განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2018
საქმის ნომერი
010100118002559482
დავის ტიპი
118 1
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010100118002559482

საქმე N1- 658/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

07 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - შ----------–---–-

ადვოკატი - დ----------------

 

ბრალდებული: ლ-–----–-----

მამის სახელი: ა--------

პირადი ნომერი: 6----------

დაბადების თარიღი: 14.01.1------–--–-

მოქალაქეობა: რ------------------–----------–---

განათლება: ს-–----–----------–-----------

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-

მცხოვრები: ქ---------–---------------–-----–-----------------

ნასამართლობა: ნ----------–---------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ-–----–-----მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მულით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 08 ივნისს, ქ.--------–---–----------------–-----–------------------–- მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ლ-–----–-----მ „SIMSON Co SUHL (THURINGGEN)-ის მოდელის N80997 გლუვლულიანი სანადირო თოფიდან ორჯერ გაისროლა რ---------------- მიმართულებით, რითაც დაზარალებულს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

1.2 სასამართლო სხდომაზე ლ-–----–-----მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განაცხადა, რომ იარაღი შემთხვევით გაუვარდა.

 

1.3 ლ-–----–------ ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ზ--------------------------------–--------------------------------–-----------------------------------------------–---- გამოკითხვის ოქმები, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, პირადი ჩხრეკისა და ამოღების ოქმი, დაზარალებულის ტანსაცმლის ამოღების ოქმი და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული აღნიშნული მტკიცებულებები სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა აღნიშნული მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

1.4 მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ რ---------------- ჩვენების თანახმად, ლ-–----–-----ს იცნობს სკოლიდან და მეგობრობენ მრავალი წელია. 2018 წლის 8 ივნისს, სტუმრად მივიდა ლ-–----–------ სახლში. როდესაც ჭიშკარში შევიდა, დაახლოებით 5-6 მეტრი გაიარა და გაიგონა ორჯერ, თითქმის ერთდროულად გასროლის ხმა. ამავდროულად იგრძნო ტკივილი ორივე ფეხის არეში. დაინახა, რომ თოფი ეჭირა ლ-–--- მაგრამ ლულა საით იყო მიმართული არ ახსოვს. ამის შემდეგ კოჭლობით მობრუნდა უკან და ქუჩაში გამოვიდა, სადაც დახმარება ითხოვა და შემთხვევით გამვლელმა გადაიყვანა საავადმყოფოში. ლ-–- მისი ახლო მეგობარია. იცის, რომ იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა, მაგრამ როდის ან რისთვის არ ახსოვს. ემოციური პიროვნებაა. 15-20 წლიანი ნაცნობობის განმავლობაში მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა. ბრალდებულთან შერიგებულია და მის მიმართ პრეტენზია არ აქვს. ბრალდებულის ოჯახი დაეხმარა მკურნალობაში და თავს კარგად გრძნობს. თვლის, რომ ლაშას შემთხვევით გაუვარდა იარაღი გაუფრთხილებლობით.

 

1.5 სასამართლო აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, ბრალდებული უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

საამართლო მიიჩნევს, რომ ლ-–----–------ მიერ დანაშაულის ჩადენა მნიშვნელოვანწილად განაპირობა გარკვეულმა ფსიქიკურმა პრობლემებმა. მართალია, ლ-–----–----- შერაცხადია, მაგრამ მას გააჩნია მნიშვნელოვანი ფსიქიკური პრობლემები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს მის ქცევაზე, კერძოდ, მხედველობაშია მისაღები საქმეში არსებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ლ-–----–-----ს ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის ფსიქოაქტიური ნივთიერებების ერთდროული მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა, თუმცა მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის.

 

სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, ლ-–----–----- მოქმედებდა ევენტუალური (არაპირდაპირი) განზრახვით. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მის ქმედებას შეიძლება მოჰყოლოდა რ---------------- ჯანმრთელობის დაზიანება, რაც მას არ სურდა, მაგრამ გულგრილად ეკიდებოდა შედეგის დადგომას. აღნიშნული დასტურდება შემდეგი გარემოებით: მას შემდეგ, რაც ლ-–----–-----მ დაზიანება მიაყენა რ----------------- სასწრაფოდ მიატოვა შემთხვევის ადგილი და შევიდა სახლში, ისე, რომ არც კი დაინტერესებულა დაზარალებულის მდგომარეობით, არ დაურეკავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიზნით, ხოლო დაზარალებული ეზოდან გამოვიდა და შემთხვევით გამვლელმა წაიყვანა საავადმყოფოში და ა.შ. აღნიშნული გარემოებები სასამართლოს უყალიბებს შინაგან რწმენას ქმედების განზრახ ჩადენის თაობაზე.

 

1.6 სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–----–----- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან - ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე (2018 წლის 08 ივნისს მოქმედი რედაქცია).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

ლ-–----–------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასამართლო ითვალისწინებს ქმედების ხასიათს, ბრალდებულის პიროვნებას და თვლის, რომ ლ-–----–-----ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი მინიმალური ვადით.

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ლ-–----–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

2. ლ-–----–-----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 09 ივნისიდან.

 

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით ლ-–----–------ მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. ნივთმტკიცებები: ზოია ჯინჭარაძისაგან ამოღებული ლ-–----–------ ტანსაცმელი, ლ-–----–------აგან ამოღებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით MRB-006, დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ლ-–----–------ პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სანადრო თოფი და 28 ცალი ვაზნა, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფს.

 

იაგო ვერულიძის ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქები, ლ-–----–------ პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სანადირო გლუვლულიანი თოფის ლულიდან, სასხლეტიდან და ჩარჩოდან აღებული ანაწმენდები, ლასა ბეჟანიძის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ვიდეო კომპაქტ-დისკი დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი