განაჩენი

სისხლის სამართლის 06.12.2018
საქმის ნომერი
330100118002559688
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/-------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 დეკემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი - გიორგი გარაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მა------------–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - თი----------------–--ე

 

ბრალდებული - ზვ-------------------–--ე - დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ნ-------------------------------- ბინა N36, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დ-------------------------------–---------------------------- .

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის ნოემბრის თვიდან, ზ------------- მეუღლეს - თ--------------------, ნასვამ მდგომარეობაში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც თა-------------–---–ი მუდმივად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ზ------------- თ-------------------- ასევე სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც დაზარალებული ყოველ ჯერზე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. 2018 წლის მარტის თვეში, ქ. თბილისში, დ-----------------------------–--------------------------ში, ზ-------------მ, არასრულწლოვანი შვილების - ლუ------------------–-----ის თვალწინ, თ-------------------- სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან ერთად ყელზე მოუჭირა ხელი, რის გამოც დაზარალებულს შეეკრა სუნთქვა და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის ნოემბრის თვიდან, ზ------------- მეუღლეს - თ--------------------, ნასვამ მდგომარეობაში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც თა-------------–---–ი მუდმივად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ზ------------- თ-------------------- ასევე სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც დაზარალებული ყოველ ჯერზე განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. 2018 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------------------------–--------------------------ში, ნასვამმა ზ-------------მ თ-------------------- სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან ერთად ყელზე მოუჭირა ხელი, რის გამოც დაზარალებულს შეეკრა სუნთქვა და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ზ-------------მ დაზარალებულს სახეზე დაადო ბალიში და დააწვა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტკივილი სახის არეში, ამის შემდეგ კი რამდენჯერმე მიარტყმევინა თავი კედელზე, რის შედეგადაც თ--------------------- განიცადა ტკივილი თავის არეში.

 

2017 წლის ნოემბრის თვიდან, ზ------------- მეუღლეს - თ--------------------, ნასვამ მდგომარეობაში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც თ-------------------- ყოველ ჯერზე უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 2018 წლის მარტის თვეში და 2018 წლის 17 ივნისს, ქ. თბილისში, დ-----------------------------–--------------------------ში, ზ------------- მოკვლით დაემუქრა მეუღლეს თ--------------------, რაც დაზარალებულმა, მეუღლის მხრიდან განხორციელებული სისტემატური ფიზიკური ძალადობის, ასევე იმწუთიერი ძალადობის გათვალისწინებით, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2017 წლის ნოემბრის თვიდან, ზ------------- არასრულწლოვან შვილს - მა---------–--ეს ნასვამ მდგომარეობაში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც მა---------–--ე მუდმივად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 2017 წლის 30 დეკემბერს, ქ. თბილისში, დ-----------------------------–--------------------------ში, ზ-------------მ, არასრულწლოვან შვილს - მა---------–--ეს მარჯვენა თვალის არეში დაარტყა მუშტი, ასევე ძლიერად მოჰკიდა ხელი და შეანჯღრია, რის შედეგადაც მა---------–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა და მიიღო დაზიანება თვალისა და სხეულის სხვადასხვა არეში.

 

2017 წლის ნოემბრის თვიდან, ზ------------- არასრულწლოვან შვილს - მა---------–--ეს ნასვამ მდგომარეობაში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც მა---------–--ე მუდმივად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 2018 წლის 05 თებერვალს, ქ. თბილისში, დ-----------------------------–--------------------------ში, ზ-------------მ, რამდენჯერმე დაარტყა არასრულწლოვან შვილს - მა---------–--ეს, რის შედეგადაც მა---------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები სახის არეში.

 

2017 წლის ნოემბრის თვიდან, ზ------------- არასრულწლოვან შვილს - მა---------–--ეს ნასვამ მდგომარეობაში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და დასახიჩრებით, რის გამოც მა---------–--ეს ყოველ ჯერზე უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 2018 წლის 05 თებერვალს, ქ. თბილისში, დ-----------------------------–--------------------------ში, ზ-------------, ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობასთან ერთად, მოკვლით დაემუქრა არასრულწლოვან შვილს - მა---------–--ეს, რაც დაზარალებულმა, მამის მხრიდან მასსა და დედამისზე განხორციელებული სისტემატური ფიზიკური ძალადობის, ასევე იმწუთიერი ძალადობის გათვალისწინებით, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა, შეფასება:

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ--------------------- განმარტა, რომ როდესაც მისი მეუღლე - ზ------------- იყო ნასვამი, ის ხდებოდა აგრესიული როგორც მისი, ასევე შვილების მიმართ. 2018 წლის მარტის თვეში ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ზ-------------მ მას ყელზე მოუჭირა ხელი, რაზეც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ზ------------- მას ასევე ემუქრებოდა მოკვლით. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მისი არასრულწლოვანი შვილები - მა------------–--------–-----ი. 2018 წლის 17 ივნისს მას ზ-------------მ, რომელიც იყო მთვრალი კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე ემუქრებოდა მოკვლით, კერძოდ ზ-------------მ ხელი მოუჭირა ყელზე, სახეზე დაადო ბალიში და აწვებოდა, ხოლო შემდეგ თავი მიარტყმევინა რამდენჯერმე კედელზე, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შედეგად იგი ასევე განიცდიდა ძლიერ ტანჯვას. ძალადობასთან ერთად ზ------------- მას ასევე დაემუქრა მოკვლით, რაც მან ბოლო დროს მისი მეუღლის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის გათვალისწინებით აღიქვა რეალურად. მისივე განმარტებით, ზ-------------ს, როდესაც ის იყო მთვრალი კონფლიქტი ჰქონდა არა მხოლოდ მასთან, არამედ მის შვილთან - მა---------–--ესთან. იყო რამდენიმე შემთხვევა, კერძოდ, 2017 წლის 30 დეკემბერს, ზ------------- იწევდა მა-----ის მიმართ მხოლოდ იმიტომ, რომ მან (მა---------–--ე) ძილის წინ ტანსაცმელი არ გაიძრო. ის ამ დროს შუაში ჩადგა, თუმცა ზვ--------–--ის ხელი მა-----ს მოხვდა თვალის არეში, ხოლო 2018 წლის 5 თებერვალს ზ------------- ასევე იწევდა მა-----ის მიმართ იმის გამო, რომ ზვ--------–--ის ნათესავები ცუდად მოიხსენია. იგი ამ შემთხვევაშიც ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას.

 

სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანმა მა---------–--ემ განაცხადა, რომ ის ცხოვრობდა დედასთან, მამასთან და ძმასთან ერთად. მამასთან თავიდან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, მაგრამ როცა მამამ სმა დაიწყო, ის გახდა ძალიან აგრესიული. მშობლებს ხშირად მოსდიოდათ კამათი. 2017 წლის 30 დეკემბერს, ის ცემა მამამ იმის გამო, თუ რატომ არ გაიხადა ზედა და არ დაემორჩილა მას. ზ-------------მ მას თმები მოქაჩა, მაისური ჩამოახია და თვალში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც განიცადა როგორც ფიზიკური ტკივილი, ასევე მორალური ტანჯვა. ასევე მამამ ის ცემა 2018 წლის 05 თებერვალს, როდესაც მამა დედის მშობლებს ცუდად მოიხსენიებდა ის გამოესარჩლა დედას და მამამ საპასუხოდ ის წიხლებით ცემა და დაემუქრა მას ფანჯრიდან გადაგდებით, ასევე დაემუქრა, რომ ფეხებით დაკიდებდა. მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, მუქარა კი აღიქვა რეალურად. ზ------------- ხშირად იმეორებდა, რომ რახან ბინის ქირას იხდიდა და არჩენდა მათ, ისინი უნდა დამორჩილებოდნენ და ყველაფერი ისე ყოფილიყო როგორც მას სურდა. მისივე განმარტებით, ის და მისი ძმა შეესწრნენ ჩხუბს მშობლებს შორის. მან და მისმა ძმამ გაიგონეს სასადილო ოთახიდან მტვრევის ხმა და დედის კივილი, რა დროსაც დედა გამოვიდა სამზარეულოდან და თქვა, რომ ზ------------- მას ახრჩობდა.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზვ--------–--ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედება დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით (მოწმეები: გი--------------–--ის, გ----------------ის, მა----- ქვ------ის, ან-----------ის, ირ-----------ს, ფი---------–-----–---–ის, სო--------------–---–ის, თე--------–-ას, თა------------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ამოღების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ზ-------------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას არასოდეს უძალადია მეუღლეზე, ისევე როგორც არ დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით. მისივე განმარტებით, მას ასევე არასდროს უძალადია მის შვილებზე და დამუქრებია მათ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზვ--------–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ: მოწმეების ჩვენებები არის დამაჯერებელი, უტყუარი და ერთმანეთში თანხვედრილი. მოწმეების ჩვენებები ასევე თანხვედრაშია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზ-------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი); და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ აქვს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ზვ-------–--ე ნასამართლევია, დანაშაული ჩადენილი აქვს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ასევე მან განახორციელა ოჯახის წევრების მიმართ მუქარა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ბრალდებულ ზვ--------–--ის მიმართ შერაცხული ბრალდებები განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. მართალია მოცემული დანაშაულები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ზ-------------ს უნდა დაენიშნოს ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზვ--------–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,-

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით

 

ზ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

 

ზ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

 

ზ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

ზ------------- ცნობილი იქნე დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

ზ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ-------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა-02 (ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზვ--------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ზ-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 18 ივნისის 15:05 საათიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

ლეპტოპი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი დარახველიძე