განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2019
საქმის ნომერი
190100118002496670
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-434-18

(№021080518002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 იანვარი 2019 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი ცოტნე მატუა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ა-- ხ-------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ე-––-- ს---------, დაბადებული 0-.0--1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 12001025061, არასრული საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გარდაბა--, ქ------- წ-------–-- ქუჩა #2;

 

ადვოკატი - შ---------–-–---–ი

 

თარჯიმანი - ო----- რ-----------

 

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პ - ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 7 მაისს გამთენიისას, ქალაქ გ--------–-, ქ------- წ-------–-- ქუჩა N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანმა ა---- ს---------- მამას ე-––-- ს--------- უთხრა, რომ თუ არ შეწყვეტდა მასთან არასასურველ ფიზიკურ კონტაქტს, სასქესო ორგანოზე ხელის მოკიდებასა და სხვა სახის სექსუალური ხასიათის ქმედებებს, ამის შესახებ აუცილებლად ეტყოდა ბიძას ე-–------- მ------------, რაზეც გაბრაზდა ე-––-- ს--------- და არასრულწლოვან შვილს მოსჭიდა თმაში ხელი და მოქაჩა, ასევე ყელზე მიაჭირა ხელი და უთხრა, რომ მომხდარის შესახებ თუ ვინმეს რამეს ეტყოდა მოკლავდა. ე-––-- ს---------ს ქმედების შედეგად, ა---- ს---------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახში ძალადობა ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

3.1. სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა ა---- ს---------- განაცხადა, რომ ე---–-- არის მისი მასწავლებელი. 7 მაისს სკოლაში იყო და სახლში დაბრუნება არ უნდოდა. ამბობდა, რომ მამამისი სახლში სცემდა, თმაზე ექაჩებოდა და ამიტომ არ სურდა სახლში დაბრუნება და ბიძამისთან უნდოდა წასვლა. დეიდამისს დაურეკა, მან უთხრა რომ ვერ მივიდოდა. ბიძამისს რომ დაურეკეს მან დირექტორს უთხრა, რომ ეშინოდა მამამისის და ვერც ის მივიდოდა. მამა გაკვეთილების გამო სცემდა და საღამოს მაღაზიაში აგზავნიდა არყის და სიგარეტის საყიდლად. მან თავდაპირველად მოსწავლეებს უთხრა, რომ სახლში წასვლა არ უნდოდა და სცემდნენ სახლში. შემდეგ ბავშვებმა უთხრეს ე---–-- მასწავლებელს. გარდაბანში ცხოვრობდა მამასთან, მამიდასთან, მამიდაშვილთან და ბებიასთან ერთად. ხშირად მამიდა აგინებდა ა----ის ბაბუას, დედის მამას. მამა ჯერ თმაზე ექაჩებოდა, მერე თავი მიარტყმევინა, თმებით ათრევდა და მუშტი ჩაარტყა ტუჩებში. სცემდა რადგან რუსულ ენაზე კარგად ვერ სწავლობდა. მამამისი მიემგზავრებოდა აზერბაიჯანში და მამიდამ უთხრა, რომ გაერეცხა მისი შარვალი, მანაც გარეცხა. მამამისმა უთხრა თუ რატომ გარეცხა ახლა შარვალი და ამის გამო სწვდა ყელში და შემდეგ ყურის მიდამოში სილა გაარტყა. ერთხელ მამამისის მამიდაშვილის შვილი იყო ავად და ექიმთან ჰყავდათ წაყვანილი, მეორე ბავშვი სახლში იყო და ტიროდა, რადგან დედასთან უნდოდა და მამამისს უნდა დაერტყა მისთვის, მაგრამ ა------ უთხრა, რომ ცოდო იყო და შეაჩერა, ამის გამო მას დაარტყა. ღამე ძილის საშუალებას არ აძლევდა, ეხუტებოდა ხელებს სტკენდა. ერთად ეძინათ. ეუბნებოდა, რომ ხელები გაეშვა და უნდა დაეძინა და დილით სკოლისთვის ამდგარიყო, მაგრამ მაინც აკეთებდა. ეს ხდებოდა ყოველდღე. ყველგან ეხებოდა. მამა ეუბნებოდა რომ თუ ამას იტყოდა, მოკლავდა.

გარდაბანში გადასვლამდე ბიძამისთან ცხოვრობდა. მამამ წაიყვანა, დედამისმა არც იცოდა. ეუბნებოდნენ, რომ კარგად მოუვლიდნენ და არ დაუყვირებდნენ, უკეთ მოუვლიდნენ. იცის რომ მშობლები განქორწინებულნი არიან და დედას მისი თურქეთში წაყვანა უნდა. მამამისთან ცხოვრების დროს ბებიამისთან ხანდახან ეძინა.

3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმე ა---------------მა განაცხადა, რომ მუშაობს გარდაბნის რაიონის N- საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. ა---- ს--------- გაიცნო მაშინ, როდესაც ის მათ სკოლაში მივიდა სასწავლებლად, დაახლოებით თებერვლის თვეში. ერთ დღეს უთხრეს, რომ ა---- ს--------- სახლში არ მიდიოდა. მასწავლებელმა უთხრა, ბავშვი სახლში გასაშვები არ იყო, ვინაიდან მამამისთან პრობლემა ჰქონდა, მიზეზი ვერ უთხრეს, ვინაიდან გოგოები იყვნენ და შერცხვათ, ისიც აღარ ჩაეძია. ეზოში იდგნენ მანდატურები და ა---- ს---------, მან ა---- ს---------ს მამის ნომერი ჰკითხა, რომ დაერეკა, ბავშვმა კი უთხრა რომ მამასთან წასვლა არ უნდოდა და ბიძამისთან უნდოდა წასვლა. შემდეგ მან ბიძის ნომერი ჰკითხა, დაურეკა ბიძამის, რომელმაც უთხრა, რომ მამამისის გამო ბავშვის წამოყვანის ეშინოდა. გადაწყვიტეს დაერეკათ პოლიციაში. პირადად მან დარეკა პოლიციაში. ამის შემდგომ ა---- ს--------- პოლიციელებმა წაიყვანეს და კითხვები დაუსვეს, რომელმაც განმარტა, რომ ეშინოდა სახლში წასვლის. მოწმე სხვა შეკითხვების დასმის პროცესს არ დასწრებია. პოლიციაში უთხრეს სახლში წასულიყო, გოგონას მამასთან არ გაუშვებდნენ და ბიძასთან წაიყვანდნენ.

 

3.3. მოწმე ე---–-- ვ---------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გარდაბნის რაიონის N- საჯარო სკოლაში მასწავლებლად. ა---- ს--------- არის მათი სკოლის მოსწავლე. ა----ი მასთან მივიდა და უთხრა, რომ იმ დღეს სახლში წასვლა არ უნდოდა. კითხვაზე თუ რატომ არ უნდოდა სახლში წასვლა ა---- ს---------- ტირილი დაიწყო, უთხრა რომ ძალადობდნენ მასზე. ბავშვმა უთხრა რომ მამა ეფერებოდა. მან უთხრა, რომ ბავშვს ყველა მამა ეფერება, თუმცა ა------ უთხრა რომ სხვანაირად ეფერებოდა. მან ბავშვი დირექტორთან წაიყვანა. თქვა რომ 112-ზე დაერეკათ რადგან ამ ბავშვის სახლში გაშვება არ შეიძლებოდა. იგი დამრიგებელიც არ არის, ალბათ ბავშვს ნდობა ჰქონდა და ამიტომ მივიდა მასთან. ბავშვი სახლში არ მიდიოდა, სკოლაში ვერ დატოვებდნენ, ამიტომ 112-ზე დარეკეს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ე---–-- ვ---------- გამოკითხვის ოქმის ნაწილი, 2018 წლის 14 ივნისის. მოწმე დაეთანხმა მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას.

 

ბავშვმა სთხოვა, რომ თუ შეიძლებოდა მასთან ეცხოვრა. მისი ეს თხოვნა გაუკვირდა. ბავშვი თ----------ს სკოლიდან გადმოვიდა. მშობლები გაშორებულები არიან და ამის გამო გადავიდა. რაც ა------ განაცხადა, არ იცის რამდენად სიმართლე იყო. ახლა ა---- ს--------- არ არის მისი მოსწავლე. იგი არის სპეცმასწავლებელი და ბავშვებთან შეხება არ აქვს.

3.4. მოწმე ხ---- ნ-----–-–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის თანამდებობაზე. 2018 წლის 8 მაისს იყო მორიგე, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას გარდაბნის რაიონულ სამმართველოში, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ სამმართველოში გამოცხადდა გარდაბნის რაიონის N----- სკოლის დირექტორი, ა---- ს---------სთან ერთად და განაცხადეს რომ ა---- ს---------ზე მამამისი ახორცილებდა სექსუალურ ძალადობას. აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება გამომძიებლის შ------- ნ-–--–-–---–ის მიერ. შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ე-––-- ს---------- გაიგო, რომ დაიწყო გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და აპირებდა მიმალვას, რის შესახებაც მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. შეიქმნა ცალკე საგამოძიებო ჯგუფი. ოპერატიულ ინფორმაციაში დემოგრაფიული მონაცემები იყო, მაგრამ ზუსტად არ ახსოვს რა მონაცემები. პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა. პატაკის ირგვლივ გამოიკითხა მოწმის სახით. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

3.5. სასამართლო პროცესზე მოწმე გ------- მ------------ განაცხადა, რომ მუშაობს გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. განყოფილებაში 2018 წლის 8 მაისს სკოლის დირექტორმა განაცხადა რომ მოსწავლეს სახლში სცემდნენ, დაიწყო გამოძიება ძალადობის მუხლით. შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მოძალადე იყო მამა და აღნიშნული პიროვნება, ე-––-- ს--------- იმყოფებოდა გარდაბანში. ბავშვი გამოკითხული იყო გამომძიებლის მიერ. საინფორმაციო ბაზაში ამოიღეს სურათი. ოპერატიულ ინფორმაციაში იყო მოცემული მონაცემები. იცოდნენ, რომ აღნიშნული პიროვნება ადრე ნასამართლევი იყო ნარკოტიკებზე. არსებობდა საფრთხე იმისა, რომ ე-––-- ს--------- მიიმალებოდა. 2018 წლის 9 მაისს ღამის საათებში, იგი მოძრაობდა გამომძიებელ შ------- ნ-–--–-–---–თან და თარჯიმანთან ა----- მ-------------- ერთად, რა დროსაც კ-------- ქუჩაზე დაინახეს აღნიშნული პიროვნება. ე. ს---------- პოლიციის მანქანა რომ დაინახა, შეეცადა გაქცევას. ისინი დაედევნენ, როგორც კი მოჰკიდა ხელი, ბრალდებული გაჩერდა. უშუალოდ მან მოახდინა ბრალდებულ ე-––-- ს---------ს დაკავება. ე. ს--------- განემარტა მისი უფლებები, თარჯიმნის მეშვეობით, გადაეცა დაკავების ოქმი, რომელსაც გაეცნო. დაკავების ოქმი შედგენილი იქნა ადგილზე. დაკავების დრო რაც ოქმშია მითითებული შეესაბამება რეალურ დაკავების დროს. ბრალდებულიც გაეცნო ოქმს, პრეტენზია არ ჰქონია, ხელი მოაწერა და ოქმი გადაეცა. დაკავებისას ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა. სხვა საგამოძიებო მოქმედება არ განუხორციელებია. მას ესმის აზერბაიჯანული ენა და აქედან გამომდინარე მიხვდა რომ თარჯიმანსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაცია შედგა. ბრალდებულთან სახლში არ ყოფილან, კ-------- ქუჩაზე დააკავეს.

 

3.6. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ფორმა N1 დადგენილია, რომ 20-8 წლის 08 მაისს გარდაბნის შსს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N021080518002 საქმეზე, რომლის თანახმად, 2006 წლის 31 მაისს დაბადებულ ა---- ს---------ს სისტემატურად აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას და ახორციელებს მის მიმართ გარყვნილ ქმედებას მამა 1--- წლის 1 ა-----–- დაბადებული ე-––-- ს---------.

 

3.7. 2018 წლის 9 მაისს გადაწყვეტილ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება დაზარალებულის მონაწილეობით, მაგრამ დაზარალებულის რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო მისი ჩატარება ვერ განხორციელდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (ტ. 1. ს.ფ 18-24) თანახმად მოწმემ დაიწყო ისტერიკული ტირილი და ითხოვა, რომ დაუყოვნებლივ გაეყვანათ აღნიშნული ოთახიდან და სახლიდან და არასდროს აღარ მიეყვანათ ამ სახლში. არასრულწლოვა-- მოწმის, ა---- ს---------ს, კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე შეწყდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მეორე ოთახში საგამოძიებო ექსპერიმენტის განხორციელება ვეღარ მოხერხდა რადგან მოწმემ უარი განაცხადა მასში მონაწილეობის მიღებასა და მოქმედების გაგრძელებაში.

 

3.8 სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგის თანახმად: მიმმართველი პირი არის საქართველოს მთავარი პროკურატურა, უშუალო მიმმართველი სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილება. ბავშვის სახელი და გვარი ა---- ს--------- (პ/ნ 1----------, დაბ 31.05.2---–-----–-–--, გარდაბნის საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე, მის: გარდაბნის მუნიციპალიტეტი სოფელი თ----------) მიმართვის თარიღია 20-8 წლის 18 მაისი.

 

მიმართვის მიზეზი: არასრულწლოვანზე განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე სამართალდამცავებს მიმართა საგანმანათლებლო დაწესებულებამ (ბავშვმა შესაძლო ძალადობის შესახებ მოუყვა მასწავლებელს); აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო გამოძიება: რუსთავის პროკურატურის მიერ. სოციალური მომსახურების სააგენტოში წარმოდგენილ „ბავშვთა დაცვის მომართვის ბარათში (დანართი #2) მითითებულია ეჭვის წყარო: ბავშვის საეჭვო ქცევა „აქვს შიშები“, „არ უნდა სახლში დარუნდება“, აქვს „სექსის შესახებ ასაკის შეუფერებელი ცოდნა“. საფუძვლია-- ეჭვის წყარო გახდა „ბავშვის პირდაპირი განცხადება , რომ მასზე ხორციელდება ან განხორციელდა ძალადობა“, „ბავშვა გამოკითხვისას დეტალურად აღწერა საქმის ფაქტობრივი გარემოებები“.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონულ განყოფილებამ მოითხოვა არასრულწლოვანს ა---- ს---------ს საქმეში ფსიქოლოგის ჩართვა.

 

მომართვის მიზა--: არასრულწლოვნის საკითხის შესწავლაში ფსიქოლოგის ჩართვა.

ვიზიტების რაოდენობა: 18.06. 20-8 წ (შეხვედრა არასრულწლოვან ა---- ს---------სთან), 18.06. 20-8წ (შეხვედრა ბავშვის ბიძასთან, ე-–------- მ---------------). 17. 07.20-8 წ (შეხვედრა არასრულწლოვან ა---- ს---------სთან). 30. 07.20-8წ (შეხვედრა არასრულწლოვან ა---- ს---------სთან), 02. 08. 20-8 წ (შეხვედრა არასრულწლოვან ა---- ს---------თან): 02. 08. 20-8 წ (შეხვედრა ბავშვის ბიძასთან ე-–------- მ---------------).

 

გამოყენებული მეთოდები: დაკვირვება; ინტერვიუ NCHD-ის (ბავშვთა ჯანმრთელობისა და ადამია--ს განვითარების ეროვნული ინსტიტუტი) გამოკითხვის ოქმის მიხედვით; პროექციული სავარჯიშოები „დასამთავრებელი წინადადებები“ „სამი სახლი“, „ბავშვის პიროვნებათაშორისი ურთიერთობები“, „ემოციური მდგომარეობის საკვლევი ლუშერის ტესტი, სავარჯიშოთა კრებული „ბავშვებისთვის, რომლებმაც ძალადობა გა--ცადეს“.

 

ბავშვთა განვითარების თავისებურებები: ა---- ს---------ს მშობლები განქორწინებულნი არიან; ბავშვი ადრეული ასაკიდან ცხოვრობდა დედასთან და ბიძის ოჯახთან ერთად; ათენი, მეზობელ ქვეყანაში დედის ყოფნის პერიოდში, მამამ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, პირადი ინიციატივით წაიყვანა საკუთარ საცხოვრებელ გარემოსი (აღნიშნულ სახლში ცხოვრობდა ა----ის ბებია და მამიდა); სავარაუდოდ მომხდარი ძალადობის შემდეგ, ა---- ს--------- საკუთარი ინიციატივით დაბრუნდა დედის ძმის ოჯახში; არასრულწლოვა-- ძალიან გაახარა აღნიშნულ ოჯახში დაბრუნებამ; მოცემულ მომენტში ა----ის დედა ისევ იმყოფებოდა მეზობელ ქვეყანაში, ბავშვთან კომუნიკაცია ხდება ტელეფონით.

 

ქცევაზე დაკვირვება გამოკვლევის პროცესში: ა---- ს---------ს თანმხლები პირი შეხვედრაზე იყო ბიძა ე-–------- მუსტაფაევი; ვიზიტებზე არასრულწლოვანი იყო კომუნიკაბელური, ჩაერთო შეთავაზებულ აქტივობებში; პასუხობდა დასმულ კითხვებს, საუბრობდა საკუთარი ინიციატივით; მამის ოჯახთან თანაცხოვრების პერიოდზე, ყოფაცხოვრებისა და ურთიერთდამოკიდებულების დეტალებზე საუბრისას თავისუფლად გამოხატავდა აზრებსა და ემოციებს; მამის მხრიდან განხორციელებულ შესაძლო სექსუალური ხასიათის შეხებებზე საურისას დაიძაბა, ავლენდა უხერხულობას, სირცხვილის გრძნობას; დროდადრო წყვეტდა ამბის მოყოლას, საუბრობდა ჩუმად, მოკლე ფრაზებით, არ სურდა საუბრის გაგრძელება; მამის მიმართ გამოხატავდა გაბრაზებას, გაღიზიანებას, იმედგაცრუებას; აღნიშნავდა, რომ არ აქვს სურვილი არასდროს მოუწიოს მასთან ცხოვრება, შეხვედრა.

 

შემეცნებითი სფეროს თავისებურებები: გონებრივი და ინტელექტუალური განვითარება შეესაბამება ასაკს, ლექსიკური მარაგი, ზოგადი ცოდნის დონე -ასაკის შესაბამისი.

 

ემოციური განვითარების თავისებურებები: ემოციური მდგომარეობის საკვლევი ტესტის მიხედვით ა---- ს--------- ავლენს კონფლიქტური სიტუაციიდან გაქცევის ტენდენციას; არ უნდა რომ ჩართული იყოს რაიმე მოსაზრებების, შეხედულებების ან მსჯელობის გამო წარმოქმნილ განხეთქილებაში; გაურბის ვალდებულებებს, შეზღუდვებს და საერთოდ ყველაფერს რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს დამოკიდებულების ძიებაში. განიცდის გარემო ფაქტორების ძლიერ ზეწოლას და არ უნდა მათგან განთავისუფლება; გამოხატულია მერყეობა, თავი თავში დაურწმუნებლობა, შიში გაურკვეველი პრობლემების წინაშე; კონფლიქტის არსებითი მიზეზი შინაგანად გაუცნობიერებელია; ეძებს სტაბილურობას, ემოციონალურ კომფორტს და გარემოცვას, რომელშიც თავს იგრძნობდა თავისუფლად და ექნებოდა ნაკლები პრობლემები.

 

ინტერვიუსა და პროექციულ სავარჯიშოებში ა-----ი დედისა და ბიძის ოჯახის წევრების მიმართ ავლენს პოზიტიურ ემოციურ კავშირს, გამოხატულია ძლიერი, სანდო მიჯაჭვულობა; მამისა და მამიდის მიმართ გამოხატულია სუსტი ემოციური კავშირი, ნეგატიური დამოკიდებულება, მამის მიმართ ავლენს გაბრაზებას, გაღიზიანებას, იმედგაცრუებას, უნდობლობას.

 

ძალადობის/პრობლემის ისტორია: ა----- ს--------- NCHD -ის ოქმის მიხედვით გამოკითხვისას თავიდან აღნიშნა, რომ მის მიმართ არასწორი ქმედება არავის განუხორციელებია; შემდეგ განმარტა, რომ ახლა სადაც ცხოვრობს ბიძის ოჯახში ყველაფერი მოსწონს და სულ უნდა მათთან იცხოვროს; ა-----ი აღნიშნული ინფორმაციის გადმოცემისას იყო კატეგორიული , განაგრძო მოყოლა „ გარდაბანში ვცხოვრობდი მამა(ელიშან), მამიდა (ე-–-----), ბებიასთან (შაფიკა) ერთად. იქ არაფერი არ მომწონდა“. დასმულ კითხვაზე „ შენ ამბობ რომ არაფერი არ მოგწონდა , ყველაზე მეტად რა არ მოგეწონა?“ პასუხობს: „ჩხუბობდნენ: მამაჩემი ცუდად მიყურებდა; მამიდა მატირებდა; მამა და მამიდა აგინებდნენ ჩემს დედას, ყოველ საღამოს მამაჩემი მგზავნიდა მიდი არაყი მომიტანეო, ეს არ მომწონდა როცა მივდიოდი არყის მოსატანად გზაში მხვდებოდა ძაღლი და მაშინებდა , ძალიან მეშინოდა. დასმულ კითხვაზე: „ შენ ამბობ , რომ ჩხუბობდნენ, მომიყევი ამის შესახებ“, პასუხობს „ყოველდღე ჩხუბობდნენ, ერთმანეთს ცუდ სიტყვებს ეუბნებოდნენ“; დასმულ კითხვაზე „ა----- სენ ამბობ, რომ მამ ცუდად გიყურებდა, მომიყევი უფრო მეტი ამის შესახებ“. პაუსოხბს: „ ვჯდებოდი ერთ ადგილას და ცუდად მიყურებდა, ახალი მოსული ვიყავი სკოლიდან ისიც მოვიდა ჩაი რატომ არის ცივი და საჭმელი რატომ არ არის მზადო, მერე ბებია მოვიდა და მოამზადა საჭმელი, საჭმელი ჭამა და წავიდა სამსახურში, საჭმელს რომ ჭამდა ცუდად მიყურებდა, სადაც მისი ადგილი იყო იმ ადგილას რომ დავჯექი, ამაყენა და დამიწყო გინება და თვითონ დაჯდა; სხვა არაფერი არ გაუკეთებია“ დასმულ კითხვაზე „შენ ამბობ რომ მამიდა გატირებდა, მომიყევი უფრო მეტი ამის შესახებ“. პასუხობს: „ ერთხელ წვიმდა , მე მივრბოდი დავიღალე და ვსუნთქავდი ხმამაღლა და მითხრა დედაშენს ჰგავხარო და დამიწყო გინება“. დასმულ კითხვაზე: „შენ ამბობ რომ მამა და მამიდა დედაშენს აგინებდნენ, მომიყევი უფრო მეტი ამის შესახებ“. პასუხობს: „ დედას დედ-მამა ჰყავს გარდაცვლილი და იმ გარდაცვლილებს აგინებდნენ“. დასმულ კითხვაზე „შენ ამბობ რომ მამა ყოველ საღამოს გაგზავნიდა არყის მოსატანად, მომიყევი შემთხვევამ რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა“ პასუხობს: „ვიყავი ახალი დაბანილი და მივდიოდი დასაძინებლად, მითხრა მოდი გაიქეცი და არაყი მიყიდეო, არ მინდოდა წასვლა და დააპირა ცემა, იძულებული გავხდი წავსულიყავი, სიბნელე იყო შეშინებული მივდიოდი ისმოდა ძაღლის ხმა, მაინც გავიქეცი, მერე უკან დავბრუნდი და მოვუტანე არაყი; მაშინ მამიდა და ბებია იყო სახლში და მამაჩემის ნათესავი ე-–----, თავის 2 წლის ბავშვთან და 8 თვის ბავშვთან ერთად“. დასმულ კითხვაზე: „შენ ამბობ, რომ უსიამოვნო იყო იმ სახლში ცხოვრება, მეტი მომიყევი ამის შესახებ“ პასუხოს „კი მაბეზრებდნენ თავს, ყველა საქმეს მაკეთებინებდა, მეტი არაფერი“. მერე გააგრძელე „ბებიას ჰქონდა ფეხი გასიებული, მამაჩემი აზებაიჯანში მიდიოდა, მე არ ვიცოდი, მოვიდა და მითხრა ჩემი შარვალი რატომ არის გარეცხილი, თავის დროზე რატომ არ გავრეცხე მითხრა და კისერში და ყელზე დამარტყა, ისე მეტკინა რომ დამეწვაო“. „ერთხელ მამა აპირებდა იმ 2 წლის ბავშვის ცემას, ჩვენთან რომ იყო სტუმრად , მისი დედა წასული იყო ექიმთან პატარას დიდი ტემპერატურა ჰქონდა, მე მივხვდი რომ ცემას უპირებდა და ბავშვი გავარიდე, ამის გამო მცემა, მუშტი დამარტყა ტუჩზე და სისხლი წამომივიდა, ფეხზე მომარყა (აჩვენებს მუხლის მხარეს, გვერდით); სახლში მამიდა და ბებია იყო ბებიამ დამინახა რომ დამარტყა. სახლში, რომ მოვიდა ბავშვის დედა იკითხა რატომ ტირისო და უთხრა თავი მომაბეზრა დავუყვირეო; ა-----ი შემდეგ აგრძელებს მოყოლას: „მამამ ამ წლის აპრილში მე თავი მიმარტყმევინა კარადაზე, მოქაჩა და დავარტყი, გონება დავკარგე.. მამიდამ წყალი სახეზე წამისვა და გამოვფხიზლდი, მაშინ მომინდა დედასთან წასვლა; სტუმარს ელვინს ვუთხარი ,იმან მითხრა აღარ დამელაპარაკო ამაზეო. რამდენიმე დღის მერე მამიდამ მითხრა რატომ არ რატომ არ ელაპარაკებოდიო ელვინს და სილა გამაწნა. მამიდამ მიტხრა თუ დედაშენთან წასვლა გინდა შიშველი გაგიშვებო. დამსულ კითხვაზე ა-----ი განმარტავს, რომ კლასელებმა ნახეს დაზიანებები. „ორს დავასახელებ ფ---ა-- და ე-–----, მითხრეს რა გაქვსო, მე მოერიდა და ვუთხარი თვითონ ვიტკინეთქო“ ა-----ი აგრძელებს მოყოლას„ მეუბნებოდნენ ძაღლიშვილი ხარო; მერე ერთხელ მამამ გინება რომ დამიწყო მასწავლებელს ვუთხარი მაგინებს მცემს და არ მაძლევს საშუალებას რომ ნორმალურად ვიცხოვრო და მიმეცით ბიძასთქო. მერე წამოვედი პოლიციაში“. დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ სხვა არაფერი ახსენდება, რამე უსიამოვნო. კითხვაზე :შენ პოლიციაში ახსენე რომ იყო მამის მხრიდან არასწორი შეხება შენზე, ახლა ამბობ რომ სხვა არაფერი ყოფილა, რომელი სწორი? „ა-----ი პასუხობს: „კი იყო მე შევდიოდი უკან ოთახში და ის უყურებდა ტელევიზორს, გამორთო, ჩამეხუტა, ხელები მომხვია მკლავებზე, ძალიან ჩამეხუტა და მეტკინა მე ვუთხარი უნდა დავიძინო დილით ადრე უნდა ავდგე და გამიშვითქო მე როცა მინდა მაშინ გაგიშვებო, მერე გამიშვა; ეს მოხდა ერთჯერ მეტად; მე ვუთხარი თუ არ გამიშვებ ჩემს ბიძას ვეტყვითქო, ყელზე მომიჭირა და მითხრა თუ ეტყვი მოგკლავო, მერე გამიშვა. მეტი არაფერი მომხდარა“. დასმულ კითხვაზე“ შენ პოლიციაში თქვი, რომ მამა შეგეხო სასქესო ორგანოზე, ახლა ამბობ,რომ სხვა არაფერი გაუკეთებია, რომელია სწორი? „ პასუხობს: „ სწორია ის, რომ შემეხო. დამაზუსტებელ კითხვაზე უპასუხა, რომ შეეხო სასქესო ორგანოზე და თითქოს ეფერებოდა, გამისვიო ხელი მე ხო შენი შვილი ვართქო ვუთხარი, მერე რა რომ შვილი ხარო, მერე ვიტირე და გამიშვა“. დასმულ კითხვაზე პასუხობს რომ სასქესო ორგანოზე შეეხო პიჟამოს ზემოდან; ეს გააკეთა 2-ჯერ“. დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ სხვა არფერი ახსენდება. ა----ი აღნიშნავს, რომ სახლში, წინა ოთახში იწვნენ ბებია და მამიდა და ნათესავი, უკან ოთახში, იყო თვითონ სხვა არავინ; შემდეგ განმარტავს, რომ უკან ოთახში წვებოდა მამაც, საწოლი იყო ერთი.

 

შეფასების პროცესში არასრულწლოვანთან გასაუბრებით, ქცევაზე დაკვირვებით ვლინდება, რომ ა---- ს---------ს განვითარება შეესაბამება ნორმას; ბავშვისთვის დედასთან და ახლობლებთან განშორება, მამის ოჯახში შექმნილი შესაძლო ძალადობრივი ქმედებები, მატრამვირებელ და უარყოფით გავლენას ახდენს მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე; ინტერვიუსა და პროექციულ სავარჯიშოებში ა-----ი დედასა და ბიძის ოჯახის წევრების მიმართ ავლენს პოზიტიური ემოციური კავშირს, გამოხატულია ძლიერი, სანდო მიჯაჭვულობა; მამისა და მამიდის მიმართ გამოხატულია სუსტი ემოციური კავშირი, ნეგატიური დამოკიდებულება, მამის მიმართ ავლენს ძლიერ გაბრაზებას, უნდობლობას, იმედგაცრუებას, აქვს სურვილი არასდროს შეხვდეს მას.

 

ა----ი მამის ოჯახთან თანაცხოვრების პერიოდზე საუბრისას გადმოსცემს ინფორმაციას უსიამოვნო გამოცდილებაზე (უფროსებს შორის კონფლიქტი, ბავშვის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართვა, დარტყმა). გამოხატავს აზრებს და ემოციებს თავისუფლად დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხის გაცემისას ახდენს შეთხვევათა გამიჯვნას, საუბრობს დეტალურად შესაძლო მომხდარ ფაქტებზე, მამის მხრიდან შესაძლო სექსუალური ხასიათის შეხებებზე საუბროს კონკრეტულად დასმული კითხვის შემდეგ: დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხის გაცემისას, შემთხვევის გამიჯვნისას აღწერს ფაქტებს ზოგადად, მომხდარზე საუბრისას ბავშვის მიერ გადმოცემული აზრი, ემოცია, მიმიკა ჟესტიკულაცია თანხვედრაშია, აღნიშნული აძლიერებს ეჭვს ბავშვის მიერ გადმოცემული ინფორმაციის სარწმუნოობაზე.

 

3.9. 2018 წლის 09 მაისის გარდაბანში, ქ------- წ-------–-- ქუჩა N--ში ჩატარებული ჩხრეკის ოქმის (ტ.1 ს.ფ. 27-34გ) მიხედვით საცხოვრებელი სახლის მფლობელი ე-–----- ს--------- წინ ეღობებოდა, რათა არ გაეჩხრიკათ მისი საცხოვრებელი სახლის ოთახები და მასში განთავსებული ლოგინები. იგი ყვირილით გამოხატავდა პროტესტს და ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა ჩხრეკის განხორციელებაში. ხელს უშლიდა დადგენილებაში მითითებული ნივთების დაძებნა ამოღებაში. მიუხედავად ე-–----- ს--------- ფიზიკური წინააღმდეგობისა, მის სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც შიდა (მეორე) ოთახში კარიდან ხელმარჯვნივ განთავსებული ხის ორსაწოლიანიდან ამოღებული იქნა ვარდისფერი და იასამნისფერი ორნამენტებით, ზოლებით, კუბიკებით და ყვავილებით გაწყობილი ზეწარი (N1), იგივე ოთახში სარკიან კამოდში (ე.წ. ტრილიაჟი) ჩხრეკისას ამოღებული იქნა ვარდისფერი ნაჭრის საღამურები (ე.წ. პიჟამო), ვარდისფერი კუბოკრული (კლეჩატი) გრძელტოტიანი შარვალი და ვარდისფერი, წინ კუბოკრული ნაჭრით გაწყობილი და ორი ცალი დათვის გამოსახულებიანი აპლიკაციით, გრძელსახელოიანი მაისური ( წინ ორი ღილით ) (N-) . პირველი ოთახის შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ N1 რკინის საწოლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ლეიბზე გადაკრული ლურჯი და იასამნისფერი ზოლების მსგავსი ორნამენტებიანი ნაჭრის ზეწარი ( N-).

 

3.10. 20-8 წლის 18 მაისის ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N003127818 დასკვნის (ტ.1. ს.ფ. 53-56) თანახმად, ა---- ს---------ს საქალწულე აპკის მთლიანობა არ არის დარღვეული, მთელია. ა---- ს---------ს სხეულზე გარეგნულად და უკანა ტა--ს არეში მექა--კური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშა-- არ აღენიშნება.

 

3.11. ბრალდებულმა ე-––-- ს---------- ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. მან არ ისარგებლა ასევე საბოლოო სიტყვის უფლებით.

 

3.12. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ადამია--ს უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამია--ს უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის ე-––-- ს---------ს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის დამცველის შ---------–-–---–ის მიერ დასკვნით სიტყვაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მოსაზრებებს ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ისინი ვერ აქარწყლებს ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ვერ უპირისპირდება დაზარალებულის ა---- ს---------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას. დაზარალებულმა, რომ სწორი ჩვენება მისცა გამოძიებას და შემდეგ სასამართლოს, აღნიშნული დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგიური გამოკვლევით. დასკვნითი სიტყვა ძირითადად მოიცავდა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებისას დაშვებულ დარღვევებზე მითითებას, თუმცა მის მიერ დასახელებული მოსაზრებები მათი უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ეს საგამოძიებო მოქმედებები კანონიერად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ, ასევე ის მტკიცებულებები, კანონიერების და დასაშვებობის თვალსაზრისით შესწავლილ იქნა წინასასამართლო სხდომაზე და დასაშვებად იქნა ცნობილი. უშუალოდ ბრალდებასთან დაკავშირებით დასკვნით სიტყვაში ფაქტობრივად არ ყოფილა წარმოდგენილი დაცვის მხარის პოზიცია და არ მომხდარა ბრალდების დადგენილებაში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებების უარყოფა. მხოლოდ ის გარემოება, რომ დაზარალებულს არ აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, არ გამორიცხავს ბრალდებულის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შედეგად ტკივილის მიყენების ფაქტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის დისპოზიციის შესაბამისად, ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს არ წარმოადგენს დაზარალებულის ფიზიკური დაზიანებების არსებობა, სწორედ ეს განასხვავებს მას სისხლის სამართლის კოდექსის სხვა (მაგ: 117-ე, 118-ე და 120-ე) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებისგან. ფიზიკური ტკივილის განცდა ინდივიდუალური შეგრძნებაა და თითოეული ადამიანი მას აღიქვამს მისი ემოციების, მგრძნობელობის თუ ანატომიური აგებულების შესაბამისად. პირის მიმართ განხოციელებულმა ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), მაგრამ შეიძლება არც გამოიწვიოს ასეთი შედეგი და მხოლოდ ფიზიკურ ტკივილში ან ცოტა ხნით შეუძლოდ ყოფნაში გამოიხატოს.

თუ ძალადობის შედეგად დაზარალებულის სხეულზე დარჩა დაზიანებები, ისინი უნდა შეფასდეს სიმძიმის ხარისხის ზოგადი წესების შესაბამისად. სხეულის დაზიანების სიმძიმის განსაზღვრის წესების თანახმად, თუ ძალადობის შედეგად, სხეულზე დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშა-- არ რჩება, მაშინ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი თავის დასკვნაში აღნიშნავს დაზარალებულის ჩივილებს, მიუთითებს, რომ ობიექტური ნიშნები აღმოჩენილი არ არის და სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხს არ განსაზღვრავს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენა და ფიზიკური ტკივილის განცდის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა.

განსახილველ შემთხვევაში კი დაზარალებულმა ა---- ს---------- რომ განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვაც დადგენილია მისი ჩვენებით, ფსიქოლოგიური დასკვნით, ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მისთვის მამის სახლში გადატანილი ძალადობის ფაქტები იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ მას გაურთულდა ემოციური მდგომარეობა და ვეღარ შეძლო საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება. ამ გარემოებათა ერთობლიობა კი არ აძლევს სასამართლოს უფლებას, რომ ეჭვი შეიტანოს დაზარალებულის ჩვენებაში და არ დაუჯეროს მას.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ე-––-- ს---------ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.

ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზია--, შეურიგდეს დაზარალებულს

4.2. ბრალდებულის ე-––-- ს---------ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,ე” პუნქტები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის - სასჯელის სახით აწესებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი გა--მსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი მახმუდ პალიმბეტოვის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, რაზეც მიუთითებს ის ფაქტიც, რომ 2017 წლის 29 ივნისის შემაკავებელმა ორდერმა ვერ უზრუნველყო ბრალდებულის სათანადო ქცევა.

 

ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

 

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.

 

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-16 მუხლზე, რომლის მიხედვით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვი მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისგან, აღნიშნული ნორმის მიხედვით არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს მისი პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლების განხორციელებაში ნებისმიერი ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის ობიექტი. 2. ბავშვს უბლება აქვს კანონით იყოს დაცული ასეთი ჩარევისაგან ან ხელყოფისაგან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი ე-––-- ს---------ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ე-––-- ს--------- მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ე-––-- ს---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე ამოღებული ზეწრები, ვარდისფერი საღამური, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე-––-- ს--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

2. ე-––-- ს---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 09 მაისიდან.

 

3. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს საქმეზე ამოღებული ზეწრები, ვარდისფერი საღამური, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი