განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002736459
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/486-18 13 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - მ-----– ბ-----–---–ის,ადვოკატ - ვ-–- ს-------–---–ის,ბრალდებულ - ა------- მ--–---ის,მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011251018001 საქმე ა------- ზ-------- ძე მ--–---ის (დაბადებული 1984 წლის 0--------------, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, არასრული-საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: გორის რაიონის სოფელ პ-------------------–-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 24 ოქტომბრის და 2018 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდები);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ა------- მ--–---ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი; მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის 24 ოქტომბრის და 25 ოქტომბრის ეპიზოდები).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ პ-------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ა------- მ--–---ემ განახორციელა ოჯახური ძალადობა მეუღლის - მ--- მ--------–---–ის მიმართ. კერძოდ, ა------- მ--–---ემ ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა მ--- მ--------–---–ს ყელის არეში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, ა------- მ--–---ე მ--- მ--------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ--- მ--------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ პ-------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ა------- მ--–---ე მეუღლეს - მ--- მ--------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ--- მ--------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ა------- მ--–---ემ თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ა------- მ--–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით და ფოტოცხრილით, ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, ა------- მ--–---ის დაკავების ოქმით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ა------- მ--–---ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 24 ოქტომბრის და 2018 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ა------- მ--–---ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია ბრალდებულის მიმართ, ა------- მ--–---ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ა------- მ--–---ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 24 ოქტომბრის და 2018 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2018 წლის 25 ოქტომბრის ეპიზოდისათვის, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2018 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ა------- მ--–---ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 წელი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ ა------- მ--–---ეს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
3. პირობით მსჯავრდებულ ა------- მ--–---ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.ა------- მ--–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
5. ა------- მ--–---ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 25 ოქტომბრიდან 2018 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: შალვა კაკაურიძე