განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2018
საქმის ნომერი
330100118002393438
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1------

(გამოძიების #00----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ-------------,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ალ-----------------------/AL-------------------- (დაბადებული - 1----–-–--------------------------–-----------------–-----------–----------------–-------------------------------------------–--------------------–---------------–-------------ში),ადვოკატი - ი----------------,თარჯიმანი - ს---------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: განზრახ მკვლელობის მომზადება, შეკვეთით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ალ-----------------------მა შურისძიების მოტივით განიზრახა ჩაედინა შეკვეთით განზრახ მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 25 იანვარს, იგი დაუკავშირდა ამ-----------–----რის და იმავე დღეს შეხვდა ქ.თბილისში შა-–-----------ის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ნა---ში“. შეხვედრისას ალ-----------------------მა ამ-----------–----რის განუცხადა, რომ საქართველოში იმყოფებოდა ირ--------–-----------------–-----------–--ე ვა---------------–-------------ი, რომელიც მის მიმართ სოციალური ქსელების მეშვეობით ავრცელებდა სახელისგამტეხ ინფორმაციას. აღნიშნულის გამო ალ-----------------------მა ამ-----------–----რის დაავალა ეპოვა მკვლელი, რომელიც გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ მოკლავდა ვა---------------–-------------ს. შეხვედრისას ალ-----------------------მა აჩვენა მას ვა---------------–-------------ის სურათი. ამ-----------–----რიმ ალ-----------------------ს უთხრა, რომ თითქოს მას ჰყავდა ჩ----ი მეგობარი, ვინც განახორციელებდა ვა---------------–-------------ის მკვლელობას. 2018 წლის 27 იანვარს, კვლავ შედგა ამ-----------–----რისა და ალ-----------------------ის შეხვედრა, რა დროსაც შეთანხმდნენ მკვლელობის დეტალებზე და შემდგომ გვამის გადამალვის გეგმაზე, ასევე ალ-----------------------ი დაჰპირდა, რომ ვა---------------–-------------ის მკვლელს გადუხდიდა 5000 აშშ დოლარს და იარაღის შესაძენად მისცემდა, 500 აშშ დოლარს. 2018 წლის 4 თებერვალს, ამ-----------–----რი კვლვ შეხვდა ალ-----------------------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დააზუსტა მკვლელობის დეტალები. მან დაავალა ამ-----------–----რის, რომ მკვლელობის შესრულების დასადასტურებლად საჭირო იყო გვამისთვის სურათის გადაღება და მისთვის ჩვენება, ასევე უსაფრთხოების მიზნით დაავალა ვა---------------–-------------ის გვამზე დაეკიდათ დიდი ქვა და ჩაეგდოთ წყალში. 2018 წლის 7 თებერვალს კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ამ-----------–----რი და ალ-----------------------ი იმავე ბარში, რა დროსაც ალ-----------------------ის დავალებით მკვლელობის იარაღის შესაძენად მისმა შვილმა 1200 ლარი გადასცა ამ-----------–----რის.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების (ბრალდებისა და დაცვის მხარეების მტკიცებულებების) შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ალ-----------------------ის მიერ ვა---------------–-------------ის შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ - ვა---------------–-------------ის, მოწმეების - ამ-----------–----რის, ნუ----------------ის, ვა--------–---–--ას, ივ-------------–--ის, გუ-----–-----–იას, ლე--------------–--ის, ირ---–------------ას, გი--------------–-–---–ის, ბა-----------------ის, ირ---–---------–--ის, მა--------------–---–ის, სა-–---------–---–--ის, ეკ----------------–--ისა და მა--------------------ის ჩვენებები, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა, კომპლექსური, ფონოვიდეოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, საინფორმაციო - ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმი, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, რესტორნის ჩხრეკის ოქმი, ვებგვერდის დათვალიერების ოქმები თანდართული მასალით, ოქმები ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების შესახებ, ფარული აუდიო- ვიდეო ჩანაწერები და მათი გაშიფრული კრებსები.

 

2.5. დაზარალებულმა ვა--------------–-------------იმ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლიდან ცხოვრობს საქართველოში. ბრალდებული გაიცნო 2017 წლის მაისის თვეში, ქ. თბილისში, და------------------ში მდებარე მის კუთვნილ რესტორან „ნა---ში“. ალ-----------------------მა შეიტყო, რომ უმუშევარი იყო და ქ. თბილისში, კო-----------------ში მდებარე ობიექტში სარემონტო სამუშაოების შესრულება შესთავაზა. შეთანხმდნენ ანაზღაურებაზე, სამუშაო დროზე და დაიწყო მუშაობა. მიუხედავად მოლაპარაკებისა, ბრალდებული თანხას ყოველდღიურად არ უხდიდა, გაზარდა სამუშაო საათები და მუშებს აიძულებდა დროზე ადრე დაესრულებინათ დაწყებული საქმე. მათ კუთვნილ თანხას არ აძლევდა, რომ არ გაქცეულიყვნენ და სამსახური არ მიეტოვებინათ. უშუალოდ მისთვის 800 ამერიკული დოლარი უნდა მიეცა. არაერთხელ მიმართა ბრალდებულს და კუთვნილი თანხა მოსთხოვა, მაგრამ მისგან პასუხად მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიიღო (ჭკვიანად იყავი, თავი შენს ტანზე მძიმედ გეჩვენება) და დაცვას მიუთითა, რომ იგი რესტორანში არ შეეშვათ. ბრალდებულთან საუბრის შემდეგ, დაუკავშირდა ყველა ი------–ს, რომელიც ალ-----------------------ისგან თავს მოტყუებულად თვლიდა და შეუთანხმდა მათ, რომ ერთად მიემართათ პოლიციისთვის. მის მიერ მოძიებული პიროვნებებისგან შეიტყო, რომ ბრალდებული მათაც არ აძლევდა კუთვნილ თანხებს და ემუქრებოდა ოჯახების ამოწყვეტით. ალ-----------------------ისთვის ცნობილი იყო, რომ მან უკმაყოფილო ადამიანები შეკრიბა. სოციალურ ქსელში შექმნილი იყო, საქართველოში მაცხოვრებელი ირ-----------–--ეების გვერდი, სადაც გაავრცელა ინფორმაცია ბრალდებულის უკანონო საქმიანობის შესახებ. საპასუხოდ ალ-----------------------მა არაერთხელ მიუგზავნა ხალხი დასაშინებლად და პირადადაც არაერთხელ დაემუქრა. მათ შორის ალ-----------------------ის დისშვილმა „ფეისბუქით“ მისი ქალიშვილების სურათები გაუგზავნა და მუქარის შემცველი მესიჯი მისწერა (რა ლამაზი ქალიშვილები გყავს, მივალ ამათთან და შენ მიხვდები თუ როგორ არის მუხლის ჩოქზე დადგომა), რის შესახებაც პოლიციაში განაცხადა. რამდენიმე ხნის შემდეგ თავისუფლების მოედანზე შემთხვევით შეხვდა ბრალდებულის დის შვილს, რა დროსაც გაარკვია, რომ მისი მობილური ტელეფონით ბიძამ - ალ-----------------------მა ისარგებლა და სწორედ მან გაუგზავნა მუქარის შემცველი შეტყბობინებები. ირ-----------–--ეებიდან ერთადერთი იყო, რომელსაც ბრალდებულის შიში არ ჰქონდა. სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულია ვა----------ის სახელით. სარგებლობს „ფეისბუქით“, „ოდნოკლასნიკით“ და „ინსტაგრამით“.

 

2.6. მოწმე ამ-----------–----რმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის მარტის თვიდან ცხოვრობს საქართველოში. ბრალდებული ქ. თბილისში, შა-–-----------ის ქუჩაზე მდებარე რესტორნის დირექტორი იყო და მასთან 2017 წლის ივნისის თვიდან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა. 2018 წლის 25 იანვარს, ღამის საათებში, დაახლოებით 22:50 საათზე დაუკავშირდა ალ-----------------------ი და მის კუთვნილ რესტორანში შეხვედრა სთხოვა. ერთმანეთს იმავე ღამეს შეხვდნენ, დაახლოებით 23:30 საათზე. მოკითხვისა და მეგობრული საუბრის შემდეგ ბრალდებულმა უთხრა, რომ „ტელეგრამზე“ არსებობდა არხი (კანალი), სადაც ვინმე ვა----------ი აკეთებდა მის საწინააღმდეგო განცხადებებს. იგი წერდა, რომ თითქოს ალ-----------------------ი თაღლითობდა და ხალხის ფული მიითვისა. ბრალდებულს არ დაუკონკრეტებია თუ რატომ აკეთებდა ვა----------ი მის საწინააღმდეგო განცხადებებს. ალ-------ას თქმით, მას ვა----------ი უნდა გაეჩუმებინა. შემდეგ მას სთხოვა დახმარება მოეძებნა ვინმე ვინც მას მოკლავდა. თავიდან შოკში ჩავარდა და შეეშინდა, მაგრამ ვინაიდან არ უნდოდა ბრალდებულს ვინმესთვის შეეკვეთა ადამიანის მოკვლა, მოატყუა იგი და უთხრა, რომ თითქოს ჰყავდა ჩ----ი მეგობარი, რომელიც ამ საქმეს გაანხორციელებდა. სხვა ინტერესი ამ საქმეში მას არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ გადაერჩინა ადამიანის სიცოცხლე. ამასთან, ფიქრობდა, რომ ასეთი ქმედებით ი------–ი მოქალაქის რეპუტაციაც შეილახებოდა. ბრალდებულს უთხრა, რომ პასუხს გააგებინებდა და ერთმანეთს დაშორდნენ. მეორე დღეს მივიდა პოლიციაში და განაცხადა მომხდარის შესახებ. დათანხმდა პოლიციას თანამშრომლობაზე და აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით. შემდეგ შეხვედრაზე სუ-–---------ი ესაუბრა მკვლელობის დეტალებზე, უთხრა რომ პიროვნება რომელიც უნდა მოეკლათ, ცხოვრობდა ქ. თბილისში, და-----ის ქუჩის პარალელურ ქუჩაზე და ხშირად იმყოფებოდა იქვე მდებარე რესტორანში. სოციალურ ქსელში აჩვენა ვა----------ის და მისი ორი ქალიშვილის ფოტო. აღნიშნული საქმის მოგვარებაში ბრალდებული თავდაპირველად 2 000 აშშ დოლარს იხდიდა. ალ-----------------------მა მიუთითა ადგილზე, სადაც უნდა მომხდარიყო მკვლელობა. ბრალდებულის თქმით, გადამოწმებული იყო ყველა დეტალი, გარკვეული ჰქონდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები არ იყო დამონტაჟებული და ობიექტი ღამის 11 საათზე გამოდიოდა რესტორნიდან.

 

2018 წლის 27 იანვარს ალ-----------------------ისგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო. ბრალდებულს აინტერესებდა გაარკვია თუ არა რაიმე მიღებულ „შეკვეთასთან“ დაკავშირებით. საპასუხო ესემესით შეხვედრაზე შეუთანხმდა, რომელიც შედგა იმავე საღამოს რესტორანში. ზოგადი საუბრის შემდეგ, მეტი დამაჯერებლობისთვის ალ-------ას უთხრა, რომ აღნიშნული დავალების შესასრულებლად საჭირო იყო 5000 აშშ დოლარი, ხოლო იარაღის შესაძენად დამატებით უნდა გადაეხადა 500 აშშ დოლარი. ბრალდებული თანხის გადახდას უყოყმანოდ დათანხმდა და მოითხოვა, რომ მკვლელი მოტოციკლეტით უნდა მისულიყო შემთხვევის ადგილზე შავი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული. ამასთან, მკვლელს თან უნდა ჰქონოდა მეორე ტანსაცმელი, რომელსაც საქმის დასრულების შემდეგ (ვა---------ის მოკვლის შემდეგ) ჩაიცვამდა. დავალების შესრულების შემდეგ მკვლელი ტერიტორიას დაუყოვნებლივ უნდა გასცლოდა. დაზარალებული ცოცხალი არ უნდა დარჩენილიყო, შემთხვევის ადგილზევე უნდა მომკვდარიყო.

 

მოწმის განმარტებით, იგი სარგებლობს სოციალური ქსელით „ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“, „ტელეგრამი“. ალ-----------------------ი ასევე სარგებლობს სოციალური ქსელით (აქვს გვერდები „ფეისბუქში“, „ტელეგრამში“, ასევე რესტორნის გვერდი აქვს „ფეისბუქზე“). როდესაც კომუნიკაცია იყო საჭირო და ბარში ვერ ხვდებოდნენ ერთმანეთს, „ვოთსაფში“ და „ტელეგრამში“ კონტაქტობდნენ. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ყველა ჩვენების სისწორე.

 

მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ალ-----------------------თან ყველა მომდევნო შეხვედრაზე ბრალდებული მკვლელობის დეტალებს აზუსტებდა. თანხის გადაცემისას ბრალდებულმა კატეგორიულად მოითხოვა საქმის „კარგად“ შესრულება. შემდეგ მაგიდასთან დასხდნენ და მაგიდის ქვემოდან ალ-----------------------ის დავალებით ან----------–-----მა (ბრალდებულის შვილმა) გადასცა იარაღის შესაძენი თანხა ლარებში. ამასთან, ალ-----------------------მა ხელსახოცზე დაუწერა ვა----------ის სახელი და გვარი, ასევე მისი ტელეფონის ნომერი.

 

მოწმის განმარტებით, მას სინამდვილეში ჩ----ი მეგობარი არ ჰყოლია. აღნიშნულის შესახებ ბრალდებულს უთხრა მხოლოდ იმიტომ რომ დანაშაული არ მომხდარიყო და ალ-----------------------ს სხვისთვის არ დაეკვეთა მკვლელობა. მისი მიზანი იყო მკვლელობის თავიდან აცილება. ალ-----------------------ი დაზარალებულის მკვლელობას სხვა ი------–ების საჩვენებლად და მათი დაშინების მიზნით უკვეთავდა.

 

2.7. სასამართლო აფასებს დაზარალებულ ვა---------------–-------------ისა და მოწმე ამ-----------–----რის სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ ისინი თანმიმდევრულია, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და საეჭვო განმარტებებს, შესაბამისობაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა მათი მხრიდან იმგვარი პირადი დაინტერესება ბრალდებულის მიმართ, რაც დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. ორივე მათგანი საქმიან ურთიერთობაში იმყოფებოდა ბრალდებულთან და რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია იმ დრომდე, ვიდრე ალ-----------------------მა კუთვნილი თანხის გადახდა არ შეუწყვიტა დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის სტანდარტს და არ წარმოშობს დამატებით კითხვებს მათ სანდოობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა დეტალურად მიუთითა თუ როგორ გაიცნო ალ-----------------------ი, რა საქმიანი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა მასთან და როგორ წარმოიშვა მათ შორის კონფლიქტი, რაც საბოლოოდ მისი მკვლელობის მომზადების მიზეზი გახდა. დაზარალებულის განმარტებით, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ალ-----------------------მა მას არ გადაუხადა კუთვნილი 800 აშშ დოლარი, შეურაცხყოფელი სიტყვებით მიმართა და დაემუქრა. იძულებული გახდა მოეძებნა მსგავს სიტუაციაში მყოფი ი------–ი მოქალაქეები, რომლებთან ერთადაც შეძლებდა ბრძოლას ბრალდებულის წინააღმდეგ. ბრალდებულმა შეიტყო დაზარალებულის აღნიშნული აქტიურობის შესახებ, ნახა რომ იგი მის წინააღმდეგ პოსტებს აქვეყნებდა სოციალურ ქსელში და გადაწყვიტა მისი დასჯა. ამ მიზნით არაერთხელ მიუგზავნა მას ადამიანები და პირადადაც დაემუქრა, თუმცა ბრალდებულმა მისი დაშინება ვერ მოახერხა. იგი კვლავ ამხელდა ალ-----------------------ს ირ--------–-----------------–-----------–--ეების კუთვნილი თანხების მითვისებაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე ამ-----------–----რის ჩვენებაც არის თანმიმდევრული. მან დამაჯერებლად განმარტა ბრალდებულთან მისი ურთიერთობის დეტალები, აღნიშნა თუ როგორ დაუკავშირდა მას ალ-----------------------ი, როგორ შესთავაზა ვა---------------–-------------ის მკვლელობა, რამდენჯერ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს, დაწვრილებით როგორ განიხილავდნენ დაზარალებულის მოკვლის დეტალებს (რა ვითარებაში უნდა მოეკლათ იგი და როგორ უნდა მოეცილებინათ გარდაცვლილის გვამი), როგორ შეთანხმდნენ გასამრჯელოზე და იარაღის შესაძენად გადასახდელ თანხაზე. მოწმის განმარტებით, ალ-----------------------მა თვითონ გამოიჩნა ინიციატივა, პირველ და შემდეგ შეხვედრებშიც ბრალდებული აქტიურობდა და ითხოვდა კონკრეტულ დეტალებში გარკვევას, გადასცა ხელსახოცი, რომელზეც ეწერა დაზარალებულის სახელი და გვარი და მობილური ტელეფონის ნომერი. ამდენად, სასამართლოს დაზარალებულ ვა---------------–-------------ისა და მოწმე ამ-----------–----რის ჩვენებები სარწმუნოდ მიაჩნია, ხოლო დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში გაჟღერებული პოზიცია დაზარალებულისა და მოწმის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ წარმოადგენს მხოლოდ მათ მოსაზრებას, რომელიც არ დასტურდება არცერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულებით, რაზეც სასამართლო დეტალურად იმსჯელებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას. ასევე აღსანიშნავია,რომ დაზარალებულის და მოწმის ჩვენებებიდან გამოკვეთილია მკვლელობის მოტივი - შურისძიება და სხვა ი------–ი მოქალაქეების დაშინება.

 

2.8. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 14 ივნისის #1----- დასკვნის თანახმად (ექსპერტები - ეთ----------–-–---–ი, ეკ----------------–--ე და მა--------------------ი):

 

ა) ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი საკვლევი ობიექტები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმისა და მეტყველების მიხედვით.

 

ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი აუდიოგრამებსა და ვიდეოგრამებზე არსებულ აუდიო ნაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება.

 

ბ) ქსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო ფონოგრამებში მონაწილე დიქტორი მამაკაცის ხმა და მეტყველება და ჰ------------ ზაქერის სატელევიზიო ინტერვიუს (9------------------------------------ ინტერნეტ-მიმართვისა (W------------------------------------------------- და სუ-–---------ის დაკითხვის (------------------ ფონოგრამებიდან მამაკაცი დიქტორების ხმა და მეტყველება ერთმანეთის იდენტურია.

 

გ) ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ „სადავო ფონოგრამებში“ მონაწილე დიქტორი მამაკაცის ხმა და მეტყველება და „ამ--- ხ-----–--ეს“ ხმის ნიმუშის ფონოგრამიდან, მამაკაცი დიქტორების ხმა და მეტყველება ერთმანეთის იდენტურია.

 

2.9. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა - ეთ----------–-–---–მა, ეკ----------------–--ემ და მა--------------------მა.

 

2.10. ექსპერტ ეთ----------–-–---–ის განმარტებით,აღნიშნულ ექსპერტიზაში მისი კვლევა მოიცავდა ტექნიკურ მხარეს. გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ჩანაწერებში არ არის მონტაჟის ნიშნები და ტექნიკურად შეთავსებადია ორივე მოსაუბრე პირთან.

 

2.11. ექსპერტ ეკ----------------–--ის განმარტებით, მოცემულ საქმეზე მის ხელთ არსებული მასალების მიხედვით ჩაატარა ლინგვისტური კვლევა აუდიო და ვიდეოჩანაწერების დანაწევრების საფუძველზე. საკვლევი იყო მამაკაცების მეტყველება. გაეცნო მასალას და დაადგინა ვარგისი იყო თუ არა ის კვლევისთვის. თავდაპირველად მოისმინა ჩანაწერები, შემდეგ გააკეთა მათი დიფერენცირება დასკვნაში არსებული ყველა ტიპის მიხედვით: ჩამოიწერა მეტყველება ცალ-ცალკე სპარსულ და ინგლისურ ენაზე, გამოიყო იდიომების მსგავსება და განსხვავება და დადგინდა ის შედეგი, რაც ასახულია ექსპერტიზის დასკვნაში. წარდგენილ მასალაში მოცემული საკვლევი დიქტორი მამაკაცის ხმა იყო ერთი და იგივე. თავდაპირველად გამოყო ყველა ფონეტიკური და ფონოლოგიური მსგავსება-განსხვავებანი, რომელიც მიემართებოდა სპარსულ სალიტერატურო და სასაუბრო ენის რეგისტრებს შორის. სინტაქსური თვალსაზრისით წინადადებების წყობა, კონსტრუირება, წინადადებაში გამოყენებული კავშირები და ყველა ინდიკატორი ჩამოთვლილია ექსპერტიზის დასკვნაში. საკვლევი დიქტორების ხმა და საკვლევი ჰ------------ს სატელევიზიო ინტერვიუ, ინტერნეტ-მიმართვისა და სუ-–---------ის დაკითხვისას მისი ხმა ერთმანეთის იდენტურია.

 

2.12. მოწმე მა--------------------ის განმარტებით, იგი არის სპარსული ენის სპეციალისტი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო ფარული ჩანაწერების შინაარსის თარგმნაში. ექსპერტის განმარტებით, გამოკვლეულ ჩანაწერებში საუბარია მკვლელობის შეკვეთაზე, ასევე პირთა ჯგუფზე, რომელიც შეასრულებს მკვლელობას. ჩანაწერში ასევე საუაბრია იარაღის შეძენაზე და იმ გარემოებებზე თუ როგორ უნდა მოხდეს გვამის დამალვა. ასევე ახსენებენ მდინარეს, საუბრობენ მიცვალებულის ბადეში ჩადებაზე და მისთვის მძიმე საგნის მობმაზე. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ვიღაც ადამიანი არის მოსაშორებელი. მოწმე ადასტურებს მის მიერ შესრულებულ თარგმანს (დასკვნას).

 

2.13. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეულ იქნა ფარული აუდიო - ვიდეო ჩანაწერები (რამდენიმე თარჯიმნის მიერ ითარგმნა სხდომაზე) თანდართული კრებსებით და ექსპერტიზის დასკვნის დანართი (ექსპერტიზის ფარგლებში ნათარგმნი აუდიო და ვიდეო ჩანაწერები), რომლებიც შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან, ასევე ამ-----------–----რისა და ვა----------ის ჩვენებებთან, კერძოდ:

 

2.14. წარმოდგენილი ფარული ჩანაწერებიდან და მისი გაშიფრული ტექსტიდან (მათ შორის ექსპერტიზის ფარგლებში ნათარგმნი ტექსტიდან) ცალსახად ჩანს, რომ შეხვედრების მონაწილეები არიან ალ-----------------------ი და ამ-----------–----რი. ალ-----------------------ი იწყებს საუბარს პირთან დაკავშირებით, რომელსაც ,,ტელეგრამზე“ რაღაცეები დაუწერია. იგი თუ დაიკარგება დანარჩენებიც, რომლებიც მას უჭერენ მხარს, დაკარგებიან. ბრალდებული მიუთითებს იმ გარემოებებზე, რის გამოც გადაწყვიტა მისი ლიკვიდაცია და მიმართავს თხოვნით ამ-----------–----რის დაეხმაროს განზრახვის სისრულეში მოყვანაში: (დანართი: „Rec1_0001.avi“, (ალ-----------------------ი 2 და ამ-----------–----რი 1) „.....ზოგიერთებმა ახლა დაიწყეს ყველას წინააღმდეგ წერენ სხვა ადგილებიდან. ზოგიერთებმა კი ტელეგრამზე დადეს, ყველა დადეს. თაღლითები არიან. .... 1 - სერიოზულად? 2 - თაღლითები არიან. 1- აქ ყველა თაღლითია არა? 2 - იცი, რაღაც პროცესი გაუშვეს..., ყ----ა ერთი არა უშავს, ორი არაუშავს, ყოველდღე რაღაც ყლ--ა და ყლ-----ა რაღა არის. მე ჩემი არხებით რამდენიმე ადამიანს დავუკავშირდი და ისინიც იმათ ნათქვამ ყლ----ბებს ყვებოდნენ. 1 - მართალია, ერთმა დაინახა და ახლა მეფე გახდა, მეფე გახდა საქართველოში და დანარჩენები მას მიყვებიან. შენი თქმის არ იყოს ... 2 - დანარჩენები მას მიმართულებას აძლევენ, რომ არ დაიკარგონ. ის თუ დაიკარგება, ზოგიერთები თვითონ დაიკარგებიან, რადგან მათ შორის ურთიერთობა გაწყდება, იტყვიან ეგრე არ არის და ერთგვარად საკითხიც დასრულდება. შეიძლება ხმებიც გავრცელდეს, ზოგიერთები იტყვიან ჭორებია, ზოგიერთები იტყვიან, რომ გაიქცა, ზოგიერთები კი იტყვიან.....

 

აღნიშნულ ჩანაწერებში ალ-----------------------ი დაწვრილებით განიხილავს თუ როგორ უნდა მოხდეს პიროვნების ლიკვიდაცია, აწვდის მოწმეს მის საცხოვრებელი ბინის მისამართს, ფოტოსურათს და უხსნის თუ როგორ უნდა მოძებნოს სოციალურ ქსელში. ბრალდებული ასევე მოითხოვს, რომ დაზარალებულის ლიკვიდაციამ ზედმეტი ხმაური და ყურადღება არ მიიქციოს. ობიექტი უნდა მოკვდეს ადგილზე, სწრაფად და მიცვალებული ბადეში გახვეული, მძიმე საგან გამობმული უნდა გადააგდონ მდინარეში. ასევე მისი მოთხოვნაა, რომ მკვლელი შემთხვევის ადგილზე უნდა გამოცხადდეს მოტოციკლით, შავი ფერის ტანსაცმელში და მას თან უნდა ჰქონდეს მეორე ტანსაცმელი, რომელსაც დავალების შესრულების შემდეგ გადაიცვამს: (დანართი: „Rec1_0001.avi“, ალ-----------------------ი 2. და ამ-----------–----რი 1). „....2 - ტელეგრამი აქვს; 1 - ტელეგრამი რა არის, მე არ მაქვს; 2 - მისი ტელეგრამის ექაუნტს მოგცემთ, თქვენი ტელეგრამით არ შეხვიდეთ. სხვა ტელეგრამიდან შედით და ტელეგრამზე მთელი მისი სურათები დევს. 1 - ე.ი. ტელეგრამზე. 2 - დიახ, ტელეგრამზე მთელი მისი სურათები დევს. 1 - ფეისბუკზე რა ხდება? რადგან აქ ფეისბუკი უფრო მუშაობს. 2 - ფეისბუკზეც არის მისი სურათები და ინსტაგრამზეც. „...1 - იმ დღეს ხომ ერთი სურათი მაჩვენეთ, მათ ერთი სურათი უნდა მივცე. 2 - ორს მივცემთ, ორს. 1 - კარგი? მათ სურათი უნდა მივცე, რამდენიმე სურათი უნდა მივცე. 2 - დავბეჭდავთ და მივცემთ, პრობლემა არ არის. 1- 4-5 სურათი მომეცით და შემდეგ... შემდეგ, მისი სახლის მისამართი გაქვთ? 2 - არა. დ------ის მხარეს ცხოვრობს სავარაუდოდ, მიდის-მოდის ცნობილია რა. შეგვიძლია მოვიპოვოთ, ამჟამად არ გვაქვს. რომელიღაც მხარეს არის ... 1-მოიცა ერთი, ქაღალდს მოვიტან. 2-მასთან შეხვედრა დათქვას და მიიყვანოს იქ და ჩამოსვას. „....2 - ვიცი, ეს გამოვა ძალადობა, ჩხუბი და ხმაური 1 - არა, სხვათაშორის, სუფთა საქმე გამოვა, ძალიან ადვილად, ანუ ახლა რომ დავიწყოთ... 2 - რომ ესროლონ დაეცეს და ვიღაც მოწმე აღმოჩნდეს, რომ ესროლეს და წაიყვანეს, მაშინ დაიწყება მოკვლევა. ისე, რომ თვითონ გაქრეს, გაცილებით უკეთესია, ... „.....2 ...... არ ესროლონ, რომ იქ დავარდეს, ამას მთელი ამბავი მოყვება. 1 - მას ვუთხარი საქმის შესახებ განმარტება მოეცა, მითხრა თქვენ საქმის შედეგი ნახეთო, სუფთა საქმეს ჩაგაბარებთო. მას ავუხსენი როგორ გვინდა - ესროლონ, აიღონ ... 2 - იქიდან გამოვიდა გარეთ, ესროლეს და ვინმემ რომ დაინახოს როგორ წაიყვანეს, ისევ ის გამოვა....... 1- არა, ვუთხარი მას სუფთა საქმე გვინდა, მიპასუხა - თქვენ შედეგი ნახეთო.

 

დანართი 4: V0120001 (ალ-----------------------ი 2 და ამ-----------–----რი 1).

 

„....2 - აქ უნდა მოუხვიოს, მაგრამ აქ უნდა შეამოწმონ, ერთი მონაკვეთი, იქ ერთი მაღაზიაა ნამდვილად კამერა ექნება, სხვა იქ არაფერია რომ კამერა ჰქონდეს, ......... აქ რომ რამე ჰქონდეს ... მაშინ არ გამოვა მანქანით ... მოტოციკლია საჭირო, მოტოციკლია საჭირო, თვითონ იქ დააყენებს ........ გაქცევის გზა .......... განა ვინმე მოეკიდება? მოტოციკლთან რომ მივა, ტანსაცმელი გაიხადოს, ....... ჰქონდეს, ... გამოიცვალოს.1 - აღიარება-მაღიარება არ გჭირდებათ, მხოლოდ დაბრიდონ და დაამთავრონ არა? 2 – არა, თუ დაბრიდავენ, აღიარება რა საჭიროა... . „....1 - შემდეგ, მისი გვამი იქ დარჩეს, თუ აიღონ და წაიღონ. 2 - შესაძლებელია დაბრიდონ და წაიღონ? 1 - უნდა მივიდნენ, აიღონ და წაიღონ რა. საერთოდ, მე ვამბობ მოტოციკლეტი საერთოდ არ არის საჭირო, ესროლონ ................ გვამი აიღონ და წაიღონ. 2 - აიღონ და წაიღონ უკეთესია. გაცილებით უკეთესია. 1 - ჩემი აზრით, ასე ამბავიც არ ატყდება. 2 – აიღონ და წაიღონ. 1 - პოლიცია მივა, არხებიდან მივლენ გადაიღებენ, წაიღონ უკეთესია. ....... უკეთესია, ............... ვეტყვი აიღონ და წაიღონ.

2 - კარგი, წაიღონ ............ ქვა ............

 

(დანართი: „Rec1_0001.avi“) (ალ-----------------------ი 2 და ამ-----------–----რი 1).

„... 2- შენ აუხსენი, ბადე ხომ იცი, ბადე, ბადეს იშოვიან, ორ მძიმე ბლოკს ჩადებენ ბადეში და ბადეს დაახვევენ ................. ასე ................... მდინარეში ..............

1 . სხვათაშორის, აქეთ მხარეს სიღრმე მეტია, 2- სიღრმე სამი მეტრია, არ აქვს მნიშვნელობა, ბადე არც დაინევა და არც არაფერი მოუვა. .... უკეთესია.1 - კარგი.

2- ............ ძაღლი გამოათრევს გარეთ და მთელი ამბავი მოყვება.

 

ჩანაწერებში ასევე დეტალურად საუბრობს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე და იარაღის შესაძენი თანხის გადაცემაზე. ხსენებული ჩანაწერების მიხედვით ასევე ცალსახაა, რომ ბრალდებულმა არ იცის ამ-----------–----რის პოლციასთან თანამშრომლობის შესახებ. მოითხოვს მისგან დავალების მოკლე დროში შესრულებას და დაზარალებულის ლიკვიდაციის დამადასტურებელი ფოტოსურატების მისთვის გადაცემას. ასევე ცალსახად დგინდება და რაიმე ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ალ-----------------------ი ხელსახოცზე წერს დაზარალებულის სახელს და ტელეფონის ნომერს. სასამართლო აღნიშნავს, რომ რესტორნის ჩამწერი მოწყობილობიდან ამოღებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ან----------–-----ი სალაროდან იღებს თანხას, ჯდება მაგიდასთან ამ-----------–-------ის გვერდით, ხელი აქვს მაგიდის ქვეშ და შეიმჩნევა ხელის მცირე მოძრაობა.

 

(დანართი: „Rec1_0001.avi“, ალ-----------------------ი 2 და ამ-----------–----რი 1).

1 - ესენი მე მომეცი, დაგიწერ ახლა ქაღალდზე. 2 - ხვალ მე ფულს ...... 1 - ისინი ამბობენ ... მე იმ დღეს გითხარი ხუთი ათასი დოლარი, ხო? ისინი ამბობენ ხუთი ათასი დოლარი პლუს იარაღის ფული ხუთასი დოლარი. 2 - ეს არ არის მნიშვნელოვანი. 1 - არა, მეც ვუთხარი, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი. გახსოვს, რომ გითხარი, რომ ბე-ს ითხოვენ. თქვეს ორი ათასი დოლარი ბე-ს სახით და ხუთასი დოლარი იარაღის ფული. 2 - ესეც არ არის მნიშვნელოვანი. არ არის პრობლემა, მხოლოდ საქმე გაკეთდეს. მაგალითად, ამ 4-5 დღის განმავლობაში, ყოველდღე არ დამჭირდეს კითხვა რა ქენით. 1 - არა, არა. ხვალ, რომ ჩვენ დავიწყოთ... 2 - რადგან მე მინდა ამაზე მომავალი გეგმები ავაგო. უნდა ვიცოდე, დღეიდან ხუთი დღის განმავლობაში რა შეხვედრები დავგეგმო, არ მინდა ფუჭად ...“.

 

„...1 - თქვენ როგორ გსურთ რომ შეიტყოთ? 2 - ერთი-ორი სურათი გადაუღეთ. 1 - კარგი, სურათს გადავუღებთ და გამოგიგზავნით. 2 - მაჩვენე და არავის გაუგზავნო. 1 - არა, სურათს გადავუღებ და თვითონ მოგიტან. 2 - მაჩვენე ................, არ გამოგზავნო. 1 - არა, არავის გავუგზავნი. სურათი გადაუღონ იქვე მას, შემდეგ ჩვენ მოგვცენ და ჩვენ მას იმას ვუზამთ ... 2 - მე გეტყვით რა უნდა ქნათ.

 

2.15. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 20 მარტის #3------ დასკვნის თანახმად (ექსპერტი მ. გ------–---–ი), ექსპერტიზაზე წარდგენილი თეთრი ფერის ქაღალდის ხელსაწმენდზე არსებული ჩანაწერი: „+995 5-------- Va-----------------z“ შესრულებულია ალ-----------------------ის (Al-------------------k) მიერ.

 

2.16. ექსპერტმა მა-------------–----–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა და დამატებით განმარტა, რომ კერძო ნიშნებით მოახდინა შედარება გამოსაკვლევ ობიექტთან, რაც დაწვრილებით მიუთითა ექსპერტიზის დასკვნაში. შეადარა როგორც ასოები, ასევე ციფრები. გამოკვლევისას დააფიქსირა 17 დამთხვევა, რაც ნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიულია - გამოსაკვლევი ხელნაწერი შესრულებულია ალ-----------------------ის მიერ. იმ მიზნით, რომ დასკვნა უფრო მყარი ყოფილიყო, გამომძიებლისგან მოითხოვა დამატებითი ნიმუშები (ციფრები). კატეგორიულად ადასტურებს, რომ ალ-----------------------ის მიერ არის შესრულებული როგორც ციფრები ასევე ასოები.

 

2.17. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 16 ოქტომბრის #1------- დასკვნის თანახმად (ექსპერტი გი-------------–-–---–ი):

 

მათ შორის ექსპერტიზაზე წარდგენილი ვიდეო ჩამწერი მოწყობილობიდან, ე.წ. „DVR-დან“ ამოღებული იქნა გამომძიებლის მიერ მითითებული ვიდეო ფაილები, რომლებიც ჩაიწერა „DVD” დისკზე და შემდეგი კვლევებისთვის დარჩა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში (ექსპერტი გი-------------–-–---–ი).

 

2.18 .ექსპერტმა გი-------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამომძიებელი ექსპერტიზაში ერთვება. მოცემულ შემთხვევაში „DVR“ მოწყობილობიდან ამოღებულ იქნა დაახლოებით 2 ტერა ბაიტამდე მოცულობის ინფორმაცია. ინფორმაციის დისკებზე სრულად გადატანას დიდი დრო დასჭირდებოდა (დაახლოებით 500 დისკი მაინც დასჭირდებოდა). აღნიშნულიდან გამომდინარე ჩაერთო გამომძიებელი ექსპერტიზაში. მან მიუთითა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეო ფაილებზე, რომლებიც გადატანილ იქნა დისკებზე. ექსპერტიზაზე წარდგენილ ,,DVR-ზე“ ინფორმაცია წაშლილი იყო. სპეციალური პროგრამის გამოყენებით აღადგინა წაშლილი ფაილები, საიდანაც გამომძიებლის მითითებით, რამდენიმე მათგანი გადაიტანა დისკებზე. მისი მონაწილეობა აღნიშნულ ექსპერტიზაში შემოიფარგლა წაშლილი მასალის აღდგენაში და მის დისკებზე გადატანაში.

 

2.19. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ჰაბიტოსკოპიური, ვიდეო ტექნიკური და კომპიუტერულ ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 19 ოქტომბრის #4------------------- დასკვნის თანახმად (ექსპერტები გი----------------ე და გი-------------–-–---–ი):

 

1. გამოკვლევაზე წარდგენილ გამომძიებლის მიერ მითითებულ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები;

 

2. სს N00---------- საქმესთან დაკავშირებით გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებიდან ამოღებული პიროვნებების გამოსახულებები, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია;

 

3. სს N°00---------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ფოტოსურათები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია;

 

4. სს N°00---------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ვიდეო ჩანაწერებიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი ალ-----------------------ის ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება;

 

5. სს N00---------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ვიდეო ჩანაწერებიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და მონაცემთა ბაზიდან ამოღებული ა------------–-----ის ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება;

 

6. სს N°00---------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ რესტორან „ნა---ის“ ჩხრეკისას ამოღებული სპეციალურ ვიდეოჩამწერ მოწყობილობა ,,დივიარის“ 2018 წლის 03, 06 და 07 თებერვლის ჩანაწერებიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და ამ-----------–----რის ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება;

 

7. სს N°00---------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ვიდეო ჩამწერ მოწყობილობიდან ე.წ. „DVR-დან“ აღდგენილი და ამოღებული იქნა გამომძიებლის მიერ მითითებული ვიდეო ფაილები, რომლებიც ჩაიწერა „DVD” დისკზე.

 

2.20. ექსპერტებმა გი-------------–-–---–მა და გი----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მის მიერ გაცემული ჰაბიტოსკოპიური, ვიდეო ტექნიკური და კომპიუტერულ ტექნიკური დასკვნის სისწორე.

 

2.21. თარჯიმანმა სა-–---------–---–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი გამოძიების მიმდინარეობისას დაესწრო რესტორან „ნა---ის“ ჩხრეკას და ალ-----------------------ის დაკითხვას. ორივე შემთხვევაში პირნათლად ასრულებდა მის მოვალეობას და სიტყვასიტყვით თარგმნიდა ყველაფერს. რაიმე შენიშვნა მისი თარგმანის მიმართ გამოთქმული არ ყოფილა.

 

2.22. სასამართლო აღნიშნავს, რომ უტყუარად დადასტურებულია გამოძიების მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებისა და მათი გაშიფრული ტექსტის ნამდვილობა. მასში მონაწილე პირების ხმა, ვიზუალი, საუბრის სტილი და მანერა, უტყუარად ემთხვევა ამ-----------–----რის და ალ-----------------------ის მონაცემებს, რაც დასტურდება საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 14 ივნისის #1----- დასკვნითა და ექსპერტების - ეთ----------–-–---–ის, ეკ----------------–--ის და მა--------------------ის ჩვენებებით, რომელთა თანახმადაც, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი საკვლევი ობიექტები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმისა და მეტყველების მიხედვით, აუდიოგრამებსა და ვიდეოგრამებზე მონტაჟის კვალი არ აღინიშნება, ხოლო გამოსაკვლევ ფონოგრამიდან მამაკაცთა ხმები იდენტურია ამ-----------–----რის და ალ-----------------------ის ხმების. გამოძიების მიერ ექსპერტიზისთვის წარდგენილ ვიდეოგრამებზე და ფოტოსურათებზე, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეშიც, ბრალდებულისა და ამ-----------–----რის მონაწილეობას კატეგორიულად ადასტურებს ჰაბიტოსკოპიური, ვიდეო ტექნიკური და კომპიუტერულ - ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 19 ოქტომბრის #4------------------- დასკვნა და ექსპერტების - გი----------------ის და გი-------------–-–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები, რომლის თანახმადაც: გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებს და ფოტოსურათებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები და ისინი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. აღნიშნულ ვიდეოგრამებზე და ფოტოსურათებზე დაფიქსირებულია ამ-----------–----რი და ალ-----------------------ი. სასამართლოს ასევე უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ ხელსახოცზე არსებული წარწერა ასოების და რიცხვების სახით შესრულებულია ალ-----------------------ის მიერ, რაც უტყუარად დასტურდება საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 20 მარტის #3------ დასკვნითა და ექსპერტ მა------------–---–ის ჩვენებით, რომლის თანახმადაც, თეთრი ფერის ქაღალდის ხელსაწმენდზე არსებული ჩანაწერი: „+995 5-------- Va-----------------z“ შესრულებულია ალ-----------------------ის (Al-------------------k) მიერ.

 

2.23. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეოჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც მათ შორის სასამართლო სხდომაზე ითარგმნა რამდენიმე თარჯიმნის ერთობლივი მონაწილეობით, არსებითად შეესაბამება საქმეში მოთავსებულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გაშიფრულ ტექსტებს და ექსპერტიზის #1----- დასკვნის დანართს, სადაც ექსპერტიზის ფარგლებში, სპეციალისტის მიერ ითარგმნა აუდიო და ვიდეო ჩანაწერები სრულად. აღნიშნული ნივთიერი და დოკუმენტური მტკიცებულებებით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, მკვლელობის მომზადების დეტალები და გამოირიცხება რაიმე სახის პროვოკაციის არსებობა რაზეც ბრალდებული არაერთხელ მიუთითებდა. ჩანაწერების თანახმად, ბრალდებული კონკრეტულად მიუთითებს სად, როგორ, რა ფორმით უნდა განხორციელდეს მკვლელობა და შემდეგ როგორ უნდა გადამალონ გვამი, რომ არ მოხდეს ამ ფაქტის გახმაურება. როგორ უნდა დაარწმუნონ იგი, რომ საქმე სუფთად განხორცილდა.

 

2.24. ვებ გვერდის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 28 თებერვალს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–----------------ნტის გამომძიებელ ირ---–------------ას მიერ, გამომძიებელ ლე--------------–--ის მონაწილეობით, სამსახურეობრივი პერსონალური კომპიუტერის საშუალებით დათვალიერებული იქნა ვებგვერდი www.youtube.com .

 

ვებ გვერდის გახსნისას ძებნის რეჟიმში ჩაწერილ იქნა ალ------------–---------ის სახელი - ინგლისურ ენაზე ”Al-------------------k”, რის შედეგადაც ვებგვერდის ძებნის რეჟიმის მიერ მოძიებულ იქნა სატელევიზიო ინტერვიუ სახელწოდებით „9/11 Interview with Ha-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------“ ხანგრძლივობით 3:03:24 სთ. კომპიუტერული პროგრამა „spinnig tool-ის“ გამოყენებით ვებგვერდი დასურათდა და ამობეჭდილ იქნა 1 ფურცელზე, რომელიც დაერთო ვებგვერდის დათვალიერების ოქმს. აღნიშნული ვიდეოფაილი გადმოწერილ იქნა პერსონალურ კომპიუტერში mp4 ფორმატის ფაილის სახით სახელწოდებით “9------------------------------------“.

 

აღნიშნულის შემდეგ, ვებგვერდ ,,www.youtube.com-ის“ ძებნის რეჟიმში ჩაწერილ იქნა ალ------------–---------ის სახელი ინგლისურ ენაზე ”Al-------------------k” და მოძიებულ იქნა ინტერნეტმიმართვა სახელწოდებით „W------------------------------------------------“ ხანგრძლივობით 02:02 წთ. აღნიშნული ვებგვერდი დასურათდა კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით და ამობეჭდილ იქნა 1 ფურცელზე. ამონაბეჭდი დაერთო ვებგვერდის დათვალიერების ოქმს. აღნიშნული ინტერნეტმიმართვის ამსახველი ვიდეოფაილი გადაწერილ იქნა პერსონალურ კომპიუტერში „mp4“ ფაილის სახით.

 

2.25. ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, 2018 წლის 14 მარტს, საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–---------------------ის გამომძიებელ ირ---–------------ას მიერ, თარჯიმან თა----- ფ----–---–ის, გამომძიებელ ლე--------------–--ის და მოწმე ამ--- ფ-----–------ის მონაწილეობით, ამ უკანასკნელისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ამ-----------–----რის მობილურ ტელეფონში არსებული ალ-----------------------თან (ტელეფონის ნომერზე +49-----------0 რეგისტრირებულ) სატელეფონო აპლიკაცია ,,Telegram-ის“ მეშვეობით განხორციელებული მიმოწერის ამსახველი ინფორმაცია ფოტოსურათების (ე.წ. „სქრინშოტის“) სახით, რომელიც სამსახურეობრივი კომპიუტერის და ფერადი ,,HP“ ფირმის პრინტერის მეშვეობით ამობეჭდილი იქნა 8 (რვა) თაბახის ფურცლად, რომლებზეც მონაწილე პირების მიერ გაკეთდა ხელმოწერები, დაინომრა და დაერთო ინფორმაციის გამოთხოვის ოქმს.

 

2.26. ვებ გვერდის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 5 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–-------------------ის გამომძიებელ ირ---–------------ას მიერ დათვალიერებულ იქნა სოციალურ ქსელ „instagrami-ს“ მომხმარებლის გვერდი სახელით „v------------------, ნაპოვნ იქნა სოციალური ქსელის ერთი დახურული გვერდი, რომელიც დასურათდა 2 ფოტოსურათად და ამობეჭდილ იქნა პრინტერზე.

 

2.27. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის #1------- განჩინების საფუძველზე, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–-------------------ის გამომძიებელ ირ---–------------ას მიერ, ვა--------–---–--ას და გუ-----–-----–იას, თარჯიმან სა-–---------–---–--ის, ადვოკატ ტა-----–----------–---–ის მონაწილეობით, გაჩხრეკილ იქნა ქ. თბილისში, და------------------ში მდებარე რესტორანი „ნა---ი“, რა დროსაც ამოღებულ იქნა შავი ფერის სათვალთვალო კამერების ჩანაწერთა შემნახველი მოწყობილობა „დი-ვი-არი“ და შავი ფერის კვების ბლოკი.

 

2.28. გამომძიებელმა ირ---–------------ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა, სისწორე (მათ შორის ვებ გვერდის დათვალიერების ოქმის, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის, რესტორნის ჩხრეკის ოქმის) კანონიერება და განმარტა, რომ აღნიშნული მოქმედებების მიმდინარეობისას საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ალ-----------------------ის სარგებლობაში არსებული რესტორნის ჩხრეკის კანონიერება ასევე დაადასტურეს აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებლებმა ვა--------–---–--ამ და გუ-----–-----–იამ.

 

2.29. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის #---- განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 9 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–-------------------ის გამომძიებელ ბა-----------------ის მიერ, ნუ----------------ის და ივ-------------–--ის მონაწილეობით დაკავებულ იქნა ალ-----------------------ი.

 

2.30. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის #1------- განჩინების საფუძველზე, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–-------------------ის გამომძიებელ ბა-----------------ის მიერ, ნუ----------------ის, ივ-------------–--ის და თარჯიმან რ-----------–---–ის მონაწილეობით, გაჩხრეკილ იქნა ალ-----------------------ი, რა დროსაც ამოღებულ იქნა მის სახელზე გაცემული დოკუმენტები (სამი ცალი), ერთი ცალი მაჯის საათი, ხურდა ფული, სიგარეტი, სავიზიტო ბარათები. ალ-----------------------ის ჩანთიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის ნაჭერში გახვეული დანა, ორი ცალი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მათში მოთავსებული სიმ ბარათებით. გარდა აღნიშნულისა ბრალდებულისგან ამოღებულ იქნა ზემოთ მითითებული ტყავის ჩანთა ალ-----------------------ის პირადი ნივთებით.

 

2.31. ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 მარტს, საქართველოს შს სამინისტროს ც--------–---------------–---------------------ის გამომძიებელ ბა-----------------ის მიერ, თარჯიმან თი-------–--------ს, გამომძიებელ ლე--------------–--ისა და დაზარალებულ ვა---------------–-------------ის მონაწილეობით, ამ უკანასკნელისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ვა---------------–-------------ის მობილური ტელეფონში არსებული ალ-----------------------თან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მიმოწერის ფოტომასალა (ე.წ. სქრინშოტი“)რომელიც სამსახურეობრივი კომპიუტერის და ფერადი HP ფირმის პრინტერის მეშვეობით ამობეჭდილ იქნა 3 თაბახის ფურცლად, რომელზეც გაკეთდა მონაწილე პირთა მიერ ხელმოწერები.

 

მიმოწერაში ერთმანეთს ესაუბრება ორი მამკაცი და უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ. ფიქსირდება ვა---------------–-------------ის სურათი ორ ბავშვთან ეთად და ტექსტი - ,,ესენი რა მაგრები არიან, იცნობ, აუცილებელი გახდა, რომ განვიხილო მათი საკითხი“. მიმოწერა ასევე შეიცავს გინებასა და მუქარას. ერთ-ერთი წერს მეორეს - დარწმუნებულია რომ არის ,,ფ------“ და ამის შემდეგ კვლავ გრძელდება გინება და ურთიერთშეურაცხყოფა.

 

2.32. გამომძიებელმა ბა-----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა, სისწორე (მათ შორის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის, ნიმუშის აღების ოქმებისა და ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის) და დამატებით განმარტა, რომ შსს-ს ცე-------–---------------–----------–-–-------------------ში ირ-----------–--ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე. გამოძიების დაწყების მომენტისთვის მოწმე უკვე შეხვედრილი იყო ალ-------------–---------ს, რა დროსაც ისაუბრეს შეკვეთილ მკვლელობაზე. შეხვედრის ჩანაწერი განმცხადებელს თან ჰქოდნა, რაც გამოძიების მიერ ამოღებულ იქნა. მოწმემ თანხმობა განაცადა მისი მონაწილეობით განხორციელებულიყო ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე აღიჭურვა სპეციალური ვიდეოკამერით. ყველა ფარულ საგამოძიებო მოქმედებას თან ახლავს გაშიფრული კრებსი. გამოძიების მიერ სწორად იქნა დადგენილი დანაშაულის მოტივი, ჩატარებულ იქნა ყველა შესაძლო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რა დროსაც საპროცესო კანომდებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

2.33. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 5 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–-------------------ის გამომძიებელ ნი------------ის მიერ, ამ-----------–----რისგან ამოღებულ იქნა რუხი ფერის ხმის აუდიო ჩამწერი მოწყობილობა, რომელსაც რაიმე საფირმო წარწერა არ აღენიშნება.

 

2.34. ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, 2018 წლის 5 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–-------------------ის გამომძიებელ ნი------------ის მიერ, გამომძიებელ ლე--------------–--ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა მოწმე ამ-----------–----რისგან ამოღებული ხმის აუდიო ჩანაწერი, რომელიც დალუქულია ერთ ცალ ქაღალდის კონვერტში. ლუქის გახსნის შემდეგ, ხმის ჩამწერი მოწყობილობა USB სადენის მეშვეობით მიერთებულ იქნა სამსახურეობრივ კომპიუტერთან, რომელშიც აღმოჩნდა 36 წუთისა და 08 წამის ხანგრძლივობის ერთი ცალი აუდიო ჩანაწერი, რომელიც მოთავსდა ელექტრონულ საქაღალდეში RECORD. ჩანაწერი გადაწერილ იქნა ერთ ცალ CD-R დისკზე, რომელიც მოთავსდა ერთ ცალ ქაღალდის კონვერტში და დაილუქა.

 

2.35. მოწმე ლე--------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე (მათ შორის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმების, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის, ვებ გვერდის დათვალიერების ოქმის) და დამატებით განმარტა, რომ ალ-----------------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამომძიებელთან - ნი------------ესთან და ირ---–------------ასთან ერთად გამოითხოვა ინფორმაცია სხვადასხვა მოწყობილობებიდან- ხმის ჩამწერი მოწყობილობიდან, მობილური ტელეფონიდან და ვებ გვერდიდან „იუთუბი“. გამოთხოვილი ინფორმაცია დაილუქა, შედგა შესაბამისი გამოთხოვის ოქმები, რომლებსაც მოაწერეს ხელი.

 

2.36. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 4 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–-------------------ის გამომძიებელ გი--------------–-–---–ის მიერ, ამ-----------–----რისგან ამოღებულ იქნა ერთი ცალი ქაღალდის ხელსახოცი წარწერით +995 5-------- და სოციალურ ქსელ „instagram-ის“ მისამართი „v------------------.

 

2.37. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 7 თებერვალს, საქართველოს შს სამინისტროს ცე-------–---------------–----------–-–-------------------ის გამომძიებელ გი--------------–-–---–ის მიერ, ამ-----------–----რისგან ამოღებულ იქნა 10 ცალი ასლარიანი და 4 ცალი ორმოცდაათ ლარიანი კუპიურა, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

2.38. გამომძიებელმა გი--------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და დამატებით განმარტა, ალ-----------------------ის ბრალდების საქმეზე მის მიერ განხორციელდა ამ-----------–----რისგან ხელწერილის ე.წ. ხელსახოცზე დაწერილი ტექსტის გადაუდებელი აუცილებლობით ამოღება, ასევე ფულადი თანხის 1200 ლარის ამოღება გადაუდებელი აუცილებლობის გამო, რასთან დაკავშირებითაც შედგა შესაბამისი ოქმები თარჯიმნის მონაწილეობით, გაკეთდა ხელმოწერები, ხოლო ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ასევე მის მიერ ჩატარდა სუ-–---------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რასაც ესწრებოდა ბრალდებულის ადვოკატი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ბეჭდები, ბარათები, რაც დეტალურად აღწერილია ჩხრეკის ოქმში. ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისი წესით, ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები და დაესვა თარიღი. ბრალდებულმა უარი განაცხადა ნიმუშის აღებაზე და გამოკითხვაზე.

 

2.39. მოწმე ნუ----------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 9 თებერვალს, ივ-------------–--ესა და ბა-----------------ესთან ერთად იმყოფებოდა ოპერატიულ ღონისძიებაზე. ქ. თბილისში, სო-–---–--ში, ერთ-ერთ ქუჩაზე (დასახელება არ ახსოვს) სასამართლოს განჩინების საფუძველზე გააჩერეს ბრალდებული, აუხსნეს, რომ იყვნენ პოლიციიდან, რის შემდეგაც მოხდა მისი პირადი ჩხრეკა. ბრალდებულს უფლებები თარჯიმნის დახმარებით განუმარტეს. პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ბრალდებულის პირადი ნივთები, მათ შორის დიდი ზომის დანა. პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები დაილუქა. გარდა აღნიშნულისა მან ასევე მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოიღეს მობილური ტელეფონები და DVD დისკები. ბრალდებულმა პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

 

2.40. მოწმე ივ-------------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული, ალ-----------------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის კანონიერება და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 9 თებერვალს, ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების საფუძველზე, თანამშრომლებთან - ბა-----------------ესთან და ნუ----------------თან ერთად გამოცხადდა ქ. თბილისში, ყოფილი მერიის უკანა მხარეს მდებარე ქუჩაზე (დასახელება არ ახსოვს). უნდა დაეკავებინათ უცხო ქვეყნის მოქალაქე - ალ-----------------------ი. შეამჩნიეს აღნიშნული პიროვნება, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა. მივიდნენ მასთან და მოახდინეს მისი დაკავება. გამომძიებელმა თარჯიმნის დახმარებით ბრალდებულს გააცნო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, განუმარტა უფლებები, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება. დაკავებული გაჩხრიკეს და ამოიღეს პირადი ნივთები (მათ შორის დანა და ჩანთა). ადგილზე მოხდა შესაბამისი ოქმების შედგენა. ამის შემდეგ გადაინაცვლეს ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში, რომელიც გაჩხრიკეს და ამოიღეს დისკები და მობილური ტელეფონები. ბინიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. ამოღებული ნივთები დაილუქა, რომელსაც ბრალდებულის გარდა ყველამ მოაწერა ხელი. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებას თარჯიმანი და ბრალდებულ ალ-----------------------ის ადვოკატიც ესწრებოდნენ. მისთვის უცნობია თუ რატომ განაცხადა მოწმემ საგამოძიებო მოქმედების ოქმზე ხელის მოწერაზე უარი. ბრალდებულის დაკავება მოხდა დღის საათებში (დაახლოებით 12 საათიდან 3 საათამდე შუალედში). უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებაში სამმა პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა. შემთხვევის ადგილზე მყოფი დანარჩენი პოლიციელები უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოებას და იცავდნენ პერიმეტრს.

 

2.41. სასამართლო აღნიშნავს, რომ ალ-----------------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ბრალდებულის დაკავებისას, პირადი ჩხრეკისას, ბინისა და რესტორნის ჩხრეკისას, ინფორმაციის გამოთხოვისას, ნივთმტკიცების დათვალიერებისას, ამოღებისას, ნიმუშის აღებისას სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების მიმდინარეობას ესწრებოდა შესაბამისი ენის მცოდნე თარჯიმანი და ადვოკატი, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე სასამართლოს მიერ გაცემული იყო შესაბამისი განჩინებები. ჩატერებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს საქართველოს შს სამინისტროს გამომძიებლებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ აღნიშნულ მოქმედებებში. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს რაიმე ეჭვი ბრალდებულ ალ-----------------------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ არც დაცვის მხარეს დაუსახელებია, რაიმე მყარი არგუმენტი, რაც ჩატარებული საგამოძიებო მოწმედებების კანონიერებას ეჭვქვეშ დააყენებდა.

 

2.42. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულ ალ-----------------------ის უდანაშაულობის დასადასტურებლად დაცვის მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა ალ-----------------------ის, მოწმეების - ან----------–-----ის, თა----------------ისა და მე-------–---–ის ჩვენებები.

 

2.43. ბრალდებულმა ალ-----------------------მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, უარყო ვა---------------–-------------ის მკვლელობის შეკვეთის ფაქტი და განმარტა, რომ ამ-----------–----რის იცნობს 2007 წლიდან. მასთან რამდენჯერმე ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა - ერთი შეეხებოდა ს-------ში ი-------–ი მუსიკის კონცერტის გამართვას, მეორე ვიზის დამზადებას და მესამე ანტიკვარული ნივთების შეძენას. ბრალდებულმა განავითარა ვერსია, რომ თითქოს ამ-----------–----რიმ შესთავაზა ანტიკვარული ნივთების შეძენა, რომლებიც მისმა ჩ----მა მეგობრებმა მოიპარეს ს------ მუზეუმიდან. ბრალდებულის განმარტებით, ამ---მა მეტი დამაჯერებლობისთვის ანტიკვარული ნივთების ამსახველი ფოტოსურათები აჩვენა. შემდეგ დაჰპირდა, რომ აღნიშნულ პიროვნებებს თბილისში ჩამოიყვანდა და შეძლებდა მისთვის საინტერესო ნივთების შეძენას. მოგვიანებით ამ---მა მოითხოვა სატვირთო ავტომანქანა და იარაღის შესაძენი თანხა, რომელიღაც ორი პიროვნების გასანეიტრალებლად, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ აღნიშნულ ანტიკვარულ ნივთებთან. სწორედ ამ იარაღზე და თანხაზეა საუბარი ფარულ ჩანაწერებში და არა ვა---------------–-------------ის მკვლელობაზე. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ მისი დაპატიმრებით ი---------–-- იყო დაინტერესებული, რომელმაც სა---------–--------------------------------თან ერთად მიიღო მონაწილეობა აღნიშნული საქმის დაწყებაში. ი---------–-- მის რესტორანშიც იყო მისული, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. აღნიშნულის მიზეზი იყო მის მიერ სხვადასხვა ქვეყნების სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება ირ--------–-----------------–--ის წინააღმდეგ. ბრალდებულმა ასევე მიუთითა, რომ მისთვის ცნობილია ამ-----------–----რის იტალიისა და ირანის უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. გაარკვია, რომ იგი აპირებდა მოტყუებით ს-------ში მის გაყვანას და გატაცებას.

 

2.44. დაცვის მხარის მოწმემ - ან----------–-----მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მამამისთან ერთად დაახლოებით 700 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. წარმატებას მიაღწიეს ბიზნესში და ბევრი მტერიც გაიჩინეს. მოწმის განმარტებით, ემ--–------------ი მის კუთვნილ რესტორანში ხშირად დადიოდა. იგი გაიცნო პიროვნებად, რომელსაც საქართველოს მთავრობასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება შეეძლო. სინამდვილეში ის თაღლითი აღმოჩნდა და მის სასარგებლოდ არანაირი მოქმედება არ განუხორციელებია. ვა---------------–-------------იც მასთან მუშაობდა, სპორტის სასახლესთან, პეკინის ქუჩაზე განთავსებულ მის ობიექტში რგავდა ხეებს. ბაღს უვლიდა და სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა. შესრულებული ყველა სერვისისთვის თანხას უხდიდა და მისი დავალიანება არ გააჩნია. ამ-----------–----რი, ემ--–------------ი და ვა---------------–-------------ი მის კუთვნილ რესტორანში ხშირად დადიოდნენ. უფრო ხშირად ემ--–ი სტუმრობდა, ვა----ი ძირითადად სამუშაოს შესრულების დროს მიდიოდა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ამ---მა ი------–ი მომღერლების ჯგუფი მიიყვანა მის კუთვნილ რესტორანში. წვეულებას სამივე მათგანი ესწრებოდა. ამ---თან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა. მასთან ერთად იმყოფებოდა ე------ში ი-------–ი მუსიკის კონცერტის მოსაწყობად. იგი ცნობილ კლუბებში მუშაობდა და ცნობილია როგორც სუტინიორი. ამ---ი არ არის ისეთი პიროვნება, რომელთანაც მუშაობა სასიამოვნოა. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, გარკვეული თანხები გადასცა მას ერთობილი საქმიანობისთვის. 2017 წლის ივლისის თვეში რესტორანში ინცინდენტი მოხდა, ვინტილაციის სისტემა დაიკეტა და რესტორანში ცეცხლი გაჩნდა. ამ დროს რესტორანში დაახლოებით 150 ადამიანი იმყოფებოდა. მამამისის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს. ადასტურებს ი---------–--ს რესტორანში სტუმრობისა და მამამისთან კამათის ფაქტებს. მისთვის ცნობილია, რომ ემ--–------------ი და ვა----------ი თანამშრომლობდნენ. ემ--–ი ატყუებდა ადამიანებს, ხოლო ვა----------ი მისი ინსტრუმენტი იყო.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის კითხვაზე (თუ ემ--–ი უარყოფითი პიროვნება იყო და მასთან მუშაობა არ შეიძლებოდა, რატომ აწარმოებდნენ მასთან ერთად ბიზნესს და რატომ ისხდნენ ის და ალ-----------------------ი ერთად საათების განმავლობაში), მოწმემ უპასუხა, რომ რესტორანში დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი შედის და რესტორნის თანამშრომელი ვალდებულია კლიენტს პატივისცემით მოექცეს. მოწმე ასევე აღნიშნა, რომ დღეში 5 ჯერ მიდიოდა რესტორნის სალაროსთან, ითვლიდა ფულს და ჯიბეში იდებდა. მის მიერ ვა----ისთვის იარაღის შესაძენი თანხის გაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. მის ბიზნესზე ზეწოლა რომ მომხდარიყო პოლიციას შეატყობინებდა. ემ--–იმ მის „გელფრენდს“ (გელფრენდში თა----------------ეს არ გულისხმობს) მისწერა „ფეისბუქზე“, „ნახე რა მოუვა მისტერ ფ------ს“. იგი „ინსტაგრამზეც“ წერდა პოსტს: „ჩვენ გავიმარჯვეთ, ნახე რა მოგივა“. თა----------------ემ უთხრა, რომ ღელავდა მამასთან დაკავშირებით, რადგან ემ--–ის შეეძლო მისთვის ცუდის საქმის გაკეთება. მისი ეს ნათქვამი სერიოზულად არ მიიღო, რადგან არ სჯეროდა, რომ ვიღაცას შეეძლო ზიანი მოეყენებინა მათთვის.

 

2.45. დაცვის მხარის მოწმე თა----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობდა რესტორან „ნა---ში“ ასევე ალ-----------------------ის კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტ „ნი-------------------ში“. კარგი ურთიერთობა ჰქონდა ემ--–ისთან, რომელიც ხშირად დადიოდა რესტორანში. მასთან კონტაქტში შევიდა, რადგან იცოდა, რომ იგი ალ-----------------------ის ადვოკატი იყო და საკმაოდ სანდო ადამიანი ჩანდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ემ--–იმ მასთან საუბარში განაცხადა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკები ჩამოჰქონდა საქართველოში, მუშაობდა კრიმინალურ ორგანიზაციაში და მისი დაჭერა უნდოდა. მეტი დამაჯერებლობისთვის ემ--–იმ ინტერნეტიდან ამოღებული ფოტოები აჩვენა მას. საუბარი შეეხებოდა ალ-----------------------ის შვილსაც. ემ--–ის თქმით, იგი რომელიღაც უცხო ქვეყანაში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულზე იყო დაკავებული. ემ--–იმ სთხოვა მიეწოდებინა მისთვის ალ-----------------------თან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია. მან დაარწმუნა, რომ ამაში საშიში არაფერი იყო, რადგან ბრალდებულის დაკავების შემდეგ რესტორანში მუშაობას თვითონ გააგრძელებდა და სამსახურს შეინარჩუნებდა. თუ ისე მოხდებოდა რომ რესტორანი „ნა---ი“ დაიკეტებოდა, სხვა სამსახურს მოუძებნიდა. დაუჯერა მას და აწვდიდა ინფორმაციას. ბრალდებულის დაკავების დღეს ემ--–ი რესტორანთან იყო მისული. შემდგომში აღმოაჩინა, რომ იგი თაღლითი იყო.

 

მოწმის განმარტებით, ზუსტად იცის, რომ ვა----ი და ამ---ი მეგობრები არიან. ისინი ემ--–ისთანაც მეგობრობდნენ. თავისუფლების მოდენაზე, რესტორანი „ნა---თან“ დაინახა ემ--–ი, ვა----თან და ამ---თან ერთად. ემ--–ი მათგან ოდნავ მოშორებით იდგა, თუმცა დარწმუნებულია რომ ერთად იყვნენ. მისთვის ასევე ცნობილია, რომ ემ--–ი და ვა----ი ძალიან ახლო მეგობრები არიან. ისინი ღამის კლუბშიც კი ნახა ერთად. ბრალდებულის დაკავებამდე დიდი ხნით ადრე ბარშიც კი შეუმჩნევია ისინი (თარიღი არ ახსოვს). ემ--–ის მისი თანდასწრებით რაიმე კონკრეტული გეგმა არ განუხილავს. ემ--–იმ დაარწმუნა, რომ ალ-----------------------ი კრიმინალი იყო და ამიტომ აწვდიდა მას ინფორმაციას. ვა----ი და ემ--–ი ხშირად იმყოფებოდნენ ერთად. სამივე მათგანი ერთად მხოლოდ ერთხელ დაინახა.

 

მოწმემ ასევე განმარტა, რომ ემ--–ისთან ხშირი კონტაქტი და მიმოწერა ჰქონდა. იგი სთხოვდა რომ გაგზავნილი და მიღებული შეტყობინებები წაეშალა. ბრალდებულის დაკავების შემდეგ ემ--–ი არ უნახავს. ალ-----------------------ის მკვლელობის მცდელობის გამო დაკავების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო.

 

ემ--–ისთან პირადი შეხვედრები ბრალდებულის დაკავებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე შეწყვიტა. მიუხედავად ამისა მიმოწერა მაინც ჰქონდათ. მოსამართლის კითხვაზე, მოწმემ ერთი მხრივ აღნიშნა, რომ რესტორნიდან გამოსულმა სამივე მათგანი (ემ--–ი, ამ---ი და ვა----ი) ერთად დაინახა, მეორე მხრივ მიუთითა, რომ ორი ცალკე იდგა, ემ--–ი კი მათგან მოშორებით იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთად არ იდგნენ, დარწმუნებულია, რომ ერთად იყვნენ.

 

2.46. დაცვის მხარის მოწმე მე-------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ რესტორან „ნა---ში“ მუშაობდა მოლარე - ბარმენის პოზიციაზე. რესტორანი თავდაპირველად ალ-----------------------ის საკუთრება იყო, თუმცა რამდენიმე თვეში მის შვილზე - ან----------–-----ზე გადააფორმა. მოწმის განმარტებით, ემ--–------------ს, ვა----------ის და ამ-----------–----რის იცნობს - ემ--–------------ი გაიცნო როგორც ალ-----------------------ის იურისტი, ვა----------ი რესტორნის სამზარეულოში, მზარეულების დამხმარედ მუშაობდა. ამ---ი ხშირად დადიოდა რესტორანში, თუმცა მასთან რაიმე ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. მოწმემ არ დაადასტურა რესტორან „ნა---ში“ ირ--------–-----------------–--ის ელჩის სტუმრობისა და ალ-----------------------თან კონფლიქტის ფაქტი. მისთვის უცნობია ალ-----------------------ს ვინმე ემუქრებოდა თუ არა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ ან----------–-----ი სალაროდან თანხას დღის ბოლოს იღებდა. ყოფილა შემთხვევები როდესაც მას ფული დღის სხვა მონაკვეთშიც აუღია. როდესაც სალაროში ბევრი ფული გროვდებოდა, თანხას იქვე მდებარე სეიფში ინახავდა. გარდა ბარმენობისა, მისი მოვალეობა ასევე იყო რესტორნის ქართველ თანამშრომლებზე ხელფასების გაცემა. რესტორანში ხელფასის გაცემის პრობლემა არ ყოფილა. ემ--–------------ი, ვა----------ი და ამ-----------–----რის ბრალდებულის დაკავებამდე ხშირად უნახავს რესტორან „ნა---ში“, როგორც ცალ-ცალკე ისე წყვილად, თუმცა სამივე მათგანი რესტორანში ერთად არასდროს არ ყოფილა. მხოლოდ ერთხელ შეამჩნია სამივე მათგანი რესტორნის გარეთ. ემ--–ი და ვა----ი, ამ---ი და ვა----ი ერთად ხშირად უნახავს სხვადასხვა კლუბებში. მისთვის უცნობია ვა----ი და ამ---ი ერთად მივიდნენ თუ არა კლუბში, მან მხოლოდ ის ნახა, რომ ისინი ერთად იმყოფებოდნენ. მოწმის განმარტებით, დარწმუნებულია, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, თუმცა რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან მისთვის უცნობია. მოწმემ ასევე ვერ მიუთითა თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით ჩათვალა, რომ აღნიშნული პიროვნებები ერთმანეთს იცნობდნენ. რესტორან „ნა---ში“ ხშირად ერთობოდნენ ამ---ი და ემ--–ი, ასევე ემ--–ი და ვა----ი. ისინი ძალიან ბევრს საუბრობდნენ აზერბაიჯანულ ენაზე. მოსამართლის კითხვაზე, ჩამოთვლილ პიროვნებებს, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა ჰქონდათ თქვენთვის საიდან გახდა ცნობილი, მოწმემ პირდაპირი პასუხი ვერ გასცა და განმარტა, რომ ვინაიდან ერთად ნახა, ჩათვალა რომ ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

 

2.47. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მოწმეების - ალ-----------------------ის, ან----------–-----ის, თა----------------ის და მე--------–---–ის ჩვენებები არ არის თანმიმდევრული, ეწინააღმდეგებიან როგორც ერთმანეთს, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს. მათი ვერსიები ემ--–------------ის, ამ-----------–----რის და ვა----------ის ურთიერთობის თაობაზე დამაჯერებლობას მოკლებულია. ალ-----------------------ი და ან----------–-----ი აღნიშნავენ, რომ ამ---ი უარყოფითი პიროვნებაა, მასთან საქმიანი ურთიერთობა შეუძლებელია, თუმცა ამის საპირისპიროდ ერთად გეგმავენ კონცერტს ს-------ში, თანამშრომლობენ ვიზებთან დაკავშირებულ საკითხებზე და დიდი ხნით სხედან მასთან ერთად სასაუბროდ რესტორანში და მსჯელობენ არაერთ საკითხზე.

 

2.48. სასამართლოს ასევე არადამაჯერებლად მიაჩნია ალ-----------------------ისა და ან----------–-----ის ვერსია, რომ თითქოს ირანის ისლამური სახელმწიფოს საელჩო იყო დაინტერესებული ბრალდებულის დაპატიმრებით. აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მხარეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. დადგენილია რომ რესტორან „ნა---ში“ დამონტაჟებულია ვიდეო კამერები, რომლის ჩამწერი მოწყობილობა ე.წ. „DVR“ ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ. აღნიშნულ მოწყობილობაზე ჩაწერილი მთლიანი ინფორმაცია (მათ შორის წაშლილი) აღდგენილ იქნა ექსპერტების მიერ. იმ შემთხვევაში თუ ირანის რესპუბლიკის ელჩი ნამდვილად სტუმრობდა რესტორანს, ასევე როგორც მოწმეები აცხადებენ ამ---ი, ვა----ი და ემ--–ი, ხან სათითაოდ, ხან წყვილად იყვნენ რესტორნის ხშირი სტუმრები, მარტივად შეიძლებოდა მათ შორის დაცვის მხარეს დაენიშნა შესაბამისი ექსპერტიზა, რომელიც უტყუარად დაადგენდა არაერთ სადაო ფაქტობრივ გარემოებას, რომლებიც შესაძლებელია არსებითი მნიშვნელობის ყოფილიყო დაცვის მხარის პოზიციციის გასამყარებლად. შესაბამისად, მხოლოდ დაინტერესებული მოწმეების განცხადება, რომ რესტორან „ნა---ში“ იმყოფებოდა ი---------–-- და მას ალ-----------------------თან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნეს. ასევე დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას რომ ემ--–------------ი, ამ--- ფა----–----ერი და ვა----------ი იყვნენ მეგობრები, ერთად დადიოდნენ რესტორნებში და ჰქონდათ საერთო ინტერესები (მათ შორის ალ-----------------------ის დაპატიმრება).

 

2.49. დაცვის მხარის მოწმეებმა - თა----------------ემ და მე-------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ მათ მხოლოდ ერთხელ დაინახეს ემ--–------------ი, ამ-----------–----რი და ვა----------ი რესტორან „ნა---თან“ ახლოს. თა----------------ემ აღნიშნა, რომ ის მხოლოდ ემ--–------------ს გაესაუბრა, მათგან ოდნავ მოშორებით კი იდგენენ ვა----ი და ამ---ი მისთვის უცნობ პიროვნებასთან ერთად. მოწმის მოსაზრებით, ისინი ერთად იმყოფებოდნენ და ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა გააჩნდათ, თუმცა ვერ მიუთითა რაიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე რამაც მსგავსი დასკვნის გაკეთების საშუალება მისცა. ასევე არა თანმიმდევრულია მე-------–---–ის განმარტება აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით. მსგავსად თა----------------ისა, მანაც აღნიშნა, რომ ემ--–------------ი, ამ-----------–----რი და ვა----------ი ერთად ნახა რესტორნის გარეთ, თუმცა რატომ ჩათვალა, რომ ისინი მეგობრები იყვნენ ან საერთოდ იცნობდნენ ერთმანეთს, ამის შესახებ დასმულ კითხვებს დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა.

 

2.50. წინააღმდეგობრივია დაცვის მხარის მოწმეების განამრტება ვა----------ის სამუშაო ადგილთან დაკავშირებით. მოწმე ან----------–-----ის განმარტებით, ვა----ი მასთან ბაღის მოშენებით და სამშენებლო სამუშაოებით იყო დაკავებული. საპირისპირო განმარტა მე-------–---–მა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაზარალებულ მუშაობდა რესტორან „ნა---ის“ სამზარეულოში, მზარეულების დამხმარედ. რაც შეეხება რესტორან „ნა---ის“ სალაროდან თანხის გატანის ფაქტს, აღნიშნულზეც გასხვავებული განმარტებები გააკეთეს მე-------–---–მა და ან----------–-----მა. ამ უკანასკნელის განამარტებით, უსაფრთხოების მიზნით, დღეში რამდენჯერმე იღებდა თანხას რესტორნის სალაროდან. საპირისპირო განმარტა მოწმე მე-------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას და განცხადა, რომ ან----------–-----ი რესტორნის სალაროდან თანხას ძირითადად დღის ბოლოს იღებდა. იმ შემთხვევაში, როდესაც ნავაჭრი თანხა დიდი იყო, იქვე მდებარე სეიფში თავად ინახავდა.

 

2.51. მოწმე ან----------–-----ის ჩვენება ეწინააღმდეგება მოწმე თა----------------ის ჩვენებას იმ ნაწილშიც, სადაც ან----------–-----ი საუბრობს, რომ თითქოს თა----------------ისაგან მამამისის დაკავებამდე მიიღო ინფორმაცია ალ-----------------------ის დაპატიმრების თაობაზე, თუმცა თა----------------ემ განმარტა, რომ მას მიღებული ინფორმაცია ბრალდებულის დაკავებამდე არავისთვის გადაუცია და საიდუმლოდ იანახავდა.

 

2.52. სასამართლო აღნიშნავს, რომ ალ-----------------------ის, ან----------–-----ის, თა----------------ის და მე--------–---–ის ჩვენებები მიმართულია დაზარალებულ ვა----------ისა და ამ-----------–----რის ჩვენებების დისკრედიტაციისკენ. დაცვის მხარე ცდილობს ფაქტობრივი გარემოებები წარმოაჩინოს ისე, თითქოს ვა----------ი, ამ---ი ფა----–------ი და ემ--–------------ი იცნობდნენ ერთმანეთს და ისინი მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით, დაეპატიმრებინათ ალ-----------------------ი. დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია მოკლებულია დამაჯერებლობას, ეწინააღმდეგება ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს და არალოგიკურია განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც თავად ბრალდებული საკმაოდ დიდ დროს ატარებდა რესტორანში, რომელშიც თითქოსდა ხშირად ერთად დადიოდნენ ვა----------ი, ამ---ი ფა----–------ი და ემ--–------------ი (არ მალავდნენ ერთმანეთთან კარგ ურთიერთობას) და მიუხედავად ამისა ალ-----------------------მა ამ-----------–----რს შეუკვეთა თავისი მეგობრის მკვლელობა. დაცვის მხარის აღნიშნული ვერსია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, არალოგიკურია და, შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს.

 

2.53. სასამართლოს ასევე არადამაჯერებლად მიაჩნია, ალ-----------------------ის მიერ გაჟღერებული ვერსია ანტიკვარული ნივთების შეძენის თაობაზე და აღნიშნავს, რომ არც ერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება, მათ შორის ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები არ ადასტურებენ (არ არის ნახსენები რაიმე ანტიკვარული ნივთი) სირიიდან ჩამოტანილი ანტიკვარული ნივთების შეძენის საკითხს.

 

2.54. ფარული აუდიო ვიდეო ჩანაწერებით, რომელთა ავთენტურობა, მასში მონაწილე პირთა გამოსახულება და ხმა იდენტიფიცირებულია, ცალსახაა, რომ საუბარი მიმდინარებს ვა----------ის მკვლელობის შეკვეთაზე. აშკარაა და ეჭვს არ იწვევს, რომ შეხვედრის ინიციატორი არის ალ-----------------------ი. სწორედ ბრალდებული იწყებს საუბარს პიროვნების ლიკვიდაციაზე, რომელიც მის წინააღმდეგ არის განწყობილი, ლახავს მის რეპუტაციას, ეძებს უკმაყოფილო ირ-----------–--ეებს და სოციალურ ქსელში წერს საწინააღმდეგო ,,პოსტებს“. ალ-----------------------ი გამოსავალს აღნიშნული სიტუაციიდან ხედავს დაზარალებულის ლიკვიდაციაში.

 

2.55. ასევე აღსანიშნავია, რომ ალ-----------------------ის და ამ--- ფა----–------ის შეხვედრები და საუბარი იმართება ბრალდებულის ინიციატივით. ის აქტიურობს, განიხილავს მკვლელობის დეტალებს, როგორ სად და რა ფორმით უნდა მოკლან დაზარალებული, რა უნდა ეცვას მკვლელს, რა ტრანსპორტი და იარაღი უნდა იქნეს გამოყენებული. ასევე საუბრობს ოპერაციის დასრულების შემდეგ გვამთან დაკავშირებულ საკითხებზე. შესრულებული სამუშაოს გასამრჯელოზე, იარაღის შესაძენად განკუთვნილ თანხაზე. აშკარაა რომ საუბრის წამმართველი არის ალ-----------------------ი. მისთვის ცნობილი არ არის, რომ ამ-----------–----რი ამ დროისთვის თანამშრომლობს პოლიციასთან და განაგრძნობს მასთან როგორც შეკვეთის მიმღებთან საუბარს. ამასთან მოწმის საუბარში, ქცევაში რაიმე მაპროვოცირებელი არ შეინიშნება. შესაბამისად, გამოირიცხება დაცვის მხარის ვერსია, რომ თითქოს ამ-----------–----რიმ ალ-----------------------ის პროვოცირება მოხდინა, რეალურად არ არსებობდა შეკვეთის მიმღები და შესაბამისად არ არსებობდა დანაშაული.

 

2.56. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდებისთვის მიმართვა უწევთ, რაც განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან, დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 51). ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არა წააქეზოს დანაშაული (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Khudobin V. Russia, პარ. 128). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე Miliniene v. Lithuania ასევე განმარტებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ გავლენა იქონია მოვლენების მსვლელობაზე იმით, რომ კერძო პირს ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა საუბრების ჩასაწერად და ხელს უწყობდა მომჩივანისთვის ფინანსური შეთავაზების გაკეთებას პოლიციის ქმედებები კვალიფიცირებული იქნა, როგორც დანაშაულებრივ საქმიანობასთან ,,მიერთება“ და არა როგორც ამ საქმიანობის ინიცირება, რადგან მოცემულ შემთხვევაში ინიციატივა კერძო პირისგან მოდიოდა. ამ უკანასკნელმა იჩივლა პოლიციასთან, რომ მომჩივანი ქრთამს მოითხოვდა მისი საქმის მისთვის ხელსაყრელი შედეგით დასრულებისთვის. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე არ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Miliniene v. Lithuania, პარ. 37-38, 41).

 

2.57. სასამართლომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზებასა და ლეგიტიმურ ფარულ ოპერაციებს შორის გამიჯვნის მიზნით, დანაშაულის წაქეზება განსაზღვრა, როგორც სიტუაცია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ან მათი ინსტრუქციებით მოქმედი სხვა პირები არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით, არამედ მტკიცებულებების მოძიებისა და წარმოების დაწყების მიზნით ისეთ ზემოქმედებას ახდენენ სუბიექტზე, რომ იგი ხელს უწყობს ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რომელსაც იგი ასეთი წაქეზების გარეშე არ ჩაიდენდა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 55).

 

2.58. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საგამოძიებო ორგანოს მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ სტანდარტებს. მოწმეთა ჩვენებებით, ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით ცალსახად დგინდება ალ-----------------------ის სურვილი მოეკლა დაზარალებული (ჰქონდა მოტივი და განზრახვა), მისი აქტიურობა, რაც მკვლელობის დეტალურად დაგეგმვაში (მათ შორის გვამის მოშორებაში) გამოიხატებოდა და ამ-----------–----რის (ითანამშრომლა გამოძიებასთან) არსებითად პასიური როლი. ვიდეო ჩანაწერებიდან არ იკვეთება, რომ ალ-----------------------ი ყოყმანობს ჩაიდინოს თუ არა დანაშაული, პირიქით ამ-----------–----რის კითხვაზე - ხომ არ გადაიფიქრა, პასუხობს, რომ არა და ითხოვს საქმის ,,სუფთად“შესრულებას. ამდენად, მტკიცებულებებიდან არ იკვეთება ისეთი გარემოებები, რაც შეუთავსებელი იქნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნულ სტანდარტებთან.

 

2.59. დაცვის მხარის განმარტებით, ალ-----------------------ს ამ-----------–----რთან საუბრისას რეაქცია არ აქვს, ტელეფონში ეძებს რაღაცას და მოსაუბრეს ყურადღებას არ აქცევს. საუბარი შეეხება სხვადასხვა თემებს, მაგრამ არა ადამიანის მოკვლას. სიტყვები, რომელიც ჩანაწერში ისმის სხვა მნიშვნელობით იქნა გაგებული. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სპარსული ენის მქონე ქართველმა თარჯიმნებმა სწორად ვერ აღიქვეს ტექსტი და სიტყვები სხვა მნიშვნელობით გადმოსცეს. დიალოგი არის შეკოწიწებული სხვადასხვა ადგილებიდან, რომლის გაკეთებაც ძალიან ადვილია, ხოლო თარგმანი კი გაყალბებული.

 

2.60. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის აღნიშნული პოზიცია არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან. იმ გარემოებაზე, რომ ამ-----------–----რთან შეხვედრის ინიციატორი და საუბრის წამმართველი ბრალდებულია სასამართლომ უკვე იმსჯელა და აღნიშნულზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს. აუდიო-ვიდეო ჩანაწერების ავთენტურობა, მონტაჟის არ არსებობა, მონაწილე პირთა ვიზუალური და ხმის იდენტურობა კატეგორიულად დადგენილია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით და ექსპერტთა ჩვენებებით. რაც შეეხება სპარსული ენის თარჯიმანს, სასამართლომ მოისმინა მისი ბიოგრაფიის დეტალები, რაც შეეხებოდა სპეციალობით სამუშაო გამოცდილებას და მისი კვალიფიკაცია სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ეჭვქვეშ არ დამდგარა. ამასთან, იგი გაფრთხილებულ იქნა არასწორი თარგმანისთვის (დასკვნის მომზადებისას, თარგმნისას) და სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ და ჩამოერთვა ხელწერილები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თარჯიმნის მიერ ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების კრებსები ნათარგმნი იქნა შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით. ნათარგმნი ტექსტი აღქმადია და არ იძლევა სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

 

2.61. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება ალ-----------------------ის მიერ, შურისძიების მოტივით, ვა---------------–-------------ის მკვლელობის მომზადების შეკვეთა.

 

2.62. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

2.63. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

2.64. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოსათვის წარმოდგენილი, დამაჯერებელი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა ალ-----------------------ის მიერ ვა---------------–-------------ის შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დამამძიმებელ გარემოებებში განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა შეკვეთით.

 

3.2. საქართველოს სსკ-ის მე-18 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების, აგრეთვე ამ კოდექსის 182-? ?????? ??????? ???????, 186-? ?????? ??????? ?? ??-2 ?????????, 194?1 ?????? ??????? ?? ??-2 ?????????, 202-? ?????? ??????? ???????, 221-? ?????? ???????-??-3 ?????????, 332-? ?????? ??????? ?? ??-2 ?????????, 339-? ?????? ??????? ???????, 3391_? ?????? ??????? ?? ??-2 ?????????, 365-? ?????? ???????-??-3 ?????????, 372-? ?????? ??????? ??????? გათვალისწინებული დანაშაულების მომზადებისათვის. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ალ-----------------------მა ყველა პირობა შექმნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩასადენად - დანაშაულის ჩასადენად დახმარებისთვის მიმართა ამ-----------–----რს, დაავალა მკვლელის მოძებნა და შეუკვეთა მას მკვლელობა, აწარმოებდა მასთან მოლაპარაკებებს ვა---------------–-------------ის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, განიხილავდა მკვლელობის დეტალებს, დავალების შესრულების შემდეგ გვამის მოცილების გეგმას, გადასცა მას იარაღის შეძენისთვის განკუთვნილი ფულადი თანხა, მიაწოდა ინფორმაცია ობიექტის საცხოვრებელი სახლის, მობილური ტელეფონისა და პიროვნული მახასიათებლების შესახებ. დაადგინა თუ როგორ უნდა მოეძებნა მისი გვერდი სოციალურ ქსელში, გადასცა მისი ფოტოსურათი, ითხოვდა საქმის ,,სუფთად“ შესრულებასა და საქმის დასრულების შემდეგ შეკვეთის წარმატებით შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებას (მოკლულის ფოტოსურათებს). ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებები ცალსახად მიუთითებს, რომ ალ-----------------------მა შეასრულა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის - მკვლელობის შეკვეთით მომზადებისთვის აუცილებელი ყველა პირობა.

 

3.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ალ-----------------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება, რომლისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის მომზადებისთვისაც მსჯავრი უნდა დაედოს ალ-----------------------ს, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ალ-----------------------ის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ალ-----------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება.

 

4.6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულების - ალ-----------------------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ალ-----------------------მა ჩაიდინა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის მომზადება, რაც განსაკუთრებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ალ-----------------------მა ამ-----------–----რის დაავალა ეპოვა მკვლელი, რომელიც გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ მოკლავდა ვა---------------–-------------ს), ბრალდებულის ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის სურვილს, მისწრაფებას მოეძებნა მკვლელი, რომელიც მოკლავდა ვა---------------–-------------ს), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ბრალდებული საქართველოში დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით, გააჩნია დროებითი საცხოვრებელი, ხოლო სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისი პირადი და ეკონომიკური პირობების შესახებ მტკიცებულებებში არ მოიპოვება), დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (შურისძიება/ვა---------------–-------------ის სიცოცხლის მოსპობა).

 

4.7. ამდენად, განაჩენის 4.5. და 4.6. პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე ბრალდებულ ალ-----------------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით და სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

§ ხმის ჩამწერი მოწყობილობა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

§ დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

§ ამ-----------–-------ისგან ამოღებული ქაღალდის ხელსახოცი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

§ ამოღებული თანხა 1200 ლარის ოდენობით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფოს;

 

§ პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 5 ცალი სიმ ბარათი, ერთი მეხსიერების ბარათი, 2 მობილური ტელეფონი სიმ ბარათებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

§ სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული 3 მობილური ტელეფონი სიმ ბარათებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

§ ,,დივიარი’’ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

§ პირადი და სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - დოკუმენტები, დანა, 3 ბეჭედი, დისკები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

§ გამოკითხვის ოქმის, ბრალდების შესახებ დადგენილების და ნიმუშის აღების ოქმების დედნები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

§ ბრალდებულის გამოკითხვის ოქმის ამსახველი ვიდეო მასალა შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

§ ალ-----------------------ის მიერ შევსებული დოკუმენტის დედნები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ალ-----------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. ალ-----------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. ალ-----------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 თებერვლიდან.

 

4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

§ ხმის ჩამწერი მოწყობილობა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

§ დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

§ ამ-----------–-------ისგან ამოღებული ქაღალდის ხელსახოცი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

§ ამოღებული თანხა 1200 ლარის ოდენობით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფოს;

 

§ პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 5 ცალი სიმ ბარათი, ერთი მეხსიერების ბარათი, 2 მობილური ტელეფონი სიმ ბარათებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

§ სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული 3 მობილური ტელეფონი სიმ ბარათებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

§ ,,დივიარი’’ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

§ პირადი და სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - დოკუმენტები, დანა, 3 ბეჭედი, დისკები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

§ გამოკითხვის ოქმის, ბრალდების შესახებ დადგენილების და ნიმუშის აღების ოქმების დედნები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

§ ბრალდებულის გამოკითხვის ოქმის ამსახველი ვიდეო მასალა შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

§ ალ-----------------------ის მიერ შევსებული დოკუმენტის დედნები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი