და მოხდა გ--–--------ს მიწაზე დაწვენა.

 

ჩხრეკის ოქმზე, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის შენიშვნის, შესწორების, დამატების ან განცხადების გრაფაში არის გ--–--------ს მინაწერი ,,პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები არის სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები რომელიც მეკუთვნის მე და მინდოდა პირადი მოხმარებისთვის“.

 

2.8. ს----------–----–--------------------------–----------------------------- N--------------- დასკვნით (15.05.2017), 2017 წლის 13 მაისს გ--–--------ს პირადი ჩხრეკისას მისი ტანთმოსილი ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა პოლიეთილენის მოთეთრო ფერის პარკი, რომელშიც მოთავსებულია:

 

4 (ოთხი) ცალ ვერცხლისფერ კონვალუტის ნაჭერზე განთავსებული მოწითალო - ვარდისფერი, მრგვალი ფორმის 20 (ოცი) ცალი ტაბლეტი, ერთ მხარეს შუაში ნაჭდევით, მეორე მხარეს წარწერით: „200“, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ტრამადოლის შემცველ ტაბლეტებს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ტრამადოლის საერთო რაოდენობა შეადგენს - 4გრამს. (ერთი ტაბლეტი შეიცავს - 0,2გრამს).

 

იასამნისფერი, ხუთკუთხედის ფორმის 2(ორი) ცალი ფიგურული ტაბლეტი, (ერთ მხარეს ადამიანის სახის გამოსახულებით), საერთო წონით - 0,6313გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4-მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 0,0454გრამს.

 

მოვარდისფრო ერთი ტაბლეტი და ტაბლეტის ნატეხები, ფხვნილთან ერთად, საერთო წონით - 0,7927გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4-მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონით - 0,0982გრამს.

 

სულ ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4– მეთილენ-დიოქსიმეტამფეტამინი), საერთო წონაა-0,1436გრამი.

 

6 (ექვს) ცალ კონვალუტის ნაჭერზე განთავსებული თეთრი ფერის მრგვალი ფორმის 6 (ექვსი) ცალი ტაბლეტი ერთ მხარეს შუაში ნაჭდევით, საერთო წონით - 2,7გრამი, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება მეთადონის (მარილი) შემცველ ტაბლეტს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება - მეთადონის (მარილი) წონაა -0,24გრამი. (ერთი ტაბლეტი შეიცავს–0,04გრამს).

 

9 (ცხრა) ცალ კონვალუტის ნაჭერზე განთავსებული თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 9(ცხრა) ცალი ტაბლეტი ერთ მხარეს წარწერით “N8”, საერთო წონით - 3,6გრამი, წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა–0,072გრამი.

 

2 (ორი) ცალ კონვალუტის ნაჭერზე განთავსებული თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის 2(ორი) ცალი ტაბლეტი ერთ მხარეს წარწერით “N2”, საერთო წონით - 0,2გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა - 0,004გრამი.

 

სულ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა–0,076გრამი.

 

მოთეთრო ფერის თერმულად დამუშავებულ (მილღობილ) პოლიეთილენის ნაჭრებში და თეთრ ქაღალდის ნაჭრებში 14(თოთხმეტი) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით - 3,3265გრამი, წარმოადგენს კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს, საერთო წონით-0,1921გრამს.

 

თერმულად დამუშავებულ (მილღობილ) პოლიეთილენის ნაჭერში 1(ერთ) ცალდ დაფასოებული ყავისფერი წებოვანი ნივთიერება, წონით - 0,5247 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მორფინს (მარილი), წონით - 0,006 გრამს; კოდეინს (მარილი), წონით - 0,0107გრამს; თებაინს, წონით - 0,0026 გრამს.

 

2.9. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ს--------–-------ამ და ნ----------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა და დამატებით განმარტეს, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნივთმტკიცების ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, რაზეც გაკეთებულია ჩანაწერი ექსპერტის დასკვნის აღწერილობით ნაწილში.

 

2.10. ს----------–----–--------------------------–----------------------------- N--------------- დასკვნით (16.05.2017), გ--–--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული:

 

ვერცხლისფერი პოლიმერული მასალის, ფოლგიანი ქაღალდით გადაკრული კონვალუტის ფირფიტის 12 ცალ ნაჭერზე (წარწერებით შესაბამისად: „--------------------------------------------------------------------------------) განთავსებული ქარხნული წესით დამზადების ნიშნების მქონე, თეთრი ფერის ექვსკუთხედი ფორმის (ერთ ზედაპირზე ლოგო „N8” ამონატვიფრებით) 11 ცალი ტაბლეტი და ერთი ტაბლეტი ჩამონატეხთან ერთად, საერთო წონით - 4,8 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ბუპრენორფინს 0,096 გრამის ოდენობით.

 

2.11. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა პ-------–--–---–--ემ და ნ-----–------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა და დამატებით განმარტეს, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნივთმტკიცების ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნივთმტკიცება, კვლევის გარეშე დაუბრუნდებოდა კანცელარიას. ლუქებზე იყო ხელმოწერები და თარიღი.

 

2.12. ს----------–----–--------------------------–----------------------------- ნარკოლოგიური შემოწმების N------- დასკვნით (13.05.2017) გ--–--------ს, 2017 წლის 13 მაისს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმებით ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების: ოპიუმის ჯგუფი, ბუპრენორფინი, ტრტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა).

 

2.13. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი------------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნა.

 

2.14. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი სხვა მტკიცებულებები, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია და შესაბამისად სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

2.15. დაცვის მხარემ, ბრალდებულის უდანაშაულობის დასადასტურებლად, სასამართლოს წარმოუდგინა ბრალდებულ გ--–--------ს ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ იგი იყო ზ----------ში ნათესავის დაკრძალვაზე, სადაც მას გაყვა ა-–------------აც. ზ----------ში გაჩერდნენ საჭმელად, რა დროსაც მის წინ გაჩერდა ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა მამაკაცი, რომელმაც უთხრა, არ განძრეულიყო და გაიქცა ა-–------------ასკენ, რომელიც ძირს დააგდეს და 16-მდე კაცი დაეხვია. მას მანქანა ჰქონდა დაქოქოლი და შეეძლო წასვლა, მაგრამ არსად წასულა. მერე გადმოაგდეს მანქანიდან, დააგდეს ძირს, თან ცემდნენ, თან ეძებდნენ ,,წამალი სად არის“-ო, რის შემდეგ გაიგო აგერ აგდიაო. ამოღებული ნივთები დააწყვეს მის ავტომანქანაზე, ის წაიყვანეს თბილისში. უთხრეს, რომ ა-–------------ამ აღიარა დანაშაული და დიდი სასჯელი ემუქრებოდა, გაეყოთ პასუხისმგებლობა და გირაოთი გათავისუფლდებოდა, რის გამოც მან აღიარა დანაშაული. ჩხრეკის ოქმზე მას ხელი თბილისში მოაწერინეს. მას ერჩივნა გირაოთი გამოსულიყო, როგორც დაპირდნენ, ვიდრე ა-–------------ა დაეკავებინათ. ა-–------------ამ მას დაურეკა ქ---- დაწესებულებიდან და უთხრა, რომ თუ სასამართლოში დაიბარებდნენ, ჩვენებას მისცემდა, გამოკითხვაში მონაწილეობას არ მიიღებდა. ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ყველა ის ნარკოტიკული საშუალება, რაც მას დაუდგინდა ნარკოლოგიური გამოკვლევით, მას ნამდვილად ჰქონდა მოხმარებული, რის შესახებ შესაძლოა სცოდნოდათ პოლიციელებს და ამის მიხედვით ,,ჩაედოთ“ მისთვის ნარკოტიკები.

 

2.17. დაცვის მხარის ვერსიით ა) ბრალდება დამყარებულია მხოლოდ პოლიციელი მოწმეების ჩვენებებზე, რომელთა შორის არის წინააღმდეგობები და ისინი არასაკმარისია გ--–--------ს მსჯავრდებისთვის. ბ) ბრალდების მხარემ არ დაკითხა ერთადერთი თვითმხილველი მოწმე ა-–------------ა, რომლის დაკითხვა ვერც დაცვის მხარემ მოახერხა. გ) გ--–--------ს ნარკოტიკები პოლიციელებმა ,,ჩაუდეს”, რომლის ნაწილი მოგვიანებით მოათავსეს გ--–--------ს პირად ნივთებთან.

 

2.18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).

 

2.19. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დაცვის მხარის მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე და არ იზიარებს მათ არგუმენტებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.20. ა) სასამართლო განმარტავს, პოლიციელების ჩვენება არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე არ შეიძლება მათივე ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირწონე არგუმენტების შეფასების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის გადაწყვეტილებაში მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ შენიშნა, რომ ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად, ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ჩვენება მის მიმართ არააუცილებელი და არათანაბარზომიერი ძალის გამოყენებაზე იყო სანდო, ვინაიდან ეს ჩვენება ასახავდა პირად აზრს და ბრალდებულის მიერ პოლიციელების დადანაშაულებას წარმოადგენდა. თუმცა იმავდროულად, ეროვნული სასამართლოებისათვის მისაღები იყო პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ისე, რომ ამასთან დაკავშირებით დამაჯერებელი დასაბუთება არ მოუყვანიათ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა ჩვენებები, ასევე შესაძლოა, რომ სუბიექტური ყოფილიყო და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებლები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mikiashvili v. Georgia, განაცხადი no. 18996/06, 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება §82). ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, განსაკუთრებით კრიტიკულად შეისწავლა იმ პოლიციელთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ გ--–--------ს პირად ჩხრეკაში და დაკავებაში და ამხელდნენ მას დანაშაულის ჩადენაში. დაცვის მხარის მითითებით, მოწმეების ი-----–---------–---–ის, გ-----------–-------ის და თ------------------–---–ის ჩვენებებს შორის არის არსებითი წინააღმდეგობები, ვინაიდან ი-----–---------–---–მა განმარტა, რომ ამოღებულ ნივთებს კონვერტში თ------------------–---–ი ალაგებდა და ლუქავდა, შემდეგ განაცხადა, რომ ნივთმტკიცებები მან დალუქა. ამასთან, ჯერ განაცხადა, ნივთმტკიცებები ჩავალაგეთ, დავლუქეთ და ოქმი მერე შევადგინეთო, შემდეგ კი განაცხადა, რომ ნივთმტკიცებები ჯერ აღწერეს, მერე ჩაალაგეს კონვერტებში და თან ოქმს ადგენდნენ. მოწმე ი-----–---------–---–ის ჩვენება წინააღმდეგობაშია მოწმე თ------------------–---–ის ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ სწორედ ის კარნახობდა ოქმის შედგენის დროს ფაქტობრივ გარემოებებს. გ-----------–-------მა თავდაპირველად განმარტა, რომ კონვერტები ჯერ ი-----–---------–---–ს ეჭირა ხელში, ხოლო შემდეგ განაცხადა, რომ ნივთებს კონვერტში თ------------------–---–ი ალაგებდა, თუმცა სასამართლოს გადმოსახედიდან პოლიციელების ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ არსებობს. სამივე მოწმე, საგამოძიებო მოქმედების - პირადი ჩხრეკისა და ამ საგამოძიებო მოქმედების შედეგად ნივთმტკიცების ამოღებასთან დაკავშირებით არიან თანმიმდევრულნი და არ იძლევიან ობიექტურ საფუძველს მათ სანდოობაში ეჭვის შესატანად. სამივე მათგანი ცალსახად მიუთითებს, რომ ისინი მივლინებით იმყოფებოდნენ დ-----–--- საქართველოში და მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩნდნენ შემთხვევის ადგილზე (ქ-------------თან), რომლის თანახმად გ--–-------- და ა-–------------ა უნდა ყოფილიყვნენ ,,---------- ავტომანქანით და თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალებები. სამივე მოწმე ზუსტად უთითებს ადგილს, სადაც შენიშნეს ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული ავტომანქანა, ასევე, ჩხრეკის დაწყებამდე ბრალდებულის ქცევას (გაუწიათ წინააღმდეგობა), ვინ მონაწილეობდა ჩხრეკაში (თ------------------–---–ი, გ-----------–-------ი, ი-----–---------–---–ი), მეტიც, სამივე მოწმე ზუსტად აღწერს, ვინ რა ფუნქციას ასრულებდა საგამოძიებო მოქმედებისას (თ------------------–---–ი უშუალოდ ჩხრეკდა, გ-----------–-------ი მეთვალყურეობდა უსაფრთხოების მიზნით, ხოლო ი-----–---------–---–ი ადგენდა საგამოძიებო მოქმედებების ოქმს), ასევე საიდან იქნა ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები (გ--–--------ს შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან), სად მოხდა მათი აღწერა-დათვალიერება (ავტომანქანაზე) და სულ რამდენ კონვერტად დაილუქა ამოღებული ნივთები (დაილუქა ორ კონვერტად).

 

2.21. მოწმეთა ჩვენებების სანდოობის შეფასებისას სასამართლო იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

2.22. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედებიდან, მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დრო და არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებს არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები და იმის განურჩევლად მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა, არ უნდა გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ მოწმეები აპრიორი ცრუობენ. მითუმეტეს, როდესაც მოწმეები სხვა, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს. პირიქით, მოწმეების მიერ ყველა დეტალის ზედმიწევნით აღდგენა და გადმოცემა უფრო მეტად საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას და წარმოშობდა ეჭვს, ხომ არ მოხდა მოწმეების მიერ ზემოხსენებულ მტკიცებულებასთან საკუთარი ჩვენების სპეციალურად თანხვედრა. ამდენად, სასამართლომ შეაფასა პოლიციელთა ჩვენებები და მიაჩნია, რომ უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შეინიშნება მათ მონათხრობში, ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას.

 

2.23. ბ) რაც შეეხება, დაცვის მხარის არგუმენტაციას ა-–------------ას დაკითხვასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითი პროცესის პირობებში, მხარეებს შეუძლიათ სასამართლოს თანაბარ პირობებში წარუდგინონ და გამოიკვლიონ მათთვის სასარგებლო მტკიცებულებები. ამასთან, იმ ვითარებაში, როდესაც დაცვის მხარე, სასამართლოს წინაშე წარსდგება ისეთი არგუმენტით, რომ ა-–------------ამ თავად დაურეკა გ--–--------ს და უთხრა, რომ სასამართლოს ჩარევის შემთხვევაში იგი მისცემდა რეალურ ჩვენებას, სასამართლოს უჩნდება ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ მხარე, მინიმუმ იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას მაინც წარუდგენდა სასამართლოს, რომ ასეთი ზარი სინამდვილეში განხორციელდა, რისი საშუალებაც დაცვის მხარეს ჰქონდა. ამდენად, ასეთი ვერსიის განვითარების შემთხვევაში, სასამართლოს მოლოდინი არის გონივრული და არც ერთ შემთხვევაში არ ემსახურება მტკიცების ტვირთის შეცვლას.

 

2.24. გ) რაც შეეხება დაცვის მხარის ვერსიას, ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო ,,ჩადებასთან“ დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ თავად ბრალდებული გ--–-------- მისსავე ჩვენებაში არ ამბობს, რომ მას ნარკოტიკული საშუალებები ვინმემ ჩაუდო, მან განაცხადა, რომ ესმოდა, როგორ ეძებდნენ პოლიციელები ნარკოტიკულ საშუალებებს და მოგვიანებით როგორ ახდენდნენ მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქედებას, რათა ა-–------------ასთვის მძიმე ბრალდების შესამსუბუქებლად, თავად დაებრალებინა არჩადენილი დანაშაული, რაზეც იგი დაეთანხმა. მაშინ, იმ ვითარებაში, როდესაც ბრალდებული აღიარებდა დანაშაულს, სასამართლოსთვის გაუგებარია რას ემსახურებოდა მიზნად მისთვის თითქოსდა დამატებითი ნარკოტიკული საშუალებების ჩადება, რასაც მოგვიანებით ჩაუტარდა ექსპერტიზა. სასამართლოს აქვე სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ სასამართლოზე დაიკითხნენ მოწმეები, ვინც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა გ--–--------ს პირად ჩხრეკაში, რომელთა ახსნა, თუ რატომ აღმოჩნდა გ--–--------სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი ნივთმტკიცებათა პაკეტში, რომელშიც იყო მოთავსებულ ამ უკანასკნელის პირადი ნივთები, იყო ძალზედ გონივრული და არ ბადებდა ობიექტურ ეჭვს ნივთმტიცების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით. სასამართლომ ასევე დაკითხა ექსპერტები, რომლებმაც ჩაატარეს ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე კვლევა და რომლებმაც ცალსახად დაადასტურეს, რომ ნივთმტკიცების პაკეტების ან ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

2.25. სასამართლოს აქვე სურს მიმოიხილოს ბრალდებულის ჩვენება, რომელიც მეტად არასანდოდ მიაჩნია, შემდეგ გარემოებათა გამო, ბრალდებულმა განმარტა, რომ პირადი ჩხრეკის ოქმზე მას ხელი შემთხვევის ადგილზე არ მოუწერია, არამედ მოგვიანებით მოაწერინეს სასამართლოში, რაც ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, უტყუარად არის დადასტურებული, რომ 2017 წლის 13 მაისს ჩატარებული გ--–--------ს პირადი ჩხრეკის კანონიერებამ, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებიდან 24 საათში გაიარა სასამართლო კონტროლი, რა დროსაც საგამოძიებო მოქმედებაც და მის შედეგად ამოღებული ნივთები, ცნობილი იქნა კანონიერად. მეტიც, გ--–--------ს სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომამდე, როდესაც გ--–--------ს განმარტებით, მას ხელი მოაწერინეს ჩხრეკის ოქმზე, მხარეებს შორის მოხდა ყველა იმ მტკიცებულების გაცვლა, რაც მხარეებმა სასამართლოს წარუდგინეს. ამდენად, მაშინ, როდესაც ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე სასამართლოს ორგზის წარედგინა გ--–--------ს პირადი ჩხრეკის ოქმი, როგორ უნდა გაჩენილიყო მასზე ბრალდებულის ხელმოწერა მოგვიანებით. სასამართლოსთვის ასევე არაგონივრულია მოტივი, რომელიც ბრალდებულმა სასამართლოს შესთავაზა, კერძოდ არჩადენილი უმძიმესი დანაშაულის საკუთარ თავზე დაბრალება, მხოლოდ იმიტომ, რომ ა-–------------ა შეეცოდა და მისი პასუხისმგებლობა გადაინაწილა. ეს ვერსია მითუფრო არადამაჯერებელია, როდესაც სწორედ ის ა-–------------ა, რომლის პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად დაიბრალა დანაშაული გ--–--------მ, მისივე ჩვენებით უარი უთხრა მას გამოკითხვაზე. სასამართლოსთვის ასევე ძნელად წარმოსადგენია ის მოცემულობა, როდესაც გამოძიებისთვის წინასწარ იყო ცნობილი, თუ რა სახეობის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება დაუდგინდებოდა გ--–--------ს და შესაძლებელია სპეცილურად მოხდა მათი თანხვედრა მისი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან, მაშინ როდესაც უტყუარად არის დადასტურებული, რომ საგამოძიებო მოქმედება პირადი ჩხრეკა, დროში ბევრად წინ უსწრებს გ--–--------ს ნარკოლოგიურ შემოწმებას. მეტიც, გ--–-------- არც თავად უარყოფს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი. ის ფაქტი, რომ გ--–--------ს დაკავების შემდეგ ჩატარებული ნარკოლოგიური გამოკვლევით დაუდგინდა დიდწილად სწორედ იმ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი, რომელიც დაკავებამდე მისგან იქნა ამოღებული, სასამართლოს უმყარებს რწმენას მის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

 

2.26. ამდენად, პირადი ჩხრეკის ოქმით (14.05.2017), მოწმეების ი-----–---------–---–ის, თ------------------–---–ის, გ-----------–-------ის ჩვენებით, ქიმიური ექსპერტების დასკვნებით N--------------- და N---------------, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის 13 მაისს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად გ--–--------სგან ამოღებული იქნა სულ 4 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტრამადოლის“ შემცველი 20 აბი, 0,1436 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენ დიოქსიმეტამფეტამინის) შემცველი 3 აბი და ფხვნილი; 0,24 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (მარილი) შემცველი 6 აბი; 0,0026 გრამი ნარკოტიკული საშუალება „თებაინის“ შემცველი ნივთიერება; 14 (თოთხმეტ) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით 0,1921 გრამს და 0,172 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 22 აბი.

 

2.27. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

2.28. სასამართლომ შეაფასა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად.

 

3.3. რაც შეეხება ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობას, სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მარტო ნარკოტიკული საშუალების წონა და ოდენობა, არამედ მისი თვისება, ზემოქმედების უნარი ადამიანის ორგანიზმზე. ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა განსაზღვრულია ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების დანართი №2-ის 68-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულია ნარკოტიკული საშუალება - ტრამადოლი, რომლის დიდ ოდენობად ითვლება 1-დან 80 (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ოდენობა ოდენობა, დანართი №1-ის 96-ე ჰორიზონტალური გრაფით - ნარკოტიკული საშუალება - მდმა, რომლის დიდ ოდენობად ითვლება 1 (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ოდენობა, დანართი №2-ის 40-ე ჰორიზონტალური გრაფით - ნარკოტიკული საშუალება - მეთადონი, რომლის დიდ ოდენობად ითვლება 0,2-დან 1 (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ოდენობა, დანართი №2-ის 30-ე ჰორიზონტალური გრაფით - ნარკოტიკული საშუალება - თებაინი, რომლისთვისაც სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად ითვლება 1 გრამამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ოდენობა - დანართი №1-ის 181-ე ჰორიზონტალური გრაფით - ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი, რომლისთვისაც სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად ითვლება 0,2 გრამიდან 1 გრამამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ოდენობა და დანართი №2-ის მე-10 ჰორიზონტალური გრაფით - ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინი, რომლის განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება 0,12 გრამზე მეტი ოდენობა. ამდენად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ გ--–--------ს პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება, ასევე დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ვინაიდან სასჯელი უნდა დაენიშნოს ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის, გ--–--------ს ქმედება დაკვალიფიცირდება ყველაზე მძიმე ბრალდებით.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით - პირადი ჩხრეკის ოქმით (13.05.2017), თ------------------–---–ის, გ-----------–-------ის და ი-----–---------–---–ის ჩვენებებით უტყუარად არის დადგენილი, რომ გ--–-------- პირადად, მისი შარვლის წინა მარცხენა ჯიბეში უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის შეძენისა და შენახვის კანონიერი ნებართვა არ ჰქონია. ს----------–----–--------------------------–------------------------------------------- დასკვნებით N--------------- და N---------------, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 13 მაისს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად გ--–--------სგან ამოღებული იქნა სულ 4 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტრამადოლის“ შემცველი 20 აბი, რაც აჭარბებს ამ ნარკოტიკული საშუალებისთვის კანონმდებლის მიერ დადგენილ დიდი ოდენობის ზღვარს; 0,1436 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენ დიოქსიმეტამფეტამინის) შემცველი 3 აბი და ფხვნილი, რაც აჭარბებს ამ ნარკოტიკული საშუალებისთვის კანონმდებლის მიერ დადგენილ დიდი ოდენობის ზღვარს; 0,24 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (მარილი) შემცველი 6 აბი, რაც აჭარბებს ამ ნარკოტიკული საშუალებისთვის კანონმდებლის მიერ დადგენილ დიდი ოდენობის ზღვარს; 0,0026 გრამი ნარკოტიკული საშუალება „თებაინის“ შემცველი ნივთიერება, რაც აჭარბებს ამ ნარკოტიკული საშუალებისთვის კანონმდებლის მიერ დადგენილ დიდი ოდენობის ზღვარს; 14 (თოთხმეტ) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით 0,1921 გრამს; 0,172 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 22 აბი, რაც აჭარბებს ამ ნარკოტიკული საშუალებისთვის კანონმდებლის მიერ დადგენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზღვარს.

 

3.5. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ--–--------მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ გ--–--------ს პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს გ--–--------ს ისჯება თავისუფლების აღკვეთით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

 

5.4. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს - გ--–--------მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებები პირადი მოხმარების მიზნით, რადგან არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი; ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - გ--–--------სგან ამოღებული იქნა სხვადასხვა სახეობისა და ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები; ასევე ბრალდებულის პიროვნებას - პირადი ჩხრეკის ჩატარებამდე გ--–--------მ სცადა პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ღონისძიება, ასევე იმ გარემოებას, რომ დაკავების შემდეგ ჩატარებული ნარკოლოგიური გამოკვლევით დაუდგინდა სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი; ასევე მის ოჯახურ და ეკონომუკურ მდგომარეობას - ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი, რომლებიც არიან მის კმაყოფაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალიწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–--------ს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ზომიერად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და გ--–--------ს რესოციალიზაციას.

 

5.5. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად - ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი არის პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

5.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–--------, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 5 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

6. გირაოს თანხის ბედის გადაწყვეტა

 

6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა გაუქმდეს გ--–--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და იმის გათვალისწინებით, რომ გ--–-------- იქცეოდა სათანადოდ და კეთილსინდისიერად ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, გირაოს თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ გ--–--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, სისხლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 270-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ--–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

2. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულს 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

3. მსჯავრდებულ გ--–--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან, ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 13 მაისიდან 2017 წლის 15 მაისის ჩათვლით.

 

4. აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება:

 

· გ--–--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე