განაჩენი

სისხლის სამართლის 03.12.2018
საქმის ნომერი
330100116001626946
თარიღი
03.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5------

(გამოძიების №00----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ან–--–-------ა,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ირ---–-----------–---–ი (დაბადებული - 1----–-–--------------------------–----------–---------------------------------------–-----------------------------------–------------------------–-------------------–------------–---–-----------------),ადვოკატები - გი----------–------ი, შო---------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2016 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისში, თე----------------–-------------ში მდებარე მრ----–----------–------------–-----–------ში ირ---–-----------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცემის შედეგად გი-----------------ეს სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულ გი-----------------ეს მიადგა ფიზიკური ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების (ბრალდებისა და დაცვის მხარეების მტკიცებულებების) შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2016 წლის 20 აპრილს ირ---–-----------–---–ის მიერ გი-----------------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ გი-----------------ის, მოწმეების - ნა-------------ის, ოთ------–--იას, კა------------ს, ეკ----------------ას, შ------------ის, კა--------------–---–ის, გი-------------ის, მა-–-------------იას, გი-------------–---–ის ჩვენებები, ექსპერტ კო------------–-----–---–ის ჩვენება და სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. საქმეში არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები ბრალდებულ ირ---–-----------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

2.5. დაზარალებულმა გი-----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მის ხანდაზმულ დედას სახლის პირობებში კონსულტაციას უწევდა და მკურნალობდა ოჯახის ექიმი მა-–-------------ია. 2016 წლის 16 აპრილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედამისი გადაიყვანა კლინიკა „ჰე-–-------ში“. საავადმყოფოს პერსონალის (მკურნალი ექიმის - ეკ--------ას და მორიგე ექთანის) არასწორი მკურნალობის გამო ავადმყოფის მდგომარეობა გაუარესდა. „ჰე-–-------მა“ ავადმყოფი თავიდან მოიშორა იმ მოტივით, რომ თითქოს კლინიკა მსგავსი დაავადების მქონე ავადმყოფებს არ მკურნალობდა (კლინიკა სხვა პროფილის იყო), დედამისი გადაიყვანეს იმავე შენობაში განთავსებულ სხვა კლინიკაში. დედამისის ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, გადაწყვიტა გასაუბრებოდა ირ---–-----------–---–ს, რომელსაც კლინიკაში გარკვეული თანამდებობა ეკავა. მიუხედავად სურვილისა ბრალდებული ვერ ნახა. 2016 წლის 20 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით შვიდის ნახევარზე შემთხვევით შეხვდა ბრალდებულს კლინიკა „ჰე-–-------ში“ (მესამე და მეოთხე სართულებს შორის კიბეზე). დასთან ერთად სკამზე იჯდა, როდესაც შეამჩნია ირ---–-----------–---–ი, რომელიც კიბეზე ჩადიოდა. მივიდა მასთან და უთხრა, რომ დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება კლინიკის ექიმების არასწორი მკურნალობის ბრალი იყო. ირ---–-----------–---–მა „ძველბიჭური“ ტონით უთხრა: „შენ მასწავლი მკურნალობას?, ავადმყოფს ფილტვები წყლით ჰქონდა სავსე“. ბრალდებულის თქმით, კლინიკა კონსილიუმს მოიწვევდა, სადაც გაირკვეოდა ვინ რა შეცდომა დაუშვა. თუ აღმოჩნდებოდა, რომ ექიმებმა შეცდომა დაუშვეს, ბოდიშს მოუხდიდა. კითხვაზე, „თუ შვილს მოგიკლავენ ბოდიში დაგაკმაყოფილებს?“, ბრალდებული გაბრაზდა, გახდა აგრესიული და თავის არეში, ყურის ზევით, მარცხენა მხარეს დაარტყა ხელი. დარტყმა ძლიერი იყო, რის გამოც სისხლი წამოუვიდა და ფიზიკური ტკივილი განიცადა. ბრალდებულმა განმეორებითი დარტყმაც განახორციელა მის მიმართ, რის შემდეგაც ხელი ჰკრა და კიბის საფეხურზე დაეცა. ირ---–-----------–---–ის მიმართ საპასუხო დარტყმა არ განუხორციელებია და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია მისთვის. შემთხვევის ადგილზე კლინიკის თანამშრომლები არ შეუნიშნავს, კონფლიქტს მხოლოდ მისი და - ნა-------------ე შეესწრო.

 

დაზარალებულის განმარტებით, კონფლიქტის დასრულების შემდეგ ჩავიდა კლინიკის ეზოში და საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე დაუკავშირდა მეგობრებს - კა-----------ესა და ოთ------–--იას. პატრულის თანამშრომლებმა შეადგინეს შესაბამისი ოქმი და როდესაც შენიშნეს, რომ თავზე ჭრილობა ჰქონდა (ასევე ხელს ვერ ამოძრავებდა), გამოიძახეს კრიმინალური პოლიცია. პოლიციაში ყოფნისას სისხლდენა განუახლდა და მისმა მეგობარმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება. იგი სასწრაფომ გადაიყვანა „აკ-----------------–-------------–----------------–--------–-----–------ში.“ კონფლიქტის დღეს პოლიციაში ყოფნისას ბრალდებულს იურისტი შ------------ე ახლდა, რომელმაც ბოდიში მოუხადა და ორი საათის განმავლობაში სთხოვდა ეპატიებინა ირ---–-----------–---–ისთვის და სამართლებრივი დავა არ გაეგრძელებინა.

 

დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ ირ---–-----------–---–თან როგორც ექიმთან რაიმე პრეტენზია არ გააჩნდა. მისი სურვილი იყო ბრალდებული საქმის კურსში ჩაეყენებინა მკურნალი ექიმის არასწორ ქმედებებთან დაკავშირებით. კონფლიქტის შედეგად მიიღო ქალა - ტვინის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა, ასევე ტკივილს განიცდიდა მხრის მიდამოში. მკურნალობის ხარჯები სადაზღვეო კომპანიამ აუნაზღაურა. ბრალდებულის ქმედებების შედეგად მიადგა როგორც ფიზიკური, ასევე მორალური ზიანი. 2016 წლის 25 აპრილს ესაუბრა კლინიკის ერთ-ერთ ხელმძღვანელს - ნო---------------ს, რომელმაც უთხრა: „ირ---–-----------–---–ი ცოტა აგრესიულობით გამოირჩევა, მაგრამ ასეთი რაღაც მაინც არ უნდა მომხდარიყო“. 2016 წლის 20 ან 22 აპრილს (ზუსტად არ ახსოვს) დილის საათებში ოჯახის ექიმ მა-–-------------იასგან მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც ეწერა, რომ მან შეიტყო ირ---–-----------–---–თან მისი კონფლიქტის შესახებ და სთხოვდა არ გაეგრძელებინა სამართლებრივი დავა ექიმის წინააღმდეგ. მისი ან ნა-------------ის მხრიდან ექიმების მიმართ შეურაცხყოფას და მუქარას ადგილი არ ჰქონია.

 

2.6. მოწმე ნა-------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მის ხანდაზმულ დედას დაახლოებით თვეში ერთხელ, სახლში აკითხავდა ოჯახის ექიმი მა-–-------------ია, რომელიც სინჯავდა მას და შესაბამის დანიშნულებას აძლევდა. 2016 წლის 16 აპრილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ოჯახის ექიმის რჩევით დედამისი გადაიყვანეს კლინიკა „ჰე-–-------ში“. მორიგე ექიმ ეკ--------ას მცდარმა დიაგნოზმა და არასწორმა მკურნალობამ დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა. ავადმყოფი მის თვალწინ გაითიშა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიაერთეს. კლინიკა „ჰე-–-------ი“ ცდილობდა დანაშაულის დაფარვას და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას „რე-------–-----–------თან“ ავადმყოფის აღნიშნულ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. იმავე დღეს, დაახლოებით 5-6 საათზე დედამისი გადაიყვანეს იმავე შენობის მე-4 სართულზე განთავსებულ კლინიკაში, სადაც იგი გონზე მოიყვანეს და ჩაუტარეს ყველა აუცილებელი გამოკვლევა.

 

მოწმის განმარტებით, 2016 წლის 20 აპრილს, ის და მისი ძმა მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ კლინიკის ფოიეში. დაახლოებით საღამოს 7 საათზე შემოესმა ხმამაღალი საუბარი: „შენ მასწავლი სურათი აგერ მაქვსო“. მიყვა აღნიშნულ ხმას, ჩავიდა კიბეზე და დაინახა, რომ მესამე სართულზე იდგნენ მისი ძმა და ირ---–-----------–---–ი. ისინი დედამისის მიმართ კლინიკა „ჰე-–-------ში“ ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით საუბრობდნენ. ბრალდებული ხელის ქნევით ამტკიცებდა, რომ მართალი იყო. ბრალდებულის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გაირკვეოდა, რომ ექიმებმა არასწორი მკურნალობა ჩაატარეს, ბოდიშს მოუხდიდა. მისმა ძმამ ჰკითხა: „ვთქვათ შვილი მოგიკლეს და მერე ბოდიში მოგიხადეს, ეს საქმეს უშველისო?“ სიტყვები დამთავრებული არ ჰქონდა, როდესაც ირ---–-----------–---–მა მოულოდნელად, თავში მარცხენა მხარეს დაარტყა ხელი მის ძმას, წააქცია და წიხლები ურტყა. მისმა ძმამ ექიმს მოულოდნელ დარტყმაზე პასუხი ვერ გასცა. ისე სწრაფად მოხდა კონფლიქტი და ირ---–-----------–---–ის მხრიდან მისი ძმისთვის ხელის დარტყმა, რომ რეაგირება ვერ მოახდინა და დაცვას ვერ მოუხმო საშველად. ცემის ფაქტი რამდენ ხანს გაგრძელდა არ იცის, თუმცა დაინახა, რომ ექიმმა ორჯერ დაარტყა მის ძმას ხელი.

 

მოწმემ ასევე განმარტა, რომ კონფლიქტის დასრულების შემდეგ ირ---–-----------–---–ი წავიდა, მისი ძმა კი კლინიკის ეზოში ჩაიყვანა, სადაც მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა. პატრული დაახლოებით 15 წუთში მივიდა კლინიკაში, რომელსაც მისი ძმის მეგობრებიც მიჰყვნენ. კონფლიქტის დროს მათ გარშემო არავინ იმყოფებოდა. კიბეებზე კარგი განათება იყო. დაცვის თანამშრომლები კლინიკაში იმყოფებოდნენ თუმცა კონფლიქტის ადგილზე არ გამოჩენილან. ირ---–-----------–---–ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად მისმა ძმამ ტვინის შერყევა მიიღო, თავზე ნაკერი დაადეს და მხრის მოტეხილობა დაუდგინდა. მკურნალობის ხარჯები სადაზღვევო კომპანიამ გასწია. მოწმემ ასევე განმარტა კლინიკა „ჰე-–-------ის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელთან - ნო---------------თან შეხვედრის დეტალები. ნო---------------მა მათ განუცხადა, რომ „ირ---–-----------–---–ი ფიცხი ადამიანია, მაგრამ ასეთი რამ არ უნდა მოსვლოდაო“. ექიმების მიმართ მუქარას მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

2.7. სასამართლო აფასებს დაზარალებულ გი-----------------ისა და მოწმე ნა-------------ის სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ ისინი თანმიმდევრულია, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და საეჭვო განმარტებებს, შესაბამისობაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა მათი მხრიდან ობიექტურად იმგვარი პირადი დაინტერესება ბრალდებულის მიმართ, რაც გი-----------------ისა და ნა-------------ის ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. ირ---–-----------–---–ს დაზარალებულის დედის მკურნალობის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, მის დაქვემდებარებაში არ იმყოფებოდა განყოფილება სადაც ავადმყოფი მკურნალობდა (მათ შორის ექიმები) და შესაბამისად, გამოირიცხება ბრალდებულის რაიმე ფორმით შემხებლობა პაციენტის გარდაცვალებასთან. იმ შემთხვევაში, თუ ირ---–-----------–---–ს რაიმე სახის სამსახურებრივი შემხებლობა ექნებოდა დაზარალებულის დედის მკურნალობასთან, შესაძლოა გაჩენილიყო ლეგიტიმური კითხვები გი-----------------ისა და ნა-------------ის ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით (მათ შორის მათ სუბიექტურ განწყობასთან დაკავშირებით), თუმცა ასეთი ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად არ დადგენილა, რაც მოსაზრებას მათი მიკერძოების თაობაზე დაუსაბუთებელს ხდის. ამდენად, ცალსახაა, რომ ზემოაღნიშნული ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის სტანდარტს და არ წარმოშობს დამატებით კითხვებს მათ სანდოობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა და მოწმემ ამომწურავად მიუთითეს დედის - გო----–----------ას ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალები, ისაუბრეს იმ მიზეზებზე თუ რამ გამოიწვია გო----–----------ას სხვა კლინიკაში გადაყვანა. გი-----------------ემ და ნა-------------ემ ასევე დაწვრილებით განმარტეს თუ როგორ დაიწყო, განვითარდა და დასრულდა კონფლიქტი ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის, რაზე საუბრობდნენ კონფლიქტის მონაწილეები ჩხუბის დაწყებამდე, რამ გააღიზიანა ბრალდებული ირ---–-----------–---–ი და რატომ გახდა იგი აგრესიული, სად იმყოფებოდნენ ისინი და როგორ განახორციელა ბრალდებულმა დარტყმები დაზარალებულის მიმართ. დაზარალებულმა და მოწმემ ასევე განმარტეს, რა სახის დაზიანებები დაუდგინდა გი-----------------ეს და როგორ განვითარდა მოვლენები კონფლიქტის დასრულების შემდეგ. გი-----------------ემ და ნა-------------ემ ასევე აღნიშნეს კლინიკის ერთ - ერთ ხელმძღვანელთან - ნო---------------თან საუბრის დეტალები, სადაც ექიმმა განაცხადა, რომ ირ---–-----------–---–ი ფიცხი ადამიანი იყო. მათ ასევე აღნიშნეს, თუ როგორ მოიქცნენ კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ვინ გამოიძახა საპატრულო პოლიცია და როგორ გადაიყვანეს დაზარალებული ჯერ პოლიციის განყოფილებაში შემდეგ საავადმყოფოში. გი-----------------ემ ასევე აღნიშნა, რომ პოლიციაში ყოფნისას კლინიკის იურისტი შ------------ე ცდილობდა მის დარწმუნებას, რომ ეპატიებინა ირ---–-----------–---–ისთვის და შეეწყვიტა სამართლებრივი ბრძოლა მის წინააღმდეგ.

 

ამდენად, სასამართლოს დაზარალებულ გი-----------------ისა და მოწმე ნა-------------ის ჩვენებები სარწმუნოდ მიაჩნია და მათ გამოიყენებს ირ---–-----------–---–ის მიმართ განაჩენის გამოტანისას, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

 

2.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 7 ოქტომბრის #--------- დასკვნის თანახმად, აკ-----------------–-----------------------–---------–-----–------ის სტაციონარული პაციენტის N5--- სამედიცინო ბარათის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N---- ცნობის ჩანაწერების თანახმად, მოქ. გი-----------------ე 2016 წლის 20 აპრილიდან 2016 წლის 22 აპრილის ჩათვლით, აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობდა დიაგნოზით: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. მარჯვენა მხრის პროქსიმალური ბოლოს დიდი ბორცვის მოტეხილობა, მარცხენა თხემის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა. ექსპერტიზაზე წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტის ჩანაწერებში ასევე მითითებულია რომ მარჯვენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი. შპს. „დ---ს“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N---- ცნობის ჩანაწერების თანახმად, მოქ. გი-----------------ეს 2016 წლის 20 ივნისს, დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შემდგომი მდგომარეობა, მარჯვენა მხრის ბოლოს დიდი ბორცვის მოტეხილობის შემდგომი მდგომარეობა, მხედველობის დარღვევა. გამოძიების მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი რენტგენოლოგიური ფირები შესწავლილი იქნა სპეციალისტ-რადიოლოგის მიერ, რომლის დასკვნითაც: რენტგენოგრამებზე აღინიშნება მხრის ძვლის დიდი ბორცვის მოტეხილობა. რენტგენოლოგიური სურათი არ ეწინააღმდეგება დაზიანების მიღების თარიღს - 20.04.2016 წ. მოქ. გი-----------------ის სამედიცინო დოკუმენტაცია შესწავლილ იქნა სპეციალისტ ნევროლოგის მიერ, რომლის დასკვნითაც: 2016 წლის 20 აპრილს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. გი-----------------ეს დოკუმენტაციის მიხედვით აღენიშნებოდა ქალა-ტვინის მწვავე ტრავმა: თავის ტვინის შერყევა. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთობლიობაში აღებულნი მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (2016 წლის 20 აპრილს). მარცხენა თხემის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა და თავის ტვინის შერყევა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის არეში და მხრის ძვლის დიდი ბორცვის მოტეხილობა. იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

ექსპერტმა კო------------–-----–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო - ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა: საექსპერტო კვლევისას პაციენტს აღენიშნებოდა ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევა მარჯვენა მხრის ბორცვის მოტეხილობა, მარცხენა თხემის მიდამოს ნახეთქი ჭრილობა და სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის მიდამოში. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რომელშიც იგულისხმება ნებისმიერი საგანი, რომელსაც აქვს მკვრივი, ბლაგვი ზედაპირი, მათ შორის ადამიანის კიდურები.

 

2.9. პატრულ - ინსპექტორმა კა--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ (2016 წელს), საღამო ხანს, „ცენტრმა“ გადმოსცა ინფორმაცია ქ. თბ--–--–----------------------–----- ნომერში მდებარე „თ-----------–----აში“ მოქალაქის ცემის შესახებ. მეწყვილესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ მოქალაქე გი-----------------ე, რომელსაც თავის არეში ეტყობოდა სისხლის კვალი, ხოლო მაისური სისხლით ჰქონდა დასვრილი. დაზარალებულთან ერთად იმყოფებოდა შუახნის ქალბატონი, რომელიც მალევე შევიდა კლინიკაში. კონფლიქტის დეტალები დაწვრილებით არ გამოუკითხავს, თუმცა დაზარალებულისგან შეიტყო, რომ კლინიკაში იწვა მისი დედა, სადაც შელაპარაკება მოუვიდა ექიმ ირ---–--თან (გვარი არ ახსოვს), რომელმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევის ადგილზე გამოიძახა კრიმინალური პოლიცია, რომელმაც აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. მის მიერ შედგენილი გასაუბრების ოქმი გასაცა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს.

 

2.10. ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა პატრულ - ინსპექტორმა გი-------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმის განმარტებით, 2016 წელს (თვე და რიცხვი არ ახსოვს) ცენტრიდან მიღებული გამოძახების საფუძველზე, მეწყვილე კა--------------–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, თე----------------–----------- ნომერში, სადაც დახვდათ გი-----------------ე, რომელმაც განაცხადა, რომ ექიმმა ირ---–-----------–---–მა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მას თან ახლდა შუახნის ქალბატონი, რომელმაც მალე დატოვა ისინი და შევიდა სავადმყოფოში. დაზარალებულს აღენიშნებოდა სისხლი თავის მარცხენა მხარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მეწყვილემ გააკეთა შეტყობინება, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე მივიდა კრიმინალური პოლიცია, რომელმაც გადაიბარა აღნიშნული საქმე.

 

2.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ პატრულ - ინსპექტორების კა--------------–---–ისა და გი-------------ის ჩვენებები შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. კა--------------–---–ისა და გი-------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მითითებული გარემოებები სრულად შეესაბამება გი-----------------ის და ნა-------------ის მიერ კონფლიქტის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენების აღწერას. კა--------------–---–ისა და გი-------------ის განმარტებით, ისინი შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ კონფლიქტის დასრულების შემდეგ. კლინიკის ეზოში შენიშნეს დაზარალებული, რომელსაც თავის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები და სისხლი სდიოდა. იგი აცხადებდა, რომ ექიმმა ირ---–-----------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.12. მოწმე კა-----------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის აპრილის თვის მეორე ნახევარში, დაურეკა მეგობარმა გი-----------------ემ, რომელმაც უთხრა, რომ იგი ექიმმა სცემა და სთხოვა მისულიყო კლინიკაში, რომელშიც იგი იმყოფებოდა. დაახლოებით 10 წუთში მივიდა კლინიკაში, რომლის ეზოშიც შენიშნა პატრულის თანამშრომლები, ასევე გი-----------------ე დასთან ერთად. დაზარალებულს თავის არეში ეტყობოდა დაზიანებები და ტანსაცმელი სისხლით ჰქონდა დასვრილი. პატრულის თანამშრომელმა შესაბამისი ოქმი შეადგინა. დაზარალებულისა და პატრულის თანამშრომლის საუბრიდან შეიტყო, რომ გი-----------------ეს ექიმთან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რომელმაც იგი სცემა. დაზარალებული თავს შეუძლოდ გრძნობდა და სკამი მოითხოვა. გი-----------------ის თქმით, კონფლიქტის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა ნა-------------ე, რომელიც შეესწრო როგორც შეკამათებას, ასევე ჩხუბსაც. პატრულის თანამშრომლებმა გამოიძახეს კრიმინალური პოლიცია და გი-----------------ე გადაიყვანეს განყოფილებაში. პოლიციაში ყოფნისას მას გაესაუბრა კლინიკის იურისტი შ---- (გვარი არ ახსოვს), რომელმაც შერიგება შესთავაზა და დაჰპირდა, რომ „დაზარალებულს და დედამისს ყურადღებას მიაქცევდნენ“. გი-----------------ემ შერიგებაზე უარი თქვა, განაცხადა, რომ იგი შეურაცხყოფილი იყო და სამართალი უნდა აღსრულებულიყო. გი-----------------ის მეგობარმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელმაც ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

2.13. მოწმე ოთ------–--იამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 8 საათზე დაურეკა გი-----------------ემ და უთხრა რომ იგი ექიმმა სცემა. მიაკითხა მას პოლიციის განყოფილებაში, სადაც დახვდა ნაცემი, შოკში მყოფი გი-----------------ე, რომელსაც თავიდან სისხლი სდიოდა და ხელს იტკიებდა. გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელმაც დაზარალებული სავადმყოფოში გადაიყვანა. გი-----------------ისგან შეიტყო, რომ შელაპარაკება მოუვიდა ექიმთან, რომელმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა. გი-----------------ეს მისთვის ექიმის სახელი და გვარი არ უთქვამს. პოლიციაში ყოფნისას მასთან მივიდა კლინიკის იურისტი, რომელმაც სთხოვა დალაპარაკებოდა გი-----------------ეს, რომ „ეს საქმე მოეგვარებინათ“. გი-----------------ე შერიგების წინააღმდეგი იყო და მან უარი თქვა მოლაპარაკებაზე.

 

2.14. მოწმე მა-–-------------იამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი ირ---–-----------–---–სა და გი-----------------ეს შორის განვითარებულ კონფლიქტს არ შესწრებია. დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ირ---–-----------–---–ისგან მიიღო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში გი-----------------ის დედას ადგილზე (ოჯახში) სინჯავდა, უწევდა საჭირო კონსულტაციას და უნიშნავდა შესაბამის მედიკამენტს. 2016 წლის 17 აპრილს დაუკავშირდა გი-----------------ე, რომელმაც უთხრა, რომ დედამისი შეუძლოდ იყო და სთხოვა გაესინჯა. მივიდა მის სახლში, გასინჯა ქალბატონი, რომელსაც ფილტვები მძიმე მდგომარეობაში ჰქონდა. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით მისი მდგომარეობა გართულებული იყო არითმიით და მაღალი სიცხით. ვინაიდან არითმიის მოხსნა სახლის პირობებში შეუძლებელი იყო, მას ურჩია დედამისი საავადმყოფოში გადაეყვანა. დაუკავშირდა ირ---–-----------–---–ს და გაარკვია, რომ კლინიკაში ავადმყოფს მიიღებდნენ. იმავე ღამით, დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ, კვლავ დაუკავშირდა გი-----------------ე, რომელმაც უთხრა, რომ დედამისის მდგომარეობა დამძიმდა, სასწრაფოს დახმარება გამოიძახა და ავადმყოფი საავადმყოფოში გადაჰყავდა. ერთი ან ორი დღის შემდეგ გი-----------------ე ისევ დაუკავშირდა და სთხოვა, რომ გაესინჯა დედამისი, რომელიც იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში (არა იმ კლინიკაში, სადაც იგი თავდაპირველად მიიყვანეს). გასინჯა ავადმყოფი და დიდი მოცულობის კონსულტაცია გაუწია, რადგან ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ კარდიოლოგი პრობლემებს ბოლომდე წარმატებით ვერ აგვარებდა. ირ---–-----------–---–ისგან მისთვის ცნობილი გახდა იმ გარემოების შესახებ, რომ მასთან შელაპარაკებისას დაზარალებულმა დაზიანება მიიღო, რის გამოც იგი უჩიოდა. ვინაიდან ორივე მათგანს კარგად იცნობდა, ეცადა სიტუაციის განმუხტვას, გი-----------------ეს გაუგზავნა ,,ესემესი’’ და სთხოვა შეეწყვიტა ჩივილი და სხვანაირად მოეგვარებინა კონფლიქტი. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულთან ან დაზარალებულთან ურთიერთობა არ ჰქონია.

 

2.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ კა--------------–---–ი და ოთ-------–--ია არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, ისინი აღწერენ ირ---–-----------–---–სა და გი-----------------ეს შორის განვითარებული კონფლიქტის დასრულების შემდგომ მოვლენებს. ორივე მათგანმა განაცხადა, რომ ისინი დაზარალებულის თხოვნით მივიდნენ გი-----------------ესთან. ადგილზე მისვლისას შენიშნეს, რომ გი-----------------ეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა (თავიდან სისხლი სდიოდა). ასევე ორივე მათგანმა დაადასტურა კლინიკა „ჰე-–-------ის“ იურისტის შეთავაზება ბრალდებულისა და დაზარალებულის შერიგების თაობაზე, რაც უშედეგოდ დასრულდა გი-----------------ის უარის გამო. ასევე კონფლიქტის შემსწრე არ არის მოწმე ოჯახის ექიმი მა-–-------------ია, რომელმაც დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ბრალდებულისგან მიიღო. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი გი-----------------ის დედას მკურნალობდა სახლის პირობებში. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო, რომ გო----–----------ას ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა ჰქონდა, რომელიც გართულდა 2016 წლის 17 აპრილს და გასცა ავადმყოფის კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია. სასამართლოს მიაჩნია, რომ კა--------------–---–ის, ოთ-------–--იასა და მა-–-------------იას სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებები არ არის საეჭვო და წინააღმდეგობრივი, ისინი სრულ შესაბამისობაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებთან. აღნიშნული ჩვენებებით შესაძლებელია კონფლიქტის შემდგომ განვითარებული მოვლენების აღდგენა (რა დაზიანებები აღენიშნებოდა დაზარალებულს, ირ---–-----------–---–ი იურისტის მეშვეობით ცდილობდა დაზარალებულთან შერიგებას). მა-–-------------იას ჩვენებით კი შესაძლებელია ამომწურავი ინფორმაციის მიღება გო----–----------ას ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ. აღსანიშნავია ასევე, რომ მან დაადასტურა მოკლეტექსტური შეტყობინების გი-----------------ისთვის გაგზავნის ფაქტი, სადაც იგი სთხოვდა ირ---–-----------–---–თან უთანხმოების გარკვევას საჩივრის გარეშე.

 

2.16. გამომძიებელმა გი-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მის მიერ დაკითხულ იქნა დაზარალებული, ასევე მოწმეები, ამოღებულ იქნა გი-----------------ის ავადმყოფობის ისტორია, დაინიშნა სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა და დათვალიერდა გი-----------------ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი მობილური ტელეფონი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადა შემთხვევის ადგილზე, რომელიც დაათვალიერა და დაადგინა, რომ კლინიკის მესამე და მეოთხე სართულებს შორის, კიბეზე ვიდეოკამერა დამონტაჟებული არ იყო. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა გი-----------------ე, რომელიც აღელვებული იყო, თავზე აღენიშნებოდა დაზიანება, ჰქონდა სისხლდენა და მხრის არეში გრძნობდა ძლიერ ტკივილს. იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, თუმცა თავი შეუძლოდ იგრძნო და გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

2.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით - დაზარალებულ გი-----------------ისა და მოწმეების - ნა-------------ის, ოთ------–--იას, კა------------ს, კა--------------–---–ის, გი-------------ის, მა-–-------------იას, გი-------------–---–ის ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ კო------------–-----–---–ის ჩვენებით, უტყუარად დასტურდება 2016 წლის 20 აპრილს, ირ---–-----------–---–ის მიერ გი-----------------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რომლის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულზე მიიღო დაზიანებები, რომლებიც სასამართლო სამედიცინო დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლად აღებული ბრალდების მხარის ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სანდოობასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები არ არსებობს, ხოლო რაც შეეხება ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების ურთიერთმიმართებას, სასამართლო ქვემოთ იმსჯელებს, კერძოდ:

 

2.18. დაცვის მხარის მოწმე ეკ---------------ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ირ---–-----------–---–ს იცნობს, იგი პროფესიონალი და გულისხმიერი ადამიანია. 2016 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 2 საათზე, კლინიკა „ჰე-–-------ში“ მიიყვანეს პაციენტი, მწვავე არითმიით და ფილტვების ანთებით. იგი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. დამატებითი კვლევებით გამოვლინდა, რომ პაციენტს ინფარქტი ჰქონდა გადატანილი. ასევე, შეინიშნებოდა დიდი ზომის წარმონაქმნი მუცლის ღრუში. პაციენტს შვილები ახლდნენ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ გო----–----------ას ინფარქტი არ ჰქონდა გადატანილი. ისინი არ ეგუებოდნენ იმ გარემოებას, რომ ავადმყოფის მდგომარეობა მძიმე იყო. ორივე ამტკიცებდა რომ დედა ჯანმრთელი იყო. შვილები მკურნალობის პროცესს ხელს უშლიდნენ, რადგან იმყოფებოდნენ ინტენსიურ განყოფილებაში და მხოლოდ დაცვის სამსახურის დახმარებით მოხდა მათი გაყვანა განყოფილებიდან. უშუალოდ მისთვის არ უთქვამთ, თუმცა მოგვიანებით გაიგო, რომ ოჯახს მკურნალობასთან დაკავშირებით ჰქონდა პრეტენზია და სწორედ ამიტომ მოხდა თავდასხმა ირ---–-----------–---–ზე. მისი თანაშემწისგან - გვ--–---------–---–ისგან შეიტყო, რომ ირ---–-----------–---–ს თავს დაესხა პაციენტის შვილი, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა, რომ თითქოს ექიმებმა დედა მოუკლეს. გი-----------------ის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას სიტყვებით „შენ მერე მოგხედავ“. ირ---–-----------–---–ს მკურნალობის პროცესთან შეხება არ ჰქონია.

 

2.19. მოწმე დი-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ირ---–-----------–---–სა და გი-----------------ეს შორის განვითარებულ კონფლიქტს არ შესწრებია. აღნიშნულის შესახებ მისი კოლეგისგან შეიტყო. მოწმის განმარტებით, 2016 წლის 17 აპრილს, დილის საათებში, ექიმ ეკ--------ასგან გადაიბარა მორიგეობა, მათ შორის ავადმყოფი გო----–----------ა, რომელიც კლინიკაში გულის უკმარისობის დიაგნოზით იყო მოთავსებული. პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. მას ჯანმრთელობის არაერთი სერიოზული პრობლემა ჰქონდა. გარდა სხვა პრობლემებისა, გო----–----------ას მუცლის ღრუში დიდი ზომის წარმონაქმნი აღმოაჩნდა. რამდენიმე საათში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, მან გონება დაკარგა, რის გამოც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს და შვილებთან შეთანხმებით გადაიყვანეს შესაბამისი პროფილის მქონე სხვა კლინიკაში. გი------ და ნა-------------ეები ნერვიულობდნენ და განიცდიდნენ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ისინი აგრესიულები იყვნენ ექიმების მიმართ, უკმაყოფილებას გამოხატავდნენ და თვლიდნენ, რომ გო----–----------ას არასწორად მკურნალობდნენ. კლინიკის ინტენსიური განყოფილებიდან დაცვის სამსახურის გარეშე არ გადიოდნენ. გი-----------------ის მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას, „დედაჩემი თუ მოკვდება ჯოჯოხეთად გიქცევთ ცხოვრებასო“. მუქარა რეალურად აღიქვა და შეეშინდა, რომ მას არ ეცემა. აღნიშნულის თაობაზე სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს, მხოლოდ კოლეგებთან ისაუბრა. შვილის ემოციური მდგომარეობა დედის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით იყო გამოწვეული. მკურნალობის პროცესში ირ---–-----------–---–ი მონაწილეობას არ იღებდა. განყოფილება, რომელშიც პაციენტი გო----–----------ა იყო განთავსებული ნო---------------ის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.

 

2.20. მოწმე თა----------–იამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ორი წელია მუშაობს კლინიკა „ჰე-–-------ში“. 2016 წლის 20 აპრილს სამსახურში არ იმყოფებოდა და ირ---–-----------–---–ს და გი-----------------ეს შორის განვითარებულ კონფლიქტს არ შესწრებია. მომხდარის შესახებ შეატყობინა უმცროსმა ექიმმა გვ--–---------–---–მა. როგორც მისთვის ცნობილია არც გვ--–---------–---–ი შესწრებია კლინიკაში განვითარებულ კონფლიქტს. მოწმის განმარტებით, კლინიკაში ყოფნის დროს პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. მისი შვილები იყვნენ აგრესიულები, შედიოდნენ განყოფილებაში და მოითხოვდნენ, რომ მათ მიეცათ საკვები ავადმყოფისთვის. ირ---–-----------–---–ი მკურნალობის პროცესში არ ერეოდა, ვინაიდან აღნიშნული განყოფილება მის დაქვემდებარებაში არ იყო.

 

2.21. ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა კლინიკა „ჰე-–-------ის“ უმცროსმა ექიმმა გვ--–---------–---–მა, რომელიც ირ---–-----------–---–სა და გი-----------------ეს შორის განვითარებული კონფლიქტს ასევე არ შესწრებია და დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია გადმოცემით მიიღო.

 

2.22. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მოწმეები - ეკ----------------ა, დი-----------–---–ი, თა----------–ია და გვ--–---------–---–ი არ არიან ირ---–-----------–---–სა და გი-----------------ეს შორის განვითარებული კონფლიქტის თვითმხილველები. აღნიშნულმა მოწმეებმა მომხდარი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია მიიღეს მესამე პირისგან. ეკ----------------ამ, დი-----------–---–მა, თა----------–იამ და გვ--–---------–---–მა აღნიშნეს თუ როგორ მდგომარეობაში იყო პაციენტი კლინიკაში მიყვანის დროს, რა გამოკვლევები ჩაუტარდა მას და რამ განაპირობა გო----–----------ას ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესება. გო----–----------ას ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, თუმცა ამან სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ირ---–-----------–---–ი მკურნალობის პროცესში არ ჩარეულა. განყოფილება, სადაც პაციენტი იყო მოთავსებული ბრალდებულის დაქვემდებარებაში არ იმყოფებოდა. მოწმეებმა ასევე აღნიშნეს, რომ გი-----------------ე და ნა-------------ე იყვნენ ემოციურები, აგრესიულები და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ექიმებს.

 

2.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე მოწმეების - ეკ----------------ას, დი-----------–---–ის, თა----------–იას და გვ--–---------–---–ის ჩვენებებით შეეცადა მოეხდინა დაზარალებულ გი-----------------ისა და მოწმე ნა-------------ის ჩვენებების დისკრედიტაცია, თუმცა მათი განმარტებები, რომელიც არ უკავშირდება უშუალოდ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს და შეეხება მხოლოდ პაციენტის მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხს (მკურნალობასთან შემხებლობა არ ჰქონია ირ---–-----------–---–ს), არ წარმოადგენს წონად არგუმენტს, რაც დაზარალებულ გი-----------------ის, მოწმე ნა-------------ის ჩვენებებს და ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს საეჭვოს გახდის. ის გარემოება, რომ გი------ და ნა-------------ეები იყვნენ აღელვებულები, განიცდიდნენ დედის მდგომარეობას არის ლოგიკური და ბუნებრივი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პაციენტის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. უფრო მეტიც, თუ აგრესიასა და მუქარას ჰქონდა ადგილი, სასამართლოსთვის გაურკვეველია, რატომ არ მიმართა კლინიკის იურისტმა ან რომელიმე თანამშრომელმა სამართალდამცავ ორგანოს და რატომ შემოიფარგლნენ მხოლოდ ერთმანეთთან საუბრით მუქარის ფაქტთან დაკავშირებით (მითუმეტეს თუ მუქარა ექიმების მხრიდან რეალურად იქნა აღქმული, როგორც ამას ჩვენებებში უთითებენ).

 

2.24. მოწმე შ------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ შპს „ჰე-–-------ში“ იურისტად მუშაობს 2015 წლის იანვრის თვიდან. იგი კონფლიქტის თვითმხილველი არ არის, დაპირსპირების შესახებ შეიტყო ჯუ--------–---–---–ისგან, რომელმაც უთხრა, რომ ირ---–-----------–---–ს სცემეს პაციენტის შვილებმა. ირ---–-----------–---–მა მასთან საუბარში დაადასტურა, რომ მას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გადაწყვიტა პოლიციის გამოძახება, თუმცა აღმოჩნდა, რომ პოლიცია უკვე ადგილზე იმყოფებოდა. ირ---–-----------–---–მა პოლიციის თანამშრომლებს მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც იგი გადაიყვანეს განყოფილებაში. პოლიციის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში იმყოფებოდა დაზარალებული მისთვის უცნობ პირებთან ერთად. გი-----------------ე ეუბნებოდა მათ „როგორ შეუსრულა“ ირ---–-----------–---–ს და რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. დაზარალებულს ის და ირ---–-----------–---–ი არ დაუნახავს. მივიდა მასთან, გაეცნო და ჰკითხა თუ რაში დასჭირდა საქმის ქუჩურად გარჩევა ან პოლიციის ჩართვა. მას გი-----------------ისთვის არ უთქვამს რომ საჩივარი უკან გაეტანა. მოწმე ვერ იხსენებს დაზარალებულმა რა უპასუხა, ასევე არ ახსოვს გი-----------------ეს რაიმე დაზიანება აღენიშნება თუ არა.

 

მოწმემ ასევე განმარტა, რომ ექიმი ეკ----------------ა ნო---------------ის დაქვემდებარებაში იყო და ირ---–-----------–---–ს მასთან სამსახურეობრივი შეხება არ ჰქონდა. ირ---–-----------–---–ს კისერი გაჩხაპნილი ჰქონდა. კონფლიქტი მოხდა მეოთხე სართულზე, კიბის უჯრედში, სადაც ვიდეო კამერები არ იყო განთავსებული.

 

2.25. მოწმე ჯუ-----------–---–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში (დაბნელებული იყო) ჩადიოდა კლინიკის კიბეზე. მეოთხე სართულს რომ გასცდა, გაიგონა გინებისა და ჩხუბის ხმა. ჩაიხედა კიბის უჯრედში და ნაპრალიდან დაინახა, რომ ირ---–-----------–---–ს ორ პირთან ჰქონდა კონფლიქტი (ერთი კაცი იყო მეორე ქალი). ქალბატონი გვერდიდან იჭერდა ირ---–-----------–---–ს, ხოლო მამაკაცი ხელებს და ფეხებს იქნევდა. ირ---–-----------–---–ის ხელები სახეზე ჰქონდა მიფარებული. ბრალდებულის მხრიდან ხელის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს.

 

დაცვის მხარის კითხვაზე, უცხო მამაკაცის მიერ მოქნეული ხელი ან ფეხი თუ მოხვდა ირ---–-----------–---–ს, მოწმემ განმარტა, რომ „ყველაფერი უცებ მოხდა, ალბათ მოხვდა, აბა ტყუილად ხომ არ მოიქნევდა“. დაინახა თუ არა აღნიშნული ფაქტი, დაცვის სამსახურის გასაფრთხილებლად, სასწრაფოდ აბრუნდა მეცხრე სართულზე. დაცვის თანამშრომელი ვერ აღმოაჩინა, მაგრამ კორიდორში დაინახა იურისტი შ------------ე, რომელსაც შეატყობინა მომხდარის შესახებ და სთხოვა რაიმე ემოქმედა (პატრული გამოეძახებინა). ამ დროს ირ---–-----------–---–ი მეცხრე სართულის ჰოლში ავიდა. იგი განერვიულებული ჩანდა და თქვა, რომ პაციენტის ახლობლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფას.

 

მოწმის განმარტებით, კონფლიქტი მესამე და მეოთხე სართულებს შორის განთავსებულ ე.წ „პლაშადკაზე“ მოხდა. კონფლიქტის ადგილი ზემოდან კარგად ჩანდა. მესამე და მეოთხე სართულზე განთავსებული სტაციონარული კლინიკები დაკეტილი იყო. მათ სხვა სისტემის დაცვის სამსახური ემსახურება, რომელსაც კლინიკა „ჰე-–-------თან“ შეხება არ აქვს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მეცხრე სართულზე დაბრუნება.

 

დაცვის მხარის კითხვაზე, რატომ არ გააშველა კონფლიქტის მონაწილეები, მოწმემ განმარტა, რომ მას არასოდეს უჩხუბია, ჩათვალა, რომ უმჯობესი იქნებოდა გარკვეული ორგანოები ჩაეყენებინა საქმის კურსში და პირადად არ ჩარეულიყო კონფლიქტში. შესაძლებელია მის ჩარევას უფრო მეტი კონფლიქტი გამოეწვია და თვითონაც ბრალდებულის სკამზე აღმოჩენილიყო. კონფლიქტის ადგილზე ვიდეო კამერები არ იყო დამონტაჟებული. დაზარალებულს სახეზე არ იცნობს, თუმცა კლინიკაში საუბრობდნენ, რომ კარდიოლოგიურ განყოფილებას ჰყავდა მძიმე პაციენტი, რომლის ახლობლებიც ექიმებს სისტემატიურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხოფას. ინციდენტში მონაწილე პირები სავარაუდოდ ვერ დაინახავდნენ მას, რადგან ქვევით არ ჩასულა და კონფლიქტს კიბის ნაპრალიდან რამდენიმე წამის განმავლობაში უყურებდა. მას რაიმე დიალოგი არ მოუსმენია. მეცხრე სართულამდე ასასვლელად დაახლოებით 5-10 წუთი დასჭირდა. აღნიშნული დროის განმავლობაში კონფლიქტში მონაწილე სამი პიროვნება თვალთახედვის არედან დაკარგა. იგი კონფლიქტის სრულ სურათს არ შესწრებია. პატრული როცა მივიდა ირ---–-----------–---–ი კაბინეტში იმყოფებოდა. ბრალდებულს დაზიანება აღენიშნებოდა თუ არა არ ახსოვს.

 

2.26. სასამართლო აფასებს მოწმეების - შ------------ის და ჯუ-----------–---–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ ისინი წინააღმდეგობაშია საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, შეიცავს არაერთ საეჭვო და ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას, რაც აჩენს ობიექტურ კითხვებს მათ სანდოობასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით) უტყუარად დადგენილია, რომ განყოფილება, სადაც მოთავსებული იყო პაციენტი გო----–----------ა ირ---–-----------–---–ის დაქვემდებარებაში არ იყო. ბრალდებულს ასევე შეხება არ ჰქონია ავადმყოფის მკურნალობის პროცესთან (არ გაუსინჯავს ავადმყოფი, არ გაუწევია კონსულტაცია და არ დაუნიშნავს მკურნალობა). შესაბამისად, რაიმე დაინტერესება გი-----------------ის მხრიდან ბრალდებულის პიროვნების მიმართ ლოგიკას მოკლებულია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით გაურკვეველია, არადამაჯერებელია და არალოგიკურია შ------------ის განმარტება, რომ გი-----------------ეს, რომელსაც ობიექტურად რაიმე პირადი დაინტერესება არ შეიძლებოდა ჰქონოდა ირ---–-----------–---–ის მიმართ (არ იცნობდა და არც დაზარალებულის დედის მკურნალობაში მიუღია რაიმე ფორმით მონაწილეობა), რა ,,შეუსრულა ირ---–-----------–---–ს“ , რომელსაც არც კი იცნობდა. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს შ------------ის განმარტებას, რომ მას თითქოს გი-----------------ისათვის შერიგება არ შეუთავაზებია და არ უთხოვია სამართლებრივი ბრძოლის შეწყვეტა ირ---–-----------–---–ის მიმართ, ვინაიდან აღნიშნული გარემოება გარდა დაზარალებულის ჩვენებისა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - ოთ------–--იასა და კა------------ს ჩვენებებით. აღნიშნულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ მსგავს შეთავაზებას შ------------ის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი და მოლაპარაკება გი-----------------ის უარის გამო ვერ შედგა. შერიგებისა და საქმის სამართლებრივი პროცედურების გარეშე მოგვარების მცდელობას, რომ რეალურად ჰქონდა ადგილი, დადასტურდა ასევე ექიმ მა-–-------------იას ჩვენებითაც. სასამართლოსთვის ასევე გაურკვეველია, თუ როგორ ვერ შეამჩნია შ------------ემ გი-----------------ის სხეულზე დაზიანებები, როდესაც უტყუარად დგინდება, რომ პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას მას სისხლდენა განუახლდა, პერანგი სისხლით ჰქონდა დასვრილი და გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება, რომელმაც დაზარალებული გადაიყვანა საავადმყოფოში.

 

2.27. სასამართლოს ასევე არადამაჯერებლად მიაჩნია დაცვის მხარის მოწმე ჯუ-----------–---–---–ის განმარტება, რომ თითქოს მან მესამე და მეოთხე სართულებს შორის არსებულ „პლაშადკაზე“ კიბის ნაპრალში დაინახა კონფლიქტის მონაწილეები, რა დროსაც გი-----------------ე ხელებს და ფეხებს ურტყამდა ირ---–-----------–---–ს, ამ უკანასკნელს კი ხელი ჰქონდა სახეზე აფარებული. თუ ჯუ-----------–---–---–მა ნამდვილად დაინახა მოჩხუბარი ირ---–-----------–---–ი და გი-----------------ე, გაურკვეველია მისი ქცევა (მოჩხუბრები არ გააშველა და ავიდა მეცხრე სართულზე დაცვის თანამშრომლის დასაძახებლად) და არასარწმუნოა მისი განმარტება თითქოს მას ჩხუბის გამოცდილება არ ჰქონდა და შეეშინდა, რომ სიტუაცია უფრო არ გამწვავებულიყო (თუმცა მას კი არ უნდა ეჩხუბა, არამედ უნდა გაეშველებინა მოჩხუბრები). ჯუ-----------–---–---–ის ეს განმარტება მით უფრო არადამაჯერებელია იმ პირობებში, როდესაც ჯუ-----------–---–---–ი არის აღნაგობითა და ტანით ძლიერი პიროვნება (სასამართლო სხდომაზე ვიზუალური დაკვირვების შედეგად იგი მინიმუმ ორჯერ უფრო დიდია გი-----------------ეზე), კონფლიქტი მიმდინარეობდა ორ ადამიანს შორის (არ იყო იმდენად მასშტაბური და მწვავე, რაც მას გაუჩენდა განცდას ჯანმრთელობის დაზიანების ან ნებისმიერი სხვა ზიანის შესახებ), გამოყენებული არ ყოფილა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი და არ იკვეთება ისეთი გარემოებები, რაც მოწმის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ჩხუბის გაშველების ან შეჩერების მოწოდების შემთხვევაში, შეუქმნიდა რეალურ საფრთხეს და ლოგიკურს გახდიდა თითქოსდა მის გადაწყვეტილებას მე-4 სართულიდან მე-10 სართულზე ასვლის შესახებ, რათა დახმარება ეთხოვა დაცვის თანამშრომლისთვის.

 

2.28. ამასთან, არცერთი მოწმე (მათ შორის დაცვის მხარის მოწმეები) არ მიუთითებს, რომ ირ---–-----------–---–ს სხეულზე რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანება აღენიშნებოდა, მაშინ როდესაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გი-----------------ემ მიიღო ჯანმრთელობის არაერთი დაზიანება, მათ შორის თავისა და მხრის მიდამოში. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის მოწმეების მიერ გაკეთებული განმარტება, თითქოს ირ---–-----------–---–ს კისერზე ჰქონდა ნაკაწრები ასევე არადამაჯერებელია. შ------------ე, რომელიც კონფლიქტის დასრულებიდან 2-3 წუთში უკვე ირ---–-----------–---–თან იმყოფებოდა, ცდილობდა კონფლიქტის არასამართლებრივი გზებით მოგვარებას, არის გამოცდილი იურისტი და წლების განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში, არალოგიკურია როგორ არ ურჩია ირ---–-----------–---–ს, ჩაეტარებინა ექსპერტიზა სხეულზე არსებული ნებისმიერი სახის დაზიანების დასადგენად (ასეთის რეალურად არსებობის შემთხვევაში) და უკვე სამართლებრივად არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულს (დაზარალებულმა უჩივლა პოლიციაში), რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, გაემყარებინა საკუთარი პოზიცია, მასზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ. ამდენად, სასამართლოს ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოწმეების - შ------------ისა და ჯუ-----------–---–---–ის ჩვენებები არადამაჯერებლად მიაჩნია და მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მათ საფუძველზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.29. ბრალდებულმა ირ---–-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა გი-----------------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი და განმარტა, რომ 2015 წლის 16 აპრილს, მა-–-------------იას შუამდგომლობით კლინიკა „ჰე-–-------ში“ გადაიყვანეს ავადმყოფი გო----–----------ა, რომლის მკურნალობის პროცესშიც მას მონაწილეობა არ მიუღია. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიტყო მისი მკურნალი ექიმებისგან. მისთვის ცნობილია, რომ პაციენტი კლინიკაში შეყვანისას იყო მძიმედ, ჰქონდა არაერთი რთული დაავადება. 2016 წლის 20 აპრილს, საღამოს 7 საათზე ფეხით ჩადიოდა კიბეზე, დაახლოებით მესამე-მეოთხე სართულზე გააჩერეს გი-----------------ემ და მისმა დამ. მათ ექიმ ეკ----------------ასთან ჰქონდათ პრეტენზიები. თვლიდნენ, რომ მათ ექიმმა დედა მოუკლა. ეცადა მათ დამშვიდებას და ახსნას, რომ ექიმი არაფერ შუაში იყო და ჩატარებულ მკურნალობას არ გამოუწვევია პაციენტის სიკვდილი. ისინი აგრესიულად ესაუბრებოდნენ მას და ემუქრებოდნენ, რომ ყველას პასუხს აგებინებდნენ. მამაკაცი მშვიდად მიუახლოვდა, თითები შუბლზე დაადო და უთხრა „შვილს მოგიკლავ და მერე ბოდიშს მოგიხდიო“. ხელის აკვრა უნდოდა მისთვის მაგრამ უკან გადავარდა, თუმცა არ დაცემულა. გი-----------------ემ ორი საფეხური ჩაიარა და ფეხი მოუქნია, რომელიც აცდა, ხოლო დაზარალებული კიბეზე ზურგით დაეცა. ამასობაში მისი და მივარდა, რომელმაც ტანსაცმელზე მოქაჩა. ქალი რომ მოიგერია, გი-----------------ე წამოხტა და ძლიერად დაარტყა. ხელები აიფარა და მოიგერია, მაგრამ მან ფეხი ჩაარტყა. დაზარალებულს ფეხი დაუჭირა რა დროსაც იგი უკან გადავარდა და კეფით კედლის კუთხეს დაეჯახა. გი-----------------ის თავიდან სისხლმა იფეთქა. ამის შემდეგ ორივე მათგანი დამშვიდდა, თქვეს რომ პატრულში დარეკავდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ მობილურ ტელეფონში თუ ჩაიწერეს მომხდარი. მ---------ეების გარდა იქ არავინ დაუნახავს. იურისტს მოუყვა იმის შესახებ, რომ გი-----------------ე შვილის მოკვლით დაემუქრა. აღნიშნულის თაობაზე საჩივარი არ შეუტანიათ, სიტყვიერად განაცხადა პოლიციაში. მას მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით გამოკვლევა არ ჩაუტარებია.

 

2.30. სასამართლო აფასებს ბრალდებულ ირ---–-----------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მიცემულ ჩვენებას და აღნიშნავს, რომ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს (დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნას). ირ---–-----------–---–ის მიერ გაჟღერებული ვერსიის გასამყარებლად დაცვის მხარეს არ წამოუდგენია არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, გარდა ჯუ-----------–---–---–ის ჩვენებისა, რომლის სანდოობასა და დამაჯერებლობასთან დაკავშირებულ საკითხზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე გაცხადებული გარემოებები რჩება მხოლოდ ვერსიად, რომელიც არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის მასალების ერთობლივი ანალიზიდან და არ დასტურდება არცერთი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებით.

 

2.31. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში მითითებულ ზოგიერთ მნიშვნელოვან გარემოებას, კერძოდ:

 

2.32. დაცვის მხარის განმარტებით, ირ---–-----------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ იყო ყოველმხრივი, სრული და ობიექტური. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის შესახებ შეტყობინება პოლიციაში შევიდა 2016 წლის 20 აპრილს, გამოძიება მხოლოდ მეორე დღეს დაიწყო, ხოლო საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ორი კვირის შემდეგ. ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედება მაგალითად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საერთოდ არ იქნა ჩატარებული, ვერ დადგინდა იყო თუ არა დამონტაჟებული ვიდეო კამერები შემთხვევის ადგილზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ირ---–-----------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებულ და სასამართლოში წარმოდგენილ იქნა ყველა ის მტკიცებულება, რომლის მოძიებაც შესაძლებელი იყო. საგამოძიებო მოქმედებები შესაძლოა ჩატარდა გამოძიების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, თუმცა აღნიშნულით არ დარღვეულა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით დადგენილი, გამოძიების მიმდინარეობის გონივრული ვადა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

 

2.33. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას თითქოს ბრალდების მხარის მოწმეები არიან დაინტერსებულნი საქმის შედეგით და შესაბამისად ისინი ცრუობენ. სასამართლომ დაზარალებულ გი-----------------ისა და მოწმე ნა-------------ის ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით უკვე იმსჯელა, მაგრამ დამატებით აღნიშნავს, რომ პაციენტი გო----–----------ა განთავსებული იყო განყოფილებაში, რომელიც არ ექვემდებარებოდა ირ---–-----------–---–ს (აღნიშნული უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს). ბრალდებულს გო----–----------ას მკურნალობაში მონაწილეობა არ მიუღია (არ გაუსინჯავს ავადმყოფი, არ გაუცია კონსულტაცია და არ დაუნიშნავს მედიკამენტები). შესაბამისად, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია გი-----------------ის პირადი დაინტერესება ბრალდებულის საწინააღმდეგოდ.

 

2.34. დაცვის მხარე ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოადგინა შემთხვევის შემსწრე მიუკერძოებელი მოწმე ჯე---–------–---–---–ი, ასევე სხვა მოწმეები, რომლებიც სამსახურეობრივ დაქვემდებარებაში არ იმყოფებოდნენ ირ---–-----------–---–თან, რომლებმაც დეტალურად ისაუბრეს მათთვის ცნობილი გარემოებების შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების სანდოობასთან, მათი ჩვენებების დამაჯერებლობასთან და მათ შორის წინააღმდეგობებთან დაკავშირებით, სასამართლომ უკვე იმსჯელა და დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

2.35. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება ირ---–-----------–---–ის მიერ, გი-----------------ის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტი.

 

2.36. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

2.37. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

2.38. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა ირ---–-----------–---–ის მიერ გი-----------------ის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, განზრახი, ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია: ა) დაზიანება იყოს ნაკლებად მძიმე ხარისხის, ბ) დაზიანებამ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა, გ) დაზიანება არ უნდა იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო, დ) არ უნდა დადგეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

3.2. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით (დაზარალებულ გი-----------------ის, მოწმეების - ნა-------------ის ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით) დადასტურებულია, რომ 2016 წლის 20 აპრილს, ქ. თბილისში, თე----------------–-------------ში მდებარე მრ----–----------–------------–-----–------ში ირ---–-----------–---–მა სცემა გი-----------------ე (დაარტყა ხელი, ჰკრა ხელი და წააქცია კიბეზე), რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო სხეულის დაზიანება, რაც მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ირ---–-----------–---–ის ძალადობრივი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია გი-----------------ის ჯანმრთელობის დაზიანებასთან. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ირ---–-----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირ---–-----------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება.

 

4.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულ - ირ---–-----------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ირ---–-----------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი ხასიათის, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ირ---–-----------–---–მა ხელი რამდენჯერმე დაარტყა გი-----------------ეს, ასევე ხელი ჰკრა და წააქცია კიბეზე), ბრალდებულის ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის სურვილს, მისწრაფებას ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა გი-----------------ესთვის), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ოჯახი, მუშაობს, არის ექიმი), ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (შურისძიება/გი-----------------ის ჯანმრთელობის დაზიანება). სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ითვალისწინებს, ირ---–-----------–---–ის მცდელობას შერიგებოდა დაზარალებულს.

 

4.6. ამდენად, განაჩენის 4.5. და 4.6. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე ბრალდებულ ირ---–-----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს გამასწორებელი სამუშაო 1 წლითა და 3 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ირ---–-----------–---–ს ხელფასიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა დაექვითოს 15 პროცენტი. გამასწორებელი სამუშაოს შესრულებაზე კონტროლი ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ კანონის“ თანახმად უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ირ---–-----------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით და სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ, დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ირ---–-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს გამასწორებელი სამუშაო 1 წლითა და 3 თვის ვადით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ირ---–-----------–---–ს ხელფასიდან სახელმწიფოს სასარგებლოდ დაექვითოს 15 პროცენტი.

 

3. გამასწორებელი სამუშაოს შესრულებისას კონტროლი მსჯავრდებულის ყოფა ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი