განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2753708-1/454-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
15 იანვარი 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – ოთ------------ე
დაცვის მხარე: ბრალდებული – პე--------------–---–ი, დაბადებული 2---------წ., პირადი #5----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ვ--–- სა--------ს ქუჩა N3.
ადვოკატი - ნო-------------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ახალციხის რაიონის, ქ. ვ--–-, სა--------ს ქუჩა N3-ში, თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების მოტივით, მეუღლეს მა---------------ძეს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუშტი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის არეში, რითაც მა---------------ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პე--------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.წარდგენილი ბრალდება.
2018 წლის 13 ნოემბერს პე--------------–---–ი დაკავებული იქნა, ხოლო 2018 წლის 15 ნოემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4.გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებით პე--------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო, მის უზრუნველყოფის მიზნით კი გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
5. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
6.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ბრალდებულმა პე--------------–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
დაზარალებულ მა---------------ძის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 13 ნოემბერს პე--------------–---–ი სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში და მა---------------ძისა და მისი მამის ტა-----–-----------ის მისამართით დაიწყო გინება. უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა მათ, რაზეც მა---------------ძე აწყნარებდა და მოუწოდებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის შეწყვეტისკენ, მაგრამ პე--------------–---–მა გაბრაზებულმა სახლის ფანჯარას დაარტყა მუშტი და ჩაამსხვრია შუშა. ამის შემდეგ შეუტრიალდა მეუღლეს და რამდენჯერმე თავში ჩაარტყა მუშტები, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 6-8;
ტა-----–-----------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 13 ნოემბერს პე--------------–---–ი სახლში მივიდა ნასვამ მდგომარეობაში და მა---------------ძისა და მისი მამის ტა-----–-----------ის მისამართით დაიწყო გინება. უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა მათ, ასევე ტა-----–-----------ის გარდაცვლილ მეუღლეს, რაზეც მა---------------ძე აწყნარებდა და მოუწოდებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის შეწყვეტისკენ, ამაზე გაბრაზებულმა პე--------------–---–მა სახლის ფანჯარას დაარტყა მუშტი და ჩაამსხვრია შუშა. ამის შემდეგ მარინას შეუტრიალდა და რამდენჯერმე თავში ჩაარტყა მუშტები, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ტა-----–-----------ე ვერ შეეწინააღმდეგა სიძის მოქმედებას რადგან შეეშინდა მისი.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 11-13;
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ------------ის 2018 წლის 15 ნოემბერს გამოტანილი დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, მა---------------ძე ცნობილ იქნა დაზარალებულად.
იხ. ტომი 1 ს.ფ. 37 ;
7.სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ პე--------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული
8.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პე--------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
პე--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება.
9.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვ--–-ობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ბრალდებულის პიროვნების (იგი წარსულში ნასამართლევია) ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ პე--------------–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს პე--------------–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პე--------------–---–ი (პ/N5----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით.
2. პე--------------–---–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 13 ნოემბრიდან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ მას გააჩნია შეწყალებაზე მიმართვის უფლება.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე