გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2--56-1-წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1-----------ი,201-წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ე-----------------”
წარმომადგენელი - ნ--------------–--ე
მოპასუხე - ვ----–-----------–ი
დავის საგანი- თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ვ----–-----------–ს, შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ, დაეკისროს სესხის ძირი თანხის 1 494.28 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. ვ----–-----------–ს, შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ, დაეკისროს სარგებლის 515.49 აშშ დოლარის გადახდა;
1.3. ვ----–-----------–ს, შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ, დაეკისროს მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის, 100 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
201- წლის 9 იანვარს, მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N1----------ის რომლის შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 5 % -იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, გადასცა სესხი 1 650 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 24 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ - ნაწილ დაფარვდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 201- წლის 26 იანვარს განხორციელდა გირავნობის საგნის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით ავტომობილი გაიყიდა 2 256 ლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად: 70 აშშ დოლარი - სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო, 814.15 აშშ დოლარი - სრულად გაიქვითა დარიცხული სარგებელი, 1-.61 აშშ დოლარით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
ვინაიდან გირავნობის საგნის რეალიზაციის დღისათვის მოპასუხეს შპს „ე-----------------“-ის მიმართ ერიცხებოდა სესხის ძირითადი თანხა 1 512.89 აშშ დოლარი, ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ კვლავ დარჩა დავალიანება - სესხის ძირითადი თანხა 1494.28 აშშ დოლარი, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5 % - ის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან ავტომობილის რეალიზაციიდან (26.01.201- - დან) სარჩელის სასამართლოში წარდგენის დღემდე გასულია 6 თვე და 27 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 515.4---––------–-----
ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში. სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით 201- წლის 07 აგვისტოს მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, თუმცა, ვერ მოხერხდა ჩაბარება, ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით უზრუნველყო მოპასუხის გაფრთხილება დავალიანების დაფარვის მიზნით, მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტავს, რომ არ მიუღია გზავნილი და მასზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოსარჩელეს. სესხის აღება ემსახურებოდა მკურნალობის ხარჯების დაფარვას. გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა პირველ რიგში უნდა მოხმარებოდა სესხის ძირი თანხის დაფარვას ვინაიდან აღნიშნულს ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსი. მოპასუხის განმარტებით, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიუხედავად იმისა, რომ არ იღებს ფულად დახმარებას აქვს დაბალი ქულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 201- წლის 9 იანვარს, მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N1----------ის რომლის შესაბამისად, მოსარჩელემ ვ----–-----------–ს, თვეში 5 % -იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 1 650 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 24 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ - ნაწილ დაფარვდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - იაგუარის ტაიპი. ხელშეკრულების შესაბამისად, 201- წლის 9 იანვრის შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ N1---------ის საფუძველზე მოპასუხეს სრულად და ჯეროვნად გადაეცა სესხი 1 650 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 1--22);
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ.23-24);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ვ----–-----------–მა დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი. 201- წლის 26 იანვარს განხორციელდა გირავნობის საგნის რეალიზაცია 2 256 ლარად, რომლის გაქვითვაც განხორციელდა შემდეგნაირად: 70 აშშ დოლარი - სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო, 814.15 აშშ დოლარი- სარგებელი, 1-.61 აშშ დოლარით - შემცირდა სესხის ძირითადი თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 26);
- ავტომობილის შეფასების აქტი (ს.ფ. 27-32);
- მიღება - ჩაბარების აქტი (33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.3. ავტომობილის რეალიზაციის შედეგად დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 1 494.28 აშშ დოლარი, რომელსაც ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5 % - ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 1--22);
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ (ს.ფ.23-24);
3.1.4. სესხის დარჩენილი ნაწილის ნებაყოფლობით დაფარვის მოთხოვნით 201- წლის 7 აგვისტოს ვ----–-----------–ს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და განესაზღვრა დამატებითი ვადა, თუმცა, შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება, ფოსტის ქვითარი (ს.ფ. 37 - 39)
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 მოპასუხე მხარის დავალიანება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს: სესხის ძირითადი თანხის ნაწილში 1 494.28 აშშ დოლარს, სესხზე დარიცხული სარგებლის ნაწილში 515.4---––------–-----
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 394-ე, მე-400, 411-412-ე 623-ე, 625-ე, მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 201- წლის 09 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N1----------ის რომლის შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 5 % -იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 1 650 აშშ დოლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ ვ----–-----------–მა სესხის გადახდის ვალდებულება დაარღვია. დადგენილია, რომ სესხის ძირი თანხის სახით ვ----–-----------–ს ერიცხება დავალიანება 1 494.28 აშშ დოლარის ოდენობით. სამოქალაქო კოდექსის 623-625-ე მუხლების შესაბამისად, ის ვალდებულია გადაიხადოს სესხის ძირი თანხა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რის გამოც მისი დავალიანება ძირი თანხის ნაწილში შეადგენს - 1 494.28 აშშ დოლარს. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის სესხის ძირითადი ნაწილის დავალიანების დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე, უდავოა, რომ მხარეებმა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გაითვალისწინეს სარგებლის გადახდა ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობით და მაშასადამე, მოსარჩელის მოთხოვნა, ვადაგადაცილებული სარგებლის სახით დაკისრების ნაწილშიც დასაბუთებულია.
7. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. ამავე კოდექსის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაჩიო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ რამ განაპირობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასრულებლად მიქცევა, რამაც შემდგომში შესაძლოა გააძნელოს მისი აღსრულება, ზოგადად ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კრედიტორისათვის ზიანის მოტანას, თუმცა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემისათვის ეს მნიშვნელოვანი ზიანი უნდა იყოს, სადაც მხედველობაში მიიღება გადაწყვეტილებით დადგენილი შესასრულებელი ვალდებულების შინაარსი და ხასიათი. მით უფრო, როცა მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სხვა რაიმე უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვ----–-----------–თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს გაწეული აქვს სხვადასხვა სახის ხარჯი, მათ შორის ავტომობილის შეფასების საფასური 100 ლარი, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
მასვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება რაც შეადგენს 157.97 ლარს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259-1, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს "ე------------------" -ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ვ----–-----------–ს, შპს "ე------------------"-ის სასარგებლოდ, დაეკისროს სესხის ძირი თანხის 1 494.28 აშშ დოლარის გადახდა;
3. ვ----–-----------–ს, შპს "ე------------------"-ის სასარგებლოდ, დაეკისროს სესხის სარგებლის 515.49 აშშ დოლარის გადახდა;
4. ვ----–-----------–ს, შპს "ე------------------"-ის სასარგებლოდ, დაეკისროს ავტომობილის შეფასებისათვის გადახდილი 100 ლარის და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 157.97 ლარის გადახდა;
5. შპს "-------------------სს უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე