განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილმა
სოფიკო უგრეხელიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ - ა-----------------, ნ------------,ადვოკატ - ლ------------------
ბრალდებულ - თ--------------------- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ თ---------------------–-------–-–---–-- (დაბადებული 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------–---–----------------------------–-) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2----–-–-------------- თვეში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - შ------------------------ მიმართა თ--------------------- და მოითხოვა სესხის, 15000 აშშ დოლარის ოდენობით გაცემა, ქ------–--–----------–---–-------------------–- მდებარე კუთვნილი უძრავი ქონების და კუთვნილი „-------------------- ფირმის ა/მანქანის უზრუნველყოფით.
ვინაიდან თ-------------------- შ----------------------“-დან აღებული ჰქონდა სესხი 25000 აშშ დოლარის ოდენობით და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეზღუდვით მასზე არ მოხდებოდა დამატებით სესხის გაცემა, თ--------------------- მსესხებლად წარადგინა მეგობარი ნ------------------.
2----–-–----------------- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - შ------------------------ა და ნ------------------ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, ხოლო საფინანსო ორგანიზაციასა და თ-------------------- შორის იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად საფინანსო ორგანიზაციამ ნ-------------------- გასცა კრედიტი 15000 აშშ დოლარის ოდენობით ერთი წლის ვადით, ყოველთვიური 3%-იანი სარგებლით, ქ------–--–-----------–---–-------------------–- მდებარე თ--------------------- კუთვნილი უძრავი ქონების და თ--------------------- კუთვნილი „-------------------- ფირმის ა/მანქანის უზრუნველყოფით.
2----–-–------------–-- თვეში თ-------------------- კვლავ დასჭირდა ფულადი თანხა, რის გამოც მან კვლავ მსესხებლად წარადგინა მეგობარი ნ------------------ და 2----–-–----------------–- მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შ------------------------ა და ნ------------------ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, ხოლო საფინანსო ორგანიზაციასა და თ-------------------- შორის იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად საფინანსო ორგანიზაციამ ნ-------------------- გასცა კრედიტი 6000 აშშ დოლარის ოდენობით ერთი წლის ვადით, ყოველთვიური 3%-იანი სარგებლით, ქ------–--–----------–---–-------------------–- მდებარე თ--------------------- კუთვნილი უძრავი ქონების უზრუნველყოფით.
მიუხედავად იმისა, რომ თ-------------------- ყოველთვიურად შეჰქონდა საფინანსო ორგანიზაციის ანგარიშზე ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შენატანი, მან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ უზრუნველყო მთლიანი სესხის დაფარვა და რომ არ მომხდარიყო კუთვნილი უძრავი ქონებისა და ავტომანქანის რეალიზაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, გადაწყვიტა გაეგრძელებინა ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებების ვადა ერთი წლით.
რადგან ნ------------------- 2----–-–---------–------- დატოვა საქართველოს საზღვრები, თ--------------------- განიზრახა გაეყალბებინა შეთანხმებები შ------------------------ა და ნ------------------ შორის ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებების ვადის გაგრძელების შესახებ. თ--------------------- ნ------------------ს სახელით მოაწერა ხელი 2----–-–----------------- შ------------------------ა და ნ------------------ შორის დადებულ შეთანხმებას, რომლითაც 2----–-–----------------- მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა ერთი წლით, 2----–-–--------------------. მანვე, ნ------------------ს სახელით ხელი მოაწერა 2----–-–-------------- შ------------------------ა და ნ------------------ შორის დადებულ შეთანხმებას, რომლითაც 2----–-–----------------–- მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებების ვადა გაგრძელდა ერთი წლით, 2----–-–---------------–------
ვინაიდან თ--------------------- მიერ დარღვეული იქნა სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდის ვადები, დაარღვია ხელშეკრულების პირობები სააღსრულებო წესით რეალიზებული იქნა თ--------------------- კუთვნილი „-------------------- ფირმის ა/მანქანა და 2----–-–---------–--- მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელ გ----------------------- და გ--------------------- (რომელსაც 2----–-–------------ თ--------------------- ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება) შორის გაფორმდა ქ------–--–-----------–---–-------------------–- მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლითაც ხსენებული უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა გ---------------------, ხოლო გამყიდველს მიეცა უფლება არაუგვიანეს 2----–-–--------------------- გამოესყიდა ნასყიდობის საგანი, მაგრამ თ--------------------- ვერ შეძლო უძრავი ქონების გამოსყიდვა და უარი განაცხადა ბინიდან გამოსვლაზე. 2----–-–----------------, მესაკუთრე გ---------------------მ თ--------------------- გამოსახლების მოთხოვნით მიმართა პოლიციას.
თ-------------------- იყო რა განაწყენებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შ----------------------“-ს წარმომადგენლებზე, გადაწყვიტა შური ეძია ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებზე, შ----------------------“-ს წარმომადგენლების მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ სამართალდამცავ ორგანოში ცრუ შეტყობინებით. ამ მიზნით 2----–-–----------------–---------------–- თ--------------------- მიმართა განცხადებით------------–------------ პროკურატურას, რომ 2----–-–----------------- და 2----–-–-------------- შ------------------------ა და ნ------------------ შორის დადებულ შეთანხმებებში ნ------------------ს ხელმოწერა თითქოსდა გაყალბებული იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - შ----------------------“-ს წარმომადგენლების მიერ. თ--------------------- ხსენებული განცხადების საფუძველზე ქ------–---------–-------–-----------------–-------------------–---–- დაიწყო გამოძიება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
1). ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება.
2). დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა.
მოწმე დ------------------ ჩვენებით, მუშაობს მ-----------------------------–---–-----------------------–- იურისტის პოზიციაზე. 2----–--–- მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სესხის აღების მიზნით მიმართა თ---------------------, რომელმაც თანამსესხებლად მიიყვანა ვ-–------------------- და გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 50000 ლარზე. ამის შემდგომ, თ--------------------- მოითხოვა სესხის დამატება და მიიყვანა მესამე მსესხებელი ნ------------------, რომელთანაც გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ნ-------------------- სესხის სახით გაცემული იქნა 15000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა თ--------------------- საკუთრებაში არსებული ბინა და ა/მანქანა „--–----–------------- გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, ორგანიზაციაში მივიდნენ თ-------------------- და ვ-–-------------------, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას, თუმცა ნ------------------ იმ პერიოდში არ იმყოფებოდა საქართველოში, რის გამოც სესხი გადადიოდა ვადაგადაცილებაში, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა უძრავი ქონების რეალიზება და თ--------------------- ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არ დაწყებულიყო მის ქონებაზე აღსრულების პროცესი, დათანხმდნენ თ--------------------- წინადადებას, რომ იგი უზრუნველყოფდა ა---------–-----------–-–-------–- მყოფ ნ--------------------- შეთანხმების დოკუმენტის გაგზავნას ხელმოწერის მიზნით. ნ-------------------- გადასაცემად თ-------------------- გაატანეს შეთანხმების დოკუმენტი, რაც რამდენიმე დღეში თ--------------------- ნ------------------ს ხელმოწერით მიიტანა კომპანიაში. როგორც თ--------------------- განუმარტა, შეთანხმების დოკუმენტი თავად გააგზავნა ა-------–-, საიდანაც დაუბრუნდა ნ------------------ს ხელმოწერით. მოწმის ჩვენებით, თ-------------------- შესთავაზეს ნ------------------ს სესხი ჩანაცვლება სხვა მსესხებლით, რისი სურვილიც თ-------------------- არ ჰქონდა.
მოწმე ვ---------------------- ჩვენებით, მუშაობს შ-----------------------–-. მის უფლება- მოვალეობაში შედის საკრედიტო პროცესებზე კურირება. იცნობს ბრალდებულ თ--------------------, რომლის ქონება იპოთეკით იყო დატვირთული ნ------------------ს სესხის უზრუნველსაყოფად. სესხის ოდენობა შეადგენდა 15000 აშშ დოლარს, რომელიც გაცემული იყო ერთი წლის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, საქმე მივიდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე, თუმცა როგორც აღმოჩნდა მსესხებელი ნ------------------ არ იმყოფებოდა საქართველოში და შეიქმნა იმის წინაპირობა, რომ სესხი გადასულიყო ვადაგადაცილებაში, რასაც მოჰყვებოდა ჯარიმის დაკისრება და სააღსრულებო წარმოების დაწყება. იყო შესაძლებლობა მომხდარიყო მსესხებლის ჩანაცვლება, თუმცა თ--------------------- განმარტებით, სხვა მსესხებლის მოძიებას ვერ შეძლებდა, ხოლო ნ------------------ ვერ ახერხებდა საქართველოში ჩამოსვლას და იქიდან გამომდინარე, რომ არ მომხდარიყო აღსრულების დაწყება შეთანხმდნენ, რომ თ-------------------- ფოსტის საშუალებით გააგზავნიდა შეთანხმების დოკუმენტს ხელმოსაწერად ნ--------------------- და თ-------------------- გადასცეს შეთანხმების დოკუმენტი, რაც ნ------------------ს ხელმოწერით რამდენიმე დღეში წარადგინა კომპანიაში. ამის შემდგომ, თ--------------------- განცხადებით მიმართა პოლიციას, თითქოს კომპანიის თანამშრომლებმა გააყალბეს ნ------------------ს ხელმოწერა, რაზეც დაწყებული იქნა გამოძიება.
მოწმე გ------------------ ჩვენებით, მუშაობს შ-----------------------–- დირექტორის თანამდებობაზე. მისი ორგანიზაციის მიერ ნ------------------ს სახელზე გაცემული იქნა სესხი, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ--------------------- უძრავი ქონება. ვინაიდან მსესხებელი არ იმყოფებოდა საქართველოში, ხოლო ხელშეკრულებას გასდიოდა ვადა, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა სააღსრულებო წარმოების დაწყება, მსესხებლის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს შეთანხმების დოკუმენტი გადაეცათ თ---------------------თვის, რომელსაც უნდა უზრუნველყო ხელმოსაწერად დოკუმენტის ა-------–- გაგზავნა. რამდენიმე დღეში თ--------------------- კომპანიაში მიიტანა შეთანხმების დოკუმენტი ნ------------------ს ხელმოწერით. მოწმის განმარტებით, თ-------------------- ჰქონდა შეთავაზება, რომ მ------------ მოხდებოდა 80000 აშშ დოლარის გადმორიცხვა და აღნიშნული თანხით მომხდარიყო სესხის დაფარვა, თუმცა კომპანიის მხრიდან არსებობდა საპასუხო მოთხოვნა, რომ ტრანზაქციის შემთხვევაში მითითებული ყოფილიყო გადმორიცხული თანხის დანიშნულება, რაზეც თ-------------------- აცხადებდა რომ გადმომრიცხვი ვერ შეძლებდა მის უზრუნველყოფას. რამდენადაც თ---------------------გან იცოდა, ნ--------------------- შეთანხმების გაგზავნა მოხდა ფოსტის საშუალებით, თუმცა რეალურად როგორ მოხდა მსესხებლის ხელმოწერა დოკუმენტზე მისთვის უცნობია.
ბრალდებულ თ--------------------- ჩვენებით, თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტავს, რომ შ--------------------------- თანამსესხებლებთან ნ--------------------- და ვ-–-------------------სთან ერთად გაფორმებული ჰქონდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რის პროცენტსაც იხდიდა ყოვეთვიურად და კატეგორიულად გამორიცხავს მისი მხრიდან ნ------------------ს ხელმოწერის გაყალბების ფაქტს.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტების მ----------- და ს------------------------ ჩვენებებით, 2----–-–------------------ მათ მიერ გაცემული იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა------------ რომლის თანახმად, ხელმოწერა ნ------------------ს სახელით, განლაგებული: შეთანხმებაზე 2----–-–----------------- თარიღით, გრაფაში: „მხარეთა ხელმოწერები“ სავარაუდოა, რომ შესრულებულია თ--------------------- მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა გამოსაკვლევი ხელმოწერის მოკლე და მარტივი აგებულებისა და გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო.
ხელმოწერა, ნ------------------ს სახელით, განლაგებული: შეთანხმებაზე 2----–-–-------------- თარიღით, გრაფაში: „მხარეთა ხელმოწერები“ შესრულებულია თ--------------------- მიერ.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ქ-------------------- ჩვენებით, 2----–-–----------- მის მიერ გაცემული იქნა გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა #-------, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ 2----–-–------------------ დათარიღებული შეთანხმების გრაფაში „მხარეთა ხელმოწერები“ ნ.-------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა და 2----–-–--------------- დათარიღებული შეთანხმების გრაფაში „მხარეთა ხელმოწერები“ ნ.-------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა გ------------------, დ------------------ ან ვ---------------------- მიერ, არამედ სხვა პირის მიერ.
ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2----–-–------------------ დათარიღებული შეთანხმების გრაფაში „მხარეთა ხელმოწერები“ ნ.-------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა და 2----–-–--------------- დათარიღებული შეთანხმების გრაფაში „მხარეთა ხელმოწერები“ ნ.-------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა სავარაუდოდ შესრულებულია თ--------------------- მიერ.
ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2----–-–------------------ დათარიღებულ #---------- ხელშეკრულებაზე ნ.-------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერები და 2----–-–--------------–--- დათარიღებულ #---------- ხელშეკრულებაზე ნ.-------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ერთი და იმავე პირის მიერ.
ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2----–-–------------------ დათარიღებული შეთანხმების გრაფაში, „მხარეთა ხელმოწერები“ ნ.-------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა და 2----–-–--------------- დათარიღებული შეთანხმების გრაფაში „მხარეთა ხელმოწერები“ ნ.-------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა სავარაუდოდ შესრულებულია ერთი და იმავე პირის მიერ.
ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2----–-–------------------ დათარიღებული შეთანხმების და 2----–-–--------------- დათარიღებული შეთანხმების გრაფებში „მხარეთა ხელმოწერები“ ნ.-------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერები და 2----–-–------------------ დათარიღებულ #---------- ხელშეკრულებაზე და 2----–-–---------------–--- დათარიღებულ #---------- ხელშეკრულებაზე ნ.-------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერები სავარაუდოდ შესრულებულია სხვადასხვა პირთა მიერ.
მოწმე დ--------------------- ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა მოწმეები, თ---------------------გან აიღო ხელწერის ნიმუშები, ამოიღო მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებები, შ------------------- გამოითხოვა ინფორმაცია ნ------------------ს საზღვრის კვეთის შესახებ და დანიშნა ხელწერის გრაფიკული ექსპერტიზა.
2----–-–----------------- ხელშეკრულებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - შ------------------------ა და თ-------------------- შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად საფინანსო ორგანიზაციამ თ---------------------- გასცა კრედიტი 25000 აშშ დოლარის ოდენობით ერთი წლის ვადით, ყოველთვიური 3%-იანი სარგებლით, ქ------–--–-----------–---–-------------------–- მდებარე თ--------------------- კუთვნილი უძრავი ქონების უზრუნველყოფით.
2----–-–--------------–-- ხელშეკრულებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შ------------------------ა და ნ------------------ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, ხოლო საფინანსო ორგანიზაციასა და თ-------------------- შორის - იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად საფინანსო ორგანიზაციამ ნ-------------------- გასცა კრედიტი 6000 აშშ დოლარის ოდენობით ერთი წლის ვადით, ყოველთვიური 3%-იანი სარგებლით, ქ------–--–----------–---–-------------------–- მდებარე თ--------------------- კუთვნილი უძრავი ქონების უზრუნველყოფით.
2----–-–------------------ ხელშეკრულებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - შ------------------------ა და ნ------------------ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, ხოლო საფინანსო ორგანიზაციასა და თ-------------------- შორის იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად საფინანსო ორგანიზაციამ ნ-------------------- გასცა კრედიტი 15000 აშშ დოლარის ოდენობით ერთი წლის ვადით, ყოველთვიური 3%-იანი სარგებლით, ქ------–--–-----------–---–-------------------–- მდებარე თ--------------------- კუთვნილი უძრავი ქონების და თ--------------------- კუთვნილი „-------------------- ფირმის ა/მანქანის უზრუნველყოფით.
2----–-–---------------- ხელშეკრულებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - შ------------------------ა და თ-------------------- შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ--------------------- კრედიტორის წინაშე 2----–-–---------------- დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა უძრავი ქონება, მდებარე თ---–-------------–---–-------------------–-.
2----–-–----------------- შეთანხმებით, 2----–-–----------------- მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა ერთი წლით, 2----–-–--------------------.
2----–-–-------------- შეთანხმებით, 2----–-–----------------–- მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებების ვადა გაგრძელდა ერთი წლით, 2----–-–---------------–------
2----–-–---------–---- უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ქ------–--–-----------–---–-------------------–- მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა გ---------------------, ხოლო გამყიდველს მიეცა უფლება არაუგვიანეს 2----–-–--------------------- გამოესყიდა ნასყიდობის საგანი, თუმცა თ--------------------- ვერ შეძლო უძრავი ქონების გამოსყიდვა და უარი განაცხადა ბინიდან გამოსვლაზე.
2----–-–----------------ს განცხადებით, მესაკუთრე გ---------------------მ თ--------------------- გამოსახლების მოთხოვნით მიმართა პოლიციას.
2----–-–---------------–----------------–-- განცხადებებით დგინდება, რომ თ--------------------- განცხადებით მიმართა ს----------–------------ პროკურატურას, რომ 2----–-–----------------- და 2----–-–-------------- შ------------------------ა და ნ------------------ შორის დადებულ შეთანხმებებში ნ------------------ს ხელმოწერა თითქოსდა გაყალბებული იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - შ----------------------“-ს წარმომადგენლების მიერ, რის საფუძველზე ქ------–---------–-------–-----------------–-------------------–---–- დაიწყო გამოძიება.
შ-------------------------------------------–--------–-----------------------------------------–----–-------------------------------–---------–------------–---------------------–----------------–------------–-----–- საზღვრის კვეთის მონაცემების თანახმად, ნ------------------- 2-----------------------------------------–---- აეროპორტის გავლით, თ--------–------–------------–-- მიმართულებით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი და მისი უკან შემოსვლა არ დაფიქსირებულა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თ--------------------- მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მის უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ან/და დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება თ--------------------- წინააღმდეგ.
სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავას, რომ საქართველოს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, გულისხმობს, როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის, ისე ნამდვილი ოფიციალური დოკუმენტის ნაწილობრივ შეცვლა-გაყალბებას, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს სხვის მაგივრად ხელის მოწერაში, დოკუმენტში დამატებითი მონაცემების შეტანაში და სხვა. რაც შეეხება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას, მასში იგულისხმება ასეთი დოკუმენტის წარდგენა იმ პირისათვის, ვისაც მისი შემოწმების უფლება აქვს ან/და დოკუმენტის ოფიციალური წარდგენა საწარმოში, დაწესებულებაში და ორგანიზაციაში.
დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ან გამოყენებისთანავე. სუბიექტური მხრივ დანაშაულის ობიექტური მხარის ისეთი ნიშნებისათვის, როგორიცაა დამზადება, აუცილებელია სპეციალური მიზნის არსებობა. ეს არის აღნიშნული დოკუმენტის გამოყენების მიზანი, რომელიც აუცილებლად გულისხმობს ისეთი შედეგის დადგომას, რასაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს.
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას - ცრუ დასმენას, აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტია მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი, დამატებითი ობიექტი კი - ადამიანის პირადი თავისუფლება, მისი პატივი და ღირსება. ქმედების ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რადგან კონკრეტული პირის დასმენა დანაშაულის ჩადენაზე შეუძლებელია განხორციელდეს უმოქმედობით.
ცრუ დასმენა ქმნის დანაშაულის ფორმალურ შემადგენლობას. იგი დამთავრებულია შეტყობინების მიღების მომენტიდან. მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა რეაგირება მოახდინა სამართალდამცავმა ორგანომ შეტყობინებაზე, დაეყრდნო მას სამართალწარმოების განხორციელებისას თუ თავიდანვე უარყო იგი.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ თ--------------------- მხრიდან სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის მიზანს წარმოადგენდა, ხელმოწერის გაყალბების გზით თავიდან აერიდებინა მისი კუთვნილი ქონების მიმართ მოსალოდნელი სააღსრულებო წარმოების დაწყება.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ---------------------, რომლისთვისაც ცნობილი იყო ნ------------------ს საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტი, განიზრახა გაეყალბებინა შ------------------------ა და ნ------------------ შორის არსებული შეთანხმება სესხის ხელშეკრულებების ვადის გაგრძელების შესახებ და ნ------------------ს სახელით მოაწერა ხელი 2----–-–----------------- შ------------------------ა და ნ------------------ შორის დადებულ შეთანხმებას, რომლითაც 2----–-–----------------- მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა ერთი წლით, 2----–-–--------------------. მანვე, ნ------------------ს სახელით ხელი მოაწერა 2----–-–-------------- შ------------------------ა და ნ------------------ შორის დადებულ შეთანხმებას, რომლითაც 2----–-–----------------–- მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა ერთი წლით, 2----–-–---------------–------
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმეების დ------------------, ვ---------------------- და გ------------------ ჩვენებების იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ 2----–-–-------------------–-----------–-–----------- თვეში, სანამ მოხდებოდა შეთანხმების გაფორმება დადებული ხელშეკრულებების ვადის გაგრძელების შესახებ, მათთან მისული იყო თ--------------------, რომელმაც განუცხადა, რომ ნ------------------ იმყოფებოდა საზღვარგარეთ, გადაეცათ მისთვის შეთანხმების დადების დოკუმენტები, რომელთაც გაუგზავნიდა ნ------------------, რომელიც ხელს მოაწერდა და ხელმოწერილ დოკუმენტს მიუტანდა უკან. კომპანიის წარმომადგენლები შევიდნენ ბრალდებულის მდგომარეობაში, გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ვადის არ გაგრძელების შემთხვევაში არსებობდა რეალური საფუძველი თ--------------------- უძრავი ქონების მიმართ სააღსრულებო პროცედურების დაწყების და თ.------–-–---–ის ინტერესებიდან გამომდინარე, მართლაც გაატანეს შეთანხმების დადების დოკუმენტები და დაახლოებით ერთ კვირაში თ--------------------- უკან მიუტანა ნ------------------ს მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შეთახმების დოკუმენტები.
მოწმეთა ჩვენებებით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ ვინაიდან თ--------------------- მიერ დარღვეული იქნა სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდის ვადები, დაარღვია ხელშეკრულების პირობები სააღსრულებო წესით რეალიზებული იქნა თ--------------------- კუთვნილი “-------------------- ფირმის ა/მანქანა და 2----–-–---------–--- მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელ გ----------------------- და გ--------------------- შორის გაფორმდა ქ------–--–-----------–---–-------------------–- მდებარე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლითაც ხსენებული უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა გ---------------------, ხოლო გამყიდველს მიეცა უფლება არაუგვიანეს 2----–-–--------------------- გამოესყიდა ნასყიდობის საგანი, მაგრამ თ--------------------- ვერ შეძლო უძრავი ქონების გამოსყიდვა.
თ-------------------- იყო რა განაწყენებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შ---------------------- წარმომადგენლებზე, გადაწყვიტა სამართალდამცავი ორგანოებისათვის განზრახ მიეწოდებინა ცრუ ინფორმაცია და ამ მიზნით, 2----–-–----------------–---------------–- განცხადებით მიმართა ს----------–------------ პროკურატურას, თითქოს 2----–-–----------------- და 2----–-–-------------- შ------------------------ა და ნ------------------ შორის დადებულ შეთანხმებებში ნ------------------ს ხელმოწერა გაყალბებული იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - შ----------------------“-ს წარმომადგენლების მიერ, რასთან დაკავშირებითაც ძ---–-------–-----------------–-------------------–---–- დაიწყო გამოძიება.
იმის დასადგენად, თუ ვის მიერ იყო შესრულებული 2----–-–----------------- და 2----–-–-------------- შ------------------------ა და ნ------------------ შორის დადებულ შეთანხმებებზე ნ------------------ს სახელით შესრულებული ხელმოწერა, დანიშნული იქნა გრაფიკული ექსპერტიზა, რაზეც გაცემული იქნა #------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ 2----–-–------------------ დათარიღებული შეთანხმების გრაფაში „მხარეთა ხელმოწერები“ ნ.-------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა და 2----–-–--------------- დათარიღებული შეთანხმების გრაფაში „მხარეთა ხელმოწერები“ ნ.-------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა გ------------------, დ------------------ ან ვ---------------------- მიერ, არამედ სხვა პირის მიერ, ხოლო 2----–-–------------------ დათარიღებული შეთანხმების გრაფაში „მხარეთა ხელმოწერები“ ნ.-------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა და 2----–-–--------------- დათარიღებული შეთანხმების გრაფაში „მხარეთა ხელმოწერები“ ნ.-------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა სავარაუდოდ შესრულებულია თ--------------------- მიერ. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ---------------------
2----–-–-----------------------–----------------–--------–-----------------–----------------------------–---------–- დანიშნული იქნა დამატებითი გრაფიკული ექსპერტიზა, რაზეც 2----–-–------------------ გაცემული იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა------------ რომლის თანახმად, ხელმოწერა ნ------------------ს სახელით, განლაგებული: შეთანხმებაზე 2----–-–-------------- თარიღით, გრაფაში: „მხარეთა ხელმოწერები“ შესრულებულია თ--------------------- მიერ, ხოლო ხელმოწერა ნ------------------ს სახელით, განლაგებული: შეთანხმებაზე 2----–-–----------------- თარიღით, გრაფაში: „მხარეთა ხელმოწერები“ სავარაუდოდ შესრულებულია თ--------------------- მიერ. აღნიშნული დასკვნის სისწორე დადასტურდა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ მ----------- და ს------------------------ ჩვენებებით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემების შინაარსზე, რითაც დადგენილია, რომ ნ------------------- 2----–-–---------–--- გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მისი უკან დაბრუნება არ ფიქსირდება.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს თ--------------------- დანაშაულებრივ განზრახვაზე, ყალბი დოკუმენტის დამზადებით და გამოყენებით თავიდან აერიდებინა ხელშეკრულების პირობების დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების წარმოშობა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, განზრახ ცრუ დასმენა განახორციელა შ----------------------“-ს თანამშრომლების მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ თ--------------------- მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ თ-------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება - ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ცრუ დასმენა - ე.ი. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა - ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ--------------------- რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯარიმის სახით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
სსკ-ის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ თ-------------------- სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს მსჯავრდებულ თ--------------------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2----–-–------------------- განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი მხარეების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი