განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2018
საქმის ნომერი
330100118002700459
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #-------------------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ----------------------

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბ------------------------- დაბადებული----------------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ნ----–-------–----------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------------------------------–-.

ადვოკატი - ა---------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

სხდომის სახე - ღია.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

ბ----------- მეუღლეს - ლ------------, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც ლ----------- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და ფიზიკურ ტკივილს. 2----–-–----------------–-- ქ------–--–-------------------------------------–-, ბ-----------მ, მორიგი ოჯახური კონფლიქტის დროს, ლ------------ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ბ----------- მეუღლის დას - ქ-----------------, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და ფიზიკურ ტკივილს. 2----–-–-------------- ქ------–--–-------------------------------------–-, ბ-----------მ, ქ----------------- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელით სწვდა თმაში და ათრია თმით, რის გამოც ქ----------------- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ბ----------- მეუღლეს - ლ------------, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც ლ----------- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას და ფიზიკურ ტკივილს. 2----–-–----------------–-- ქ------–--–-------------------------------------–-, ბ-----------მ, მორიგი ოჯახური კონფლიქტის დროს, ლ------------ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ბ----------- მეუღლეს - ლ------------ და მის დას, ქ-----------------, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც დაზარალებულები განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტანჯვას და ფიზიკურ ტკივილს. 2----–-–------------------- დილის საათებში, ქ------–--–-------------------------------------–-, ბ-----------მ, მორიგი ოჯახური კონფლიქტის დროს, ლ------------ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი დაარტყა თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე ბ-----------მ ლ------------ დასაცავად კონფლიქტში ჩართულ ქ----------------- ორჯერ დაარტყა ხელი თავის და მარცხენა ყურის არეში, რის გამოც ქ----------------- იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

დაზარალებულ ლ------------ ჩვენებით, 2----–-–----- ქორწინებაში იმყოფება ბ-----------სთან და ჰყავთ ორი საერთო შვილი - 2----–--–- დაბადებული თ------------- და 2----–--–- დაბადებული მ------------- მასსა და ბ-----------ს შორის ხშირად იყო ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული კონფლიქტები, თუმცა მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის მხოლოდ ორი ფაქტი ახსენდება. პირველად ბ.------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როდესაც პირველ შვილზე იყო ორსულად, ხოლო მეორედ, 2----–-–------------------- კონფლიქტი დაიწყო იმის გამო, რომ მეუღლეს სთხოვდა აღარ მოეხმარა მარიხუანა, რა დროსაც ბ-----------მ თავის არეში დაარტყა ხელი. დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ჩხუბისას ოთახიდან გასაშველებლად გამოვიდა მისი და, ქ----------------, რა დროსაც ბ.------ემ მასაც ჩაარტყა თავის არეში. გარდა აღნიშნულისა, 2----–-–-------------- მისი მეუღლე სახლთან დახვდა ქ.-----–-ას და დაგვიანების გამო თმით შეიყვანა სახლში. თანაცხოვრების პერიოდში ბ-----------ს მისგან და მისი დისგან არ მოუთხოვია, რომ მას, როგორც ოჯახის უფროსს დამორჩილებოდნენ. დაზარალებულ ლ.-----–-ას განმარტებით, არანაირი პრეტენზია არ გააჩნია ბ-----------ს მიმართ.

დაზარალებულ ქ----------------- ჩვენებით, ლ----------- არის მისი და, ხოლო ბ----------- მისი დის მეუღლე. ბ.------ე 2----–-–----- ცხოვრობდა მათ სახლში და ამ პერიოდის განმავლობაში ფინანსურ საკითხებზე ხშირად კამათობდნენ. ყოფილა შემთხვევა, როცა ბ-----------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია ლ------------თვის, თუმცა კონკრეტულად ახსოვს 2----–-–------------------ მომხდარი შემთხვევა, რა დროსაც ბ-----------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ------------, კერძოდ კი თავის არეში დაარტყა. სცადა მისი შეჩერება, თუმცა ბ.------ემ თავის არეში და მარცხენა ყურის მხარეს მასაც დაარტყა ორჯერ. დარტყმების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2----–-–------------- იყო შემთხვევა, როდესაც სახლში მივიდა დაგვიანებით, ხოლო ბ----------- დახვდა მას სახლთან, თმაში მოკიდა ხელი და ისე შეიყვანა სახლში, ამასთან, უწმაწურ სიტყვებს ეუბნებოდა. აღნიშნულ შემთხვევაშიც, თმის მოქაჩვის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულ ქ.-----–-ას განმარტებით, არანაირი პრეტენზია არ გააჩნია ბ.------ის მიმართ.

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებები: დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ხმის ნიმუშის აღების ოქმები, CD დისკის დათვალიერების ოქმი, მოწმე მ-----------ს გამოკითხვის ოქმები, არასრულწლოვან თ-------------ს გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულ ბ-----------ს გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

2. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ-----------ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–-------------------------- გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, ხოლო საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, ბრალდებულ ბ-----------ს დამნაშავედ ცნობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–---------------------------–-–------------------------------ გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, კერძოდ:

დაზარალებულმა ლ-----------მ დაადასტურა, რომ 2----–-–------------------- ბ-----------მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ბ-----------მ ასევე სახის არეში დაარტყა მათ გასაშველებლად მისულ ქ-----------------.

დაზარალებულ ქ----------------- ჩვენებით ასევე დადასტურდა, რომ 2----–-–------------------- ოჯახური კონფლიქტის დროს, ბ-----------მ ხელი დაარტყა მის დას, ლ-------------. ჩხუბის დროს სცადა მათი გაშველება და ბ-----------მ მასაც დაარტყა ხელი ორჯერ სახის არეში. დარტყმის დროს კი განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2----–-–------------------ მომხდარი კონფლიქტის ფაქტი ასევე დადასტურებულია მეზობელ მ-----------ს გამოკითხვის ოქმით, რომლის თანახმად, სახლში ყოფნისას მოესმა ყვირილის ხმა. გავიდა მათთან და გაიგონა, რომ ლ.-----–-ა და ქ.-----–-ა ბ-----------ს სთხოვდნენ სახლიდან წასვლას. ამ დღემდე მათი სახლიდან არც ყვირილის ხმა გაუგია და არც მათ შორის ფიზიკურ შეურაცხყოფას შესწრებია.

არასრულწლოვან თ-------------ს გამოკითხვის ოქმით ასევე დადასტურებულია, რომ 2----–-–------------------- მის მშობლებს - ლ------------ და ბ-----------ს შორის მოხდა კონფლიქტი, რის გამოც მისი მამა წავიდა სახლიდან. თავად კონფლიქტს არ შესწრებია, ვინაიდან იმ დროს იმყოფებოდა სკოლაში.

დაზარალებულების - ქ----------------- და ლ------------ ჩვენებებით ასევე დადასტურდა, რომ 2----–-–-------------- ბ-----------მ დაგვიანების გამო თმაში მოკიდა ხელი ქ.-----–-ას და თმის თრევით შეიყვანა სახლში. აღნიშნულის შედეგად ქ.-----–-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ბრალდებულმა ბ-----------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–-------------------------- გათვალისწინებული დანაშაულები.

რაც შეეხება 2----–-–---------------------------–-–---------------- ეპიზოდებს, აღნიშნულთან მიმართებით დაზარალებულმა ლ.-----–-ამ განმარტა, რომ ბ-----------ს მხრიდან მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, არცერთ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, თუმცა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ხშირად სიტყვიერად კამათობდნენ.

ქ----------------- ასევე განმარტა, რომ მის დას და ბ-----------ს შორის ხშირად იყო სიტყვიერი კონფლიქტი ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, რომ 2----–-–----------------–-----------–-–---------------–- ბ.------ემ მის დას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, არ შეუძლია.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით (ლ.-----–-ას და ქ.-----–-ას ჩვენებებით) და მხარეთა მიერ უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ბ.------ის მიერ მისი მეუღლის მიმართ 2----–-–----------------–-----------–-–---------------–- განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები და ასევე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობრივი ქმედებების განხორციელება, რის გამოც ბ----------- უნდა გამართლდეს აღნიშნულ ეპიზოდებში წარდგენილ ბრალდებებში.

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულებზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

ბ-----------ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. კერძოდ, სასაჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულთა პოზიციას, რომ მათ ბ.------ის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ და რომ ის შვილებისთვის კარგი მამაა.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბ-----------ს მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-258-ე, 268-270-ე, 271-277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ----------- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–---------------------------–-–------------------------------ წარდგენილ ბრალდებებში.

ბ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–-------------------------- გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–-------------------------- - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ბ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ბ-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–---------------------------–-–----------------- ჩათვლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ბ-----------ს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

_ ქ-----------------, ლ------------ და ბ-----------ს ხმის ნიმუშები, დალუქული თითო პაკეტად (სულ სამი პაკეტი), შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

_ აუდიოჩანაწერი დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი