განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1-222 ( 130100118002-622-6)
განაჩენი
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2019 წელი ქ. ხაშური
ხ-–------ რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თეა გოგიძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-----–---------შვილი, დაბადებული 1--- წლის 2- დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხ-–------ მუნიციპალიტეტის სოფელ ვ---–-
ადვოკატი: მაია ხაჩიძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ა-----–---------შვილმა ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 15 ოქტომბერს, ქალაქ ხ-–----–-, თ-----------------–-------------ში, მეუღლის საცხოვრებელ სახლში ა-----–---------შვილმა ჩაიდინა ძალადობა მეუღლის - ნ---------–--–ვილის მიმართ. კერძოდ, ხელი დაარტყა ხელებისა და თვალის არეში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულს შეესწრნენ არასრულწლოვანი შვილები: გ------------------------------–---–-ბი.
ესე იგი, ა-----–---------შვილმა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
მანვე ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 8 ნოემბერს, ქალაქ ხ-–----–-, თ-----------------–-------------ში, მეუღლის საცხოვრებელ სახლში ა-----–---------შვილმა ჩაიდინა ძალადობა მეუღლის - ნ---------–--–ვილის მიმართ. კერძოდ, რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი თავში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულს შეესწრნენ არასრულწლოვანი შვილები: გ------------------------------–---–-ბი.
ესე იგი, ა-----–---------შვილმა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა ა-----–---------შვილის მიერ ამ დანაშაულების ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულის ნ---------–--–ვილის გამოკითხვის ოქმებს, არასრულწლოვანი მოწმეების: ბ------------------------------–---–-ბის გამოკითხვის ოქმებს, მოწმე მ---------–-----ის გამოკითხვის ოქმს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებს და საქმის სხვა ერთობლივ მასალებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ა-----–---------შვილის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ა-----–---------შვილმა ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნების თანდასწრებით; მანვე ჩაიდინა ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნების თანდასწრებით. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ა-----–---------შვილს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ა-----–---------შვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები, შესაბამისად, აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ა-----–---------შვილის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე - ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩადენილს.
ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, ა-----–---------შვილს, აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა გირაო 2000 ლარი, რაც იმავე დღეს შეიტანა. განაჩენით დადგინდა, რომ 2018 წლის 8 ნოემბერს, საქმეზე განაჩენის გამოტანამდე, მან ისევ ჩაიდინა დანაშაული. პროკურორმა იშუამდგომლა გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვაზე, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის საფუძველზე, გირაოს სახით შეტანილი 2000 ლარი უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 2-2-2-4-ე, 2-7-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-----–---------შვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, საბოლოოდ, ა-----–---------შვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი ) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა-----–---------შვილს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 11 ნოემბრიდან.
მსჯავრდებულ ა-----–---------შვილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 16 ოქტომბრიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით.
გაუქმდეს ა-----–---------შვილის მიმართ ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარი, გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
გაუქმდეს ა-----–---------შვილის მიმართ, ხ-–------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხ-–------ რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი