განაჩენი

სისხლის სამართლის 15.01.2019
საქმის ნომერი
330100118002654723
თარიღი
15.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 იანვარი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივნები - ნინო ხაჩიძე, თამთა გაჩეჩილაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ------ ლ-----ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - დ----- ფ----–-–---–ი - დაბადებულის 1--- წლის 1-------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, გ-–------------------ი, კორპ. №--, ბინა №--ში.

 

ადვოკატი - ნ----- პ-------ია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2 ეპიზოდი) (მუქარა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

2018 წლის 21 აგვისტოს დ----- ფ----–-–---–ი, მეუღლესთან მ----- თ-----------ესთან და შვილთან მ------ ფ----–-–---–თან ერთად, იმყოფებოდა ქ.თბილისში გ-–------------------ი, კ.№---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც დ----- ფ----–-–---–ი გახდა აგრესიული და მეუღლეს მ----- თ-----------ეს და შვილს მ------ ფ----–-–---–ს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რითაც გაუჩნდათ მისი განხორციელების რეალური შიში.

 

2.სასამართლომ დაადგინა:

სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ ბრალდებულ დ----- ფ----–-–---–ს არ ჩაუდენია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2 ეპიზოდი - მ----- თ-----------ის და მ------ ფ----–-–---–ის ეპიზოდები).

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2 ეპიზოდი - მ----- თ-----------ის და მ------ ფ----–-–---–ის ეპიზოდები).

 

3.1. საქართველოს შსს ს----------–-------–-–-----------------------------–---------------------------–ოს გ-–----ის მიმართულების მ--------–----–ის პატრულ-ინსპექტორებმა ლ---- რ------–---–მა და ვ--–---- კ------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ცენტრის მიერ შევიდა შეტყობინება ქ.თბილისი, გ-–------------------ი, მ---- კორპუსში, ოჯახურ კონფლიქტის შესახებ. შემთხვევის ადგილზე მისვლისას დახვდათ მოქალაქე დ----- ფ----–-–---–ი, რომელიც იყო აღელვებული და აფორიაქებული, დახმარებაზე უარი განაცხადა, განმარტა, რომ მისი შვილის - მ------ ფ----–-–---–ის მეგობარ ბიჭს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა უარყო მუქარის ფაქტი და დანის ქონა. ლ---- რ------–---–ის და ვ--–---- კ------–--ის განმარტებით მათ მოიკითხეს შეტყობინების ინიციატორი მ------ ფ----–-–---–ი, რომელსაც დაურეკეს და სთხოვეს ადგილზე მისვლა გასაუბრების მიზნით, აღნიშნულზე მ------მა განუცხადა, რომ დედასთან ერთად იყო კორპუსის მოშორებით, ძალიან შეშინებული და ვერ მივიდოდა. შეხვედრა მოხდა სადარბაზოდან მოშორებით, სადაც მ------ი მივიდა დედასთან ერთად, იყვნენ ძალიან აფორიაქებული და ღელავდნენ, მ------მა განუცხადა, რომ იყო მეზობელთან რა დროსაც მივიდა მამა - დ----- ფ----–-–---–ი და წარმოიქმნა კონფლიქტი, დ-----ი ფიზიკურად შეეხო მეზობლის სახლში მყოფ ბიჭს, ამის შემდეგ ბრალდებული დაემუქრა მ------ ფ----–-–---–ს და მ----- თ-----------ეს დანით, გაედევნა დანით, რა დროსაც ძალიან შეეშინდათ. მ------ ფ----–-–---–ის მონათხრობი დაადასტურა მ----- თ-----------ემაც. მ------ ფ----–-–---–მა განუმარტა ასევე, რომ დანა იყო გასაშლელი. აღნიშნულის შემდეგ ვ--–---- კ------–--ის მიერ მოხდა დ----- ფ----–-–---–ის დაკავება და განემარტა უფლებები. ლ---- რ------–---–მა და ვ--–---- კ------–--მა განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე დანა ვერ მოიძებნა.

 

3.2. ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს გ-–----ის მიმართულების მ--------–----–ის პატრულ-ინსპექტორ ვ--–---- კ------–--ის 2018 წლის 21 აგვისტოს პატაკის თანახმად მეწყვილი ლ---- რ------–---–თან ერთად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას რადიოსადგურ ,,ცენტრის“ მეშვეობით გადაეცათ ოჯახური ძალადობის ფარქტი, ქ.თბილისი, გ-–------------------ი, კორპუსი №---ის მიმდებარედ, სადაც დახვდათ ინიციატორი მოქალაქე მ------ ფ----–-–---–ი და დედა მ----- თ-----------ე, რომლებმაც განუმარტეს, რომ დ----- ფ----–-–---–ი ემუქრებიდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

3.3. ბრალდებულ დ----- ფ----–-–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 21 აგვისტოს 22:40 საათზე, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს გ-–----ი-ნ----–------------ სამმართველოს გ-–----ის მიმართულების მ--------–----–ის პატრულ-ინსპექტორ ვ--–---- კ------–--ის მიერ, ქ.თბილისი, გ-–------------------ი, კორპუსი №---ის მიმდებარედ დაკავებულ იქნა დ----- ფ----–-–---–ი, რომელსაც ასევე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი არ იქნა ამოღებული. ოქმს თან ახლავს შენიშვნა, რომლის თანახმადაც ბრალდებულს დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი გაეცნო პირადად, ბრალდებულმა უარი განაცხადა ხელის მოწერაზე და ოქმის ასლის მიღებაზე.

 

3.4. 2018 წლის 21 აგვისტოს ელ-სმენის შეტყობინების თანახმად, გამომძიებელ კ-–-----ე გ-------ს შეუვიდა შეტყობინება, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს ქ.თბილისი, გ-–------------------ი, კორპუსი №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დ----- ო-----ის ძე ფ----–-–---–ი, რომელიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მეუღლეს მ----- თ-----------ეს და შვილს მ------ ფ----–-–---–ს.

 

3.5. საქართველოს შსს ს----------–-------–-–-----------------------------–---------------------------–ოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელმა გ------- კ-–-----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს ელექტრონულად შევიდა შეტყობინება, რომ იმავე დღეს გ-–----ის მ---------ის, მ---- კორპუსში დ----- ფ----–-–---–მა განახორციელა მუქარა მის მეუღლეზე - მ----- თ-----------ეზე და შვილზე - მ------ ფ----–-–---–ზე. აღნიშნულის შემდეგ საქმე დარეგისტრირდა ელექტრონულად და გ------- კ-–-----ე გავიდა შემთხვევის ადგილზე, მისვლისას ადგილზე დახვდა სამი პიროვნება, ერთ-ერთი დ----- ფ----–-–---–ი, რომელიც ბრალდებულის სახით უკვე დაკავებული ჰყავდა საპატრულო პოლიციას, ასევე იყვნენ მ------ ფ----–-–---–ი და მ----- თ-----------ე. სიტუაციაში გარკვევის მიზნით გ------- კ-–-----ე პირველ რიგში გაესაუბრა ბრალდებულს, რომელმაც განუცხადა, რომ არ იცოდა რატომ იყო დაკავებული. მ------ ფ----–-–---–მა განუცხადა, რომ იმყოფებოდა მეზობელთან, რა დროსაც მამას მოუვიდა კონფლიქტი სახლში მყოფ პირთან, რის შემდეგაც ბრალდებული დაემუქრა და გაშლილი დანით გაიწია მისკენ, ასევე მ------ ფ----–-–---–მა განუცხადა, რომ გაშვილი დანით გაეკიდა დედას - მ----- თ-----------ეს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც გ------- კ-–-----ის განმარტებით თავის მხრივ დაუდასტურა მ----- თ-----------ემ. გ------- კ-–-----ემ განმარტა რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის უშუალო გამომძიებელი იყო, მის მიერ ჩაატარებული იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: ბინის ჩხრეკა, სადაც ეძებდა კონკრეტულად დანას, რითაც დაემუქრა ბრალდებული, მაგრამ აღნიშნული დანა ვერ იქნა აღმოჩენილი, ასევე გამოკითხა მოწმეები მ------ ფ----–-–---–ი, მ----- თ-----------ე და გ---- ა-------–ი, ასევე ბრალი გააცნო დ----- ფ----–-–---–ს და ბრალდებულის სახით მოახდინა მისი დაკითხვა.

 

3.6. 2018 წლის 22 აგვისტოს ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა მ----- თ-----------ის მფლობელობაში არსებული სახლში, მდებარე ქ.თბილისში, გ-–------------------ი, კორპუსი №--, ბინა №--ში. ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ იქნა ამოღებული.

 

3.7. საქართველოს შსს ს----------–-------–-–-----------------------------–---------------------------–ოს საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა ლ----- ქ----–---ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, საგამოძიებო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ქ.თბილისი, გ-–------------------ი, მ---- კორპუსთან ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დ----- ფ----–-–---–ი, რომელიც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს მ----- თ-----------ეს და შვილს - მ------ ფ----–-–---–ს. აღნიშნულთან დაკავშირებით ლ----- ქ----–---ას მიერ დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლით და აიღო ფორმა №1, სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

3.8. გ---- ა-------–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ საბუთებით მისი სახელია გ----, ხოლო ყველა ეძახის ლ----ს. მ------ ფ----–-–---–ი მას იცნობს, როგორც ლ---- ა-------–ი. 2018 წლის 21 აგვისტოს მისული იყო მეგობარ მ---სთან, გ-–----ის მ---------ში, სადაც მივიდა მ------ ფ----–-–---–იც. სახლში ყოფნის დროს კარზე იყო კაკუნი, კარი გააღო მ------ ფ----–-–---–მა, სადაც დახვდა მამა - დ----- ფ----–-–---–ი. დ-----ი მ------ს ხმამაღალი სიტყვებით ეჩხუბებოდა თუ რატომ იყო იქ და რას აკეთებდა, შემდეგ დ----- ფ----–-–---–ი შევიდა ოთახში, გ---- ა-------–ის დანახვისას გაღიზიანდა, დაუწყო ჩხუბი, ყვირილი და სილა გააწნა, თუმცა მიზეზი გ----სთვის უცნობია. აღნიშნულის შემდეგ გ---- ა-------–ი ფანჯრიდან გადახტა და წავიდა. დ----- ფ----–-–---–ს სახლში შესვლისას ახლდა მეუღლე. გ---- ა-------–ის განმარტებით იგი არ შესწრებია დ----- ფ----–-–---–ის მხრიდან მ----- თ-----------ის და მ------ ფ----–-–---–ის მიმართ მუქარის და ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტს, ასევე ადგილი არ ჰქონია სიტყვიერი შეურაცხყოფას.

 

3.9. დაზარალებულებმა მ----- თ-----------ემ და მ------ ფ----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ოჯახის წევრის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

 

3.10. 2018 წლის 22 აგვისტოს დადგენილებებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, მ----- თ-----------ე და მ------ ფ----–-–---–ი ცნობილი იქნენ დაზარალებულებად.

 

3.11. 2018 წლის 21 აგვისტოს ალკოჰოლური შემოწმების შესახებ ოქმის თანახმად დ----- ფ----–-–---–ს დაუდგინდა სიფხიზლე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ დ----- ფ----–-–---–ის ბრალეულობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლით (2 ეპიზოდი), აღნიშნულ მუხლით დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

4.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

4.3. სასამართლო მიუთითებს, რომ მუქარის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. მუქარის დროს პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, შედეგად კი ვღებულობთ, იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.

 

4.4. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რაც პირდაპირ დაადასტურებდა დ----- ფ----–-–---–ის მიერ მ----- თ-----------ის და მ------ ფ----–-–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, კერძოდ: შემთხვევის ადგილზე მყოფმა ერთადერთმა მოწმემ გ---- ა-------–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არ შესწრებია დ----- ფ----–-–---–ის მხრიდან მ----- თ-----------ის და მ------ ფ----–-–---–ის მიმართ მუქარის და ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტს, ასევე ადგილი არ ჰქონია სიტყვიერი შეურაცხყოფას.

 

4.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფატქის შემსწრე პირდაპირმა მოწმეებმა დაზარალებულებმა - მ----- თ-----------ემ და მ------ ფ----–-–---–მა სასამართლოს არ მისცეს ჩვენება.

 

4.6. დაზარალებულების მ----- თ-----------ის და მ------ ფ----–-–---–ის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის შესახებ სასამართლო სხდომაზე განმარტეს მხოლოდ პატრულ-ინსპექტორებმა ვ----– პ-------–---–მა, ლ---- რ------–---–მა და გამომძიებელმა გ------- კ-–-----ემ, თუმცა მათ მუქარის სავარაუდო განხორციელების შესახებ გაიგეს შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ დაზარალებულებისაგან და თავად ფაქტს არცერთი არ შესწრებიან. სამივე მათგანმა სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას სიტუაციაში გარკვევის მიზნით პირველ რიგში გაესაუბრნენ ბრალდებულს, რომელმაც არ დაადასტურა დანის გამოყენებით მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტი. ხოლო მ------ ფ----–-–---–მა განუცხადა, რომ მამა - დ----- ფ----–-–---–ი დაემუქრა და გაშლილი დანით გაიწია მისკენ, ასევე გაშვილი დანით გაეკიდა დედას - მ----- თ-----------ეს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც გამომძიებლების განმარტებით თავის მხრივ დაუდასტურეს მ----- თ-----------ემ. ცხადია, ასეთი ჩვენებები წარმოადგენს ირიბ ჩვენებას.

 

4.7. 2015 წლის 22 იანვრის №1/1548 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იმავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. თუმცა იმავე გადაწყვეტილების თანახმად - ,,საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.

 

4.8. ,,როგორც წესი, ირიბი ჩვენება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე (ინფორმაციის პირველწყარო) გარკვეული მიზეზით თავად ვერ ან არ ცხადდება სასამართლოში და ეს მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილია. საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული”.

 

4.9. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა მ----- თ-----------ემ და მ------ ფ----–-–---–მა, რომლებიც წარმოადგენენ ინფორმაციის მთავარ წყაროს უარი განაცხადეს ოჯახის წევრის მიმართ მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.

 

4.10. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ბრალში მოხსენიებული და ასევე დაზარალებულ მ------ ფ----–-–---–ის მიერ გამომძიებლებთან ნახსენები დანა, რომლითაც თითქოსდა დაემუქრა მას და მ----- თ-----------ეს ბრალდებული, არ უნახავს არც შემთხვევის ადგილზე მყოფ გ---- ა-------–ს, არც პოლიციის თანამშრომლებს და არაც ბრალდებულის ბინის ჩხრეკისას იქნა ნანახი.

 

4.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიუთითებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის, აუცილებელია ბრალდებულის მხრიდან დადგენილიყო დანის დემონსტირებით დაზარალებულების მ----- თ-----------ის და მ------ ფ----–-–---–ის მიმართ მუქარის განხორციელება, ასევე უმნიშვნელოვანესია დაზარალებულების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული სახეზე არ გვაქვს.

 

4.12. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ დ----- ფ----–-–---–ის ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლით, შესაბამისად, ბრალდებული დ----- ფ----–-–---–ი უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- ფ----–-–---–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ----- თ-----------ის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მ------ ფ----–-–---–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

2. დ----- ფ----–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი